თავად დიასამიძის მკვლელობა

ისტორია

თავად დიასამიძის მკვლელობა

2019 იან 19 16:35:01

1925 წლის ზაფხულში პირველმა ქართულმა საბჭოთა მსროლელმა დივიზიამ აღლუმის დროს გაიარა სოფელი ბრილი, რომელიც იმით იყო გამორჩეული, რომ 1897 წელს რამდენიმე გლეხმა მოკლა თავადი ნიკოლოზ დიასამიძე. ამ ,,შესანიშნავი” ამბის აღსანიშნავად სპეციალურად გამოყვეს რამდენიმე ამხანაგი, რომლებიც ორკესტრის თანხლებით იქაურ გლეხებთან შესახვედრად წავიდნენ. სტატიის ავტორი თავის სიხარულს ვერ მალავს, თუ ,,...რა აღტაცება გამოიწვია მუსიკამ სოფლელებში, მოგროვდენ გლეხები. შევეკითხეთ იმ ამბის შესახებ, რაც ჩვენ გვაინტერესებდა”. გლეხებმა მოიგონეს მკვლელობის ამბავი; ამ მკვლელობის სამი მოწმე და შემსრულებელი: ტატო დევიძე, რომელიც თავადს თურმე თვალში ჰყავდა ამოღებული, ლექსო ჩუბინიძე და გაბო იმერლიშვილი ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. მათ გადაუღეს ფოტოები, რის შემდეგ გაიმართა მიტინგი.

როგორც გაირკვა, 1882 წლიდან სოფელი ბრილი თავად დიასამიძის საკუთრებას წარმოადგენდა. ნიკო დიასამიძის მამა გორის თავადაზნაურობის მარშალი გახლდათ. თავად ნიკო ქართული კულტურის მოამაგე იყო, როცა XIX საუკუნის 80-იან წლებში სცენის მოყვარულთა წრე დაარსდა, დიასამიძემ საკუთარ სახლში დარბაზი გააკეთებინა, მოაწყო სცენა, რისთვისაც დეკორაციები თბილისში შეიძინა. ის მატერიალურადაც ეხმარებოდა მსახიობებს. დიასამიძე ასევე არაერთხელ დახმარებია ეკონომიურად შეჭირვებული ქართველი მწერლებისთვის. მას განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა აკაკი წერეთელთან, რომელიც კარგა ხანს ცხოვრობდა მის სახლში.

დიასამიძე ბუნებით ფიცხი ადამიანი ყოფილა. 1884 წელს მისი მამულების გამიჯვნის დროს მას განუცხადებია ,,რადგან თავადების და გლეხების მიწები ერთმანეთში არეულია და საზარალოა, საჭიროა გლეხების ,,სანადელო მიწების განცალკავებაო”. ამ წინადადებამ სოფლის გლეხობა გაანაწყენა. თავადი და გლეხები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. საქმეში მთავრობა ჩაერია, რამოდენიმე გლეხის ოჯახი გაჩხრიკეს, საქმის მოთავენი საჯარიმო ასეულში გაგზავნეს, ხოლო 14 კაცი ციხეში ჩასვეს.

 მას ჰყავდა დაქირავებული ,,ჩაჩნების” 150-კაციანი რაზმი, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა და აწიოკებდა გლეხებს, მოსახლეობას წყალს უკეტავდა და ყოველნაირად ავიწროებდა. ერთხელ თურმე გლეხები შეკრებილან და საუბარი გაუმართავთ საკუთარ ჭირ-ვარამზე. ამ დროს ტატო დევიძეზე გაბრაზებული დიასამიძე მივარდნილა გლეხებს და ერთი მათგანისთვის თავზე მოვერცხლილი ჯოხი გადაუმტვრევია. მეორე დღეს კი ჯოხის საფასური, 30 მანეთი, იმავე გლეხისთვის გადაუხდევინებია.

ერთხელაც ტატოს ცოლს ძროხა გამოეყვანა თავის ეზოში საძოვრად. ტატო მაშინ სახლში არ იმყოფებოდა. თავადმა ეს დაინახა და ,,ჩაჩნებს” ძროხის წართმევა და `მაგ ძაღლების~ დახოცვა უბრძანა. ჩეჩენი ქალს თოფით გამოუდგა, მაგრამ მან მიმალვა მოასწრო, თუმცა ნერვიულობის ნიადაგზე ერთი კვირის შემდეგ გარდაიცვალა.

იქაურმა გლეხმა ლექსო ჩუბინიძემ კი ერთი პატარა ძირი მუხა მოჭრა და ურმის ხელნისათვის გათალა. ამის გამო ,,ჩაჩნებმა” სასტიკად სცემეს ჩუბინიძეს, დედამისს კი წინააღმდეგობის გაწევისათვის მოკვლა დაუპირეს. ჩუბინიძემ მაინც მოახერხა და კეტით ერთი ჩეჩენი მოკლა. ამის გამო თავადმა მას ყველაფერი წაართვა. გაბო იმერლიშვილის მამას კი იმიტომ სცემა, რომ ბატონს ბეგარაზე არ ეახლა, თვითონ გაბოს კი შეუთვალა: ,,ცოლს რომ შეირთავ, პირველი მე უნდა მომგვაროო”. ამის შიშით გაბოს ქალს არავინ ატანდა. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ საქართველოში პირველი ღამის უფლება დიდი ხნის განმავლობაში იყო გავრცელებული.

სანდრო ქართველიშვილი, რომელიც მოჯამაგირედ ედგა დიასამიძეს, ერთხელ ბატონმა ხეზე მიაბა და კეტით ისე სცემა, რომ ის ლოგინად ჩავარდა. ამას გარდა, დიასამიძემ ბევრი გლეხი საკუთარი მიწა-წყლიდან აყარა და სხვაგან გადაასახლა. გლეხების ერთი ნაწილი მემამულეს დაემორჩილა, სხვები კი, როგორც შეეძლოთ ეწინააღმდეგებოდნენ, გადასახადების გადახდაზე უარს ამბობდნენ. სიტუაცია რომ განემუხტა, სოფელში მეფის მთავრობის მოხელე ჩავიდა, მაგრამ მოლაპარაკება ვერ შედგა _ გლეხები მიწებითა და ტყით უსასყიდლოდ სარგებლობას მოითხოვდნენ. ვერაფერი რომ ვერ გააწყო დიასამიძემ ძალას მიმართა და მხოლოდ საეგზეკუციო რაზმის დახმარებით შეძლო გადასახადის აკრეფა.

გლეხებს მოთმინების ფიალა აევსოთ და მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტეს. ამ ტერაქტის ჩატარება რამდენიმე ადამიანმა იკისრა. ესენი იყვნენ: ლექსო ჩუბინიძე, გაბო იმერლიშვილი, ბესო იმერლიშვილი და სანდრო ქართველიშვილი. ბესო და სანდრო საჩიტე თოფებით იყვნენ შეიარაღებული, გაბოს ხანჯალი ჰქონდა, ხოლო ლექსოს _ რევოლვერი. მათ საკირე ღელის ბოგირი აყარეს და თავადს ჩაუსაფრდნენ.

,,თავადი ნ. დ. დიასამიძე 13 მარიამობისთვეს მარტო თურმე გაემგზავრა შარაბნით სად. გომში, სადაც იმ დღეს მისი უფროსი შვილი გრიგოლი (გრიგოლ დიასამიძე რევოლუციამდელი ქართული პრესის ცნობილი მოღვაწე იყო, გაზეთ ,,თემის” რედაქტორი. მისი თაოსნობით შედგა 1912 წელს აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში, რის შესახებაც ვასილ ამაშუკელმა პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი გადაიღო. რუსების შემოსვლის შემდეგ ის ემიგრაციაში მიემგზავრება და სიცოცხლეს ნიუ იორკში დაასრულებს -ი.მ.) უნდა ამოსულიყო. შინ თურმე ურჩევდნენ, თქვენ ნუ წაბრძანდებით, ბიჭი გავგზავნოთო, მაგრამ არა ჰქმნა. საღამოს... მამა-შვილნი გომიდგან ბრილში წავიდნენ კაბრიოლეტით. საღამოს 9 საათი იქნებოდა, რომ დიასამიძენი სოფლის მახლობლად ბოგირს მიადგნენ; ცხენები უცბად შეფრთხნენ და უკან დაიწიეს. თავადმა ნიკომ გადასვლა დააპირა. შვილმა ურჩია თურმე, _ მამა, ნუ გადახტები, ქვეიდგან მოუარეო. აქ რაღაცა ამბავი უნდა იყოსო, უთქვამს ნიკოს და გადამხტარა, მაგრამ ბოგირი აყრილი დაჰხვედრია. მაშინ შვილისთვის დაუძახნია, ბოგირი ვიღაცას აუყრია და შვილსაც ჯაგებიდან ვიღაცის ჩურჩული თურმე მოესმა. გრიგოლს უთქვამს: მამა, დავბრუნდეთო, მაგრამ ამის თქმა ვერ დაუმთავრებია, რომ ამ დროს თოფებს უგრიალიათ. ცხენები შეფრთხნენ თურმე და გრიგოლი გაიტაცეს. თითქმის ერთ ვერსამდე ათრიეს. ბოლოს საძნეს ურემი შემოჰხვედროდა და გლეხებს შეეყენებინათ ცხენები, გრიგოლს მაშინვე ეთქვა, არიქათ, მამა მომიკლესო.

მაშინვე ყველანი უკან მიბრუნდნენ თურმე. მაგრამ ამასობაში საათნახევარმა გაიარა. თავ. ნიკო უკვე დაჭრილი და მთლად დაბეგვილი დაჰხვდათ... დაჭრილ ნიკოს, რომელსაც ორი ტყვია მოჰხვედროდა: ერთი მკერდში და მეორე მკლავში, თავპირი ცემით დალურჯებული ჰქონდა. როგორც სჩანს, მკვლელებს იმ შიშით, რომ ვაი თუ სუბუქად იყოს დაჭრილიო, თავპირში უცემიათ კიდევ. დაჭრილს გრძნობა დაკარგული ჰქონდა. როდესაც აიყვანეს სოფელში, გონს მოვიდა და გარს შემოხვეული ხალხი დაინახა, რამდენჯერმე დაიძახა თურმე: ,,ნუ დამარჩობთო!” სულ ნახევარი საათი იცოცხლა და სული დალია. ახლა ამ საქმის შესახებ უკვე სასტიკი გამოძიება სწარმოებს” (ივერია, 1897, #168.). განსვენებულ მეგობარს აკაკი წერეთელმა ლექსი მიუძღვნა:

შენც გიცნობდი... ფიცხი იყავ,

თავგამწევი, მეტი ჩქარი,

მაგრად ძვირად შემხვედრია

შენებრ წმინდა მეგობარი! (სამი ქართული ოჯახი გვ. 67)

სასამართლომ მკვლელებს 20 წლით კატორღა მიუსაჯა. ჩუბინიძემ კატორღაში 12 წელი გაატარა და შემდეგ რუსეთ-იაპონიის ომში მოხალისედ წავიდა, რისთვისაც მას სასჯელი აპატიეს და ის სახლში 1909 წელს დაბრუნდა. გაბო იმერლიშვილმა კატორღაში 18 წელი დაყო და სამშობლოში 1915 წელს დაბრუნდა. სანდრო ქართველიშვილისა და ბესო იმერლიშვილის ბედი კი დღემდე უცნობია.

მიტინგის დროს წითელარმიელებმა თავადის მკვლელები ხელში აიყვანეს და ხალხში გაატარეს. გაისმა მქუხარე ტაში და შეძახილები: `გაუმარჯოს გმირებს! გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას!~ წამოსვლისას კი წითელარმიელებმა სოფელს სამკითხველო გაუხსნეს.

 
ამონარიდი წიგნიდან ,,ტერორისტები" (ირაკლი მახარაძე, ლაშა ხეცურიანი)




 ახალი ამბები
  • სემეკი საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ტარიფის მოდელზე იმსჯელებს20 ივნისის საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ტარიფის მოდელზე იმსჯელებს. აღნიშნულ საკითხზე სემეკმა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2019 წლის იანვარში დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა დარგის ექსპერტებთან და საოჯახო სასტუმროების მფლობელებთან. სემეკი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ის პირები, რომლებიც აქირავებენ ბინებს როგორც დღიურად, ისე გრძელვადიან პერიოდში, სხვადასხვა საიტის მეშვეობით, მოხმარებული სასმელი წყლის საფასურს ისევ საყოფაცხოვრებო ტარიფით გადაიხდიან. კომისიის გადაწყვეტილება მხოლოდ საოჯახო ტიპის სასტუმროებს შეეხება. (R) ... ...
  • როგორ გადაჭრა ბათუმმა უწყლობის და ზღვის დაბინძურების პრობლემა ევროკავშირის დახმარებით დაბა ჩაქვში, მრავალსულიან ოჯახში მცხოვრები ნინო ქათამაძე ამბობს, რომ სასმელი წყლის 24-საათიან უწყვეტ მომარაგებასა და სისუფთავეს მისთვის, ისევე როგორც დანარჩენი მოსახლეობისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ დასახლებაში ვიდრე წყალმომარაგების ახალ სისტემაზე გადავიდოდნენ, ნინო ამბობს, რომ წყლის ჭავლი ტანსაცმლისა თუ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ჩართვას არ ჰყოფნიდა. წყალი ხშირად წყდებოდა კიდეც. არადა, მთელი ბათუმი, სადაც 165 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ბათუმის შემოგარენიც, სასმელი წყლით სწორედ იმ მდინარის (ჩაქვისწყლის) სათავიდან მარაგდება, რომელიც ნინო ქათამაძის სახლიდან ათეულ მეტრში მიედინება. ჩაქვსა და ბათუმში ცალკე ტექნიკური წყალი არ აქვთ, მოსახლეობას მხოლოდ ერთი - სასმელი წყალი მიეწოდება. „ყოველი გაწვიმება გვაშინებდა. წყალი იმღვრეოდა, ბინძურდებოდა და სასმელად უვარგისი ხდებოდა. გრაფიკით მოგვეწოდებოდა ხან როდის - ხან როდის. ერთი წელია, რაც წყალმომარაგების ახალ სისტემაზე გადავედით და მრიცხველიც დაგვიმონტაჟეს. ახლა 24 საათის განმავლობაში სუფთა წყალი გვაქვს, დიდი შეღავათია,“ - ამბობს ნინო ქათამაძე. ჩაქვის მცხოვრებ ნინო ქათამაძის ოჯახი წყალმომარაგების ახალ სისტემაში ერთი წლის წინ ჩაერთო  ნინოს ოჯახი სასმელი წყლით ახლა ჩაქვის ახალი რეზერვუარიდან მარაგდება,  რომელიც ევროკავშირისა და KFW-ს დაფინანსების ფარგლებში ორი წლის წინ მოეწყო. 2500 კუბური მეტრის მოცულობის ეს რეზერვუარი 1100 აბონენტისთვის წყლის უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას უზრუნველყოფს. რეზერვუარის მშენებლობას 900 823 ევრო დასჭირდა. ცალკე პროექტის ფარგლებში ჩაქვში მეორე, შედარებით მცირე, 900 კუბური მეტრი მოცულობის წყლის სამარაგო რეზერვუარიც აშენდა. ჩაქვის №1 2500 კუბური მეტრის მოცულობის რეზერვუარიდან წყლით 1100 აბონენტი მარაგდება ჩაქვში, ასევე, ბათუმსა და მის შემოერთებულ ტერიტორიაზე კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ყველაზე დიდ ინვესტიციას გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი KFW და ევროკავშირის საინვესტიციო სამეზობლო ფონდი. კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ჩაქვში ჩატარებული სამუშაოები რეაბილიტაციის მესამე ფაზაში შედის. ამ ფაზაში ჩაერთო ევროკავშირის თანადაფინანსებაც. სწორედ KFW-ის დაფინანსებითა და ევროკავშირის გრანტით განხორციელდა პროექტი, რაც წყალმომარაგებისა და ნაწილობრივ წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემების რეაბილიტაციას, ასევე, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას მოხმარდა ჩაქვის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის ტერიტორიაზე. პროექტისთვის, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობაზე, მდინარეებისა და ზღვის წყლის სისუფთავეზე პირდაპირ აისახება, ევროკავშირმა 4 მილიონი ევრო გამოყო. პროექტის ღირებულებამ ჯამში 6 მილიონ 100 ათასი ევრო შეადგინა - 2 მილიონ 100 ათასი ევროს დაფინანსება  KFW ბანკმა და  ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოყო. ბათუმის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პოლიტიკისა და საგრანტო პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი, ჯაბა ტუღუში ამბობს, რომ ამ დასახლებებში წყალმომარაგების ძველ სისტემაზე ბევრი უკანონო დაერთება იყო, რის შედეგადაც მდინარე ჩაქვისწყლის სათავეზე მოპოვებული წყლის დიდი ნაწილი იკარგებოდა. ბათუმის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პოლიტიკისა და საგრანტო პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი ჯაბა ტუღუში  „ერთ დიდ ქალაქს რომ ეყოფა, იმდენი წყალი იკარგებოდა. წყლის სისტემის რეაბილიტაციასთან ერთად უკანონო დაერთებებიც ჩაიჭრა, რაც მოსახლეობისთვის 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგების გარანტიაა. უკვე მოწესრიგებული ახალი ქსელის საშუალებით მიმდინარეობს მოსახლეობის ეტაპობრივი გამრიცხველიანება. ცხადია, გაუმჯობესდა წყლის ხარისხიც, რაც რეზერვუარების არარსებობის პირობებში შეუძლებელი იყო. ჩაქვის ორივე რეზერვუარი თვითდენით ცენტრალური სათავე ნაგებობიდან მარაგდება წყლით და შემდეგ მოსახლეობაში ნაწილდება,“ - ამბობს ჯაბა ტუღუში. ზურაბ მიქელაძის მოვალეობა რეზერვუარში წყლის დონის და ქლორის შემცველობის მუდმივი კონტროლია. მან წყლის რეზერვუარის ოპერატორის სპეციალური კურსი გაიარა და სხვა პირებთან ერთად დასაქმდა.   ზურაბ მიქელაძემ სპეციალური კურსი გაიარა და ჩაქვის წყლის №1 რეზერვუარის ოპერატორად დასაქმდა გარდა ჩაქვისა, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, წყალმომარაგების სისტემა სრულადაა განახლებული მწვანე კონცხსა და მახინჯაურშიც. ეს დასახლებები, ჩაქვის ნაწილის მსგავსად, ქალაქ ბათუმის ფარგლებშია მოქცეული. აქ წყალმომარაგების ახალი მილები ზღვის დონიდან 40 მეტრ სიმაღლეზე მცხოვრებ თითოეულ მოსახლესთან ინდივიდუალურადაა მიყვანილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აბონენტების ქსელში ჩართვა-გამრიცხველიანების პროცესი. აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გარემოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსის, ნუგზარ პაპუნიძის თქმით, ჩაქვში წლების განმავლობაში ზღვაში კანალიზაციის წყლის უკანონო ჩაშვების 18 ადგილი იყო დაფიქსირებული და ეს დაბა ზღვის სანაპირო ზოლის ერთ-ერთ ყველაზე დამაბინძურებელ მონაკვეთად მიიჩნეოდა. პრობლემა მას შემდეგ აღმოიფხვრა, რაც ევროკავშირისა და KFW ბანკი დაფინანსების ფარგლებში ჩაქვის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა აშენდა ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე. ევროპული სტანდარტის გამწმენდი ნაგებობის მოსაწყობად 400 ათასზე მეტი ევრო დაიხარჯა. ის 1200 ოჯახს ემსახურება. აქ გროვდება ყველა ჩამდინარე წყალი, სრულად იწმინდება  ბიოლოგიურად, ზედაპირულ წყალში ჩაშვებამდე კი, მოწმდება წმენდის ხარისხი. მსგავსი ნაგებობები აჭარის მთელ ტერიტორიაზე იქნება ზღვის წყლის უმაღლესი ხარისხის გარანტია, რადგან წყალარინების სისტემების გამართული მუშაობა პირდაპირ კავშირშია ზღვისა და მდინარეების წყლის სისუფთავესთან. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტის ფარგლებში ბათუმში აშენდა და ფუნქციონირებს ცენტრალური გამწმენდი ნაგებობა, სადაც მთელი ქალაქის, ასევე, გონიოსა და კვარიათის საკანალიზაციო სისტემები იყრის თავს. 2019 წელს, პირველად, ბათუმის კანალიზაცია ღიად ზღვაში აღარ ჩაედინება. ოპერატორი ჰუსეინ ნემსაძე ჩაქვის გამწმენდ ნაგებობაზე ხუთი  დასაქმებულიდან ერთ-ერთია. როგორც თავად ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანია ასრულებდეს სამუშაოს, რაც მდინარეების, ზღვის, ბუნების დაცვასთანაა დაკავშირებული. აკონტროლებს დანადგარებს და მდინარეში ჩაშვებამდე გაწმენდილი წყლის ხარისხზეა პასუხისმგებელი. ჰუსეინ ნემსაძე - ჩაქვის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ოპერატორი  გამწმენდი ნაგებობა ჩაქვში უკვე სრულად ფუნქციონირებს. აქ დამონტაჟებული დანადგარებით გაწმენდილი წყლის არც ერთი ნაწილაკის შემცველობა გარემოსთვის საზიანო არ არის.             ჩაქვში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ინდივიდუალური დაერთებები გრძელდება იმ ახალ საკანალიზაციო ქსელზე, საიდანაც დაბინძურებული წყალი გამწმენდ ნაგებობაში იყრის თავს. პარალელურად მიმდინარეობს აბონენტების ჩართვა წყალმომარაგების ახალ სისტემაში. ჩაქვში, აღმაშენებლის გამზირზე აბონენტთა ახალ საკანალიზაციო სისტემაზე გადართვის სამუშაოები მიმდინარეობს ჩაქვის მოსახლეობა განცხადებისა და მიმართვის საფუძველზე უერთდება წყალმომარაგებისა და წყალარინების ცენტრალურ სისტემას, რაშიც მათ ფინანსური რესურსის ხარჯვა არ უწევთ. ყველა ხარჯი პროექტითაა გათვალისწინებული და ძირითადად, მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური საწარმოს - „ბათუმის წყლის“ მიერ ფინანსდება. აღმაშენებლის გამზირის N36-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრები მამია კოჩალიძე ამბობს, რომ ამ და ახლომდებარე სხვა კორპუსების სერიოზული პრობლემა არასტაბილური წყალმომარაგება და მოუწესრიგებელი, არარსებული საკანალიზაციო სისტემა იყო. „მილები სულ იჭედებოდა, ვწვალობდით, ჩვენ ვწმენდდით... ძველ, კომუნისტების დროს მოწყობილ შამბოებზე იყო დაერთებული კორპუსების საკანალიზაციო მილები. ანტისანიტარია იყო... წყლისა და კანალიზაციის ძველი სისტემა აქ, მეზობლად მდებარე კორპუსებთანაც მთლიანად გაუქმდება და სრულად გადავალთ ახალ სისტემაზე,“ - ამბობს მამია კოჩალიძე. „მილები სულ იჭედებოდა, ვწვალობდით, ჩვენ ვწმენდდით“ - ჩაქვის მცხოვრები - მამია კოჩალიძე 24-საათიანი წყალმომარაგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩაქვში, მწვანე კონცხსა და მახინჯაურში. შავიზღვისპირა ამ დასახლებებში მოსახლეობის უმეტესობისთვის მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროს წარმოადგენს საზღვაო ტურიზმი. სწორედ ჩაქვთან, მწვანე კონცხთან და მახინჯაურთანაა დაკავშირებული მტირალას ეროვნული პარკი, ცნობილი პლაჟები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რაც განსაკუთრებით იზიდავს ტურისტებს. მუდმივი წყალმომარაგება ზრდის მომსახურების ხარისხს, რაც ეკოლოგიურად სუფთა გარემოსთან და ზღვასთან ერთად არის ამ ადგილებში ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობის ზრდის გარანტია. ცხადია, ეს აისახება მოსახლეობის შემოსავლებზეც. ინგა ჯინჭარაძის ოჯახისთვის ტურისტულ სეზონზე ხარისხიანი წყლის უწყვეტ მომარაგებას დიდი მნიშვნელობა აქვს, აქამდე ვერც ეზოს რწყავდა ზაფხულობით ისე, როგორც მწვანე ნარგავებს სჭირდებოდა და მის საოჯახო სასტუმროში დაბინავებულ ტურისტებსაც დისკომფორტი ექმნებოდათ უწყლობისგან. უკვე ერთი წელია, რაც ეს მდოგომარეობა შეიცვალა და წყალი გასუფთავდა, აღარც გრაფიკია დაწესებული. ინგა მწვანე კონცხზე ცხოვრობს.  მწვანე კონცხის მცხოვრები - ინგა ჯინჭარაძე ევროკავშირის საინვესტიციო სამეზობლო ფონდისა და გერმანული KFW-ის  დაფინანსებით ჩაქვში, მახინჯაურსა და მწვანე კონცხზე - წყლისა და წყალარინების ახალი სისტემის მოსაწყობად ჩატარებულ სამუშაოებში არაერთი ადამიანი ჩაერთო, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები. მხოლოდ ახალი აბონენტების სისტემაში ჩართვისა და მრიცხველების დამონტაჟების  სამუშაოებისას დასაქმდა 300-350 ადამიანი, ამას ემატება გამწმენდ ნაგებობებსა და წყლის რეზერვუარებზე დასაქმებულთა რაოდენობა. წყლისა და წყალარინების ახალი სისტემის მოსაწყობად ჩატარებულ სამუშაოებში არაერთი ადამიანი ჩაერთო, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები.  ჩაქვის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის წყლისა და წყალარინების ახალი სისტემები, რომლებშიც ევროკავშირისგან გამოყოფილი გრანტი დაიხარჯა, იმ დიდი პროექტის ნაწილია, რომლის მიხედვითაც ბათუმში საბოლოოდ უნდა შეიქმნას თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი და ერთი პულტით მართვადი წყლისა და წყალარინების ერთიანი ქსელი. იქ, სადაც წყალარინების სისტემა მოწესრიგებული არ არის, მოსახლეობა იძულებული ხდება კანალიზაციის მილები უკანონოდ მიუერთოს სანიაღვრეებს, დაბინძურებული წყალი კი, ყოველგვარი გაფილტვრის გარეშე ჩაედინება  ზედაპირულ წყლებში და საფრთხეს უქმნის მდინარეებს, აბინძურებს გარემოს, აუარესებს ზღვის წყლის ხარისხს. ჩაქვში, მწვანე კონცხსა და მახინჯაურში, ასევე, ბათუმს შემოერთებულ სხვა ტერიტორიებზე - ხელვაჩაურში, კახაბერში, მეჯინისწყალსა და ადლია-აეროპორტის დასახლებაში -  წყალარინების ახალი სისტემის სრულად გასამართად მუშავდება ახალი პროექტი, რომელიც დონორებთან, განსაკუთრებით KFW ბანკთან წინასწარი შეთანხმებით, მათივე დაფინანსებით განხორციელდება. ავტორი: ია ბობოხიძე სტატია დაიწერა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში.სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს ... ...
  • "მე და ბოკერია ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ცოტა ხანი ნუ შემოიხედავთ" _ ლევან ვასაძე"ერთადერთი თხოვნა მექნება, რომ ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ცოტა ხანი ნუ შემოიხედავთ, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა. როგორც ლევან ვასაძემ აღნიშნა, პირადად შეურაცხყოფას არავის აყენებს, თუმცა, საქმე ეხება ქვეყნის რეპუტაციას. „მე თუ დასაპატიმრებელი ვარ, მაშინ გიგა ბოკერიაც არის დასაპატიმრებელი, ვინც არის იდეოლოგი არეულობის მცდელობისა. ერთადერთი თხოვნა მექნება, ორკაციან კამერაში ჩაგვსვით, ცოტა ხანი ნუ შემოიხედავთ, მერე ნამდვილად გექნებათ ლეგალურად დაკავების მიზეზი. ამას ვამბობ ყოველგვარი იუმორის გარეშე. მე პირად შეურაცხყოფაზე არ გადავდივარ, მაგრამ აქ საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას კავკასიის რეგიონში, ეს ხალხი ცდილობს ამ ქვეყნის დანგრევას. ჩვენი ქვეყნის პირველი ევროპელები ზეზვა და მზია. სულ უფრო და უფრო ემგვანებიან არამარტო ქცევით, ახლა უკვე გარეგნობითაც ზეზვას და მზიას. ამდენი წელია, მაგინებენ და მლანძღავენ. ეს არის პასუხი ჩემგან არა პირადი წყენის გამო, არამედ იმიტომ, რომ ცდილობენ ქვეყნის არევას“, – განაცხადა ლევან ... ...
  • "კომბლები ჭერში შემოაწყვეთ" _ რას მოუწოდებს ლევან ვასაძე მხარდამჭერებსბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, მას სურს სახელმწიფოს საჩუქარი გაუკეთოს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მხარდამჭერებს კომბლების ჭერში შეწყობისკენმოუწოდა. ამის შესახებ ვასაძემ ვიდეომიმართვაში თქვა. მისი განმარტებით, კომბლებილგბტ თემის წარმომადგენლებისთვის არ იყო განკუთვნილი, არამედ იმისთვის, რომ თუ პოლიცია მის მხარდამჭერებს დაუპირისპირდებოდა, მაშინ გამოეყენებინათ. "მინდა ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდო, რომ კომბლები შეაწყონ ჭერში. იმიტომ, რომ როგორც გახსოვთ კომბლები არასდროს იყო განკუთვნილი ამ უბედური მამათმავლებისა და მათი პროპაგანდისტებისთვის. ეს იყო იმ შემთხვევისთვის, თუ პოლიცია ჩვენ წიხლებით შეგვდგებოდა და დაგვიწყებდა ცემას. მაგრამ რადგანაც შსს-მ თქვა, რომ პრაიდი არ იქნება და რადგან მათ ეს სიტყვა პირველ დღეს შეგვისრულეს, ახლა ბოლო საჩუქარი ჩვენგან სახელმწიფოს - კომბლები სხვენში. ჩამოვიღოთ მაშინ, როცა მოვა ის მთავრობა, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვიბედავს პრაიდის ჩატარებას. ჩვენ იქ მოვალთ შიშველი ხელებით, ხელზე თეთრი ცხვირსახოცებით. ღმერთი არ გაგიწყრეთ, ძალიან დიდხანს ვიფიქრე, არ მძინებია გასულ ღამესაც. სრულიად ვაცნობიერებ ამ გადაწყვეტილების პასუხისმგებლობას და ვეუბნები ჩემ ძმებს - მოდით წავიდეთ ამ ხიფათზე და მივიდეთ იქ შიშველი ხელებით იმისთვის, რომ ნებისმიერი კორდონი დავშალოთ და გავათრიოთ ეს იდიოტები იქიდან და ხალხი შევაჩეროთ.  თუ თქვენ შეცვლით თქვენს გადაწყვეტილებას და დაიცავთ პრაიდს, ჩაატარებინებთ მას, შეგვდგებით ჩვენ, ჩვენ არ გვეშინია, რა გახდა ერთი ჩხუბი და დაპატიმრება, თუ ჩვენ ამას გვიზამთ, მერე თქვენ თავს დააბრალეთ, რადგან ვერავინ გააკონტროლებს მერე იმას, რაც ამ ქალაქში მოხდება", - თქვა ლევან ვასაძემ. 19 ივნისს „თბილისი პრაიდმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია, რომ ღირსების მარშის გაუქმებას არ აპირებენ. ლგბტქ+ აქტივისტები ხელისუფლებისგან ადამიანის უფლებების დაცვას და ქვეყნის კონსტიტუციით აღებული ვალდებულებების შესრულებას ითხოვენ. ამ განცხადებას უპასუხეს ლევან ვასაძის მხარდამჭერებმა, რომლებმაც თქვეს, რომ პრაიდის მშვიდად ჩატარების საშუალებას არ ... ...
  • საქართველოს ბანკი ტაქსებში ახალ, ინოვაციურ საგადამხდელო სისტემას QR - გადახდებს ნერგავს (R)საქართველოს ბანკი  მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისისა თუ პროდუქტის შეთავაზებას აგრძელებს.  მგზავრთა მეტი კომფორტისა და ტაქსის მძღოლებისთვის ახალი ფინანსური შესაძლებლობების შეთავაზების მიზნით, საქართველოს ბანკი ტაქსებში ახალ საგადახდო სისტემის QR - გადახდების დანერგვაზე აცხადებს.    QR გადახდა წარმოადგენს საქართველოს ბანკის მიერ შემუშავებულ გადახდის ინოვაციურ მეთოდს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მყისიერი, უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადონ ტაქსის მგზავრობისას და აღარ იფიქრონ ნაღდ ანგარიშსწორებასა თუ ხურდის მოძიებაზე. QR-ით გადახდა ძალიან მარტივია. ყველა მომხმარებელი, ვინც სარგებლობს საქართველოს ბანკის მობილბანკით და ფლობს საქართველოს ბანკის აქტიურ სადებეტო ან/და საკრედიტო ბარათს (Visa, MasterCard ან American Express), QR-ით გადახდას მარტივად შეძლებს. ამისათვის მომხმარებელი ხსნის მობილბანკს და QR კოდის წაკითხვით ახდენს გადახდას. რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, მოსახერხებელი და თანამედროვე გადახდის მეთოდი მათთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება. ასევე, ისინი შეძლებენ მომხმარებლის ახალი სეგმენტის მოზიდვას, შემოსავლის ჩარიცხვისა და ანგარიშზე თანხის ბრუნვის ჩვენებას. ეს მათ მისცემს შესაძლებლობას, დაადასტურონ რომ არიან დასაქმებულები და აქვთ მუდმივი შემოსავლის წყარო. შემოსავლის დადასტურება კი ტაქსის მძღოლებს საბანკო პროდუქტებზე წვდომას გაუხსნის. QR-ის, როგორც საგადახდო სისტემის დანერგვით ტაქსებში, მძღოლები ისარგებლებენ საბანკო პროდუქტების შემდეგი უპირატესობებით:  საჩუქრად მიიღებენ  საქართველოს ბანკის ბარათს და სხვა უამრავ ბენეფიტს. კონკრეტულად კი, პროგრამაში ჩართული მძღოლები შეძლებენ ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის ყველა ბენეფიტით სარგებლობას (მათ შორის სადაზღვევო პროდუქტებით); QR-ით ჩარიცხულ თანხებზე განხორციელდება PLUS ქულების დამატებითი დარიცხვა. მძღოლები სესხის ასაღებად მანქანის მფლობელობისა და შესაბამისი ფოტოსურათის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან.  ექნებათ წვდომა სასესხო პროდუქტებზე (საკრედიტო ბარათებზე, სამომხმარებლო სესხზე,  ნებისმიერი მიზნობრიობით).  QR-ით გადახდების სისტემა პირველი სამი თვის განმავლობაში განკუთვნილი იქნება მხოლოდ საქართველოს ბანკის მომხმარებლისთვის, თუმცა, ამ პერიოდის შემდეგ, მძღოლების ხელშეწყობის მიზნით, QR-ით კომფორტულ  გადახდას სხვა ბანკის მომხმარებლებიც შეძლებენ.   იმისათვის, რომ ტაქსის მძღოლი (რომელიც ფლობს თბილისის მერიის მიერ გაცემულ A კატეგორიის ლიცენზიას) ჩაერთოს QR-ით გადახდის ინოვაციურ სისტემაში, საკმარისია, მან 1 ივლისიდან  მიმართოს საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალს, სადაც ის მიიღებს ინდივიდუალურ QR კოდს.  „ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს, რათა მომხმარებელმა გადაიხადოს ყველგან. იქაც კი, სადაც  გადახდები აქამდე მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ხდებოდა.  ამასთან,  ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს მცირე ბიზნესისთვის, მომხმარებელს მოემსახურონ კიდევ უფრო კომფორტულად, ოპერატიულად და მინიმალური დანახარჯებით.  ამავე დროს, ჰქონდეთ წვდომა საბანკო პროდუქტებზე, ისარგებლონ ახალი ფინანსური შესაძლებლობებით და  განავითაროს საკუთარი ბიზნესი“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მიხეილ გომართელმა.  ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს დიეტა 99% - იან შედეგს იძლევა

ამ დიეტის დროს ერთ კვირაში...

ჩინური მედიცინის რჩევები

ძველი ჩინური მედიცინის მეცნიერულ შესწავლას,...

იაპონური სილამაზის საიდუმლო

გაიკეთეთ სახის და ტანის ნიღაბი,...

5 აკრძალული საკვები

იდეალური ფიგურა და ბრტყელი მუცელი...

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...