"ვერ გაგირჩევია, სად თავდება კაცი და სად იწყება ცხენი"

ისტორია

"ვერ გაგირჩევია, სად თავდება კაცი და სად იწყება ცხენი"

2019 ივნ 4 16:26:02

ყოველთვის მაკვირვებდა, თუ საიდან ისწავლეს უბრალო ღარიბმა გურულმა გლეხებმა ასეთი ოსტატური ცხენზე ჯირითი და ტრიუკების გაკეთება, მაშინ, როცა, როგორც ვიცი, საცხენოსნო სკოლა არ არსებობდა.

1862 წლის შემოდგომაზე, გურიაში იმოგზაურა პრუსიის სამეფოს პრინცმა ალბრეხტ ჰოჰენცოლერნმა და მოგვიანებით გამოსულ წიგნში ,,კავკასიაში 1862” მან რამდენიმე გვერდი მიუძღვნა გურიის ყოფა_ცხოვრებას, სადაც მითითებულია, რომ 30 სექტემბერს გურიის მილიციამ სტუმრებს საჩვენებელი ბრძოლა, სროლა და ჯირითი მოუწყო, რაც მეტყველებს იმაზე, რომ საცხენოსნო ტრადიციას, მიუხედავად სკოლის უქონლობისა, საქართველოში და მათ შორის გურიაში ძლიერი ფესვები ჰქონდა. 

ამასვე მიუთითებს ვარლამ ჩერქეზიშვილი, რომელიც ლონდონელის ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს გაზეთში ,,ცნობის ფურცელი”. ლონდონში  გურული ცხენოსნების ერთ-ერთი გამოსვლით მოხიბლულმა ინგლისელმა მაყურებელმა ჩერქეზიშვილს-ლონდონელს განუცხადა: `საკვირველი მხედრები არიან! ავსტრალიის და ამერიკის მინდვრებში ვყოფილვარ, ასობით და ათასობით ვიცნობდი ცხენოსნებს, მაგრამ მაგათი მსგავსი კი არაფერი არ მინახავს. ეს კაცები, ასე გგონია, ცხენზე ამოსულები არიანო. ვერ გაგირჩევია: სად თავდება კაცი და სად იწყება ცხენი, ალბათ, იმათ ქვეყანაში კარგი ცხენოსნობის სკოლაა გამართული...

- რასა ბრძანებთ! ვუპასუხე, _ რის ცხენოსნობის სკოლა! ჩვენებური სოფლის ახალგაზრდობაა; ჩვენებურ სახალხო დღეობებში ყოჩაღი და მარჯვე ახალგაზრდა კაცები ყოველთვის ასე აჯირითებენ ცხენებს თავიანთ სატრფო ქალებსა და ტოლებს წინ.

- საკვირველია! აი, მექსიკელებმაც, ეხლა რომ ვნახეთ, ცხენზე კარგი ჯდომა იციან, მაგრამ ამ მთიელების შნო, სიმკვირცხლე და ყოჩაღობა კი არა აქვთ. მართალს ამბობთ: ცხენოსნობის სკოლაში კაცი ვერ შეისწავლის ასეთ კარგ მხედრობას. აქ ხანგრძლივი ეროვნულის ცხოვრების ტრადიცია სჩანს. საკვირველი კია და.

აი, კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც მოყვანილი აქვს ზოია ტუღუმს წიგნში ,,ეთნოგრაფიული მასალები ნინოშვილის მუზეუმის ფონდიდან”.

გურიელებთან სამსახურში იდგა პატარა ტანის კაცი ჯურუყვეთიდან სამანდალ გიგინეიშვილი. ის ძალიან ხუმარა იყო და ეშმაკი. ერთ დღეს გურიელებს სამეგრელოდან თავად-აზნაურობა ესტუმრა. გაიშალა დიდი სუფრა, თამადად აირჩიეს ვახტანგ გურიელი. ქეიფი კარგა ხანს გაგრძელდა და შეზარხოშებული სტუმრები სასახლის მდებარე სამი ჭადრის ქვეშ გაკეთებულ ,,სკამეიკებზე” სულის მოსათქმელად მოთავსდნენ.

ამ დროს გამოჩნდა სამანდალ გიგინეიშვილი. ვახტანგმა სტუმრებს უთხრა, როცა მოგვესალმება არ შეიმჩნიოთ რომ ხედავთო. სამანდალი მიესალმა საზოგადოებას, არანაირი, პასუხი. ასე განმეორდა სამჯერ. მიხვდა სამანდალი, რომ რაღაც ეშმაკობას ჰქონდა ადგილი, ჰოდა, არც აცია და არც აცხელა, ზურგი შეაქცია სტუმრებს, ჭადარს ამოეფარა, ჩაიძრო შარვალი და ჩაიცუცქა. გაკვირვებულმა გურიელმა დაუძახა: რას შობი სამანდალ? წამოხტა შარვალჩამძვრალი სამანდალი: ბიჯო, ნამეტარი სასირცხო გამიკეთებიაო. მე ტყეში მეგონა თავის, თქვენ კი ჯირკებად მომეჩვენეთო. გამოურბინა სტუმრებს და გაქანდა ქუხნასკენ.

-ყოჩაღ, სამანდალ ყოჩაღ! შეაქეს სტუმრებმა. რომ გვეკადრებოდა იგი გაგვიკეთა ამ კაცმაო. სტუმრებმა დაიძახეს - ცხენი ეკუთვნის ამ კაცს საჩუქრადო!

მეორე დღეს ჯაბა გურიელმა თეთრი ცხენი აჩუქა სამანდალს. ახლა მოვუსმინოთ ამ ამბის გადმომცემს თომა ინგოროყვას: ,, უყურებენ თელი ურცხო ხალხი... სტუმრები... უბზერენ სამანდალას, რას გააკეთებს... მოუტანეს უნაგერი და აღვირი. შეკაზმა კარგათ და შეჯდა ზედ, გააჭენა მაგრათ, ხან თავით დაეყუდა ცხენზე, ხან პლატოკი გადააგდო გაჭენებულზე. აქეთ გაურბინ- გამოურბინა ჭენებით. პლატოკი ხელით აიღო. ბეური თვალთმაქცობა გააკეთა ცხენის ჭენების დროს ჯირითში. სიცილით და ხელის ტაშის დაკვრით შეეგებენ სამანდალს...”

ყოფილა შემთხვევები როდესაც გურულები საზღვარგარეთ სწავლობდნენ საჯირითო ილეთებს. ბევრი გურული თუმცა კარგი ცხენოსანი იყო, მაგრამ ტრიუკების კეთება არ ეხერხებოდა.

 ერთი ასეთი ფაქტია მოყვანილი ნიკოლოზ ჭყონიას წერილში, რომელიც სავარაუდოდ 1912-13 წწ თარიღდება: ,,...ამას გარდა, მე რომდი ცხენოსანი რომ არ ვიყავი, ყველამ იცის, მაგრამ ჯერჯერობით გაჭენებულ ცხენზე გადმოხტომა და შეჯდომას ვაკეთებ და აწი ხვთის იმედი მაქ, რომ სხვაიც გავაკეთო”. ასევე ასწავლიდნენ ტრიუკების კეთებას სრულიად ახალგაზრდა ბარბალე ზაქარეიშვილ-იმნაძეს.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...