ტყვე გურულისა და ჩეხი გოგონას სიყვარული საუკუნის შემდეგ გრძელდება

ისტორია

ტყვე გურულისა და ჩეხი გოგონას სიყვარული საუკუნის შემდეგ გრძელდება

2017 ივლ 3 14:25:06

ისტორია ასე იწყება - გასულ საუკუნეში,  ჩოხატაურის სოფელ შუა სურებიდან,  პირველ მსოფლიო ომში  ერთი გურული ბიჭი,  თეოფილე შათირიშვილი წავიდა. დაზუსტებული მონაცემები,  ეს მოხალისედ წასვლა იყო თუ მოკავშირეთა ძალებში მყოფი  რუსეთის იმპერიიდან  რიგითი  ჯარისკაცის ომში  წასვლა, არ მოიპოვება.  შთამომავლების მოყოლილი ამბის მიხედვით, რასაც  არაერთი თანასოფლელიც ადასტურებს, ომის პერიოდში თეოფილე შათირიშვილი ტყვედ ჩავარდნილა. ომის დასრულებამდე ის ჩეხოსლოვაკიაში,   ქალაქ ბრნოსთან ახლოს,  რაკვიცაში,  ერთ-ერთი  მკვიდრის იაკობ მახაჩის ოჯახში მოსამსახურედ  გაუმწესებიათ.  დროთა განმავლობაში, ოჯახის წევრებთან კარგი ურთიერთობა დამყარებულა,  მასპინძლის ქალიშვილს ტერეზა მახაჩსა და თეოფილე შათირიშვილს ერთმანეთი შეყვარებიათ და დაქორწინებულან. იქ საკუთარი ხელით აშენებული სახლიც  ჰქონია, რომელიც საქართველოში წამოსვლის დროს, როცა ერთი ქალიშვილი ანა სამი წლის ყოფილა, გაუყიდია.  ასე დაბრუნებულა შუა სურებში თეოფილე შათირიშვილი, სადაც მამაპაპურ ცხოვრებას შედგომია, შეძენია კიდევ ერთი ქალიშვილი _ თამარი და ისე, როგორც ზღაპარშია, ცხოვრობდნენ ბედნიერად.

მოულოდნელად მომხდარა ტრაგედია _ თეოფილეს გარდაცვალებას დაურღვევია ეს მყუდროება. ის ხიდან ჩამოვარდნილა, რაც სიკვდილით დასრულებულა.  მარტო დარჩენილ ჩეხ ქალბატონს, რომელმაც ქართული ენა არ იცოდა, შვილების ობლად გაზრდა მოუხდა.  შვილების გადმოცემით, ის ხშირად ითხოვდა, თურმე, საბჭოთა  მთავრობისგან, მიეცათ ჩეხოსლოვაკიაში წასვლის უფლება. თუმცა, პასუხად ისმოდა, რომ ეს შესაძლებელი იყო მხოლოდ შვილების გარეშე.  ასე გაზარდა  შვილები ქართველების რძალმა ჩეხმა ქალბატონმა, რომელმაც 90  წელი იცოცხლა  და იქვე,  სოფელ შუა სურებშია  დაკრძალული. ჩეხი გოგონასა და გურული ტყვე ბიჭის სიყვარულის ისტორიამ,  არათუ  შვილების,  ანას და თამარის შთამომავლების ხსოვნაშიც დაიკავა ადგილი და სოფელ სურებშიც  ლეგენდასავით დარჩა.

დღეისთვის, ანას და თამარის შთამომავლები გურიაში _ ჩოხატაურსა და ოზურგეთში და თბილისში ცხოვრობენ.  დიდი ბებიის  ჩეხ ნათესავებთან დაკავშირების  სურვილი არაერთხელ ჰქონდათ, რაც გასული წლის ივნისში აუხდათ.

 როგორც თეოფილე შათირიშვილის შვილთაშვილი თეა ბარამიძე და შვილიშვილი შაქრო კალანდაძე გვიამბობენ, გასულ წელს , ჩეხოსლოვაკიაში მცხოვრები ქართველი ექიმის, გვანცა ხარაიშვილის დახმარებით მიაკვლიეს დიდი ბებიის, ტერეზა მახაჩის ძმის შვილიშვილებს.

„ეს იყო უდიდესი ემოცია. ჩვენგან გაგზავნილი ინფორმაცია, რომელიც გვანცა ხარაიშვილმა   მიიტანა სოფელ რაკვიცეში (ბრჟეცლავის რაიონი), მალე რადიოთი გადასცეს.   პასუხს დიდხანს არ დაუგვიანია.  გაგვაგებინეს,  რომ დიდი ბებიას,  ტერეზა მახაჩის ძმის შვილიშვილები იქ ცხოვრობდნენ და ჩვენი შეხმიანება მათაც ემოციით მიიღეს.  მიგვიწვიეს ჩეხეთში.  შთამომავლები: სულიკო ბარამიძე, მზია მემანიშვილი, ნინო ბარამიძე, ია ჯიბუტი, სალომე სრესელი და მე  შარშან, ივნისში ჩავედით ჩვენს ჩეხ ნათესავებთან. ისეთი სითბო, რაც ჩვენ იქ დაგვხვდა, საქართველოში არსად მინახავს და მიგრძნია. არ ვიცი, იქნებ,  მეჩვენება... იქნებ, ეს დიდი სიხარულითა და ტკივილით ნასაზრდოები ემოციაა, მაგრამ  ნამდვილად ასეა“, _ გვეუბნება  თეა ბარამიძე, რომელიც ამჟამად თბილისში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

შეპირებისამებრ,  ჩეხი ნათესავები  ტერეზა მახაჩის  ძმის შვილიშვილები, სამი და: მილენა ზლამანოვა,  იაროსლავა იასინკოვა   და მარია იურეჩკოვა  მეუღლესთან, ოლდრიჟ იურეჩკასთან ერთად საქართველოს,  ჯერ თბილისს და მერე  კი გურიას ესტუმრნენ.

თეოფილე  შათირიშვილის შვილიშვილი შაქრო კალანდაძე ახლა 70 წლისაა და  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ცხოვრობს. სწორედ ის გვეწვია „გურია ნიუსის“ რედაქციაში:

_  დღეს ჩემს უნახავ  ჩეხ ბიძაშვილის შვილებს ველოდები და გვესტუმრეთ, მინდა,  ქვეყანამ იცოდეს,  რომ საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაწყებული ორი ეროვნების ადამიანის სიყვარული, რომელმაც  ტყვეობაში ჰპოვა დასაბამი და თავისუფლებაში დასასრულის გარეშე გრძელდება, ხელახალ სიცოცხლეს იწყებს, _ გვეუბნება ის და  მისი მეუღლე,  ასმათ გოგოძე განაგრძობს,  _ „ემოციას ვერ მალავს,  დღეს ჩვენი სტუმრები არიან  ჩეხი ნათესავები.  ასეთ რამეს ხშირად მხოლოდ ზღაპარში წაიკითხავ. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს ცხოვრებაშიც მოხდა ზღაპრული ამბავი, რასაც, დარწმუნებული ვართ,   შვილთაშვილებიც მოუყვებიან ერთმანეთს“...

დებმა, მილენამ, მარიამ და იაროსლავამ ცრემლებით უფრო მეტი თქვეს, მასპინძლებს კი საჩუქრად ჩეხური სუვენირები და ლუდი გადასცეს. გაიხსენეს თუ რამ გაეგონათ დიდი ბებია-ბაბუების შესახებ და განახლებული ურთიერთობის განმტკიცებისკენ  მოუწოდეს ერთმანეთს.   სტუმრებს ძალიან გაუხარდათ  თეოფილე  შათირიშვილისა და ტერეზა  მახაჩის ერთადერთი,  ოდნავ  გახუნებული ფოტოსურათის ნახვა.

სტუმარ-მასპინძლების _ ბიძაშვილ-მამიდაშვილების შვილიშვილების მოდგმა,  ჩეხეთსა და საქართველოში აპირებენ  გააგრძელონ ის ურთიერთობა,  რასაც, მათივე თქმით,  კაცთა მოდგმის ენაზე,  უსასრულო სიყვარული  ჰქვია და რომელსაც, ვერ აბრკოლებს ვერც ენობრივი,  ვერც  ეროვნული  და ვერც ტერიტორიული  ბარიერი.




 ახალი ამბები
  • საოჯახო ტიპის სასტუმროებისათვის სასმელი წყლის ახალი ტარიფის მოდელი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება (R)საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ  (სემეკ) საოჯახო სასტუმროებისათვის სასმელი წყლის ახალი ტარიფის მოდელი დაამტკიცა. 20 ივნისის საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ბინებს, რომლებიც ქირავდება გარკვეული პერიოდულობით, მათ შორის სხვადასხვა საიტების საშუალებით  (AirBnB, booking.com და სხვა ) აქედან გამომდინარე, პირები, რომლებიც აქირავებენ ბინებს, როგორც დღიურად ასევე გრძელვადიან პერიოდში, ისევ გადაიხდიან სასმელი წყლის საყოფაცხოვრებო ტარიფს. კომისიის საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც 2020 წლის 1-ლი იანვრიდან შევა ძალაში, შეეხება მხოლოდ საოჯახო ტიპის სასტუმროსათვის სასმელი წყლის ტარიფის მოდელის განსაზღვრას. გადაწყვეტილების შესაბამისად, საოჯახო სასტუმროს მფლობელ მომხმარებლად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს ერთდროულად, როგორც საკუთარი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, ასევე მის საცხოვრებელ ადგილზე ტურისტთა განსათავსებლად, მათი სისტემატური და ორგანიზებული მომსახურებისთვის. რაც შეეხება ტარიფის მოდელს, კომისიის მიერ დამტკიცებულია ორი ტიპის მოდელი და  მომხმარებელი (საოჯახო სასტუმროს მფლობელი) უფლებამოსილია მოითხოვოს მათგან ერთ-ერთი.  პირველი მოდელის შესაბამისად, საოჯახო სასტუმროს მფლობელის მთელ ობიექტზე სასმელი წყლის მოხმარება აღირიცხება ერთობლივად, რა შემთხვევაშიც არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული სასმელი წყლის მხოლოდ იმ ოდენობას, რაც აღემატება თვის განმავლობაში 25მ3-ს. მეორე მოდელის მიხედვით,  სასმელი წყლის მოხმარება ობიექტის იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების მომსახურება, აღირიცხება განცალკევებულად. ანუ, მხოლოდ იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების სისტემატური და ორგანიზებული მომსახურება, სასმელი წყლის საფასური დაირიცხება არასაყოფაცხოვრებო ტარიფით. ამ მოდელის გამოყენების შემთხვევაში საოჯახო სასტუმროს მფლობელი ისარგებლებს ორი მრიცხველით. მათგან ერთი განკუთვნილი იქნება საყოფაცხოვრებო (საკუთარი) მოხმარების აღსარიცხავად, რა შემთხვევაშიც მომხმარებელი ისარგებლებს სასმელი წყლის  საყოფაცხოვრებო ტარიფით, ხოლო მეორე მრიცხველი დამონტაჟდება უძრავი ქონების იმ ნაწილზე, სადაც ხდება ტურისტების მომსახურება. სწორედ აღნიშნული მომსახურების შემთხვევაში საოჯახო სასტუმროს მფლობელი გადაიხდის მოხმარებული სასმელი წყლის საფასურს არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.  სემეკმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ხანგრძლივი განხილვებისა და დისკუსიების შედეგად. განხილვებში ჩართული იყო ყველა დაინტერესებული მხარე. მათ შორის, საოჯახო სასტუმროს მფლობელები, ბინის გამქირავებლები, ტურიზმის  სექტორის წარმომადგენლები და ... ...
  • „ქართულ ოცნებას მოუწევს მტკივნეული ნაბიჯის გადადგმა“_ სოსო ცინცაძე„არ ვიცი, რით დამთავრდება ეს სკანდალი, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ მოუწევს სახის შენარჩუნების მიზნით ზოგიერთი მტკივნეული ნაბიჯის გადადგმა, თუნდაც, ქუცნაშვილის მისამართით“,_ აღნიშნული განცხადება „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ პარლამენტში დღეს განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა. შეგახსენებთ, რომ დღეს რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში მივიდნენ, სადაც მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია იმართებოდა, რუსეთის დელეგაციის  ერთ-ერთი წევრმა, გავრილოვმა, კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა. როგორც პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, მსგავსი ღონისძიების პარლამენტის შენობაში გამართვა მსოფლიო პრაქტიკაში დაუშვებელია. „ეს ის შემთხვევაა, როდესაც რელიგია და პოლიტიკა ტყუპისცალებივით გამოდიან კონფერენციაზე. შემთხვევვითი არ არის ის, რომ სტუმრების უმრავლესობა პოლიტიკოსებია. გარდა  ამისა,  მსოფლიო პრაქტიკაში აბსოლუტურად დაუშვებელია ამ ხასიათის ღონისძიებებისათვის პარლამენტის დარბაზის დათმობა, არ ვიცი ვის მოუვიდა ტავში ასეთი აზრი, მაგრამ ვინც თანხმობა გასცა პასუხი უნდა აგოს“,_ამბობს ცინცაძე. პარლამენტის შენობაში რუსი დეპუტატების გამოჩენას და მათ მიერ სხდომის გახსნას ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის არაერთმა დეპუტატმა განაცხადა ისიც, რომ რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის. თუმცა, უმრავლესობის მხრიდან ღონისძიების ჩატარებამდე კეთდებოდა განცხადებები, რომ ეს იყო ღონისძიება, რომელსაც საქართველოს პრობლემები უნდა გადაეწყვიტა. ცინცაძის თქმით, ის რომ დეპუტატებმა არაფერი იცოდნენ დაუჯერებელია. „ისე ხომ არ მოხდა, რომ გავრილოვი თავისი ნებით უცბად წამოხტა, ავარდა ტრიბუნაზე და ჩაჯდა თავმჯდომარის სავარძელში? ეს ხომ დაიგეგმა. დღეს, რომ იძახიან უმრავლესობის წარმომადგენლები რომ არ იცოდნენ, ძნელად დასაჯერებელია. ქუცნაშვილს თუ დავუჯერებთ, ამ ღონისძიებას ერთი დიდი ნაბიჯი უნდა გადაედგა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისათვის. თუ ასეთი დიდი ღონისძიებაა, როგორ მიუშვეს თვითდინებაზე და როგორ გახდა შესაძლებელი პროტოკოლში დაუშვებელი შეცდომა“,_ ამბობს ცინცაძე. ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია შეწყვეტილია. როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, სხდომის დაუყონებლივ შეწყვეტა მისი რეკომენდაციით მოხდა და პარლამენტში დღეს განვითარებული მოვლენები პროტოკოლური შეცდომაა. „ეს თუ პროტოკოლური შეცდომა იყო, ამ პროტოკოლის უკან დგანან კონკრეტული პიროვნებები. მიმღები მხარე საერთაშორისო ნორმების ე.ი. საქართველო, ამ დროს  დღის წესრიგის შედგენაში ასრულებს გადამწყვეტ როლს. რა თქმა უნდა პროტოკოლის მიმღები ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. თუმცა, მოხდა პროტოკოლური შეცდომა და ბოდიშს ვიხდით, ასე არ უნდა იყოს, რადგან სერიოზული მოვლენაა“,_ამბობს ... ...
  • "მანდატები დაყარონ, დაგვიჩოქონ და ბოდიშები გვიხადონ" - ალეკო ელისაშვილიამ წუთებში სასტუმრო "რედისონის" ტერიტორიაზე პოლიტიკოსები არიან შეკრებილები და რუსულ დელეგაციას ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებენ. ალეკო ელისაშვილმა უმრავლესობის წევრებს მიმართა, დაიჩოქონ და პ[ატყიება ითხოვონ. ელისაშვილმა მათ მანდატების დატოვებისკენ მოუწოდა.  „დაგვიჩოქონ და ბოდიშები გვიხადონ. პარლამენტის თავმჯდომარემ აი, ის შეურაცხყოფილი და შებილწული სავარძელი უნდა დატოვოს და ისიც უნდა გადადგეს და მიჰყვეს. რას ჰქვია საზღვარგარეთაა და საქმის კურსში არ იყო. ვინ შეათრია ის კაცი იმ პარლამენტის დარბაზში, ძალიან მაინტერესებს. როგორ მისცეს იქ დაჯდომის უფლება. ეს არის შეფურთხება თითოეული ქართველის. ბოდიშებს კი ნუ იხდიან, არ ვიცოდითო ივანიშვილი და სხვები, ყველამ მანდატები დაყარონ, დაიჩოქონ, ბოდიშები იხადონ. ყველამ უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა, პირადად, ვინც მოათრევდა ამ კაცს საქართველოში, აი, ყველამ უნდა მანდატები დატოვონ, დაიჩოქონ და ბოდიშები იხადონ," - განაცხადა ... ...
  • ოზურგეთში კობახიძის გადადგომას მოითხოვენეს ფოტოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბესო ქათამაძემ გაავრცელა. “ნაცმოძრაობის" წევრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვენ. პლაკატები კი საქართველოს პარლამენტის წევრის არჩილ თალაკვაძის ოზურგეთის ბიუროს ოფისთან გააკრეს.   ... ...
  • "უმძიმესი სანახავია!" _ პრემიერი განცხადებას ავრცელებს"უმძიმესი სანახავია საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა!" - მამუკა ბახტაძემ განცხადება გაავრცელა. პრემიერი პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.  "ეს ფაქტი ზიანს აყენებს ჩვენი თავისუფლების იდეას, აზიანებს ქართულ პარლამენტარიზმს! სრულად ვიზიარებ ქართული საზოგადოების სამართლიან პროტესტს და მივმართავ ამის ორგანიზატორებს - დაუყოვნებლივ განუმარტონ საზოგადოებას მომხდარის მიზეზები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება მომხდარზე!" - აღნიშნავს ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს დიეტა 99% - იან შედეგს იძლევა

ამ დიეტის დროს ერთ კვირაში...

ჩინური მედიცინის რჩევები

ძველი ჩინური მედიცინის მეცნიერულ შესწავლას,...

იაპონური სილამაზის საიდუმლო

გაიკეთეთ სახის და ტანის ნიღაბი,...

5 აკრძალული საკვები

იდეალური ფიგურა და ბრტყელი მუცელი...

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...