ვინ იყო „მეორე მერკვილაძედ“ წოდებული ტერორისტი პაიჭაძე

gurianews.com

ისტორია

ვინ იყო „მეორე მერკვილაძედ“ წოდებული ტერორისტი პაიჭაძე

2017 ოქტ 12 14:54:36

ერთ-ერთ წინა წერილში მოგიყევით ცნობილი წითელრაზმელის აფრასიონ მერკვილაძის შესახებ, რომელსაც პოლიციელი ლავრენტი მახარაძე არ ასვენებდა. მერკვილაძე, სწორედ, მახარაძის ხელქვეითებმა გამოასალმეს სიცოცხლეს.

მერკვილაძის ყოფილ რაზმელებს შურისძიების წყურვილი არ ასვენებდათ, მათ დაადგინეს, რომ გამცემი ცერცვაძე იყო, ამავე დროს ,,რაზმმა დაიჯერა სვერში კერძო ანგარიშებით გავრცელებული ხმები, თითქოს მახარაძეს მისთვის საჭირო ცნობები მისცეს სვერის მცხოვრებლებმა _ მრეწველმა ვლ. წერეთელმა და მღვდელმა ღენტორ წერეთელმა გლეხი ბიწაძის საშუალებით”. როგორც ამბობენ, ამ ბიწაძის ძმა იყო ერთ-ერთი სტრაჟნიკი, ვინც მერკვილაძე დაცხრილა. ეს ამბავი რომ შეიტყო, მრეწველი წერეთელი ოსმალეთში, ტრაპეზუნდში გადასახლდა, ხოლო მისი ოჯახი მენშევიკებმა დაიცვეს აწიოკებისაგან, თუმცა სვერში მათი სახლი მაინც დაწვეს. ხოლო მღვდელი წერეთელი და ბიწაძე ტერორისტებმა პორფილე პაიჭაძემ, სანდრო ბოჭორაშვილმა და ბესარიონ ჟღენტმა გაიტაცეს, მიიყვანეს მერკვილაძის მკვლელობის ადგილას და დაკითხვის შემდეგ სიცოცხლეს გამოასალმეს.  ეს რომ შეიტყო, მახარაძე რაზმთან ერთად ჭიათურაში ამოვიდა. ტერორისტები მას ჩაუსაფრდნენ, მაგრამ მათ არ იცოდნენ, რომ მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ბოქაული გაფრთხილებული იყო ბოლშევიკ კუხიანიძის მიერ. ,,...როცა ბოქაული თავის დიდძალი მხლებლებით სადგურისკენ მიდიოდა დღისით 11 საათზე, პაიჭაძემ გამოუმიზნა და ესროლა ჯარისკაცის თოფიდან. ტყვიამ მახარაძეს მხოლოდ ქუდი გადააცალა თავიდან, მაგრამ ეშმაკობით იქვე მოწყვეტით დაეცა და დაარწმუნა ტერორისტები თითქო მოვკალითო. ისინი გაიქცენ აღმართით... პოლიციის ტყვიების ზუზუნით გაცილებული... და ასე ბევრი სირბილის შემდეგ უვნებლათ შეაფარეს თავი... ტყეებს (ცხენოსან ყაზახების მდევრებმაც ვერა ავნეს რა, რადგან ისინი ყანებზე გარბოდენ, სადაც ცხენები ვერ გადვიდოდა), სამაგიეროთ ტყვიებმა იმსხვერპლეს ჩალვადარი ვ. შუკაკიძე და რამდენიმე ცხენი. მოგვიანებით, ტერორისტებმა გაიგეს, რომ მახარაძე უვნებლად გადარჩენილა და გადაწყვიტეს მატარებელში ჩასხდომის დროს მოეკლათ, მაგრამ მახარაძემ ამჯერადაც გაასწრო (ზაქარია გურულის, მოგონებიდან).

მერკვილაძის სიკვდილის შემდეგ რაზმს სათავეში `მეორე მერკვილაძე~ _ პორფილე პაიჭაძე ჩაუდგა. ის აფრასიონს ძლიერ უყვარდა და მის რჩევას ანგარიშს უწევდა. პაიჭაძემ კავშირი აღადგინა მაზრაში გაფანტულ ყოფილ რაზმელებთან და ისევ ერთ ჯგუფში გააერთიანა. პაიჭაძის რაზმში აფრასიონის დები ალექსანდრა და მინადორაც კი გაერთიანდნენ.  მთავრობას ეგონა, მერკვილაძის ლიკვიდაციის შემდეგ მაზრაში სიწყნარე დაისადგურებდა, მაგრამ მწარედ შეცდა. სტოლიპინი ვორონცოვ-დაშკოვისადმი მიწერილ ბარათში ქუთაისის მთავრობის სისუსტედ სწორედ ტერორისტ პაიჭაძის `გმირობებს~ მიიჩნევს, რომელიც ორი წლის განმავლობაში შიშის ზარს სცემდა მთელ გუბერნიას. 1905 წლის მაისიდან მან მრავალი თავხედური მკვლელობა ჩაიდინა, ზოგჯერ ბომბებითაც, გაძარცვა ფოსტა, ჰქონდა ბომბების საწყობი და ერთხელ `ჯოჯოხეთის მანქანით~ (ასაფეთქებელი მოწყობილობა) კინაღამ მაზრის პოლიციის ყველა მაღალჩინოსანი შეიწირა. პაიჭაძე ერთხელ დაიჭირეს და, აშკარა სამხილების მიუხედავად სასამართლომ ის გაამართლა, ის ისევ დაიჭირეს და კატორღა მიუსაჯეს, მაგრამ პაიჭაძე გამოიქცა, დამნაშავეთა ჯგუფი შეკრიბა და ორი წლის განმავლობაში ძარცვავდა, კლავდა და ანადგურებდა ყველას, ვინც მას არ თანაუგრძნობდა. საბოლოოდ ის 1907 წლის 28 აგვისტოს დააპატიმრეს.  

 რევოლუციურ მოღვაწეობამდე პაიჭაძე რკინიგზის ვაგონების დამლაგებელი იყო და ერთხელ, როცა ის თბილისში აპირებდა წასვლას და `...მატარებლის წასვლის მოლოდინში... არხეინად დასეირნობდა თურმე სადგურის პლატფორმაზე ...სწორედ ამ დროს უცვნია ჟანდარმს, მიჰპარვია და შეუპყრია...~ უმოწყალოდ ნაცემი პაიჭაძე ციხეში გაძლიერებული ბადრაგით მიიყვანეს, ფეხებსა და ხელებზე ბორკილები დაადეს და ცალკე საკანში მოათავსეს. გაზეთი  Русское Слово აღნიშნავდა, რომ დაპატიმრებული პაიჭაძე ბრალდებულია ინჟინერ ბლოკის, მემანქანე არუთინოვის, მუშა ჩავიაენკოს, მღვდელ წერეთლის მოკვლაში, პრისტავ მახარაძის მკვლელობის მცდელობასა და ჭიათურაში საფოსტო მატარებლის გაძარცვაში.

სასამართლომ თითქმის ხუთ წელს გასტანა და პაიჭაძესთან ერთად კიდევ ხუთი რაზმელი (ტრიფონ არაბიძე, კოლია ლორთქიფანიძე, ალექსანდრე სვანიძე, ისმაილ და სერაპიონ ჭუმბურიძეები) გაასამართლეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. 1911 წლის 18 ნოემბერს ისინი ქუთაისის ციხის `ჩორნი დვორში~ ჩამოახრჩვეს. დასჯისას ციხის ადმინისტრაციას არეულობისა შეეშინდა თურმე, მაგრამ სახრჩობელას ფიცარნაგზე შემდგარმა კოლია ლორთქიფანიძე (ირანის რევოლუციის მონაწილე კოლია ლორთქიფანიძეზე ამბობენ, რომ ,,დასავლეთ საქართველოში თითქმის არ შესრულებულა არც ერთი ისეთი რევოლუციური აქტი, რომელშიც კოლია ლორთქიფანიძეს არ მიეღოს მონაწილეობა, იყო ეს რევოლუციური იდეების გავრცელება ხალხში, ექსპროპრიატორთა ექსპროპრიაცია, შეიარაღებულ აჯანყებებში მონაწილეობა თუ სხვა). მიუბრუნდა უფროსს ოფიცერს და უთხრა: ,,ბატონო უფროსო, მე პირობა მოგეცით, რომ დაგმორჩილდებოდით, ჩემს სიტყვას ვერ გადავალ, я умел жить, сумею и умереть (მე ვიცოდი როგორ მეცხოვრა, სიკვდილსაც შევძლებ) შემდეგ შეხტა მისთვის გამზადებულ სკამზე და თავი ყულფში გაუყარა. ასევე მოიქცნენ მისი ამხანაგები და ყველამ ერთდროულად ჰკრა ფეხი სკამებს.



 ახალი ამბები
  • ენმ-ის მარტვილის მერობის კანდიდატი: მზად ვიყავი, მონაწილეობა მიმეღო მეორე ტურშიბოლო დღეებში ჩემს მომხრეებზე, ამომრჩევლებზე, მარტვილელებზე ზეწოლის მიუხედავად, მაინც ყველანაირად მზად ვიყავი, რომ მონაწილეობა მიმეღო მეორე ტურში, _ ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მარტვილის მერობის კანდიდატმა, მამუკა დანელიამ განაცხადა. მისი თქმით, პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ და როდესაც გააანალიზა, ის დაეთანხმა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას. „ამ წუთებში, როცა აქ ვარ, ფაქტობრივად, ჩვენს საოლქო კომისიაში ჩვენი კომისიის წევრებს უხდებათ მორიგეობა იმისათვის, რათა როგორმე დაიცვან სიტუაცია, რომ ჩვენ ნამდვილად გადავედით მეორე ტურში, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებამ საკუთარ კომისიის წევრებს უჩივლა და უნდათ შედეგების გაბათილება“, _ განაცხადა დანელიამ. ... ...
  • აზიური ფაროსანას ჭამისას, შინაური ცხოველისა და ფრინველის ხორცს გემო ეცვლებარა საფრთხე არსებობს იმ შემთხვევაში, თუ შინაური ცხოველი ან ფრინველი შეჭამს აზიურ ფაროსანას _ სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ  ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი არ არის, მავნებელი დაავადების გადამტანი არ არის, თუმცა, სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტი მადონა ჩიტაიშვილი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ  შინაური ფრინველის ხორცს გემოვნურ თვისებებს შეუცვლის. აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. ის აზიანებს თხილს, ციტრუსსა და  ბოსტნეულს, ასევე, თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას. მის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი მედიაკამპანია  ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ დაიწყო. პროექტს ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პატნიორ მედიასაშუალებებთან ერთად, USAID-ის, FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ მხარდაჭერით ... ...
  • როგორი იქნება ჩოხატაურის ახალი საკრებულოს შემადგენლობა და ვინ გახდება თავმჯდომარეჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თემურ კუტუბიძის ინფორმაციით, არჩევნებში მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, ჩოხატაურის საკრებულოში პარტიული სიით "ევროპული საქართველო" 2 დეპუტატს შეიყვანს; 1 დეპუტატი ეყოლება "ნაციონალურ მოძრაობას; 2 დეპუტატით შედის საკრებულოში "პატრიოტთა ალიანსი"; 1 დეპუტატი ეყოლება "შენების მოძრაობას"; ხოლო 9 დეპუტატი ეყოლება "ქართულ ოცნებას." ოლქში წარდგენილი პარტიული სიებიდან გამომდინარე "ევროპული საქართველოდან" საკრებულოში შესვლა ლია ჩიგოგიძეს და მინდია დოლიძეს უწევს; "ნაციონალური მოძრაობიდან"  _ მამია ბარამიძეს; "პატრიოტთა ალიანსიდან" _  მაია კუტუბიძეს და ირაკლი ახობაძეს; "შენების მოძრაობიდან" _ გოჩა მეგრელიშვილს; ხოლო "ქართული ოცნებიდან" საკრებულოს წევრები გახდებიან: ზაალ მამალაძე; ბექა გამდლიშვილი; მანანა მინდაძე; მარინე ბერაძე; დავით შარაშიძე; თემურ ხუხუნაიშვილი; მაია გიორგაძე; შალვა ჩანტლაძე და ალექსანდრე ყაჭეიშვილი. რაც შეეხება მაჟორიტარებს _ ჩოხატაურის საკრებულოში "ქართულმა ოცნებამ" 23 მაჟორიტარული ოლქიდან 21 ოლქი მოიგო _ დაბის დეპუტატი დავით ბერძენიშვილი გახდა;ბუკისციხის _ ქეთევან სიხარულიძე; ამაღლების _ ზვიად წეროძე; გოგოლესუბნის _ აკაკი ყაჭეიშვილი; გორაბერეჟოულის _ დავით ტყეშელიაძე; გუთურის _ ლაშა თოლორდავა; დაბლაციხის _ გოჩა ჯიქია; დიდივანის _ გიორგი რამიშვილი; ერკეთის _ ნატო ჩანტლაძე; ზემოხეთის _ ერეკლე უღრელიძე; ვანზ-მოლეთის _ გივი თავაძე; ზოტის _ უშანგი ართმელაძე; კოხნარის _ ენვერ ახალაძე; ნაბეღლავის _ ალექსანდრე შარაშიძე; საჭამიასერის _ ბესიკ ყენია; ფარცხმის _ შოთა ჩხიკვაძე; ქვენობანი-ბასილეთის ბუკნარის _ დავით გუდავაძე; შუა ამაღლების _ ვლადიმერ სიხარულიძე; ჯვარცხმის _ კლოდი მდინარაძე; ხევის _ ზვიად მამალაძე; ხიდისთავის _ კობა კალანდაძე. ჩოხატაურში  მხოლოდ ორ ოლქში გაიმარჯვეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა _ ზემო სურების დეპუტატი ლევან ლომინეიშვილი გახდა; შუა სურების კი იაშა შათირიშვილი. ჯერჯერობით უცნობია როგორ გადანაწილდება თანამდებობები ახალ საკრებულოში. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე ... ...
  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს (R)საქართველოს   სასჯელაღსრულებისა   და პრობაციის   სამინისტროს   დელეგაცია   მინისტრის   მოადგილის,   ზვიად   მიხანაშვილის ხელმძღვანელობით, მიმდინარე   წლის   22-27   ოქტომბერს,   ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის   აღსრულების   საერთაშორისო   ბიუროს   (INL)  მხარდაჭერით,   „სასჯელაღსრულების   საერთაშორისო   ასოციაციის   მე-19   ყოველწლიურ კონფერენციაში“ მონაწილეობს,   რომელიც      ლონდონში   იმართება. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის, ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, კონფერენციაზე  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პენიტენციური სისტემის უმაღლესი თანამდებობის პირები ერთმანეთს საინტერესო გამოცდილებას უზიარებენ. „ეს გახლავთ ძალზე წარმომადგენლობითი კონფერენცია, რომელშიც 80 ქვეყნის 800-მდე დელეგატი მონაწილეობს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ღონისძიებაზე საქართველო წარადგენს პრეზენტაციას ჩვენს ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე  და პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე დელეგატებს ინფორმაციას მიაწვდის,“ - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.   აღნიშნული   კონფერენცია      სასჯელაღსრულების   სფეროში   ყველაზე მასშტაბური   ღონისძიებაა,   რომელიც   მიზნად   ისახავს   მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ახალი ტექნოლოგიების შესწავლას.  საქართველოს სასჯელაღსრულებისა   და   პრობაციის   სამინისტროს   წარმომადგენლები,  გარდა იმისა, რომ პენიტენციური სფეროს   ექსპერტებს     გააცნობენ სისტემაში გატარებულ   და   მიმდინარე   რეფორმებს, ასევე, იმსჯელებენ   მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებების დაცვისა  და   პენიტენციური სისტემის  სარეჟიმო  პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე, ყურადღებას გაამახვილებენ  მსჯავრდებულთა   რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის   პროექტებსა   და   არასაპატიმრო სასჯელის დანერგვაზე.  ... ...
  • უბნის თავმჯდომარეს საყვედური გამოუცხადეს _ "შევხვდებით სასამართლოში"ჩოხატაურის #62 საოლქო საარჩევნო კომისიის გოგოლესუბნის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ელზა სიხარულიძეს საყვედური გამოუცხადეს. აღნიშნული გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა რამდენიმე წუთის წინ ერთხმად მიიღეს. საყვედურის გამოცხადების მიზეზი "პარლამენტართა საზოგადოების" დამკვირვებლის, ფიქრია მამარდაშვილის მიერ ოლქში შეტანილი საჩივარი და ვიდეოკადრები გახდა, რომელზეც გარკვევით ჩანს, რომ ხმის დათვლის პროცესში დამკვირვებელია ჩართული: _ დამკვირვებელს _ ამ შემთხვევაში მიხო ბერძენიშვილს არ ჰქონდა უფლება ხმის დათვლაში მიეღო მონაწილეობა. თქვენ ვერ შეძელით დაგეცვათ წესრიგი. შეგეძლოთ მიგეთითებინათ ბერძენიშვილისთვის, რომელიც წლების წინ თავად იყო კომისიის თავმჯდომარე არ მიეღო მონაწილეობა ბიულეტენების დათვლაში. ამიტომაც გიცხადებთ საყვედურს, _ უთხრა სიხარულიძეს საოლქო კომიიის თავმჯდომარემ თემურ კუტუბიძემ. მისივე თქმით, მამარდაშვილის საჩივრის ის ნაწილი, სადაც აღნიშნულია, რომ "დაისაჯოს ბერძენიშვილი" ვერ დაკმაყოფილდება, რადგან კომისიას დამკვირვებლის დასჯის უფლებამოსილება არ გააჩნია. მამარდაშვილი ამბობს, რომ ის სიხარულიძისთვის საყვედურის გამოცხადება საკმარისი არ არის: _ გარდა იმისა, რომ ბერძენიშვილი ბიულეტენებს ითვლიდა, იქვე იდო კალამი, რაც კანონით აკრძალულია. მე ვითხოვ უბნის ბათილად ცნობას, რადგან გოგოლესუბანში არცევნები გაყალბდა მიხო ბერძენიშვილის მიერ. თქვენს ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, შევხვდებით სასამართლოში, _ მიმართა კუტუბიძეს მამარდაშვილმა. აღსანიშნავია, რომ კომისიის დღევანდელ სხოდმაზე მამარდაშვილის მიერ შეტანილი კიდევ 4 საჩივარი განიხილეს, თუმცა, არცერთი მათგანი უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილეს. საოლქო კომისიაში მიმდინარე სხდომა "გურია ნიუსის" ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე პირდაპირ ეთერში ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ძვირი საქორწინო კაბა

16 წლის კარლი ო ბრაიენის...

უჩვეულო მეგობრობა

მიესალმეთ სამ განუყრელ მეგობარს -...

ციყვების „ომი“

 კანადელი ფოტოგრაფი ანდრე მოროზოვი ონტარიოს...

სილამაზის საიდუმლო

ამქვეყნად ყველა ქალს სურს ლამაზი...

ყველაზე დაბალი მასწავლებელი

 ინდოეთის ქალაქ ჰარიანის ქალთა სკოლის...

„ლაბორატორიული ცხოველების დაცვის დღე

ცხოველთა დამცველი ორგანიზაციების ძალისხმევით, 1979...
კარმიდამო ჩემი

ხილის ჩირის სამკურნალო თვისებები

ხილის ჩირში თავმოყრილია ნატურალური ნივთიერებები...

როგორ გავიუმჯობესოთ მხედველობა

მედიკამენტებით მკურნალობისა და ქირურგიული ჩარევის...

ყინულით მკურნალობა

ყინულის სამკურნალო თვისებაზე ჯერ კიდევ...

ფიტოთერაპევტების რჩევები

თუ წყალში 5-6 დღე ჩააგდებთ...

რა რაოდენობის სითხეა აუცილებელი ბავშვისთვის

ორგანიზმს არ შეუძლია სითხის გარეშე...

მწვანილის სამკურნალო თვისებები

ცოცხალ პოლივიტამინებზე უკეთესი არაფერია. მათ...

ნატურალური თაფლი ვირუსებს ებრძვის

ნატურალური თაფლი სიცოცხლისა და ახალგაზრდობის...

თავყვითელა - მკურნალი

ხალხურ მედიცინაში თავყვითელას იყენებდნენ, როგორც...

სიმინდის სასარგებლო თვისებები

სიმინდის მარცვლები შეიცავს წყალს, ცილოვან...

87 წლის ქალბატონი, მეცხრე სართულზე გაშენებული ბაღიდან გვესალმება

თბილისში, დიდუბეში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელი...

"ფულის ხე"_ როგორ მოვუაროთ მას?

კრასულა ერთ-ერთი ტროპიკული მცენარეა, რომელსაც...