თბილისური ამბები

ისტორია

თბილისური ამბები

13 სექ. 2019, 16:14:49

შვეიცარიელი მოგზაური, სიძველეთა მკვლევარი და გეოლოგი დიუბუა დე მონპერე, რომელმაც კავკასიაში და საქართველოში 1831-1834 წლებში იმოგზაურა, ხშირად ესწრებოდა ხოლმე საქართველოს მთავარმართებლის ბარონ გრიგოლ როზენისა და მისი მეუღლის მიერ გამართულ მეჯლისებს. დე მონპერე აღნიშნავდა, რომ მრავალი ევროპელი ქალბატონი ისურვებდა მის ადგილზე ყოფნას, რათა დამტკბარიყო მშვენივრად მორთული ლამაზი დარბაზებით, სხვადასხვა ეროვნების ხალხისა და მათი კოსტუმების ხილვით. ბალებსა და მეჯლისებზე არა მარტო ევროპულ ცეკვებს ცეკვავდნენ, არამედ ქართულსაც. 1845 წლის 21 აპრილს მეფისნაცვალმა ვორონცოვმა დღიურში ჩაინიშნა: ,,საღამოს ბალი... ბალი იყო შესანიშნავი. ცეკვავდნენ ლეკურსა და აფხაზურს”.

როცა 1924 წლის იანვარში ვლადიმირ ლენინი გარდაიცვალა, საქართველომ ეს ცნობა მშვიდად მიიღო. თუმცა თბილისი გლოვის გამომხატველი სანახაობის მომსწრე და თანამონაწილე მაინც გახდა. ქალაქის ჩაბნელებულ ქუჩებში მონუმენტური ლამპრობა მოეწყო: ჩირაღდნიანი მდუმარე ხალხი ნელი ნაბიჯით მოძრაობდა და ,,ერთი მრავალთავიანი იდუმალი არსების შთაბეჭდილებას ახდენდა. შენობათა ნიშებში შავარშიაშემოვლებული ელქტრომაშუქები ქვემოდან ანათებდნენ ბელადის თეთრ ბიუსტებს და მათ რაღაც მისტიკურ ელფერს აძლევდნენ”.  ასე გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება პროლეტარიატის ბელადისადმი რუსეთიდან დაბრუნებულმა კოტე მარჯანიშვილმა, ვისთვისაც, როგორც ამბობენ, სამყარო ერთი დიდი სპექტაკლი იყო.

1908 წლის 11 მაისს მეტეხის ციხიდან ტუსაღების დიდი ჯგუფი გაიქცა. გაზეთი `ცხოვრების სარკე~ (1908, #17) მკითხველს გაქცევის ამბავს ატყობინებდა: `მეტეხის ციხის კარებიდან  მისულა ვიღაც უცნობი და ფანჯარაზე დაუკაკუნებია. მეკარე ეგნატე პალჩიკოვიჩმა ფანჯარა გააღო, უცნობმა სთხოვა, რომ მას გამოერთმია ტუსაღ მაისურაძისთვის ცარიელი კალათი, რომლითაც მან მაისურაძეს რამდენიმე ხნის წინათ სურსათი მიუტანა და მისთვის გადაეცა. პალჩიკოვიჩმა ტუსაღ მაისურაძეს დაუძახა, და როდესაც ეს უკანასკნელი კარებთან მივიდა, ამ დროს საიდანღაც რამდენიმე სროლის ხმა გაისმა. უცებ წაიქცა სამი ტყვიით მძიმეთ დაჭრილი ჯარის კაცი... ამ დროს ზედიზედ ორმა ყუმბარამ იფეთქა, კალათის მომტანმა უცნობმა მაუზერის რევოლვერით სასიკვდილოთ დაჭრა ჯარის კაცი პეტრე დუკმასი და კედლის გარეთ მდგომი გარადავოი. ამ გვარათ, გაიწმინდეს თუ არა გზა, ტუსაღები მიაწყდენ კარს, ძალით გააღეს და მიიმალენ..."

1907 წლისათვის თბილისში აშენდა ახალი კინოთეატრები: ,,მუზა”, ,,აპოლო”, ,,კოლიზეი”, ,,ლირა”, ,,მინიონი”, ,,სინემა-დისკი” და ა.შ. მათ, ხშირ შემთხვევაში, ან ,,პროჟექტორებს”, ან ,,ელექტრო-თეატრებს”, უწოდებდნენ. შემდგომ წლებში კინოთეატრების რიცხვი გაიზარდა, მათი უმრავლესობა განლაგებული იყო მიხაილოვის (დღევანდელი აღმაშენებლის) გამზირზე. გოლოვინზე ერთადერთი კინოთეატრი ,,არფასტო” მდებარეობდა დღევანდელი კინოს და თეატრალური უნივერსიტეტის შენობაში და ის ცნობილ მიქაელ არამიანცს (ყველა როგორც საავადმყოფოს პატრონს რომ იცნობს) ეკუთვნოდა. კინოთეატრის დასახელება სავარაუდოდ წარმოებულია მისი შვილების სახელების პირველი ასოებიდან – არამ, ფლორა, ანა, სოგომონ, თამარა, ოვანეს –,,არფასტო”. კინოთეატრში მთელი სეანსის განმავლობაში 10-12 კაციანი ორკესტრი უკრავდა. მათ განკარგულებაში იყო უამრავი სხვადასხვა თხზულებისაგან შემდგარი მუსიკალური ბიბლიოთეკა, რომელიც სხვადასხვა გრძნობასა და განწყობილებას გამოხატავდა: ,,შეყვარებულთა პაემანი’’, ,,დევნა”, ,,დრამატული დაძაბულობა”, ,,ქარიშხალი” და სხვა. უკვე მაშინ მუსიკის საშუალებით ცდილობდნენ კინოკადრებთან ერთად განწყობილების შექმნას, მაყურებელზე უფრო მეტი ზემოქმედების მოხდენას და მხედველობით აღქმულის გაძლიერებას.

თბილისის ქუჩებში, ბაზრებსა და მოედნებზე გამყიდველები თაბახზე დაწყობილ თონის პურსა და ლავაშებს დაატარებდნენ. ,,მოედანზე, ჯვრის მამაის ნაზუქ-ნაზუქი პურები უწყვიათ ხონჩაზე მეპურეებს გასაყიდათ და ყვირიან: ჰაი, აქეთ კარგი პურიო”, წერდა ძველი რევოლუციონერი მიხო ჩოდრიშვილი. ბავშვობაში, ავლაბარში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, თონის პურის საცხობში ორი რიგი იდგა - ცალკე ქალებისა და ცალკე კაცების. ერთხელ მახსოვს, ვიღაც ჩამოსული რუსი შემოვიდა და ქალების რიგში ჩადგა. მთელი რიგი მოტრიალდა და ამ რუსს მისჩერებია, ის კიდევ ვერ მიხვდა რაში იყო საქმე. А в чем дело-то? (კი მაგრამ, რაშია საქმე?) მაშინ ერთი ქალბატონი გამოვიდა და აუხსნა, სად იყო მისი ადგილი. რუსმა მადლობა გადაუხადა და კაცების რიგში გადაინაცვლა. ისიც უნდა დავამატო, რომ ის ურიგოდ გაუშვეს.




 ახალი ამბები
  • „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეწვია (R)რეგიონული ტურნეს ფარგლებში, „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეწვია. სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მხარისა ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდულ საკითხებში ჩართულ თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად განხორციელებული და გეგმიური აქტივობები განიხილეს. მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება გულისხმობს, 64 მუნიციპალიტეტში, წელს კი საპილოტედ შერჩეულ 11 მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით, ახალგზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შექმნას, ასევე, ადგილზე შესაბამისი ადამიანური რესურსის მომზადებას, რომელსაც სააგენტო 4 ეტაპად გეგმავს. მათ საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში, სტრასბურგის ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში 5 დღიან ტრენინგზე მიღებული გამოცდილებაც დაეხმარებათ, სადაც ისინი მიმდინარე წლის მარტის თვეში სააგენტოს წარდგენით იმყოფებოდნენ. ახალგაზრდობის სააგენტომ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით ახლახანს დაასრულა ახალგაზრდების საჭიროებების რაოდენობრივი კვლევა, რომლის ფოკუსს წარმოადგენს ახალგაზრდების პრობლემები, გამოწვევები, საჭიროებები და შესაძლებლობები. ... ...
  • „იური ლომაძე მოძალადე არ არის“გასულ კვირა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხუთმა მამაკაცმა ქალაქ ბათუმიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში გაიტაცა 35 წლის მამაკაცი. ამ საქმეზე უკვე სასამართლომ ხუთივე მათგანს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულს შორის არის ოზურგეთელი იური ლომაძე, რომელიც წარმატებული მოჭიდავეა. „გურია ნიუსი“ იური ლომაძის მწვრთნელს, ბექა როყვას დაუკავშირდა საქმის დეტალებზე. „იური ლომაძე მოძალადე არ არის. მას კარგად ვიცნობ და  შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ის არის შრომისმოყვარე და წარმატებული ახალგაზრდა. რაც შეეხება იური ლომაძის საქმეს, ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, რადგან დარწმუნებული ვარ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მე პირადად დარწმუნებული ვარ იურის უდანაშაულობაში“,- აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ბექა ... ...
  • ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 532 ფაქტი გამოვლინდაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 532 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 63 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 609 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 199 ფაქტი, აჭარაში - 151, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 138, ქვემო ქართლში - 131, შიდა ქართლში - 112, სამცხე-ჯავახეთში - 111, მცხეთა-მთიანეთში - 39, გურიაში - 25, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 11 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ამავე, 6-თვიან პერიოდში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, უკანონო ტყითსარგებლობის 6 ფაქტი გამოავლინეს. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2 700 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 149 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 57 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია ... ...
  • " მიჩნდება ძალიან საფუძვლიანი ეჭვი“ - რას წერს ლომაძის საქმეზე ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილისპორტული ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი სპორტსმენი იური ლომაძის საქმეზე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. “იური ლომაძის საქმის გარშემო რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვისმინე: 1. ის, რომ მომჩივანი ცემეს და აწამეს ამისი მტკიცებულება მხოლოდ მომჩივანის ჩვენებაა. 2. საქმეში არ მსმენია ექსპერტიზის თაობაზე, რომელიც მომჩივანს ჩაუტარდა და ფიზიკური ძალადობისა და წამების კვალი დადასტურდა. 3. მომჩივანი რეალურად არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ ყოფილა მოთავსებული მკურნალობის მიზნით. 4. მომჩივანი 32 წლის მამაკაცი ორჯერ არის ნასამართლევი თაღლითობისთვის და ახლაც პრობაციონერია. 5. გამოძიება ეყრდნობა მხოლოდ მის ჩვენებას და საქმეში სხვა მტკიცებულება არ დევს. 6. მიუხედავად იმისა, რომ ბრალი გატაცებაზეა, გავიგეთ, რომ თავისი ნებით ჩაუჯდა მანქანაში. 7. ე.წ გატაცებული პირი ტაქსით ბრუნდება სახლში, ასე აბრუნებენ და არავითარი რამდენიმე დღე დაბმული არაად ყოფილა. 8. იური ლომაძე დანარჩენ ოთხ პირთან ერთად თავად მიდის საგამოძიებო ორგანოში და ის არ იმალება. ახლა მე მიჩნდება ძალიან საფუძვლიანი ეჭვი და ლოგიკური კითხვა, ორჯერ თაღლითობაში მსჯავრდებული და ამჟამად პრობაციონერი პირი უჩივის სპორტსმენს, რომლისგანაც ფულის გამოძალვის იმედი აქვს სარჩელის გამოტანის სანაცვლოდ? პირი, რომელიც გარდა იმისა, რომ სასამართლოს ორი განჩინებით თაღლითობაში იყო მსჯავრდებული და ამასთან მოძალადე, რომელიც ფიზიკურად ძალადობდა ქალზე, არის მომჩივანი და მხოლოდ სიტყვაა ამ ბიჭის წინააღმდეგ? კარგი ადვოკატი ამ საქმეს მოიგებს. პ.ს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ინტუიცია მკარნახობს ამ გამომძიებელ-მოსამართლისა და მომჩივანის რაღაც კონტაქტებს და მოვიძიებდი ... ...
  • საქართველოს ბანკის ფინანსური მხარადჭერით ჩოხატაურში ღვინის მარანი აშენდასაქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური თანამონაწილეობით ჩოხატაურის სოფელ ზემოფარცხმაში ღვინის მარანი აშენდა. მარანში  4 ქვევრი  განთავსდება თითოეულის მოცულობა 700 ლიტრია. ქვევრები კომპანიამ უკვე შეიძინა და ამ ეტაპზე მისი მონტაჟი მიმდინარეობს. კომპანია ჩხავერის ჯიშის ღვინოს თავად აწარმოებს. ვაზი 1 ჰა-ზეა გაშენებული და მოსავალი წლიდან წლამდე იზრდება. შპს „მარიკა შოშაშვილი“ წელს 3 ტონა ყურძენის მოსავალს ელოდება. მოყვანილი ყურძნით კომპანია „მეფარიშვილის მარანს“ ეტიკეტირებულ ბოთლებში ასხამს, თუმცა მანამდე მას ქვევრში, ტრადიციული წესით ინახავს. კომპანია მოგვიანებით კიდევ უფრო მეტად განვითარებას და ღვინის ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით საოჯახო სასტუმროს გახსნას აპირებს. ღვინის მარნის ასაშენებლად ამ ეტაპზე კომპანიის მიერ ჩადებულმა ინვესტიციის საერთო  მოცულობამ  70 000 ლარი შეადგინა. პროექტის დასრულების შემდეგ კომპანია სოფელში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გეგმავს. „მოხარული ვართ, რომ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ჩოხატაურის სოფელ ზემოფარცხმაში ღვინის საოჯახო მარანი აშენდება. საოჯახო მარნები ევროპაში, მაგალითად იტალიაში საკმაოდ პოპულარულია. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საოჯახო მარნის პოპულარიზაციას, ღვინის ბიზნესს და ამით წავახალისოთ ტურიზმი.  ახალი მარნის გახსნა ახალ სამუშაო ადგილებსაც შექმნის, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...