უნივერსიტეტიდან ფრონტის ხაზზე _ 96 წლის პედაგოგის ცხოვრების დეტალები

ისტორია

უნივერსიტეტიდან ფრონტის ხაზზე _ 96 წლის პედაგოგის ცხოვრების დეტალები

2018 ოქტ 31 09:10:32

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერში მცხოვრები ასინეთ ჩხიკვაძე-ზარბაზოია 50 წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. როგორც მისი მონათხრობიდან ჩანს, საკმაოდ მკაცრი, თუმცა, სამართლიანი მასწავლებელი გახლდათ.  ქალბატონი ასინეთი 96 წლისაა. იგი "გურია ნიუსთან" თავისი ცხოვრების შესახებ საუბრობს და დეტალურად იხსენებს ყველაზე მასშტაბურ და სისხლისმღვრელ ომს კაცობრიობის ისტორიაში, რომლის უშუალო მონაწილე თავად იყო. როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიყვება, უნივერსიტეტის აუდიტორიიდან პირდაპირ ფრონტის ხაზზე მოხვდა.


 _ 1940 წელს დავამთავრე ჩოხატაურის საშუალო სკოლა, იმავე წელს მოვეწყვე ბათუმის ინსტიტუტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. კონკურსი იყო  და 7 საგანი უნდა ჩაგვებარებინა. 34 ქულა დავაგროვე, რუსულში მივიღე  მხოლოდ 4 ქულა. მათემატიკის წერისას გამომცდელი მედგა თავზე. მე სოფლიდან ჩასული  გოგო ვიყავი, ჩოხატაურს იქით ნამყოფი არ ვყოფილვარ. უცებ ჩემს ფანქარს წვერი წატყდა და გამომცდელმა თავისი ფანქარი მომცა. ავწიე თავი და ბატონო, თქვენს ფანქარს კაი ფეხი თუ აქვს-მეთქი, _ ვუთხარი, გოგონა ფეხი კი არა, თავი უნდა ახლა მაგას, თავიო, _ მითხრა მან.

 ჩავირიცხე, ხუთოსანი არ ვყოფილვარ, მაგრამ კარგი სტუდენტი ვიყავი. 1941 წელში ომი როცა გამოცხადდა, ბათუმის პირველობის შეჯიბრი იყო. ინსტიტუტიდან პირველობა ავიღე 500-მეტრიან გადარბენაში, ხოდა იქ მოვისმინეთ ომის დაწყების ამბავიც. ჩვენგან თითქმის ყველა ბიჭი  ომში გაიწვიეს და დავრჩით უმეტესად გოგონები.

1942 წლის 1 აპრილს ლექციებიდან წაგვიყვანეს, გაგვატარეს კომისია, მამაჩემი ფრონტზე იყო, ძმები პატარები მყავდა, უფროსი შვილი მე იყავი. მამაჩემი იწერებოდა, ბედნიერი კაცი ვარ, რომ ბიჭებს ფრონტი არ მოუწევთო, რას იფიქრებდა, თუ მე მელოდა ეს ყველაფერი. გამომიძახეს და 5 აპრილს მზად უნდა ვყოფილიყავი გასაწვევად. დედაჩემი იყო ჩამოსული ჩემთან, მე კომისიასთან შეხვედრაზე ვიყავი, საბუთების მოცემასაც დააგვიანდა და 12 საათსაც გადაცდა ამასობაში. ქალიშვილი ასეთ დროს ქალაქში გარეთ არ მოეწონა დედაჩემს, სახლში როცა მივედი ვუთხარი, რომ მეორე დღეს ფრონტზე მივდიოდი. მოიკლა თავი, მაგრამ რაღას იზამდა...

5 აპრილს გაგვიწვიეს, მახინჯაურში იდგა ჩვენი ნაწილი ბანაკად. ჩემი მოვალეობა გახლდათ თვითმფრინავების გამოცნობა, ამიტომ გერმანული თვითმფრინავების აღწერილობა შევისწავლეთ ძალიან კარგად _ არცერთი თვითმფრინავი არ შემოგვპარვია. ადრე გავიგებდით და ვიძახებდით, ტელეფონი დაკავებული გვქონდა სულ. ამის შემდეგ გამაგზავნეს ბაღდათში. სახლში დაუბარებიათ ჩემებთან ჩემი ადგილსამყოფელის შესახებ და უთქვამთ, თუ გინდათ, ნახეთ, ჩადითო. წამოსულა დედა და მამა. მე იმავე დღეს ლენტეხში გამაგზავნეს. მშობლები რომ მივიდნენ, იქ მეძებეს აღწერილობით და შერჩათ ხელში სხვა გოგონა _ ზინა ჯიბუტი. მე ლენტეხში ვიყავი უკვე. საქართველოში ვიყავით 1944 წლის მაისამდე. მერე შეგვკრიბეს პოსტებიდან და წავედით ფრონტზე.

ქალბატონი ასინეთი ემოციურად იხსენებს ფრონტის ხაზზე ძმასავით შეზრდილ ბიძაშვილთან შეხვედრას.

_ შინელი დახვეული კისერზე გვქონდა გადადებული, ტელეფონი საველე აპარატების ყუთებივით იყო, ტანსაცმელი ზურგზე მოკიდებული, მხარზე კალაშნიკოვის ტიპის შაშხანები და ამ ყველაფერს თან ერთვოდა 45 გრადუსი სიცხე. ოდესის ოლქი დანგრეული იყო, განსაკუთრებით ებრაელების დასახლება. ღამეს მინდორში ვათევდით და საღამოობით ქართულად ვლაპარაკობდით გოგონები. ბიძაშვილი მყავდა, ერთად ვიყავით გაზრდილი.  ტყუილები უყვარდა და "ტარაბუხას" ვეძახდი. ერთ საღამოს ასე ვსაუბრობთ, ამ დროს ჰოსპიტალიდან ვიღაცამ დაგვიძახა _ "გოგოებო, ქართველები ხართ"? _ ვიცანი ხმაზე... შენ ტარაბუხა რა გინდა აქ-მეთქი, თურმე, დაჭრილი ყოფილა. ჩვენი შეხვედრა ძალიან ემოციური იყო, სანამ 50 მანეთი არ მომცა, არ მოისვენა. ცოტა ხანში სახლში გამოაგზავნეს.

ოდესის იმ ოლქში, სადაც ჩვენ ვიყავით, წყალი არ იყო, ჭაში გერმანელებს ძაღლები ჰყავდათ ჩაყრილი. მივდიოდით, არ ვჩერდებოდით, ღამე მინდორში გვეძინა. მდინარე სირეტი ჩამოდის ბესარაბიაში.  მივადექით ღამე ამ მდინარეს. წყალი რომ დავინახეთ, რა იყო არ დავკვირვებივართ, ისე დავიწყეთ დალევა. არ ჰქონდა სასიამოვნო გემო, მაგრამ მაინც წყალი იყო და ვსვამდით. რომ გათენდა დავინახეთ, სულ მკვდრებით იყო მდინარე სავსე, იერიშით აეღოთ ქალაქი. ეს რომ მოხდა, 19 წლის ვიყავი, ახლა 96 წლის ვარ და ამ ამბის მერე წყალს ძალიან იშვიათად თუ დავლევ, ისე იმოქმედა ჩემზე.

ომის დასრულების შემდეგ, როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიყვება, ემზადებოდა დაბრუნებოდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

_ ომი დამთავრდა 1945 წლის მაისში. სექტემბერში დემობილიზაცია გაგვიკეთეს ქალაქ პლოესტში (ნავთობის ქალაქი), როსტოვამდე გამოვედით. მოგვცეს ტალონები სურსათისთვის, გზაში გვითხრეს, რომ ჯერ კიდევ არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც ჩვენი, წითელარმიელების მოწამლვა სურდათ. დაგვირიგეს პური და ნიორი, თან გაგვაფრთხილეს, რომ არსად ჩამოვსულიყავით. როსტოვში ჩავედით და წავედით ბაქოსკენ. ბაქოში 2 ვედრო მარილი ავიღე 1 კუპონის ფასად, ახალი ფეხსაცმელი, კაბები, საჩუქრები მოგვცეს და ისე გამოგვისტუმრეს ჯარიდან თბილისში ჩამოვედით ნავთლუღში, დამხვედრმა ბიჭებმა აგვიგდეს სასაცილოდ ამისთვის იბრძოლეთ ფრონტზე, რომ ეს წამოგეღოთო?

ომიდან რომ ვბრუნდებოდით მეუბნებოდნენ, შენ რა უნდა გააკეთო ახლაო. ვფიქრობდი, როგორ ჩამოვრჩე ახლა ვინმეს-მეთქი. თავიდან ჩავაბარე  ბათუმის ინსტიტუტში, 1953  წელში დავამთავრე, ამ დროს უკვე 3 შვილი მყავდა. 5-დიპლომიანს მეძახდნენ ხუმრობით. მათემატიკური დავამთავრე და დიპლომი მომცეს ფიზიკოსის. იმ ამხანაგებს, რომლებიც ჩემს გეგმებს აბუჩად იგდებდნენ, უმაღლესი არცერთს დაუმთავრებია. მე ინტერესი მქონდა ყველაფრის. გრიშა კალანდაძე იყო განათლების განყოფილების გამგე, რომელსაც ვთხოვე, მოზრდილთა სკოლაში ჩემთვის საათები მოეცა. 5 სკოლაში მათემატიკის საათები მომცეს და საჭამიასერში გამომიშვეს. ამ სოფელზე კარგი წარმოდგენა მქონდა. წამოვედი, დედაჩემი გამომყვა, სამხედრო ფორმაში ვიყავი გამოწყობილი. მამია გოგიტაძე იყო სკოლის დირექტორი, მე ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურებოდი და მოსწავლედ ჩამთვალეს. ამ დროს ვუთხარი თქვენთან მასწავლებლად დამნიშნეს-მეთქი. მე-6 კლასში გამიშვეს გაკვეთილზე. დიდი ხანი წიგნიც არ მქონდა ხელში ანაღები და ცოტა შევშინდი. სასწავლო ნაწილმა ბავშვებს წარუდგინა ჩემი თავი. ძალიან ვნერვიულობდი. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. სია ამოვიკითხე, ბავშვებს ვუთხარი, 1 კვირაც არაა, რაც ფრონტიდან დავბრუნდი და ამჯერად გაკვეთილს არ ავხსნი, ისე ვისაუბროთ-მეთქი. ამ დროს ბავშვებმა დაიწყეს ყვირილი _ მასწავლებელო მამაჩემი თუ ნახე, ჩემი ძმა თუ ნახე... ვისაუბრე ბავშვებთან.  მას შემდეგ 50 წელი ვიყავი მასწავლებელი.

ქალბატონი ასინეთის ყოველდღიურობა წიგნების კითხვითა და შვილთაშვილების აღზრდით შემოიფარგლება. ის აქტიურად განაგრძობს სხვადასხვა ლიტერატურის გაცნობას, ზოგჯერ ხელმეორედაც კითხულობს უკვე წაკითხულ წიგნებს. ქალბატონ ასინეთს 4 შვილი, 8 შვილიშვილი და 13 შვილთაშვილი ჰყავს, რომლებითაც ძალიან ბედნიერია და ამაყობს.

_ კითხვა მიყვარს. ზოგადი უნარების ამოცანების ამოხსნა მიყვარს ძალიან, რომ ამოვხსნი, პასუხს ვნახავ და ჩემსას რომ დაემთხვევა, ძალიან მიხარია. არცერთი არ დამრჩენია თითქმის, ყველა ამოვხსენი. ვკითხულობ, ზოგჯერ განმეორებითაც, ახალგაზრდობაში წაკითხულს. "რობინზონ კრუზო" მიყვარს და მერამდენედ წავიკითხე უკვე. ახლა ვკითხულობ ოსტროვსკის ნაწარმოებს _ "როგორ იწრთვებოდა ფოლადი". თუ არ ვიკითხე, მთელი დღე ვზივარ, რა უნდა გავაკეთო. გონებრივი სამუშაოს მეტი არაფრის კეთება შემიძლია, თუმცა, ჯანმრთელობით ძალიან კარგად ვარ, მხოლოდ ფეხები მაწუხებს და სმენის პრობლემა მაქვს.

სახლშიც მყავს შვილთაშვილები, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები არიან. მეზობლის ბავშვებსაც ვამეცადინებ. ტყუილად ყოფნას ნამდვილად სჯობია.

ჩვენი რესპონდენტი ამაყობს მის მიერ აღზრდილი მოსწავლეებით.

_ ჩემი მოსწავლეები იყვნენ ანტონ ხუნდაძე, ალეკო კვინტრაძე, მათი კლასის ხელმძღვანელი ვიყავი 6 წელი. მე-4 კლასიდან საშუალო დავამთავრებინე. საქართველოში თუკი რამე შესანიშნავი ადგილი იყო, ყველგან ვართ ნამყოფი. თავიდან ბოლომდე სიით მახსოვს ყველა, ვისაც კი ვასწავლიდი. ამჟამად რაიონში ესენი არიან, პროფესორიც გახდა ჩემი ერთ-ერთი მოსწავლე.

ჩემი შვილის მასწავლებელიც ვიყავი. თემას რომ ვაწერინებდი, არაფრით არ ვამეცადინებდი. ბავშვები "შავ დღეს ათენებდნენ", რა დედაა, შენ რომ თემას არ გაძლევსო. არასოდეს ვეტყოდი. სულ ვუმეორებდი _ მე ვარ შენი დედა, მაგრამ იმათ დედა მასწავლებლები ხომ არ ჰყავთ და ამიტომ ყველამ ერთნაირად უნდა იმუშაოთ, სამართლიანად.

90 წელში პენსიაში გავედი და იცით რატომ? ქუთაისიდან მოვიდა ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი. მოგვდგა და კომუნისტების პერიოდის ადამიანები ძალიან ცუდად მოგვიხსენია სულ დავკარგე წარმოდგენა. იმის შემდეგ არ მიმუშავია. ამავდროულად შვილმა მთხოვა დახმარება. მე სამსახურის გამო არ შემეძლო, მაგრამ დავფიქრდი და გავიაზრე _ რა დედა ვიქნებოდი, როცა შვილს უჭირს და მე ვერ დავეხმარებოდი, წამოვიყვანე შვილიშვილი აღსაზრდელად ჩემთან 3 თვით. ჩემმა ქმარმაც სამუშაოს თავი დაანება. ცოტა რომ წამოიზარდა, შევისვამდი კისერში და წავიყვანდი სკოლაში. 3 კილომეტრია სკოლა აქედან. ასე გავზარდე, ახლა თვითონ მივლის, თან მყვება.

ქალბატონი ასინეთი მიიჩნევს, რომ ცხოვრება შინაარსიანად გაატარა და კითხვაზე _ რაიმეს შეცვლა რომ შეეძლოს, რას შეცვლიდა, გვპასუხობს, რომ არაფერს შეცვლიდა და სიამაყით ამბობს, რომ ვალმოხდილია, როგორც ქვეყნის, ასევე, საზოგადოებისა და ოჯახის წინაშე.

_ ცხოვრება ძალიან შინაარსიანად გავატარე, შრომაში საზოგადოებრივ დავალებას ვასრულებდი ყოველთვის. 1956 წლიდან 1987 წლამდე პარტორგანიზაციის მდივანი ვიყავი. 1946 წელში გავთხოვდი, 1947 წლიდან ოჯახში ვიყავი და სხვადასხვა საქმიანობას ვეწეოდით. მაგალითად, აბრეშუმის პარკის მოვლა მიყვარდა, იმიტომ, რომ ვაბარებდით, იმ თანხით კი ტანსაცმელს და სხვა ნივთებს ვყიდულობდით. მეუღლე მყავდა ძალიან კარგი ადამიანი. 60 წელი ვიცხოვრეთ ერთად და ერთი ცუდი ნათქვამი არ მახსოვს ერთმანეთისადმი. ყველა საქმეს ერთად ვაკეთებდით. 1952 წელში მეზობელისგან ვიყიდეთ სახლი, კედელი იყო მხოლოდ. ძმები ჯარში ყავდა, დედა და მამა მოხუცებულები, ვინ უნდა ამოდგომოდა მხარში თუ არა მე. მივდიოდით ტყეში, მოვხერხავდით, წამოვიღებდით მასალას სახლში. ერთად ვაშენეთ ყველაფერი.

ასე გავატარე ჩემი ცხოვრება, რომელიც უშინაარსო ნამდვილად არ ყოფილა.




 ახალი ამბები
  • კახა კალაძე: რომ გითხრათ რომ ვამაყობ, ნამდვილად ეს ასე არ არის"მე საზოგადოებასთან და ადამიანთან არც ურთიერთობა მეშლება და არც საუბარი, არც ზრდილობა მაკლია.  რომ გითხრათ რომ ვამაყობ, ნამდვილად ეს ასე არ არის, თუმცა ეს არის ადამიანების დაჯგუფება რომელიც ძირითადად დაკავებულია სიცრუით“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ იმედი-LIVE-ის ეთერში. მერის აზრით, ნაციონალურ მოძრაობას „სხვა ენა არ ესმის“, თუმცა ეს გამამართლებელი არ არის. 18 იანვარს კახა კალაძემ "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, რომელსაც დიდი გამოხმარება მოჰყვა.   „ჩვენ იქ ​გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ და ამ ადამიანებს ვინც მე ჩამოვთვალე, შეუძლიათ, აბრძანდნენ. ნუ, მიშას არ გამოუვა, მას შეუძლია ჰოლანდიიდან გამოექანოს. როგორიც არის გამონათქვამები, ისეთი არის პასუხები“, – განაცხადა კახა ... ...
  • გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალაგუდაური-კობის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს. ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია. რაც შეეხება მლეთა-გუდაურის მონაკვეთს, ამ შემთხვევაში მოქმედებს გაუჩერებლად გავლის რეჟიმი. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილები დაკრძალესდიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულები ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. მანამდე გარდაცვლილები ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და და ქაშვეთის ეკლესიაში იყვნენ დასვენებულები, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ტაძარში იმყოფებოდა კათოლიკოს-პატრიარქი, თანამოსაყდრესთან ერთად, ასევე თბილისის მერი და სხვა პოლიტიკოსები. დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება, რამაც ნგრევა გამოიწვია, ოთხი დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 4 წლის ბავშვი იყო. აფეთქების დროს 8 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავა, რომლებსაც გულგრილობას ედავება.  სასამართლომ მათ დღეს წინასწარი პატიმრობა ... ...
  • აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათდიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა მიიღო. პროკურატურა ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. დაცვის მხარე მოითხოვდა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ვაზელ მამადიანის შემთხვევაში 50 ათასი ლარის, ხოლო თორნიკე ტატიშვილის შემთხვევაში 10 ათასი ლარი ყოფილიყო გამოყენებული. ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი ოფიციალურად 19 იანვარს წაუყენეს. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. წინასასამართლო სხდომა 14 მარტს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ... ...
  • ძროხების მოპარვის ბრალდებით 3 პირი დააკავესბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბანში, საძოვრიდან 7 სული მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს, რომლებიც შემდეგ გაყიდეს. მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო ქმედებების შედეგად პოლიციამ 1994 წელს დაბადებული ნ.პ. და 1995 წელს დაბადებული შ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა, 1986 წელს დაბადებულ ე.შ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...