უცნობი გურული მხედრის დღიური

ისტორია

უცნობი გურული მხედრის დღიური

2019 მარ 25 17:52:26

გურული მოჯირითეების თავგადასავალი ბავშვობიდანვე მიტაცებდა, განსაკუთრებით, როცა მოხუცები ყვებოდნენ ამის შესახებ: ,,ბიძია, გურულებმა ამერიკა სუნთლა გადარიენ, მარა თვითონაც გადარეულები ჩამევიდნენ”, მაგრამ სერიოზულად ამ თემაზე მუშაობა, დაახლოებით, 20-22 წელია, რაც დავიწყე. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ახალი მასალა შევიძინე, როგორც საქართველოში, ასევე, ამერიკის არქივებსა და მუზეუმებში. მივაღწიე იმას, რომ ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვან მუზეუმებში გურულების ფოტოსურათებზე შევაცვლევინე წარწერები (ამისთვის კაი ხანი დამჭირდა, ისევე, როგორც გურული მხედრების წიგნის გამოცემას ამერიკაში თორმეტი წელი დავახარჯე) და ახლა მათ არა რუსი კაზაკები, არამედ ქართველი მოჯირითეები აწერია... გთავაზობთ უცნობი გურული მხედრის დღიურს, ის 2004 წელს გამოვეცი ბროშურის სახით სახელწოდებით „ერთხელ ამერიკაში“. იმედია, ისიამოვნებთ, ვისაც არ წაგიკითხავთ...

კაცის გული უბედური მაგარია თურმე. მეორე წელია ამერიკაში ვარ, მარა ჯერე ვერ მივეჩვიე. ქვეყანაა უკეთეს ვერ ინატრი მარა ჩემ.  მიდგას თვალწინ ჩემი ოდას სული მენატრება. მახსენდება ბაღნობაში ბაბაი რომ დაკლავდა ღორს ჩუუშვებდა მარილიან წყალში  სამი კვირეს მერე ამეიღებდა და ჩამოკიდებდა ქუხნაში შუაცეხლზე აი ხორცი ნელნელა იფუტებოდა და იმისანა გემრიელი იყო ჭამით ვერ გაძღებოდი მასან ერთად სხვენში შემოდობილი თხილიც იფუტებოდა სასწაული. მაინც მივესწრობი ფულის შოვნას სახში დასაბრუნებლათ და იმით მაქ გული მაგრათ...                     

...ფოსტოფისში ჩვენებურად ფოჩტაში ვმუშაობდი. შესაფერი სამუშავო არ იყო მარა რაცხაფერაი უნდა მეშონა პურის ფული. ქალაქში ჩამევიდა დიდი ცირკი იანკები შოვს რომ უძახიან კვირა დღე იყო. მე და ჩემი აფხანაკები სეირის საყურებლათ. ვეებერთელა ვაკე არდგილი იყო ირგვლივ ხალხი იჯდა ამფერი ცირკი მისდღემჩი არ მქონდა ნახული იმხელა იყო კაცი კაცს ხმას ვერ მიაწდენდა. ჯირითობდენ სალდათები გერმანელები ფრანცუზები. სიდან არ იყვენ ჩამოსულები.  ინდიელები გამოჩდენ ღრიალით დააყაჩაღენ თეთრი ფერმერები. მერე მევიდა ჯარი. სულზე მიუსწრენ ჯარი სროლილობდა ტყვიას და ყვიროდენ სა გაგვექცევა მაი ინდიელებიო. ერთიანად გაჟუჟეს იგენი ატყდა დიდი ტაში ყმაყოფილი დავრჩით. ბოლოს კი გამოაცხადენ კაზაკებიო. ერთი კი გევიფიქრე რუსეთიდან თუ ჩამევიდენ მეთქი. გამევიდა რამდენიმე მხედარი  იქნებოდა 10-12 კაძახი,  დაარტყენ წრე და უცფათ დეიწყეს ქართული სიმღერა. გევილურსე ყურებს არ დოუჯერე სიხარულისგან ისთე წამოვხტი რომე ჩემს აფხანაკებს შეეშინდა რა ეტაკა ამ აბდალასო. აგენი ჩემებურები არიან მეთქი! შოვი რომ დამთავრდა მივედი მათთან გურულები ხართ მეთქი შევეკითხე გურულები ვართო! ისთე გოუხარდათ ენით ვერ ავწერ. ატყდა ერთი ამბავი ერ ქე ვიცნობდი კალანდარიშვილი იყო (გიორგი კალანდარიშვილი ამერიკაში ჩასული მოჯირითეთა მეორე გუნდის წევრი იყო).

    ნამეტნავად გევიხარეთ ყველამ. იმ საღამოს გეიშალა დიდი სუფრა: რაც იქინე სასმელი დეილია ვისკი და ოტკა ნუ იტყვი, მარა ჩვენებურ ადესაის ფასი არც ერთი არაა. ბიჭეფმა მომიყვენ გურიის ამბები. ყოლისფერი მაინტერესებდა, ბრევლი ახალი მევისმინე. აგენი გახარებული არიენ სამუშავოი იშონეს თანაც ამერიკაში. (სტილი დაცულია)

გაგრძელება იქნება




 ახალი ამბები
  • ლისაბონში ვებპროგრამირების სამიტზე ორი ოზურგეთელი მიემგზავრება“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ყოველწლიურ ვებპროგრამირების სამიტზე, რომელიც ყოველწლიურად ლისაბონში ტარდება, წელს ოზურგეთიდან ორი ქალი თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი მიეგზავრება. წელს, აპრილსა და მაისში სოციალური მედიისა და ვებპროგრამირების ტრენინგი ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ფონდის ეგიდით მიერ ჩატარდა და ემსახურებოდა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში. პროექტი ჩატარდა დასავლეთ საქართველოში 5 რეგიონში, მათ შორის გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში და ლანჩხუთში. კონკურსში მონაწილეობდა 11 ადამიანი, აქედან ოთხი იყო ოზურგეთელი _ იაკო თავდიშვილი, თამო ონიანი, სოფო კალანდაძე, მერი ეძიეშვილი. საბოლოო ჯამში, გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული, რომელიც ლისაბონში მიემგზარება ყოველწლიურ ტექნოლოგიების ვებსამიტზე. თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი პირველად არიან მსგავსი ტიპის შეხვედრაზე. “ეს არის ძალიან პრესტიჟული და საკმაოდ მნიშვნელოვანი სამიტი. სასიხარულოა, რომ სამიტზე პირველად გურიიდან ორი ქალი მიეგზავრება. საქართველოდან სამიტზე წლებია ესწრებიან ქალები", _ გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა ტრენერმა ხათუნა ... ...
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...
  • ოზურგეთში, ღია დიალოგის რეჟიმში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ღია დიალოგის რეჟიმში, ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია სოფელ ჯუმათის, ზვანის უბნისა და გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივებს ინფორმაცია დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე მიაწოდეს. მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სკვერის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემის მოწყობის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხია. აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება. შეხვედრებს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ. ... ...
  • გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყოსაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, _ ნათქვამია პროკურატურის ... ...
  • ანზორ ჩუბინიძე: ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონიასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა. როგორც ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან გამოძიებას ყველა კითხვაზე გასცა პასუხი. „20-21 ივნისის მოვლენებზე გამოვიკითხე და რაც მკითხეს, ვუპასუხე. რა დონეზე ვმონაწილეობდი, როგორ ვიყავით ჩართულები და პირადად ჩემთან ქონდათ გარკვეული კითხვები ჩემი მონაწილეობის შესახებ. მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტის შენობა არის დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი და აქ კითხვა არაა, თუ რატომ ვიყავი იქ. მე მითითებებს გავცემდი მხოლოდ და მხოლოდ სდსს თანამშრომლებზე. რა თქმა უნდა, არ გავცემდი არანაირ ბრძანებას სროლაზე“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ. ამასთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თქმით, ის პასუხისმეგებლობისგან გაქცევას არ აპირებს. ​ „რაც შეეხება იმას, რომ სდსს-ის თანამშრომლები იყვნენ განლაგებული პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან, ეს ასე იყო და იქნება, სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი სდსს-ის. ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონია. არავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე, თუ დადგება ეს საკითხი. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ანზორ ჩუბინძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...