,,უაილდ ვესტის მხედარი” , ანუ გურული მოჯირითეები ამერიკაში

ისტორია

,,უაილდ ვესტის მხედარი” , ანუ გურული მოჯირითეები ამერიკაში

2017 ოქტ 1 10:31:00

გამიგონია, რომ გურული მოჯირთეები, უმეტესწილად, როგორც კასკადიორები, ამერიკულ ფილმებშიც, განსაკუთრებით ვესთერნებში, მონაწილეობდნენ, რაც, თავისთავად, გასაკვირი არ უნდა იყოს. ჰოლივუდი ასეთი ბრწყინვალე ცხენოსნების დაქირავებას აუცილებლად შეეცდებოდა, თუგინდ, როგორც ტიპაჟებისა, მაინც. ამის დასტურია გიორგი პაპაშვილის მაგალითი, რომელსაც ჰოლივუდშიც მოუწია ერთხანს მუშაობა. როგორც თავად წერდა: "როცა კაზაკი დასჭირდებოდათ, მხოლოდ მაშინ დამიძახებდნენ ხოლმეo, თუმცა, დანამდვილებით იმის დადგენა, ნამდვილად მონაწილეობდნენ თუ არა გურულები ფილმებში, ჯერჯერობით, ვერ შევძელი.

1925 წელს ქართული კინოს ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, ცნობილმა რეჟისორმა ალექსანდრე წუწუნავამ გადაიღო მხატვრული ფილმი ,,ვინ არის დამნაშავე?” (სხვა სახელწოდებაა ,,უაილდ ვესტის მხედარი”), რომელიც დაფუძნებულია ნ. ნაკაშიძის ამავე სახელწოდების პიესაზე. ეს პიესა ალექსანდრე წუწუნავას წარმატებით ჰქონდა დადგმული სცენაზე.

რეჟისორმა თავად დაწერა სცენარი, რომელიც საქართველოში პიესის ეკრანიზაციის პირველი შემთხვევა იყო. მთავარ როლებზე მან ვაჩნაძე-მიქაბერიძის დუეტი მიიწვია. ნაწარმოების სიუჟეტი, რომელიც ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული,  დრამატულად ვითარდება: გამდიდრების ჟინით შეპყრობილი დედის ჩაგონებით გურული გლეხი სიკო სხვა დაქირავებულ ცხენოსნებთან ერთად მიემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა იქაურ ცირკში - ,,უაილდ უესთ შოუში” იჯირითოს და ფული დააგროვოს. შინ ცოლ-შვილი, დედა და მოხუცი ბაბუა რჩებიან. წასვლის შემდეგ შვილი და ბაბუა გარდაიცვლებიან, მეუღლე ფატის კი დედამთილის ხელშეწყობით მეზობელი შეაცდენს. ამერიკიდან დაბრუნებულ სიკოს მეუღლე ფეხმძიმე დახვდება. შეურაცხყოფილი ფატი თავს იხრჩობს, სიკო სახლ-კარს გადაწვავს და თვითონაც იღუპება. ფილმის სოციალური ფონი ორ ძირითადი მიმართულებით იშლება: ადამიანი და ოჯახი, ადამიანი და გარემომცველი სოციალური პირობები. გლეხი ქალის უმწეო მდგომარეობა და მისი ბრძოლა სოციალური თანასწორობისათვის. სიუჟეტის სიმძაფრემ, ადამიანური კონფლიქტების, გარემოს და ეპოქის სუნთქვის რეალისტურმა ასახვამ ფილმს მაშინვე მოუტანა პოპულარობა.

ფილმის მომზადების პერიოდში ოზურგეთსა და ლანჩხუთში უამრავი მასალა შეაგროვეს, რომელიც, სამწუხაროდ, უგზო-უკვლოდ დაიკარგა. გიორგი დოლიძე ნაშრომში ,,ქართული კინო გუშინ და დღეს, კინემატოგრაფიული ძიებანი” წერდა: ,,...დიდი ფიქრისა და განსჯის შემდეგ ალ. წუწუნავამ გადაწყვიტა, მაინც ეჩვენებინა ფილმში ამერიკული ცირკი მთელი თავისი მასშტაბურობითა და მრავალფეროვნებით. ამერიკაში ექსპედიციაზე ხომ, რა თქმა უნდა, ზედმეტი იყო  ფიქრი, ამიტომაც ალ. წუწუნავა ,,სამაგიეროდ” თავის მშობლიურ სოფელ ლიხაურში წავიდა სიკოს როლის შემსრულებელ კოტე მიქაბერიძესთან ერთად და კვიტაიშვილების ოჯახს მიადგა. ცოლ-ქმარი კვიტაიშვილები შესანიშნავი მოჯირითენი იყვნენ, რევოლუციამდე მათ არაერთხელ უჩვენებიათ თავიანთი ოსტატობა ამერიკელი მაყურებლისათვის.

მიადგნენ თუ არა კვიტაიშვილების სახლს, როგორც კ. მიქაბერიძემ გვიამბო, ყანიდან შემოესმათ... ინგლისური სიმღერა, მელოდიას იწყებდა კვიტაიშვილების ქალიშვილი ამერიკაში დაბადებული და წამოჩიტული, დედ-მამა კი ჰყვებოდა...

მომავალი ფილმის ავტორს დაწვრილებით, დოკუმენტური სიზუსტით აინტერესებდა ყველაფერი ამერიკული ცირკის კონსტრუქციის შესახებ... ასევე, საჭირო იყო ცირკის მონაწილე სხვადასხვა ჟანრისა და ეროვნების მსახიობებისა და, უბრალოდ, თანამშრომლების კოსტიუმების გაცნობა, შემორჩენილი ფოტოებისა თუ აფიშების ნახვა და ათასი წვრილმანი; ეს აუცილებელი იყო იყო იმისთვის, რომ ფილმში ეჩვენებინათ ამერიკული ცირკის არა საცოდავად შეკოწიწებული ბუტაფორია, რომელიც თავისი უმწეობის გამო ცინიკურად განაწყობდა მაყურებელს, არამედ ნამდვილი, რეალური სახე.  ალ. წუწუნავას ვიზიტმა კარგი შედეგი გამოიღო _ კვიტაიშვილებს ამ მხრივ უხვი მასალა აღმოაჩნდათ.

აღსანიშნავია, რომ ,,ვინა არის დამნაშავეს“ მხატვრად მიიწვიეს მიუნხენის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული, საზოგადო მოღვაწე და პატრიოტი დიმიტრი შევარდნაძე. მისმა მხატვრულმა ხედვამ და ოსტატობამ, პერსონაჟთა სახეებისა და ხასიათების ღრმა ფსიქოლოგიური გახსნისაკენ სწრაფვამ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ ფილმების პლასტიკური სახის შექმნაში.

ახლა ისევ გიორგი დოლიძეს მოვუსმინოთ: ,,...სამწრიანი ამერიკული ცირკი ხუთ დღეში აშენდა. კოვბოების, ინდიელების, მოცეკვავეების, მოჯირითე გურულების კოსტიუმები ერთ კვირაში შეიკერა... ყველაზე მეტად ორი ათასი ,,ამერიკელის” მოძებნა აფიქრებდათ.” ეს პრობლემაც ადვილად გადაწყვიტეს: თბილისის კინოთეატრებში გაუშვეს სარეკლამო რგოლები, სადაც ყველა მსურველს იწვევდნენ დიდ საცირკო წარმოდგენაში გადასაღებად (საჭირო იყო 2000 კაცი), მხოლოდ ერთი პირობით _ ყველანი ევროპულ კოსტიუმებში გამოწყობილნი უნდა მოვიდნენო.

,,გათენდა 1925 წლის 10 მაისიც. კინოატელიეს წინ დილიდანვე იწყო ხალხმა თავმოყრა. ვინც ძალიან ჰგავდა ამერიკელს, მისვლისთანავე შეუშვეს, ,,ნახევრადამერიკელები” კი ,,ოქროს თადარიგში” ჩააყენეს. აგერ გამოჩნდა ამერიკულ ყაიდაზე ხაკისფერ ტანსაცმელში გამოწყობილი ოფიცერი, მერე რაჯა მოვიდა თავისი მდივანი ქალით (ეს უკვე გადაცმული მსახიობები იყვნენ), შემდეგ ვიღაც მოხალისე ზოლებიან შარვალსა და გრძელკალთიან სერთუკში, ვითომ ნამდვილი ,,ძია სემია”. ბოლოს კი მოადგა მანქანა, რომელშიც მართლაც ნამდვილი ამერიკელები იყვნენ, თბილისში მყოფი რომელიღაც ამერიკული კომიტეტიდან - ცხადია, მათაც გაეგოთ ეს ამბავი და გულწრფელად მოვიდნენ დასახმარებლად”.

ალექსანდრე წუწუნავამ დაამტკიცა, რომ იგი მასობრივი სცენების გადაღების დიდოსტატია. ასეთი გრანდიოზული სცენა, რომელსაც, ალბათ, ანალოგი არ ჰქონდა იმდროინდელ საბჭოთა კინემატოგრაფში, სულ ერთ დღეში გადაიღეს.

შემორჩენილია მოჯირითე ლუკა ჩხარტიშვილის წერილი (1925 წლის 23 აგვისტო), ივანე ურუშაძისადმი, სადაც იგი საყვედურს გამოთქვამს ა. წუწუნავას მიმართ ფოტო მასალის დაკარგვის გამო. გთავაზობთ წერილის შემოკლებულ ვარიანტს: ,,...მე შევეკითხე იგენს, რომ რათ უნდებიან სურათები მეთქი. იგენმა მითხრეს, რომ ეს სურათები გამოცხათდება პრაჟეკტორში ჯერ საქართველოში მერე კი რუსეთშიო მაშვინ მე უთხარი, რომ სურათებს გაგატან სხვადასხვა ნაირებს მეთქი, მაგრამ უნდა იყოს ჩემი სახელი გამოცხადებული, რომელიც ვიყავით სხვადასხვა სახელმწიფოში ვისტავკებში მე და ჩემი ამხანაგები გურულები და თქვენმა გამოგზავნილმა კაცმაც შემპირდა, რომ თქვენი სახელიც იქმნება და გურულებისაცო და... (15) ხუთმეტი კაცი და (4) ქალი დაჭირდებაო იმ კამპანიასო მე ძალიან გამიხარდა, მარა ეს ყველა ტყვილი დარჩა მერე გევიგე რომ კაზაქები და კვეტაიშვილი და მისი ცოლით არისო... მერე კაცი გაუგზავნე პანტელეიმონ ცინცაძე და შეუთვალე, რომ რაღამც ყველაფერში მოგვატყუე სურათები გამომიგზავნე და პრაცენტები მეთქი და შემომითვალა, რომ ყველაფერში გაგისწორდებიო დღესეც არაფერი ამბავია ივანე ბატონო... ორი სურათი იმისანა ურევია ამ სურათებში, რომ (200) ორასი მანეთი რომ მომცეს, არ მივცემ ამის გამოწყობა მე მინდოდა მარა დრომა არ მომიწყო ხელი ლუკა ჩხარტიშვილი" (სტილი დაცულია).

წუწუნავას ზევით დასახელებულ ფილმში და აგრეთვე კინოსურათში ,,ჯანყი გურიაში” (1929), ჯირითობის სცენებში მონაწილეობას, ძირითადად, იღებდნენ ამერიკასა და ევროპაში ნამყოფი მოჯირითეები, მათ შორის კვიტაიშვილები, მიხა დარსალია და სხვები. გურული მხედრების ამბის პირველი მკვლევარი ბატონი ამირან ცამციშვილი მიყვებოდა, რომ ჯირითის გადაღების წინ წუწუნავა ცხენოსნებს სუფრას უშლიდა, აქეიფებდა და ამის შემდეგ შექეიფიანებული გურულები ცხენებს მოევლებოდნენ და იწყებოდა ჯირითი, შესაბამისად, ეპიზოდის გადაღებაც.




 ახალი ამბები
  • სამყარო ნიღბებში _ როგორ შეცვალა კორონავირუსმა ცხოვრება (საინტერესო ფოტოები მსოფლიოს ქალაქებიდან)კორონავირუსის გამო ქალაქები დაცარიელებულია, ჩინეთში არ აღინიშნა ახალი წელი, გადაიდო ვენეციის კარნავალი, მინიმუმამდე შემცირდა ტურისტების ... ...
  • „ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მზად ვართ“ _ რას მოუწოდებენ ჩოხატაურელი ექიმები მოსახლეობასსაქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, ისევე, როგორც ყველგან, ჩოხატაურში ხალხის მღელვარებამ იმატა. "გურია ნიუსი" დაინტერესდა რამდენად მზად ხვდებიან ახალ და საშიშ გამოწვევას მუნიციპალიტეტში მდებარე კლინიკები. როგორც კლინიკის _ „სამედიცინო ცენტრი გურიაში“, მთავარი ექიმი, თემურ კოროშინაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, კლინიკა სრულ მზადყოფნაშია. _ რადგან ჩვენთან კორონავირუსის დიაგნოზტირება არ ხდება, შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ დაავადებაზე ეჭვმიტანილი. გვაქვს დაცვის საშუალებები და ეჭვის შემთხვევაში, მოხდება პაციენტის რეფერალი. ამ დროისთვის მიმდინარეობს პაციენტების გამოკითხვა, ანამნეზის შეკრება. თუ საეჭვოდ მივიჩნევთ და გამოვლინდება პიროვნება, რომელიც უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსია გავრცელებული, ან იქ მყოფ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, ის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ კონტროლზე გვეყოლება და შემდგომი კვლევისთვის სპეციალიზირებულ კლინიკაში გადამისამართდება. თუმცა, ამ დროისთვის მსგავსი შემთხვევა არ გვქონია. მინდა გითხრათ, რომ კლინიკა სრულ მზადყოფნაშია და მედპერსონალი მობილიზებულია“, _ გვითხრა თემურ კოროშინაძემ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარე „მედალფას“ სამედიცინო ცენტრის დირექტორი ანტონ ხუნდაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ცენტრი კორონავირუსს, გამოვლენის შემთხვევაში, მომზადებული ხვდება. _ კორონავირუსის თემაზე უკვე ერთ კვირაზე მეტია, მედპერსონალს უტარდება ტრენინგ-სემინარები. მედპერსონალს მიეწოდება ინფორმაცია ჩაცმა-აღჭურვიდან დაწყებული, პაციენტთან და საზოგადოებასთან ურთიერთობით დამთავრებული, ყველაფერზე. როგორ უნდა აღმოაჩინონ ვირუსის კლინიკური ნიშნები, რა უნდა გაითვალისწინონ, პაციენტებთან საუბრისას გამოკითხვები, რომ არ გამორჩეთ, არც ერთი დეტალი, უმნიშვნელოც კი. რაც არის დამცავი საშუალები, ყველაფერი გვაქვს და კიდევ შემოგვივა. ხშირია შემთხვევა, როცა არ ამბობენ ამა-თუ იმ დაავადების შესახებ. მთავარია, მოსახლეობამ არ დამალოს ინფორმაცია. ეს ვირუსული ინფექციაა, რომელიც დანარჩენი ვირუსების მსგავსად, ყველას არ დაემართება. კორონავირუსი ჩვეულებრივი დაავადებაა, დაავადება კი არ არის სირცხვილი! ის აუცილებლად უნდა იქნეს გამოვლენილი და მიღებული საჭირო ზომები. კორონავირუსის გადატანა, სხვა ვირუსების მსგავსად ქრონიკული დაავადებებით მოავადე ადამიანებს უჭირთ უფრო მეტად, სხვა შემთხვევაში, საშიში არაფერია, დროული დიაგნოზტირებისა და მიზანმიმართული მკურნალობის დროს. ამიტომ მინდა ვთხოვო და მოვუწოდო მოსახლეობას, თუ უახლოეს დროს იმყოფებოდა საზღვარგარეთ, ან კონტაქტი ჰქონდა იმ ქვეყნებში მყოფ ადამიანებთან, რომლებიც კორონავირუსის გამო წითელ ზონაში იმყოფება, აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და გულახდილად ესაუბრონ ექიმებს! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ავადმყოფობა სირცხვილი არ არის, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელსაც უნდა მიხედვა. ამდენად, ჩემი თხოვნაა, ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, მოგვმართონ ჩვენ თუ სხვა სამედიცინო დაწესებულებებს. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მზად ვართ“, _ ამბობს ანტონ ... ...
  • სამტრედიის აფთიაქებში პირბადეზე ფასი 18 თეთრიდან 1 ლარსა და 40 თეთრამდე მერყეობს საქართველოში კორონავირუსის  შემთხვევის დაფიქსირებას პანიკა მოჰყვა რეგიონებში. სამტრედიის აფთიაქებში პირბადის შეძენის მსურველთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.  თუმცა, სხვა მუნიციპიტეტებისაგან განსხვავებით  პირბადეების მარაგი არ ამოწურულა. ზოგიერთ აფთიაქში ფასები გაიზარდა, ნაწილში ძველი ფასია შენარჩუნებული. ,,პირბადეები გუშინაც იყიდებოდა, მაგრამ დღეს დილით ჩვენს აფთიაქში მომხმარებელთა რაოდენობა ძალიან გაზრდილია. განსაკუთრებით, ნიღბებზე, სპირტებზე, წყალბადის ზეჟანგზე, ანტიბაქტერიულ ხსნარებზე, ანტიბაქტერიულ სველ ხელსახოცებზე. ჩვენთან შენარჩუნებულია ძველი ფასი-0,18 თეთრი ერთი პირბადის ღირებულება. მართალია, დღეს დილით 2000 ცალი პირბადე გაიყიდა, ჯერჯერობით მარაგი გვაქვს",_ ამბობს „გურია ნიუსთან" ნატალია თვალავაძე, შპს ,,ავერსი ფარმას" სამტრედია №2 აფთიაქის მენეჯერი. ძველი ფასია შენარჩუნებული ჯპს-შიც. იმპექსში გუშინ სამტრედიელ მომხმარებელს თუ 95 თეთრად შეეძლო, შეეძინა ერთი პირბადე, დღეს 1 ლარი და 40 თეთრი გახდა. მართალია, მოსახლეობა აფთიაქებს პირბადეების შესაძენად დილიდანვე მიაწყდა,  სამტრედიელები გარეგნულად სიმშვიდეს ინარჩუნებენ. უმრავლესობა თვლის, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების სერიოზული პანიკის საფუძველი არ ... ...
  • თიბისის მობაილბანკს საპენსიო დანაზოგის ნახვის ფუნქცია დაემატა (R) დღეიდან, მომხმარებელი თიბისის განახლებულ მობაილბანკში საკუთარი საპენსიო დანაზოგის ნახვას შეძლებს. „ჩემი საპენსიო დანაზოგის" ფუნქციონალი თიბისის მობაილბანკის მთავარ გვერდს უკვე დაემატა. სიახლე მომხმარებლებს, რომლებიც ამავე დროს საპენსიო სქემის მონაწილეები არიან, შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი საპენსიო აქტივების ჯამური ღირებულების შესახებ ინფორმაცია თიბისის  ინტერნეტბანკის შემდეგ, უკვე მობაილბანკით მიიღონ. „ჩემი საპენსიო დანაზოგის" ფუნქციონალით საპენსიო სააგენტოს სისტემაში ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადასვლა და სახელმწიფოს, დამსაქმებლის და დასაქმებულის მიერ განხორციელებულ შენატანებსა და მათზე დარიცხულ სარგებელის შესახებ დეტალურ ინფორმაციის მიღებაც არის შესაძლებელი. „თიბისის მისიაა ადამიანების ცხოვრების გამარტივება. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს ისეთი პროდუქტი ან მომსახურება შევთავაზოთ, რაც მაქსიმალურად დაზოგავს მათ დროს. მოხარული ვართ, რომ საპენსიო სააგენტოსთან ჩვენი თანამშრომლობა წარმატებით შედგა",  -  გიორგი ვახტანგიშვილი, თიბისის ციფრული სერვისების განვითარების ექსპერტი. სიახლე საპენსიო სქემაში ჩართულ ყველა იმ მომხმარებელს შეეხება, რომელიც თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკით სარგებლობს. მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, საპენსიო დანაზოგის შესახებ  ინფორმაცია  ინტერნეტ და მობაილბანკში ავტომატურად განახლდება. ... ...
  • "ხალხი პანიკაშია" _ ჩოხატაურში სამედიცინო ნიღბები აღარ იშოვება„დაზაფრულები ვართ, აფთიაქებში ნიღბები აღარაა. ისეც პანიკაშია ხალხი და ნიღბით რომ უზრუნველგვყონ თუ უფასოდ არ დაარიგებენ, ხელმისაწვდომი მაინც იყოს, ეს მაინც გააკეთოს ხელისუფლებამ. ყველა აფთიაქი ჩამოვიარე და ნიღაბი „იმპექსის“ გარდა არსადაა. ფასს არ იკითხავთ? _ 1 ლარი და 40 თეთრი ღირს“, _ „ყვება „გურია ნიუსთან“ ერთ-ერთი ჩოხატაურელი. ქალბატონის ნაამბობი „გურია ნიუსმა“ სააფთიაქო ქსელებში გადაამოწმა. როგორც პსპ-ში გვითხრეს, ამ ეტაპზე აფთიაქში სამედიცინო ნიღბები არ არის და არც იციან როდის შემოიტანენ. „ამ ეტაპზე პირბადე არ გვაქვს. დღეს დილით გაიყიდა, რაც გვქონდა 1500 ცალი. არ ვიცით, როდის შემოვიტანთ, რადგან ბაზაში არ არის“, _ გვეუბნებიან პსპ-ში და ამბობენ, რომ მიუხედავად დეფიციტისა, სამედიცინო ნიღბების ფასი არ გაზრდილა და ცალი 15 თეთრად გაიყიდა. ჩოხატაურის „ავერსის“ აფთიაქში სამედიცინო ნიღბები აღარაა, თუმცა, როგორც ადგილზე გვითხრეს, აფთიაქი კლინიკას ამარაგებს და ზუსტად რამდენი გაყიდეს არ იციან. „ჩვენი აფთიაქი კლინიკას ამარაგებს, ძალიან ცოტა გვქონდა დარჩენილი. ამდენად ზუსტი ციფრის თქმა არ შეგვიძლია, რამდენი ნიღაბი გაიყიდა საცალოდ“. არც „ავერსის“ აფთიაქში იციან, როდიდან შეეძლებათ მოქალაქეებს სამედიცინო ნიღბების შეძენა. აქაც მიზეზად ნივთის ქსელში არარსებობას ასახელებენ. ნიღბები არ არის და შემოტანის თარიღს ვერ ასახელებენ ჩოხატაურში მდებარე კიდევ ერთი აფთიაქი „გუდფილში“. „წუხელ გაიყიდა, რაც გვქონდა ყველა. დაახლოებით, 600 ცალზე მეტი. ზუსტ თარიღს, როდის შემოიტანენ, ვერ გეტყვით. როგორც ვიცი, ბაზაში დეფიციტია“, _ გვითხრეს აფთიაქში. ჯერჯერობით, ჩოხატაურელებს სამედიცინო ნიღბების შეძენა შეუძლიათ „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში, სადაც იმ მომენტისთვის, როცა „გურია ნიუსი“ იმყოფებოდა, 180 ცალი იყო დარჩენილი, თუმცა, ფასი გაზრდილი იყო. _ დღეს დილიდან 100-ზე მეტი სამედიცინო პირბადე გაიყიდა დარჩენილია 180 ცალი, თუმცა ფასი გაიზარდა. 20 წუთის წინ 95 თეთრი ღირდა, ახლა 1.40 ლარია, _ გვეუბნებიან ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...