ვინ იყო ფამფალეთელი თავზეხელაღებული სტეპკო ინწკირველი, რომელიც სტალინს ფამფალეთში მალავდა

ისტორია

ვინ იყო ფამფალეთელი თავზეხელაღებული სტეპკო ინწკირველი, რომელიც სტალინს ფამფალეთში მალავდა

2018 აგვ 24 12:26:38

თბილისში, ერივანსკის მოედანზე ჩატარებული ძარცვის შემდეგ, როცა სტალინის სამხედრო ჯგუფმა 250 ათასი მანეთი გაიტაცა, ტერორისტები ბაქოში გადავიდნენ ,,სამოღვაწეოდ”. 1907 წლის ბოლოდან 1908 წლის ივნისამდე მთელი ჯგუფი იარაღის მოლოდინში ბაქოში იმყოფებოდა. ბოლოს და ბოლოს, იარაღი ჩამოიტანეს და საწყობი მოაწყვეს შვედეთის ქვეშევრდომ დიურფელდის ბინაში, სადაც ჯგუფის გამორჩეული წევრი ივანე, მეტსახელად სტეპკო, ინწკირველი და თომა ჩუბინიძე ცხოვრობდნენ.  დანიშნეს ერთ-ერთ ბანკზე თავდასხმის დღეც. მაგრამ მოულოდნელად 1908 წ. 20 მაისს პოლიციამ საწყობის კვალს მიაგნო, დღისით თავს დაესხა და სტეპკო ინწკირველი მოკლა. სანამ ამ თავდასხმის დეტალებს გაგაცნობდეთ, ორიოდე სიტყვით სტეპკოს პიროვნებაზე უნდა შევჩერდეთ. ივანე ინწკირველი ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლიდან რევოლუციური პროპაგანდისთვის იყო გარიცხული. კოტესა და ბაჭუასთან ერთად ის ბანდის ერთ-ერთი პირველი წევრი იყო. როგორც ჩანს, ინწკირველი განსაკუთრებული გავლენით სარგებლობდა. 1904-05 წლის რევოლუციური არეულობების დროს, 17-18 წლის სტეპკო თავის თანაწლოვან კოტე ცინცაძესთან ერთად ჭიათურის (რომელიც განსაკუთრებულად მღელვარებდა) ხუთწევრიან რევოლუციურ კომიტეტში შედიოდა. პირადად მონაწილეობდა სტრაჟნიკების პოსტებსა და ტენგინის ჯარის ნაწილებზე თავდასხმასა და მათ განიარაღებაში. რამდენიმე თვის განმავლობაში ჭიათურის მაზრა `კომიტეტის~ ხელში იყო: პოლიციის ნაწილები განიარაღებული იყო, მაზრაში განლაგებული სამხედრო პოლკი _ ბრძოლაში დამარცხებული და იარაღაყრილი.  გარდა პრაქტიკული მუშაობისა, სტეპკო თეორეტიკოსობასაც იჩემებდა, ჩამოყალიბებული ჰქონდა და ასწავლიდა რამდენიმე რევოლუციურ წრეს. ზაქარია გურული ჭიათურის ამბების გახსენებისას წერდა: `...გაფიცვა დაიწყო 23 იანვარს გრანდიოზული მიტინგით და დემონსტრაციით. მიტინგზე ვ. ინწკირველის მიერ პირველათ საჯაროთ ითქვა სოც.-დემ. პროგრამა~. უნდა ვიგულისხმოთ, რომ `ინტელექტუალის~ და თავზეხელაღებული `პრაქტიკოსის~ სახე მის გავლენას ბანდაზე განსაკუთრებით აძლიერებდა. გადმოცემით, სტეპკო იოსებ ჯუღაშვილს თავის მშობლიურ სოფელ ფამფალეთში, ერთი მწყემსის ქოხში მალავდა.

სტეპკო ინწკირველი ბაქოში `უკანასკნელი დიდი საქმის გასაკეთებლად~ გაემგზავრა, შემდეგ თეორიულ სამუშაოზე გადასვლას გეგმავდა. თურმე ბევრჯერ ჰქონია ნათქვამი მეგობრებისთვის, იარაღს ცოცხალი თავით არავის დავანებებო. ბევრჯერ შეკამათებულან ამ საკითხზე. სხვებისთვის გამოუვალ სიტუაციაში იარაღის დაყრა კეთილგონიერი ქმედება იქნებოდა, მაგრამ არა ინწკირველისთვის. კოტე ცინცაძის განმარტებით, სტეპკოს `...სიკვდილის უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ მას თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რა პირობებშიაც არ უნდა ჩავარდნილიყო, წინააღმდეგობა გაეწია. მას რომ წინააღმდეგობა არ გაეწია, ის, ალბათ, დღესაც ცოცხალი იქნებოდა: ციხიდან შეიძლებოდა მისი განთავისუფლება, ანდა სასჯელის მოხდა, რადგან ის ძლიერ ახალგაზრდა იყო~.  იმ დღეს პოლიციელები ბინაში ისე შევიდნენ, ტერორისტებმა ვერც კი შეამჩნიეს  სტეპკო და თომა, რომლებიც  ჩაის სვამდნენ. პოლიციელებმა მათ პასპორტები მოსთხოვეს. სტეპკო ვითომდა პასპორტის ასაღებად ადგა და განჯინისაკენ გაქანდა, სადაც რევოლვერი ჰქონდა შენახული. ამოიღო რევოლვერი და ორი პოლიციელი მოკლა. ამასობაში პოლიციელებმა თომას თავში იარაღი ჩაარტყეს და უკვე მოსაზღვრე ოთახიდან ინწკირველს ტყვიები დაუშინეს. სტეპკოს დის, მინიკას ცნობით, ის ვინმე ვალოდია ესაძემ მოკლა.

`...მიცვალებულს გადააღეს სურათი ისე დამახინჯებულად და დაასაფლავეს ბაქოში ახალ საზოგადო სასაფლაოზე~. მძიმედ დაჭრილი თომა ჩუბინიძე ბაილოვის ციხეში მოათავსეს, იარაღის მთელი საწყობი კი პოლიციას ჩაუვარდა ხელში. ამ ამბებმა ძალზე დამთრგუნველად იმოქმედა ჯგუფის წევრებზე: თეოფილე კაკრიაშვილმა აიჩემა, სტეპკოს დაღუპისთვის ბაქოს პოლიციაზე შური უნდა ვიძიოო, მას აჰყვნენ აკაკი დალაქიშვილი და ვანო შიშმანოვი. მიუხედავად ამხანაგების შეგონებისა და თხოვნისა, მათ დაარღვიეს დისციპლინა და ჯგუფიდან წავიდნენ. წასულებს არც ფული მისცეს და არც _ იარაღი. მათ იარაღი იშოვეს და ფულის საშოვნელად ვიღაც „არტელჩიკს“ დაესხნენ თავს. ურთიერთსროლის დროს კაკრიაშვილი დაჭრეს და დაიჭირეს, ერთ კვირაში გაასამართლეს და ჩამოახრჩვეს.

                                                      წიგნიდან ,,ტერორისტები”, ირაკლი მახარაძე, ლაშა ხეცურიანი




 ახალი ამბები
  • გოგი წულაიამ ქუთაისის მერს გაუხსნა ვარსკვლავიპარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრმა, გოგი წულაიამ ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას სიმბოლურად გაუხსნა ვარსკვლავი, რომელსაც "სახელოვანი მოგზაურის, გიორგი სენკევიჩის" სახელი უწოდა. ვარსკვლავი 16 ივლისს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ განთავსდა. გოგი წულაია ამბობს, რომ 2019 წელს მერიამ მივლინებებში 155 000 ლარზე მეტი დახარჯა. მისივე განმარტებით, თანხა არამიზნობრივად არის დახარჯული და მერს ვიზიტის შედეგები არ წარუდგენია არც საკრებულოსთვის და არც საზოგადოებისათვის. "არასდროს გვინახავს, რომ მივლინებიდან დაბრუნებულ მერს ბრიფინგი მოეწყოს და მისი ვიზიტების შედეგები გაეცნოს საზოგადოებისათვის. ეს არის ჩვეულებრივი მოგზაურობები და ექსკურსიები მაშინ, როდესაც ყველაზე მეტი ემიგრანტი მსოფლიოში ქუთაისიდანაა, ქალაქი მსოფლიოში მესამე ადგილზეა გამონაბოლქვის გამო სიკვდილიანობის მაჩვენებლით და მოუწესრიგებელია გზები. იმ დროს, როცა ქალაქი თავზე გემხობა, მერი ექსკურსიებზე დადიოდეს, უზნეობაა", _ ამბობს წულაია. ტელეწამყვანი და მოგზაური იური სენკევიჩი საბჭოთა კავშირის დროს, რუსეთის ტელეარხზე უძღვებოდა გადაცემას „მოგზაურთა კლუბი“. გიორგი წულაიამ სწორედ მისი გვარი და ქუთაისის მერის სახელი ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა20-21 ივნისის აქციაზე სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს საქართველოს პროკურატურამ ბრალი  საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით  წარუდგინა. კერძოდ, ლ.ი-ს ბრალად ედება მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. საქართველოს გენერალური პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი გუშინ დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ მან 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე,  გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა  დაკავებულ პირზე. პროკურატურა   სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმრობის გამოყენების  შუამდგომლობით ... ...
  • "ქვეყანა ახალ ბატონს ეძებს“ _ გოჩა მირცხულავათუ ამჟამიდელ ვითარებას გავაანალიზებთ, დიდად არაფერი შეცვლილა, გარემოებების გარდა, თორემ მოცემულობა იგივე დარჩა - „ქვეყანა ახალ ბატონს ეძებს“... , _ ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა წერს. "თუ ჩვენ არ ვისწავლით ვითარების ობიექტურად გაანალიზებას და მტუან-მართალს მხოლოდ იმის მიხედვით განვსაზღვრავთ ვის ვინ მოგვწონს, არაფერი გამოვა. მესმის, ძალიან რთულია სიმართლის გააზრება და აღიარება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მხარე ხარ, ვიღაც მოგწონს, ვიღაც გძულს... მაგრამ, აბა, კარგად გადავხედოთ პოლიტიკურ ცხოვრებას და გავიხსენოთ უმნიშვნელო დეტალები. ჩვენ არაერთხელ გვინახავს გაერთიანებული ოპოზიცია და ეკლექტური ხელისუფლება. მერე? ამ ხელისუფლების კონგლომერატები ისევ ოპოზიციაში... მიზეზებს არ განვარცობ... ჩვენ გვისმოვნებს, როდესაც იმას ვისმენთ ერთ წინადადებად, რაც ჩვენს სურვილებს ემთხვევა. დანარჩენს კი, რამდენსაც არ უნდა გვატყუებდნენ მნიშვნელობა არ აქვს. ანუ ტყუილს "ვაპრავებთ' და მერე თავად ვიჯერებთ. --საოცარი რამეა ცხოვრება, საოცარი. იცით, 2017 წლის 22 ივნისს რა მოხდა? მოიცა, მოიცა, არ დაგაბნევთ, ფეისბუქზე, ჩემს პირად გვერდზე, გამოვაქვეყნე „ჩანაწერი“ – „ქვეყანა ახალ ბატონს ეძებს“... დიდი არაფერი ხო? პრინციპში ვისაც დაგაინტერესებთ ეს ჩანაწერი ახლაც მანდ დევს... სრული პასაჟი და ლაიტმოტივი ამ ჩანაწერის ის არის რასაც სათაურში კითხულობთ. მიზეზები რაც მაშინ ეს დამაწერინა, ფრიად აქტუალური გახლდათ. თუ ამჟამიდელ ვითარებას გავაანალიზებთ, დიდად არაფერი შეცვლილა, გარემოებების გარდა, თორემ მოცემულობა იგივე დარჩა - „ქვეყანა ახალ ბატონს ეძებს“... რა რატომ?--ახლა კი განსჯა - რატომ არ ითხოვდა ოპოზიცია მთავრობის გადადგომას და მხოლოდ გახარიასი? მე ჩემი განმარტებები მაქვს და თავს არ შეგაწყენთ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვაში ეს ქვეყანა არჩევნებამდე უნდა მივიდეს. მივიდეს მინიმალური საგარეო და საშინაო ზიანით. ეს ჩვენ გვჭირდებ,ა ამ ქვეყნის მოქალაქეებს და აქ პრიორიტეტი ვერ იქნება რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან გნებავთ ხელისუფლების დღის წესრიგი. ამიტომ, მე ასეთ ვითარებაში მთავრობის სრულ შემადგენლობას შევცვლიდი. რამდენად პოზიტიური იქნებოდა ეს სახელმწიფოსთვის ამის ახსნასაც არ დავიწყებ. ახალ მთავრობას თუნდაც ოპოზიციასთან ჯანმრთელი და ჯანსაღი დიალოგის წარმოების შანსი უჩნდება. დიალოგი კი თავის მხრივ შეანელებს იმ დაძაბულობისა და ურთიერთზიზღის მუხტს, რითაც საბოლოდ შესაძლოა, ჩვენმა მტერმა, კონკრეტულად ვლადიმერ პუტინმა ისარგებლოს. ვინმესთვის გაუგებარია, მისი "იუდას ამბორი" რას ნიშნავს, მით უფრო იმ მსოფლიო პოლიტიკური დღის წესრიგის გათვალისწინებით, რაშიც რუსეთს ძალიან არასახარბიელო მდგომარეობა აქვს. მაგრამ ირანის ფაქტორით აბალანსებს, ჯერჯერობით, _ წერს ... ...
  • ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის უფლებამოვალეობა შეუჩერდაპარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საკითხი კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა წარადგინა. რეგლამენტის გათვალისწინებით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე განხილვის შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე უნდა დადგეს. საპარლამენტო უმრავლესობა განმარტავს, რომ ქუცნაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა რიგგარეშე სხდომაზე მოხდება, თუმცა, უცნობია, როდის აპირებს მმართველი გუნდი რიგგარეშე სხდომების მოწვევას. ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა თავად მოითხოვა. მან სადეპუტატო მანდატზე უარი 20 ივნისს, მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის გარშემო განვითარებული პროცესების გამო თქვა. ზაქარია ქუცნაშვილი ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო. ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოს პარლამენტში თიანეთის, ყაზბეგის და დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. იმის გამო, რომ ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა 15 ივლისის შემდეგ ხდება, დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში მაჟოროტარული არჩევნები აღარ ... ...
  • თბილისში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა - მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალაუბედური შემთხვევა თბილისში - დოლაბაურის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...