ვინ არის ქართველი, რომელიც ამერიკაში ოქროს მაღაროებს ფლობდა

ისტორია

ვინ არის ქართველი, რომელიც ამერიკაში ოქროს მაღაროებს ფლობდა

2017 ივნ 28 13:19:28

 ,,ლეგენდარული ოქროსმაძიებელი”, დიმიტრი მეტრეველი (როგორც მას კანადაში უწოდებენ) (1895-1970) დაიბადა რაჭის პატარა სოფელ უწერაში. 1913 წელს ქართველთა ერთ დიდ ჯგუფთან ერთად ამერიკაში გაემგზავრა. იქ მას უკვე დახვდნენ ქართველები, რომელთა ნაწილი უკვე დიდი ხნის წინ იყო ჩამოსული. ცოტა ხანში ის ამერიკიდან კანადაში გადასახლდა, სადაც კვებეკის მახლობლად პატარა ქალაქ ვალდორში დასახლდა. იქვე დაოჯახდა ლიტვური წარმოშობის ქალზე. მათ სამი შვილი შეეძინათ _ ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი.

მეტრეველმა სხვადასხვა პროფესია გამოიცვალა, ერთხანს ჭიდაობდა კიდევაც, შემდეგ კი სხვა უამრავი ადამიანის, მათ შორის ქართველების მსგავსად, ოქროს მაძიებლობა დაიწყო. მაგრამ ოქროს მოძიებაში ბედი მხოლოდ ერთეულებს უმართლებდა.

გივი კობახიძე ჰყვება ამბავს, თუ როგორ დააგროვა ერთმა ქართველმა საკმაო ოქრო და რომ არ გაეძარცვათ, ოქრო სარტყელში ჩაალაგა და წელზე შემოიკრა. გზად ერთი მდინარის გადაცურვა მოუწია, მაგრამ საუბედუროდ ოქრო მძიმე აღმოჩნდა და ეს უცნობი ქართველი დაიხრჩო. დამხრჩვალი წყლიდან ამოიყვანეს, სადღაც დაასაფლავეს, ოქრო კი სხვას შერჩა.

სხვებისგან განსხვავებით მეტრეველს ბედი წყალობდა, ის გამდიდრდა და რამდენიმე მაღაროც აამუშავა. ჟურნალი Billboard (20 ივლისი, 1946 წ.) წერდა, რომ მაიკ მიტო (Mike Mitto მისი ამერიკული სახელია) 28 წლის განმავლობაში ეძებდა ოქროს ალასკასა და კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთში.

თურმე, ამიტომ შეიამხანაგა რადიო წამყვანი დეტროიტიდან ვინმე ფრენკ ჰარინგტონ სალერნო, რომელიც მაშინ ტორონტოში ისვენებდა და მიტოს მონაყოლმა გადააწყვეტინა რადიოს მიტოვება. მათ ოქრო იპოვეს და მოგვიანებით სალერნომ საკუთარი წილი 175 ათას დოლარად გაყიდა.

მაღაროების გარშემო ხალხმა დაიწყო დასახლება და როგორც ამბობენ, მას მეტრევილი უწოდეს. სულ მალე მაიკ მიტომ, ალასკაზეც სცადა ბედი და იქაც დიდი სიმდიდრე დააგროვა. სხვა მდიდარი ქართველების მსგავსად ის ყველას ეხმარებოდა ამერიკაშიც და საქართველოშიც.

დიდმა დეპრესიამ მის ბიზნესს საგრძნობი დარტყმა მიაყენა, მაგრამ მან მოახერხა რომ ფეხზე წამომდგარიყო. 1945 წელს მაიკ მიტომ თავის პარტნიორთან ერთად კანადაში ალმასის საბადო აამუშავა. მაიკ მიტო 1970 წელს ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ საქმე მისმა უფროსმა ვაჟმა ავგუსტმა განაგრძო.

ირაკლი მახარაძე
ამონარიდი წიგნიდან ,,ქართველები ამერიკაში”, 2011 (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა).




 ახალი ამბები
  • რუსთაველის გამზირი გადაიკეტებადედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი დაიწყო.   თბილისის მერიის ცნობით, ამ სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ, 00:00 საათიდან 22 იანვრის 07:00 საათამდე გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ... ...
  • H1N1 ვირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი _ ქუთაისში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალაქუთაისში H1N1 ვირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალნამშობიარები ქალია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ღორის გრიპით გარდაცვალების მე-19 დადასტურებული ... ...
  • თოფის გასუფთავების დროს მამაკაცი დაიღუპამარნეულში მამაკაცი,  თოფის გასუფთავების დროს დაიღუპა. როგორც ცნობილია, ის სანადირო თოფს ასუფთავებდა, რა დროსაც, ტყვია გავარდა. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას ... ...
  • "არ მიეცეს მსვლელობა ჩვენი კანდიდატურების განხილვას" - მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტს მიმართავენუზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. "გურია ნიუსი" მოსამართლეობის კანდიტატების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  "საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, უზენაეს სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს  წარედგინა ჩვენი კანდიდატურები. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით (ადრე არსებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტიც იმავე წესით ახდენდა მოსამართლეების წარდგენას მრავალი წლის განმავლობაში) და კანონმდებლობის სრული დაცვით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარადგინა 10 კანდიდატი, რომელთაგან უმრავლესობა სასამართლო სისტემაში უვადო მოსამართლედ არის გამწესებული.  აღნიშნულ საკითხს შედეგად მოჰყვა არაჯანსაღი აჟიოტაჟი, მათ შორის საქართველოს პარლამენტში და გამოითქვა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ უნდა დადგინდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები და ამის შემდეგ ახლებური წესით უნდა მოხდეს კანდიდატების ნომინირება. სამწუხაროდ, ამავე დროს, ხშირ შემთხვევაში  ადგილი ჰქონდა  წარდგენილი კანდიდატების მიმართ არაეთიკურ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, რაც მოგვიანებით ხელოვნურად გადაიზარდა სასამართლო ხელისუფლებაზე უპრეცედენტო ზეწოლის კამპანიაში, სადაც უკვე პირდაპირ გაისმის მოწოდებები რეპრესიული გზით დაიშალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო სისტემიდან განდევნილ იქნენ  მიუღებელი, მათ შორის, ამ სიაში მყოფი მოსამართლეები. ყოველივე ეს კი პირდაპირ ზიანს აყენებს სასამართლო დამოუკიდებლობას და უხეშად ხელყოფს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ცალსახად იმოქმედა თავისი მანდატის ფარგლებში და ზედმიწევნით იხელმძღვანელა ამჟამად არსებული კანონმდებლობით, ჩვენ არ გვსურს  გარკვეულ პირებს მიეცეთ საშუალება, ეს ვითარება გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟით, კიდევ უფრო დააზიანონ მიმდინარე პროცესი და ამით ჩრდილი  მიაყენონ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს. ამავე დროს, მხედველობაში ვიღებთ იმასაც, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს - არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა ჩვენი კანდიდატურების განხილვას. მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე, გიორგი მიქაუტაძე", - აღნიშნულია ... ...
  • საქართველოს საკონსულო იტალიაში გამგზავრების მსურველებს აფრთხილებსიტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო საქართველოს იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებიც იტალიაში გამგზავრებას აპირებენ. საკონსულო ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მოქალაქეებმა, იტალიაში გამგზავრებისას ვიზალიბერალიზაციის რეჟიმით მოთხოვნილი ყველა საჭირო საბუთი უნდა იქონიონ. “მოგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში იტალიის რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლის პირობებში, არაერთხელ დაფიქსირდა იტალიის ტერიტორიაზე იმ საქართველოს მოქალაქეების არ შემოშვების ფაქტი, რომლებსაც სასაზღვრო შემოწმებისას წესრიგში არ ქონდათ კანონით მოთხოვნილი დოკუმენტაცია. იტალიაში საქართველოს საკონსულოს, ისევე როგორც სხვა უცხო ქვეყნის საკონსულო სამსახურებს, არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რომ მესაზღვრის მიერ კანონიერად მოთხოვნილი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, ჩაერიოს მესაზღვრის კომპეტენციაში და შეცვალოს მისი გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოქალაქის იტალიის ტერიტორიაზე შემოშვების მიზნით. შევახსენებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აპირებს იტალიის რესპუბლიკაში მოგზაურობას, იქონიოს ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმით მოთხოვნილი ყველა საჭირო საბუთი", _ ნათქვამია საკონსულოს მიერ გავრცელებულ ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...