წითელრაზმელი აფრასიონ მერკვილაძე _ ყაჩაღი თუ "იდეური მებრძოლი"

ისტორია

წითელრაზმელი აფრასიონ მერკვილაძე _ ყაჩაღი თუ "იდეური მებრძოლი"

2017 ოქტ 4 12:00:32

თუ XX საუკუნის დასაწყისში გურიაში წითელი რაზმი გურიის კომიტეტს ემორჩილებოდა და მის ბრძანებებს ასრულებდა, მეზობელ რაიონში იყვნენ ისეთები, რომლებიც დამოუკიდებლად მოქმედებდნენ. ასეთი იყო ცნობილი წითელრაზმელი, თბილისის სასულიერო სემინარიის ყოფილი მოწაფე აფრასიონ მერკვილაძე, რომელსაც ზოგი "ყაჩაღს" უწოდებდა, ბევრისთვის `იდეური" მებრძოლი იყო, მაგრამ ის არც ბოლშევიკებს სწყალობდა და არც მაინცდამაინც მენშევიკებს. მერკვილაძე საკუთარ შეიარაღებულ ჯგუფთან (ერთ ასეულზე მეტი კაცი) ერთად იმერეთში მოქმედებდა. მერკვილაძის რაზმში სხვადასხვა ასაკის ადამიანები შედიოდნენ: "...შიგ ნახავდი 60 წლის მოხუცებულიდგან 15 წლის ბავშვამდის რაზმელებს, მაგრამ ყველას ერთი სულით და იდეით გამსჭვალულთ და გატაცებულ გმირებს" (ჟურნალი `რევოლუციის მატიანე").

მისი დამსახურებაა, რომ შორაპნის მაზრა დამოუკიდებელ, ე.წ. `ყვირილის რესპუბლიკად" გამოცხადდა. ასევე, მისი დამსახურებაა, რომ 1904-06 წლებში იქაურ გლეხებს `სალდათში~ ვეღარ იწვევდნენ _ `რუსის მეფეს თავისი ხალხიც ბევრი ჰყავს. ნიკოიას (ნიკოლოზ II) რაში სჭირდება ქართველი კაცის `სალდათობა~, _ ამბობდა თურმე მერკვილაძე. ის კომიტეტის გადაწყვეტილებებს არას დაგიდევდა და დამოუკიდებლად მოქმედებდა, რაც, რა თქმა უნდა, კომიტეტის გაღიზიანებას იწვევდა. `...მისი უბედურება მხოლოდ ის იყო, რომ მეტათ გაზვიადებული წარმოდგენა ქონდა თავის თავზე, რაიონში ყველაზე მაღლა ის იდგა, ამავე დროს, როცა ზესტაფონელი ამხანაგები წინადადებას აძლევდნენ, აქ ჩამოდი და რაიონულ კომიტეტის მუშაობაში მიიღე მონაწილეობაო, უარსყოფდა~ - წერდა ზაქარია გურული. ერთხელ მისი რაზმის განიარაღების ცდაც იყო, ის თბილისშიც კი გაიწვიეს მოლაპარაკებაზე, მაგრამ უკან დაბრუნებულმა საჯარო გასამართლება მოითხოვა. საბოლოოდ, ათიოდე კაცის გარდა, ყველა აფრასიონს გაჰყვა. ამის შემდეგ მერკვილაძემ კავშირი გაწყვიტა ორგანიზაციასთან, მხოლოდ იმ შემთხვევების გარდა, როცა პოლიციაზე ან ჯარზე ერთობლივი თავდასხმა იყო საჭირო.

1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ მერკვილაძე დათანხმდა პარტიის (სოც.-დეკების) შემოთავაზებულ წინადადებაზე, მებრძოლი კადრების შენარჩუნების მიზნით რაზმი დაეშალა. კოტე ცინცაძე წერდა: `...პარტიული ცენტრის დადგენილების თანახმად ბრძოლა შეწყვეტილ იქნა, იარაღი გადამალული მომავალი ბრძოლებისათვის... ჩვენ მიერ იარაღის გადამალვამ უბრალოდ დამორჩილების ხასიათი მიიღო... როცა მთავრობა უძლური იყო, ჩვენ ურტყამდით თავში, და როცა კი ის მოღონიერდა, პარტია მიიმალა. ამან ბევრ ამხანაგებში გამოიწვია ერთნაირი უიმედობა მომავალზე, გულის გატეხა და პერსონალური თავის გამოჩენის, გმირობის მიმართულება (აფრასიონ მერკვილაძე, დათიკო შევარდნაძე და სხვები მრავალნი)~. მერკვილაძე რამდენიმე ერთგულ თანამებრძოლთან ერთად ბათუმში წავიდა. იქ არალეგალურად ყოფნისას მას მოსდიოდა ცნობები, რომ ხალხს აწიოკებდნენ, ყოფილ რაზმელებს იჭერდნენ და ხვრეტდნენ. ამის გამო მერკვილაძე უკან დაბრუნდა. გადარჩენილი რაზმელები შეაგროვა, შეიარაღა და ტერორი გააჩაღა პოლიციის მოხელეების, თავადაზნაურობის წარმომადგენლებისა და ჯაშუშების წინააღმდეგ. 1906 წლის თებერვალ-მარტში მისმა რაზმმა სიცოცხლეს გამოასალმა ივანე მემანიშვილი, ნიკო და ტრიფონ ჭაჭიაშვილები, გალაქტიონ ლოლაძე, მღვდელი გიორგი ფერაძე, პოლიციის აგენტი ეფრემ შალამბერიძე, თავად-აზნაურთა მარშალი ნესტორ ხიდირბეგიშვილი და სხვები.

მერკვილაძეზე ნადირობდა (უკეთესია თუ ვიტყვით, რომ ისინი ერთმანეთზე ნადირობდნენ) ცნობილი ბოქაული ლავრენტი მახარაძე. `მახარაძე უბრალო პრისტავი იყო და ერთი `უჩასტკა~ ებარა. ეს იყო თვით ზესტაფონის `უჩასტკა~, მაგრამ ის მთელ მაზრაში დაძრწოდა და ამის თაობაზე მას და მის "ამხანაგებს" სხვა პრისტავებს უსიამოვნებაც კი შეუდგათ, მაგრამ პრისტავი მახარაძე მაინც თავისას არ იშლიდა. ის სულ ჯარს დაუძღოდა, სოფლებში გლეხების სახლებს ცეცხლს უკიდებდა, ხალხს კლავდა, აწიოკებდა, ქონებას მათსას ანადგურებდა" (პ. საყვარელიძე, შეიარაღებული აჯანყება შორაპნის მაზრაში). რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტმა მახარაძის განადგურება გადაწყვიტა და მერკვილაძეს და მის თანარაზმელ პორფილე პაიჭაძეს შესთავაზა მისი მოკვლა. რაზმელებმა ერთხელ სცადეს მახარაძე წინასწარ დანაღმულ მღვდლის სახლში შეეტყუებინათ, თითქოს იქ თბილისიდან ჩამოტანილი სტამბა იყო, მაგრამ გამოცდილი მახარაძე დაეჭვდა _ აქ რაღაც `ნომერიაო~ და სახლის ის ოთახი, სადაც ბომბი იყო, შორიდან სროლით ააფეთქებინა...

1907 წლის თებერვალში მახარაძემ ხელში ჩაიგდო მერკვილაძის რაზმელი ცერცვაძე, რომელსაც წამების შემდეგ ყველაფერი ათქმევინა. მახარაძის რაზმმა ალყა შემოარტყა სოფელ სვერში ერთი გლეხის სახლს, სადაც, ცერცვაძის ცნობით, მერკვილაძე უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმ დღეს ის მეზობელ სახლში ათევდა ღამეს. დილით ადრე აფრასიონს და მის ორ რაზმელს, დუგლაძეს და გაჩეჩილაძეს, ხმაური შემოესმათ, ისინი იარაღასხმულები გარეთ გამოცვივდნენ. რაზმელებმა ახლომდებარე სახლის ეზოში მახარაძეს და მაზრის უფროსს მოჰკრეს თვალი. თავის დაუძინებელი მტრის დანახვაზე მერკვილაძემ მისი მოკვლა გადაწყვიტა. ამხანაგებმა სცადეს, მისთვის გადაეთქმევინათ _ შორსაა და ვერ მოარტყამო, მაგრამ აფრასიონმა არ დაიშალა და ესროლა. სროლის ხმაზე მახარაძემ ბრძანა, ცეცხლი გაეხსნათ. რაზმელები გაიქცნენ, მაგრამ გაჩეჩილაძე ბარძაყში დაიჭრა. მერკვილაძემ ის არაფრის დიდებით არ დატოვა, აიკიდა ეს დიდი ტანის კაცი, რომლის ტარება თურმე ცხენსაც კი უჭირდა და სროლით იკვლევდა გზას. ერთი გლეხის ოჯახში სთხოვდნენ, ქვევრში დაგმალავთო, მაგრამ მან უარი განაცხადა _ თუ გაგიგეს, დაგაწიოკებენო, არც დაჭრილის დატოვებაზე დათანხმდა და როგორც ამბობდნენ, `გადაყვა დაჟინებულ რაინდობას~. ერთ ხევში ისინი დიდ ქვებს ამოეფარნენ, ტყვიითა და ბომბებით დიდხანს იგერიებდნენ მომხდურებს, მაგრამ ბოლოს ორმა სტრაჟნიკმა შორიდან შემოუარა და სამივე სიცოცხლეს გამოასალმა. მოკლულები სოფელ ცხრუკვეთის ძველი ეკლესიის ეზოში დამარხეს. პოლიციამ მერკვილაძის ჩანთაში სამგზავრო ბიბლიოთეკა აღმოაჩინა: მარქსის `კაპიტალი~, `კლასობრივი ბრძოლა საფრანგეთში~, ლენინის `მოხსენება სოციალ-დემოკრატთა გაერთიანებულ ყრილობაზე~, პლეხანოვის `ჩვენი უთანხმოებანი~ და სხვა, ასევე მისი სისხლით მოთხვრილი ანდერძი, სადაც ის სთხოვს წითელრაზმელებს, რომ ისინი მძარცველებად არ გადაიქცნენ. ამას გარდა, ნახეს უბნის წიგნაკი, სადაც აღწერილი იყო მაზრაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტები და მონაწილეთა (მათ შორის ყოფილი რაზმელების) ინიციალები წარწერით: `გადაეცეს შემდეგში გამარჯვებულ ხალხის სასამართლოს".




 ახალი ამბები
  • შპს „DGT ექსპრეს კრედიტის" პრობლემური სესხების მენეჯერს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯესთაღლითობასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების  აღკვეთა   მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები  და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ არაერთგზის თაღლითობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში ბრალდებული პ.ჯ. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თაღლითობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, შპს „DGT ექსპრეს კრედიტის" პრობლემური სესხების მენეჯერი პ.ჯ., 2018 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით, მოტყუებით დაეუფლა შპს „DGT ექსპრეს კრედიტის" ხუთი მსესხებლის მიერ სესხებზე პროცენტის სახით გადახდილ, საერთო ჯამში 9,935 ლარს. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის სექტემბერში პ.ჯ.-მ, მის მიერვე დამზადებული ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, ისარგებლა შპს „DGT ექსპრეს კრედიტის" ხელმძღვანელი პირების ნდობით და თითქოსდა მის სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული „ტოიოტა არისტოს" მარკის ავტომანქანის შესაკეთებლად, მოტყუებით დაეუფლა შპს „DGT ექსპრეს კრედიტის" კუთვნილ 2200 ლარს. სამართალდამცველებმა პ.ჯ. 2019 წლის 6 მაისს, ქ.თბილისში დააკავეს. მას  ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (6 ეპიზოდი)), 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ პ.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების  აღკვეთა   განუსაზღვრა,“_ წერია გავრცეებულ ... ...
  • როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 თებერვლამდე საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 23 თებერვალს კი წვიმაა გამოცხადებული. ნალექია მოსალოდნელი 24 თებერვალსაც. „21-22 თებერვალს  საქართველოში მოსალოდნელია  თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.  ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში  +11, +16 გრადუსის ფარგლებში იქნება. 23 თებერვალს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე დაიკლებს, 24-ში შედარებით გამოიდარებს და +13, +18 გრადუსამდე დათბება.  აღმოსავლეთ საქართველოში 23-24 თებერვალს ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში, აქაც 24 თებერვალს ჰაერი +13, +18 გრადუსამდე გათბება.  თბილისში უნალექო ამინდი იქნება, მხოლოდ 23 თებერვალს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის +14, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი”,_ წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოში უმსხვილესი ბიზნეს აქსელერატორი 500 Startups შემოდის21 თებერვალი, 2020- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მსოფლიო ბაზარზე ტოპ აქსელერატორი 500 Startups საქართველოში შემოდის. შესაბამისი სამმხრივი ხელშეკრულება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, 500 Startups-სა და საქართველოს ბანკს შორის უკვე გაფორმდა. მხარეებს შორის თანამშრომლობა საქართველოში მაღალის კლასის აქსელერატორის შემოსვლით ქართველი სტარტაპერების მნიშვნელოვანი ხელშეწყობა, ეკოსისტემის გაძლიერება და საინვესტიციო პოტენციალის განვითარებაა.  ისეთი მსხვილი მოთამაშის, როგორც 500 Startups-ია  ქართულ ბაზარზე შემოსვლა ქართულ სტარტაპებს მისცემს ძალიან დიდ შესაძლებლობას სხვადასხვა წარმატებული კომპანიის დამფუძნებლებთან და მენტორებთან ერთად იმუშავონ საკუთარი იდეების დახვეწაში. ასევე,  4 თვიანი აქსელერაციის პროცესში მიიღონ საინტერესო ინფორმაცია მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინის, გაყიდვებისა და სხვა მათთვის საჭირო სფეროების შესახებ. საბოლოო ჯამში კი შექმნან ინოვაციური პროდუქტი,  გავიდნენ გლობალურ ბაზრებზე და მოიპოვონ წარმატება. „მოხარულები და ამაყები ვართ, რომ სწორედ საქართველოს ბანკის, როგორც კერძო სექტორის და ძლიერი ფინანსური ინსტიტუტის ჩართულობით ასეთი გლობალური პროექტი ხორციელდება. ჩვენი მხრიდან პროექტის განსახორციელებლად დამატებით 1 მილიონი დოლარის მობილიზება მოხდება, რაც ქართველ სტარტაპებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვენჩურული კაპიტალის მქონე კომპანიასთან.  ეს არის ქვეყნისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა და გვიხარია, რომ ამ პროექტს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად ვახორციელებთ. მნიშვნელოვანია, რომ 500 Startups-ის შემოსვლა ხელს შეუწყობს ნიჭიერი ანტრეპრენერების აღმოჩენას, დაეხმარება მათ წარმატებული კომპანიების შექმნაში, რაც საბოლოო ჯამში გლობალური ეკოსისტემის განვითარების მიზანს ემსახურება. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს თავს და ქვეყანას ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. 500 Startups  მსოფლიოში ტოპ ბიზნეს აქსელერატორია. მისი საინვესტიციო პორტფოლიო მდიდარია ისეთი ცნობილი კომპანიებით როგორიცაა: Credit Karma, Canva, Talkdesk და Ipsy, twilio, sentgrid, grab. კომპანიამ დაარსების დღიდან, „სილიკონ ველიში“ 5 გლობალური ფონდისა და 15 თემატური ფონდის მეშვეობით, 75 ქვეყნის მასშტაბით, 2 300 კომპანია დააფინანსა. 500 Startups  ბიზნეს იდეის საწყის ეტაპზე დამფინანსებელი აქსელერატორია და იდეებს უფრო მეტად უდგება მხარში, ვიდრე უკვე არსებულ მცირე მეწარმეობასა და ბიზნესებს. გარდა თანაინვესტირებისა, 500 Startups ხელს უწყობს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებას,  მხარს უჭერს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის, ღონისძიების, კონფერენციის ორგანიზებას მთელი  მსოფლიოს მასშტაბით.    (R) ... ...
  • „პარკომატი“ _ გაამართლებს თუ არა პარკირების სამსახურის ელექტრონული სერვისი ოზურგეთში?ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე,  ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პარკირების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რომან გოგიტაურმა ანგარიშის წარმოდგენისას, ძირითადად იმ სიახლეზე ისაუბრა, რასაც „პარკომატი“ ჰქვია. ეს ელექტრონული მოწყობილობა აღნიშნულ სამსახურში შექმნეს და ყუთი, რომელსაც „პარკომატი“ ჰქვია, საკრებულოს სხდომაზე წარმოადგინეს.  დეპუტატებს  კი  აუხსნეს, რომ მას გაუკეთდება ბოძი და დააიდგმება იმ 250 ადგილზე, რომელიც პარკირებისთვის გააცნია აღნიშნულ სამსახურს. _ ჯერ მხოლოდ ერთ ცენტრალურ ადგილზე,  გურიიის ქუჩაზე, უნივერმაღ „იმედის“ წინ დავდგამთ. ავტოსადგომით ვინც ისარგებლებს, თანხას პარკომატში გადაიხდის.  დღის ბოლოს კი ოპერატორი გაათავისუფლებს  ამ ყუთს. ვფიქრობთ, რომ ეს   სისტემა გაამართლებს და შემდეგ ვიმოქმედებთ რომ იმ 250 ადგილზეც განვათავსოთ, რომელიც პარკირების სამსახურს გააჩნია, - თქვა რომან გოგიტაურმა. _მაგ მოწყობილობას  ღია ცის ქვეშ წვიმის და თოვლის არ „ეშინია“?- იკითხა დეპუტატმა  გელა ჩავლეშვილმა. _არა,  ყუთი დაცულია.  ამაზე  თავიდანვე ვიფიქრეთ, როცა ვაკეთებდით, _ უპასუხა გოგიტაურმა. საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ იდეა მოიწონა, მოუწოდა დეპუტატებს, დადებითად შეეფასებინათ პარკირების სამსახურის ანგარიში და თავად ჩააგდო პარკომატში სიმბოლური თანხა. „პარკომატს“ ნაციონალი დეპუტატების  სახით მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. ვრცლად ამის და  ასევე  ახალი სისტემის შესახებ,  რომელიც იმიტომ შეიქმნა,რომ მომსახურებისას გადახდილი თანხების მოძრაობა იყოს გამჭვირვალე,  საგაზეთო სტატიაში ... ...
  • ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტებზე ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც, ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ შემთხვევაში, გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა და სალაროს შემოსავლების ორდერები, თითქოსდა, განხორციელდა 226 456 ლარის ღირებულების სამშენებლო მომსახურების გაწევა, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა, დაამზადა და გაასაღა 120 000 ლარის ღირებულების ჯართის ფიქტიურ მიწოდებასთან დაკავშირებული სასაქონლო ზედნადები.  გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4-წლამდე ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...