"ვერ გაგაქელვინებთ ამისთანა კაცს, ვერ გაგაუპატიურებინებთ გრძნობას საკუთარის ღირსებისას, მთელი საქართველოსას"

ისტორია

"ვერ გაგაქელვინებთ ამისთანა კაცს, ვერ გაგაუპატიურებინებთ გრძნობას საკუთარის ღირსებისას, მთელი საქართველოსას"

2017 მარ 3 12:23:46
სტირის და გლოვობს მთელი საქართველო. მართლადაც უნდა იტიროს და იგლოვოს. დაკარგვაც არის და დაკარგვაც. დღეს საქართველომ დაჰკარგა ერთი იმისთანა დიდებული კაცი, რომელიც არამც თუ ჩვენში, საცა ასე იშვიათია კაცური კაცობა, სხვაგან ყველგანაც, საცა დიდბუნებოვანება ადამიანისა ხშირია, იქაც კი ამისთანა კაცი სასახელოა და თავმოსაწონებელი მთელის ერისათვის.
აღარა გვყავს ჩვენი სასიქადულო, ჩვენი განთქმული და სამართლიანად სადიდებელი მღვდელმთავარი, ყოვლად ბრწყინვალე და პატიოსანი ეპისკოპოსი გაბრიელ. როცა რომელისამე ერის სიკეთე გნებავთ დაანახვოთ ვისმე, ერის აღმატებულობა დააჯეროთ, სწორედ ამისთანა კაცებს დაასახელებენ ხოლმე, აი ამ ერს ამისთანა კაცები ჰყავსო. ამისთანა კაცების ჩამოთვლით ერის კაცობას ზომავენ. დღეს ჩვენ ამისთანა კაცი დავკარგეთ და მოდით, ნუ იტირებთ, ნუ იგლოვთ!.. 
ვაი, რომ ჯერ, როცა ამისთანა კაცი საფლავში არ ჩაგვისვენებია, როცა მისი წმინდა გვამი თითქმის არც კი გაციებულა, როცა მისი კუბო ჯერ კიდევ თვალწინ გვისვენია და ველით, საუკუნოდ სახსენებელი ვუთხრათ ცრემლითა და გოდებითა, _ ჩვენი რუსული გაზეთი “კავკაზ”-ი, გვიგინებს მიცვალებულსა, მთელის საქართველოს წმინდა ცრემლში ურევს უწმინდურს დორბლს ილია ხონელისას და ზედ აყრის ჯერ არ გაციებულს გვამსა.
ჩვენ ვიცით საიდამა სტკივა ჭიანი კბილი ილია ხონელს და ის ჭიანი კბილი რისთვის გამოჰკრა ამ პატიოსანს გვამსა, რომელსაც არც კი დააცალა მიჰბარებოდა მიწას. მაგრამ ის კი არ ვიცით, ჩვენი “კავკაზ”-ი რას გადაგვკიდებია და არ გვაცლის იმოდენას მაინც, რომ ჩვენი სასიქადულო მიცვალებული დავმარხოთ შხამდაუსხმელად ილია ხონელის ცილისწამებისაგან.
რა უნდოდა ეთქვა “კავკაზს” იმით, რომ ჯერ ამბობს, განსვენებული იყო “უნიჭიერესი და სახელოვანი მღვდელმთავარი საქართველოს ეკლესიისაო” და მერე უმატებს_როგორც ადმინისტრატორი კი არ ვარგოდაო. მითამ უკეთესი ქართველიც კი უარესი ადმინისტრატორიაო, განა? თუ მართლა ნიჭიერი და ყველაზე მეტად გათქმული ქართველი მღვდელ-მთავარი ადმინისტრატორად არ ვარგა, ცხადია, ამაზე ნაკლები რა ადმინისტრატორი იქნება. ამისი თქმა უნდოდა განა? გვესმის...
შესაძლოა, უნიჭიერესი და სახელოვანი მღვდელმთავარი მართლა კარგი ადმინისტრატორი არ იყოს, ამაზე, რა თქმა უნდა, გძელი ქსელი გაიბმის ლაპარაკისა, მაგრამ ამ შემთხვევაში, რაკი იმისთანა მართლა სახელოვანს და უნიჭიერეს მღვდელმთავარზე, როგორიც განსვენებული ბძანდებოდა, სიტყვა ჩამოაგდო “კავკაზმა”, უბრალო წესი მართებულობისა ითხოვდა, საბუთიც ეჩვენებინა, ერთი რამ საბუთი და არ აჰყოლოდა ამისთანაებში ყოვლად ცნობილს ავყიობას და ენაჭარტალობას იმისთანა კაცისას, როგორიც ილია ხონელია.
თუნდ ცოტა ხანს დავუჯეროთ “კავკაზს”, რომ განსვენებული გაბრიელ ეპისკოპოსი ცუდი ადმინისტრატორი ყოფილა და რამოდენადაც ეს მართალია, “კავკაზის” ნამუსზე მივაგდოთ. საქმე ის არის ვიკითხოთ: განა მარტო ეს გვაკმარა!.. ჩვენი მშვიდობიანი გულმართალი, ჩვეულებრივ წყნარი, ყოველის გაჭირებულის გამკითხველი და შემწყნარებელი, სათნოებით და მადლით სავეს განათლებული მღვდელმთავარი, “კავკაზის” სიტყვით, ერთი ახირებული, რაღაც გულღვარძლიანი კაცი გამოდის. იგი მისთანა მძიმე ხასიათისა ყოფილა, რომ კაცი თურმე ვერ მიეკარებოდა. ეს ცოტაა: იგი დესპოტურის ბუნებისაც ყოფილა და ამის გამო ისეთი რაღაცეები ჩაუდენია, რომ სამართლიანად დაერქვაო “მაჩხუბარი, თუ მეომარი ბერმონაზონიაო”. არც ეს აკმარა “კავკასმა”: ყველას ეჭვის თვალით უყურებდა, ყველას ზედ მიესევოდა თუ გამოეკიდებოდაო, ყველასთან საომარ ფეხზე იდგაო, ესე იგი, ყველას ეჩხუბებოდაო და სხვანი და სხვანი. საბუთი, საბუთი!.. ბ-ნო რედაქტორო!.. ყოველ ამაზე საბუთი გვიჩვენეთ, საბუთი! უსაბუთოდ ვერ გაგაქელვინებთ ამისთანა კაცს, ვერ გაგაუპატიურებინებთ გრძნობას საკუთარის ღირსებისას მთელი საქართველოსას. ეგ კაცი ჩვენი სახელი იყო და არის, ჩვენი ღირსება იყო, არის და იქნება კიდეც, ვიდრე ქვეყანაზე სიტყვა “სამართალი” არ გაუქმდება ისე, როგორც გაუუქმებია იგი თქვენს საყვარელ ილია ხონელს, რომლის პირითაც მოგვდგომიხართ და საყვარელს მკვდარსაც არ გვამარხვინებთ შეუგინებლად. აქ ან საბუთი, ან ბოდიში!.. სხვა არარა დააწყნარებს აღშფოთებულს გულს პატიოსანის კაცისას.
რა გინდ იფიქროს “კავკასმა”, ჩვენ კი არავის არ შევაგინებინებთ იმისთანა კაცს, როგორიც ჩვენდა სასახელოდ და სასიქადულოდ მოგვივლინა ღმერთმა და აწ წაგვართვა და რომელიც მიჩნეულია უკეთესს მღვდელმთავრად არამც თუ ჩვენში, არამედ ბევრგან სხვაგან. არავის შევაბღალვინებთ ჩვენს ძვირფასს მკვდარს, ჩვენს წმინდა ცხედარს, რომლის კუბოსაც დღეს მუხლმოდრეკით პატივსა სცემს დიდი და პატარა. ამისთანა უსაბუთოდ ავად ხსენებას ყოვლად ღირსეულის კაცისას, რომლის სახელსაც ყოველი ქართველი ილია ხონელის გარდა, დიდი პატივით და სასოებით იხსენებს, რომლის წმინდა გვამსაც მთელი საქართველო თავისს ცრემლს ადენს, უიმისოდ ვერ შევარჩენთ ვერავის, რომ ჩვენი სრული ზიზღი, ჩვენი სამართლიანი წყევლა-კრულვა არ შევუთვალოთ.
ამისთანა ამბებმა განუკითხველად არ უნდა ჩაიაროს. თუ “კავკასს” ცალკე ადამიანის ღირსების გრძნობა არაფრად მიაჩნია და არ ერიდება უსაბუთოდ მის გათელვას და შებღალვას, ამ შემთხვევაში, პატივი მაინც უნდა შეენახა, სხვა არა იყო რა, მთელის საქართველოს ერისა, რომელსაც სამართლიანად მიაჩნია ლოცვა-კურთხევით გამოეთხოვოს სამუდამოდ თავისს სასიქადულო და დიდებულს კაცსა და ილია ხონელის უწმინდურ დორბლით არ ცდილიყო შეებილწა ჯერ თითქმის არგაციებული მცხედარი.
ნუთუ “კავკასს” ჰგონია, რომ გრძნობა ღირსებისა საქართველოს ერს იმოდენად გაღვიძებული არა აქვს, რომ გაუპატიურებად არ მიიღოს ესეთი უგვანო, უმართებელო, უწმინდური, უშვერი თელვა და გინება მისი, რასაც იგი დღეს თავისს სიქადულად და სახელად სთვლის და საუკუნოდ ესალმება გლოვითა და ტირილითა.
ილია ჭავჭავაძე _ გაბრიელ ეპისკოპოსის გარდაცვალების გამო 
11 თებერვალი 1907 წელი
 
 



 ახალი ამბები
  • მონადირეთა ჯგუფი "ძამა" სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად აქციებს მართავს სულ ცოტა ხანია, რაც სოციალურ ქსელში მონადირეთა ჯგუფი _ "ძამა" გამოჩნდა. ჯგუფი ლიცენზირებულ მონადირეებს აერთიანებს. ისინი დაკავებული არიან ბუნებიდან იმ მტაცებელი ცხოველების ამოღებით, რომლებიც დიდ ზიანს აყენებენ მოსახლეობას. ჯგუფში გაერთიანებულმა მონადირეებმა მიზნად დაისახეს სოციალურად შეჭირვებული ადამიანების დახმარება. ისინი უკვე დაეხმარნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში მცხოვრებ ჯიმშერაძეების სამშვილიან ოჯახს. 28 ივლისს მონადირეები სოფელ ერკეთში მცხოვრებ ჯინჭარაძეებს ესტუმრებიან. ჯგუფი ქველმოქმედებას მომდევნო თვეებშიც გააგრძელებს. _ ჩვენი მიზანი, მავნებელი მტაცებლის ბუნებიდან ამოღებასთან ერთად, ქველმოქმედებაცაა. ჯერჯერობით, ამას მხოლოდ ჩვენი მცირერიცხოვანი ჯგუფი აკეთებს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ საზოგადოება შემოგვიერთდება და ერთად ვაკეთებთ სიკეთეს, _ ამბობენ მონადირეთა ჯგუფის ადმინისტრატორები: ვახო სიხარულიძე და გაგა ყაჭეიშვილი. დაინტერესებული პირები ჯგუფის წევრებს შეუძლია დაუკავშირდნენ ფეისბუქგვერდზე _ მონადირეთა ჯგუფი "ძამა" ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე: (577) 957048.   ... ...
  • ხანძარი ოზურგეთშიოზურგეთში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მელუების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ოჯახის უფროსი ვახტანგ მლუა ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა და სამაშველო ბრიგადა მეგობარმა გამოიძახა. როგორც სამაშველო სამსახურის უფროსმა, პაატა ლომთაძემ "გურია ნიუსთან" განაცხადა, ამ დროისთვის ხანძარი ... ...
  • IRI-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს. კითხვაზე: როგორ შეაფასებდით პარლამენტის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას, გამოკითხულთა 36%-მა უპასუხა, რომ უფრო მეტად კეთილგანწყობილია. აღნიშნული რეფორმა ნაწილობრივ მოსწონს 23%-ს, ნაწილობრივ არ მოსწონს 11%-ს. პარლამენტის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმის გატარებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 18%, არ იცის ან პასუხი არ აქვს გამოკითხვაში მონაწილე ადამიანების 12%-ს. კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში ... ...
  • დაკავებისას ბრალდებულებმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნესსავაჭრო ცენტრ „ქარვასლასთან“ დაკავების დროს ბრალდებულებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ორი პირი დააკავა. „მომხდარის დროს არავინ დაშავებულა. ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შს ... ...
  • გვარამია: რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს"მე რუსთავი 2დან გავედი გამარჯვებული. ჩემი მისია შევასრულე - 7 წელი (არხის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ვიყავი დირექტორი) არხი ვამუშავე წარმოუდგენელ რეჟიმში, ფაქტიურად, ბოლო ორი წელი, საოცრების ხარჯზე. სრულიად არავის დახმარებით, მტრულ გარემოში, ფინანსრური თავდასხმების და არხის ამჟამინდელი მფლობელის დამანგრეველი ყადაღის მიუხედავად, ყველა ხელფასი ყოველთვის გავეცი, თვითონაც არ ვიცი როგორ. ყველას, ვისაც განსაკუთრებულად უჭირდა, დავეხმარე" _ წერს სოციალურ ქსელში რუსთავი 2_ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისივე თქმით, "რ2 გახდა სახელმწიფო სახელმწიფოში - სავსე თავისუფალი, ნიჭიერი, ფერადი ხალხით, ვინც არ გაეკარა ბნელ ქართულ ოცნებას, ვისაც უნდოდა დასავლეთი და თავისუფლება, და ვისი ერთადერთი ნავსაყუდელი რ2 გახდა. იმიტომ მიხაროდა მანდ მოსვლა - ქვეყანაში უანალოგო თავისუფლების კუნძული იყო, ჰაერში ეკიდა თავისულფების სუნი": _ამ არხმა 7 წელიწადში დაანგრია ამ ქვეყნის მთავარი მტერი - რუსული გავლენა. დიახ, დაანგირა და გააშიშვლა ხელისუფლება, რომელიც რუსული აღმოჩნდა თავიდან ბოლომდე. ბოლო კვლევით, რაც ვნახეთ, გავრილოვის ღამემდეც კი, რუსეთი არაა ამ ქვეყნის არჩევანი და ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი დამსახურება რ2ისაა, ღრმად მწამს, და ისიც მწამს, რომ რუსებმაც კარგად იციან ეს. იმიტომაც ყეფენ ხან დუმის ტრიბუნიდან, ხან პუტინის პირით და ხან ლავროვის განცხადებებით. დიახ, რუსეთმა კარგად იცის, ვინ იყო მისი მთავარი მტერი საქართველოში. კარგად იცის და არც მალავს. სამწუხაროა, რომ კვლევით ვინცაა ჩვენი არჩევანი, შვიდი წელი ვისი ფასეულობების დასამკვიდრებლადაც ვიბრძოდით სიკვდილ-სიცოცხლის ფასად, იმისი ხელით დავიხურეთ სწორედ. ირონიაა, მაგრამ ძალიან მწარე. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ და აუცილებად შევაფასებ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას დეტალურად. არაფერი არაა ამ ქვეყნად წმინდა ძროხა, რომლის კრიტიკა არ შეიძლება. მათ შორის, არც ევროსასამართლო. კონსპირაციები განზე დავტოვოთ, საგნობრივი კრიტიკა კი ნამდვილად საჭიროა. მივუბრუნდეთ თემას.  მე რუსთავი2დან გავედი გამარჯვებული. მე მოვუგე ყველა ბრძოლა მტრულად განწყობილ სახელმწიფოს და მის დამნაშავე ბოსს, უზურპატორ ბიძინა ივანიშვილს. მე მოვიგე ყველა ბრძოლა ყველა ეტაპზე საქართველოში, მაგრამ დავმარცხდი იქ, სადაც არ შეიძლებოდა უბრალოდ რომ დავმარცხებულიყავი. ჩვენ ვერ დაგვხურა მთელმა ქრთულმა პოლიტიკურმა მანქანამ, მაგრამ სამწუხაროდ ეს გააკეთა იმან, ვისაც ეს არასგზით არ უნდა გაეკეთებინა.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული. თუმცა ამ გამარჯვებას ნამდვილად ჯობდა გაემარჯვა სხვას, ყველაზე მნიშვნელოვანს მთელ ამ ამბავში.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ეროსის შექმნილი, ბევრის ღვაწლით განვითარებული, და ბოლოს ჩემი გზარდილი, ათასუბედურება გატარებული, ჩემი და ჩემი გუნდის მიერ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში მთავარ და საუკეთესო ტელევიზიად ქცეული რუსთავი 2.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცცხდა თავად რუსთავი 2. დამარცხდა პირველად 25 წლის მანძილზე. პირველად 25 წლის მანძილზე ქვეყნის მთავარი მცველი რუსეთის გავლენისგან, გახდა რუსული. ჯერ ამას ვერ აცნობიერებენ კარგად, სანამ ჩვენი გუნდი კიდევ იქაა და ფაქტიურად წინააღმდეგობის მოძრაობა აქვს გაჩაღებლი და გმირულად იბრძვის მტრულ გარემოში. მაგრამ ძალიან მალე მოვა გაცნობიერების დრო და მაშინ მიხვდებიან ზუსტად ჩვენი მაყურებლები და არამაყურებლებიც, რა კატასტროფას მოაწერა ხელი შვიდამა ევროპელმა მოსამართლემ.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი ნაზარდი და საყვარელი რუსთავი 2, ქვეყანაში თავისუფლების და დასავლეთის მთავარი და ალბათ ბოლო ბასტიონი. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის განმავლობაში შექმნილი და გაძლიერებული ერთერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, დასავლეთის, ხარისხის და თავისუფლების სიმბოლო. ქვეყანამ დაკარგა მისი დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი უმაღლესი კლასის და დასავლური შინაარსის და დონის ტელევიზია. ალბათ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილი მთავარი და ყველაზე წარმატებული ბრენდი - რუსთავი 2. ეს ფაქტი შედგა და მხოლოდ ცოტა დრო ჭირდება ამის სრულად გაცნობიერებას. ეს ფაქტი შედგა და არა მგონია, ოდესმე მისი უკან შექცევა მოხდეს. მე მხოლოდ გამიხარდება და წარმატებას ვუსურვებ, ვინც ამ საქმეს მომავალში ხელს მოკიდებს.  მე რუსთავი2_დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა რუსთავი 2, ხელახლა მოკლეს ეროსი კიწმარიშვილი და დაიხურა ბოლო ფანჯარა დასავლეთში.  რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი სამშობლო.  რუსთავი 2_დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს"_ წერს ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...