ვინ იყო პირველი ფირალი, რომლითაც მედია დაინტერესდა

ისტორია

ვინ იყო პირველი ფირალი, რომლითაც მედია დაინტერესდა

2018 ნოე 9 09:35:52

პირველი ფირალი, რომლის თავგადასავალს იმდროინდელი პრესა საკმაო ადგილს უთმობდა, გიორგი ჭყონია იყო. ცნობილია, რომ ჭყონია გურიის ეპისკოპოსის გაბრიელის გაძარცვის გამო სასჯელს ქუთაისის ციხეში იხდიდა. “ 25 ივლისს, ღამით ავაზაკები დაეცნენ ჯუმათის მონასტერს... გაცარცვეს იქაურობა, თათრების ბაშიბუზუყებივით მხეცურად დასჩეხეს სალოცავად მისულები. სხვათა შორის ეპისკოპოსი, გაბრიელ ტუქსიაც მძიმედ დასჭრეს”, _ წერდა ,,დროება” (1879 წ. #159)

გაირკვა, რომ ყაჩაღები სულ რვანი ყოფილან, ოთხი დაიჭირეს, დანარჩენებმა თავს უშველეს. რამდენიმე ხნის შემდეგ გაბრიელ ეპისკოპოსთან ბოდიშის მოსახდელად ერთ-ერთი დამცემი ლუკა მახარაიშვილი (იგივე ბარამიძე) მივიდა და დანარჩენი სამი ყაჩაღის ვინაობა დაუსახელა. გაზეთის სხვა პუბლიკაციებიდან კი ვიგებთ, რომ კიდევ ორი ფირალი ა. სარჭვალიძე და ჩ. ჯორბენაძე თავისსავე ამხანაგებს მძინარეები მოუკლავთ. “...ამბობენ, ვითომ ამ ავაზაკებს ეთქვას, რომ ხსენებულ ეპისკოპოსის სახლის გაცარცვის დროს ამათ ამხანაგათ არავინ ჰყოლია, გარდა ერთის გზის-მჩვენებელსა, რომელიც ეპისკოპოსის დიაკვანი იყოვო”.  ცოტა ხანში ამავე გაზეთში დაიბეჭდა ქობულეთელის წერილი, რომელიც თავის გულისტკივილს გამოთქვამდა იმის თაობაზე, რომ რაც გურიაში ყაჩაღობა და ძარცვა ხდება ყველაფერს “...საწყალ ქობულეთელებს აბარებენ, რომ ესენი ყველა თათრები იყვნენო”. (აჭარლები, რომ ნამდვილად ყაჩაღობდნენ ამას მრავალი პუბლიკაცია ადასტურებს. 1896 წელს კვალი წერდა: “...თუ ამდენ ხანს მოსვენებას არ გვაძლევდნენ დარჩიები, დათუნაიშვილები და მიქელაიშვილები, ახლა იმათი ადგილი მეზობლებმა _ “ოღლებმა” დაიკავეს” კვალი 1896 # 32) შემდეგ კი აგრძელებს: “ამავე ოზურგეთის უეზდში სოფელს მონასტერზე დაეცენ გურიის ეფისკოპოზს და კიდევაც დაშჭრენ და წაართვენ ფარები და ნივთებიც. ესეც დააბრალენ ჩვენ ქობულეთელებს; მაგრამ როდესაც მათი უეზდის ნაჩალნიკი შეუდგა ამ საქმის გამოძიებას მქნელი აღმოჩდენ მათშივე მცხოვრებნი აზნაური ჭყონიები”. დროება 1879 წ. #191 ჭყონიას გვარმა პირველად ამ პუბლიკაციაში გაიჟღერა.

თუ რა მოხდა სინამდვილეში, ახლა ამის გარკვევა ძნელია, თუმცა მთავარი დამნაშავე ჭყონია აღმოჩნდა, რომელიც ციხეში ჩასვეს. 1882 წლის ივლისში ჭყონია ციხიდან გაიქცა, მაგრამ იმავე წლის დეკემბერში ის სოფელ ბახვში აზნაურ კოხტა მახარაძის სახლში დაიჭირეს. ფირალი მისმა ყოფილმა ამხანაგებმა პავლე და მელქისედეკ მახარაძეებმა გასცეს.

 აყვანის ოპერაციას ხელმძღვანელობდა პრისტავი ჩიგოგიძე. “...ამ დროს მოკლულ იქმნა ავაზაკის მიერ მილიციონერი გიგო ხიხოძე, ხოლო მილიციონერთა დაჭრეს მსუბუქად ავაზაკი და მძიმედ გასათხოვარი ქალი. ამბობენ ქალი არ გადარჩებაო. ბოლოს... შეიპყრეს ავაზაკი თავისი მასპინძლით და ჩამოიყვანეს ოზურგეთში”.

როგორც ირკვევა ჭყონია ციხეში დიდხანს არ გაჩერებულა, მან მალე გააღწია სამშვიდობოს. ”...ჭყონია არა ერთხელ დაუჭერიათ, მაგრამ ის გაქცევას ახერხებდა ხან სატუსაღოდან და ხან გზიდგან”. დროება 1884 წ. # 70 ფირალების ისტორიების შესწავლისას ერთი საინტერესო ფაქტი იხატება: ფირალები ციხეებიდან და კატორღიდან პანტა-პუნტით მირბოდნენ. ამ საკითხზე ამახვილებს ეგნატე ნინოშვილი ერთ წერილში: ”...ყაჩაღებს ხომ მაინც შეიპყრობდნენო? _ იკითხავს ვინმე. შეპყრობით კი არ შეუპყრიათ, პირიქით, ყაჩაღების რიცხვს თითო-ორორი ყოველ კვირაში ემატება, რადგანაც ოზურგეთის საპატიმროს კარები, როგორც ეტყობა, ძლიერ სუსტია”.  ეს ალბათ, კორუფციის და უპასუხისმგებლობის შედეგი იყო, თორემ ბორკილდადებული კაცის გაქცევა გამაგრებული ციხიდან არც თუ ისე ადვილი საქმე უნდა ყოფილიყო.

მალე გავრცელდა ცნობა, რომ 1884 წლის 19 მარტს, ნაშუაღამევს, ჩიგოგიძე დარაჯებთან ერთად ჩაუსაფრდა ფირალს და მოკლა. სულ მალე კი აღმოჩნდა, რომ გიორგი ჭყონია მძიმე ავადმყოფობის შედეგად თავისი სიკვდილით მომკვდარიყო ერთ სახლში, სოფელ ჯუმათში.  “...სახლის პატრონმა შეატყობინა ეს ამბავი იმათ, ვისაც ჯერ არს. მოვიდენ თუ არა იქ, სადაც ესვენა ჭყონია, მაშინვე უიმისოდაც მკვდარს ორი თოფი ესროლეს, გადიტანეს გვამი მახლობელ ღელის პირზე, იქ დააგდეს და შეჰქმნეს თოფების სროლა. თოფის ხმაზე ყველა მეზობლები და საზოგადოებს შევიკრიბენით; ვნახეთ მკვდარი წმინდად თავის საცვალში, წვეთი სისხლიც არ გამოსვლოდა, და, რასაკვირველია, ტანსაცმელიც სისხლში მოსვრილი არ იყო. მხოლოდ ალაგ-ალაგ ჭრილობების ალაგას, ხორცი წამლით იყო მიყრილი, შავად დამწვარი, მოვიდენ გასასვენებლად მიცვალებულის ნათესავები, გარემოება შეიტყვეს და მეც დაწვრილებით ვუამბე ყოველივე.

ბევრი თავისი დღით მკვდარი და მოკლული გვინახავს, რომ ექიმს გაეჭრას და დაემოწმებინოს, რით არის მკვდარიო; ჭყონიას კი არა თუ გაჭრა და შემოწმება აღირსეს, თვალითაც არ აჩვენს არც მაზრის და არც სხვა ექიმებს” _  -აღნიშნავდა ამ ამბის დამსწრე ვინმე კ. ჯ. გოგვაძე. ამ შემთხვევამ რომ რეზონანსი გამოიწვია, მეტყველებს თუნდაც ვრცელი სტატია, რომელიც დროებამ მიუძღვნა: “გურია, 22 მარტს. მარტის 19, ნაშუაღამევს, ორ საათზედ, ჯუმათის სოფლის კანცელარიის მახლობლად ვითომ მოიკლა ოზურგეთის პოლიციის პრისტავის ბ. ნ. ჩი-ძის (ჩიგოგიძის) მიერ გავარდნილი შესანიშნავი ფირალი (ყაჩაღი), გიორგი ჭყონია... ეს ამბავი მოვიდა ოზურგეთში დილით ადრე ოცს მარტს, ასე რომ იმავე დღეს, დილით, თერთმეტ საათზე ჯუმათში მოვიდენ ბატონი მაზრის უფროსი, სამსჯავროს გამომძიებელი ბ. მასლოვი და მრავალნი ქალნი და კაცნი, რომელთა რიცხვთა შორის მეც გახლდით.

მოკლული ჭყონია იყო დასვენებული ერთ ხის ძირში, იქაური ერთი სასულიერო უწყების სახლის მახლობლად. მიცვალებულს ჰქონდა ორი თოფი მოხვედრილი: ერთი მარცხენა საფეთქელში, ცოტა წარბ ზემოდამ და ტყვია-გავარდნილი უკან მარჯვნით საპურხაოში; მეორე მარცხნიდგანვე ასოს ძირში და ტყვია-გავარდნილი მეორე მხარეს მარჯვნით თეძოში. მიცვალებული იყო დასვენებული ისე, როგორც სწორედ წესი არის სამი, ანუ ოთხის დღის მიცვალებულისა: გულზედ ხელ_დაკრეფილი, ძალიან გამხდარი ფერ-მიხდილი, გაშეშებული, სუნ-აღებული და სუფთად ჩაცმული; თავში, სადაც ტყვია ჰქონდა, თუმცაღა ტვინი თითქმის ორი წილი არ ჰქონებია თავში მიცვალებულს, მაგრამ მიწაზედ დანთხეული აღარ სჩანდა, ხოლო მეორე ადგილი ტყვიისა სულ დამწვარი ჰქონდა თოფის წამლით, შარვალი, ფეხსაცმელი და ხორციც. ექიმი იქ იმ დროს არ ყოფილა; მხოლოდ ეს შევამჩნიეთ, როდესაც ბ. გამომძიებელმა შარვალი და ფეხსაცმელი გაახდევინა, და გულზედ გაახსნევინა ტანისამოსი, დაჭრილობის გასაჩხრეკად; ტყვიის ალაგის არც მარცხნით და არც მარჯვნით სისხლი არ აჩნდა, ისე როგორც შეჰფეროდა ნათოფარს კაცს; მიცვალებულს ტანზედ ადგილ-ადგილ დიდი ხნის მიცვალებულსავით მოყვითანო დანაღველებული აჩნდა. ბ. ჩი-ძის მხლებლები ამბობდნენ, ვითომც ჭყონიას ესროლოს თოფი და შემდეგ იმისთანა მძიმე ჭრილობებისა, ჭყონია გაქცეულიყოს ას საჟენზედ დ აიმ ადგილას მიერბინოს და მიცვლილიყოს.

ეს როგორღაც საეჭვოდ მიგვაჩნია შემდეგის მიზეზების გამო: ა) არ შეუძლიან კაცს ფეხის მოცლა იმისთანა ჭრილობების მიღების შემდეგ, როგორიც მიცვალებულს ჰქონდა, თუნდ მარტო ერთის მეტი არ ჰქონებოდა; ბ) თუმცა ჭყონია მართლა საღად ყოფილიყო ტყვიის მოხვედრამდის, ან თავსი გამონავალი სისხლი დაბეჟილი არ უნდა ჰქონოდა და ან მეორე ჭრილობიდგან სისხლის გამონავალი უნდა მჩნეოდა; გ) 19-ს მარტს, ნაშუაღამევის ორი საათიდგან მოკლულს კაცს, 20 მარტამდის თერთმეტ საათზედ დილით, მერე იმისთანა გრილს და ნამიანს დარში, როგორიც იყო ოცს მარტს, სუნი არ უნდა ჰქონოდა ტანზედ დანაღველებული მოყვითანოდ არ უნდა მჩნეოდა; დ) თოფით მკვდარი კაცი რვა და ცხრა საათის განმავლობაში კი არა, ოც-და-ოთხ საათშიც არ დაჰკარგავს ფერს, არ დამჭლევდება და გაშეშდება ისე, როგორც იყო ჭყონია; ასე რომ მისი სხეულის გადაწევ-გადმოწევა არ შემძლებოდა ისე, რომ მთელი ტანი არ გადაჰყოლოდა.” დროება 1884 წ. # 73

ჭყონიას ვითომდა მკვლელობის შესახებ საზოგადოებაში არც თუ უსაფუძვლოდ ეჭვი იყო გაჩენილი, ამ ეჭვს ისიც აძლიერებდა, რომ ჭირისუფალს მიცვალებული ყოველგვარი სამედიცინო შემოწმების გარეშე გადასცეს დასამარხად, ანუ ამით საქმის მიჩუმათება უნდოდათ. თუ რა ბედი ეწვია პოლიცის პრისტავს ჩიგოგიძეს და მის ამქრებს, უცნობია.




 ახალი ამბები
  • მიხეილ სააკაშვილი: როგორც უკრაინის მოქალაქე დიდი გარდაქმნის ნაწილი მინდა ვიყოსაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შესვლაზე აკრძალვის მოხსნას მოითხოვს. როგორც ტელეარხ „Наш“-სთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, განაცხადა მან იურისტის მეშვეობით უკვე მიმართა უკრაინის უშიშროების სამსახურს. სააკაშვილის თქმით,  აღნიშნული აკრძალვა უკანონოა. „როგორც უკრაინის მოქალაქე დიდი გარდაქმნის ნაწილი მინდა ვიყო. უსამართლოა, როდესაც იმ ქვეყნიდან მაგდებენ, რომელიც მიყვარს, როგორც ჩემი მშობლიური საქართველო“, _ აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვოლიდიმირ ზელენსკიმ ... ...
  • ვლადიმირ ზელენსკის მამუკა ბახტაძემ გამარჯვება მოულოცავლადიმირ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "ტვიტერით" მიულოცა: „ვულოცავ ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის საქართველო მხარს უჭერს უკრაინის მშვიდობიან და დემოკრატიულ გადაწყვეტილებას“, – წერს მამუკა ბახტაძე. უკრაინაში ბიულეტენების 85 პროცენტი უკვე დათვლილია, რომლის შედეგებითაც  ვლადიმირ ზელენსკის ხმათა 73,20 პროცენტი აქვს. ამავე მონაცემებით,  პეტრო პოროშენკომ 24,46 პროცენტი ... ...
  • " მთელ რიგი კანონდარღვევები" _ EMC პანკისის ხეობაში კიდევ ერთი ჰესის მშენებლობას ასაჩივრებსპანკისის ხეობის ადგილობრივი მაცხოვრებლების სახელით ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) კიდევ ერთი ჰესის მშენებლობის საკითხზე დავა დაიწყო. კერძოდ, აღნიშნული დავა შეეხება ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში მდინარე სამყურისწყალზე, შპს ,,ფერი“-ს მიერ დაგეგმილი 26.28 მვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის ,,სამყურისწყალი 2 ჰესი“-ს მშენებლობას, რომელზეც სახელმწიფოს მიერ შესაბამისი ნებართვების გაცემა ადგილობრივი მოსახლეობის სათანადო ჩართულობისა და კვლევების გარეშე განხორციელდა. EMC, ადგილობრივი მოსახლეობის სახელით, მოითხოვს ,,სამყურისწყალი 2 ჰესი“-ს იმ აქტების ბათილად ცნობას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა პანკისის ხეობაში აღნიშნული ჰესის მშენებლობა. "სამართლებრივი დავა ორი მიმართულებით მიმდინარეობს: 1. მშენებლობის ნებართვის კანონიერებასთან დაკავშირებული დავა სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, როგორც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, განიხილავს; 2. ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციის საკითხზე ეკოლოგიური ექსპერტიზის კანონიერებასთან დაკავშირებული სარჩელი სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განიხილება", _ აღნიშნავენ ორგანიზაციაში. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მა პანკისის ხეობის მაცხოვრებლებს მდინარე სამყურისწყალთან, ალაზანთან და მიმდებარე ბუნებრივ გარემოსთან ღრმა სოციალური კავშირი აქვთ. "ხეობაში ჰესების კასკადის მშენებლობა მაღალი ალბათობით გამოიწვევს ხეობაში სასმელი წყლის რესურსის ნაკლებობას, რაც მძიმე სოციალურ ტვირთად დააწვება ადგილობრივებს. წყლის რესურსის შემცირებას გარემოზე ასევე დამაზიანებელი ეფექტი ექნება, ადგილობრივები ხეობის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ტურიზმს, განსაკუთრებით კი, ეკო-ტურიზმს განიხილევან, ეს კი, მდინარე სამყურისწყალის ტერიტორიაზე, ხელუხლებელ ბუნებაში, ჰესის ინფრასტრუქტურის, გვირაბის, მისასვლელი გზისა და გადამცემი ხაზების მშენებლობის პირობებში არსებითად შეუძლებელი გახდება", _ აცხადებენ არასამტავრობო ორგანიზაციაში. პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის მტკივნეულად დგას ის საკითხიც, რომ პანკისის ხეობაში სახელმწიფოს მიერ უკვე გაცემულია მშენებლობის ნებართვები სხვა ჰესების მშენებლობაზე. მათ შორის, იგივე კომპანიის მიერ იგეგმება სოფელ ბირკიანთან „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობა, რომლის მშენებლობისა და ექსპლუატაციის მიმართაც ადგილობრივ მოსახლეობას ასევე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გააჩნიათ. "პანკისის ხეობაში, ფაქტობრივად ჰესების კასკადის გაუაზრებელი მშენებლობა გარემოსთვის შესაძლო ზიანს კიდევ უფრო შეუქცევადს გახდის. ,,სამყურისწყალი 2 ჰესი“-ს საპროექტო დოკუმენტაცია მთელ რიგ კანონდარღვევებსა და ურთიერთშეუსაბამობებს მოიცავს, რაც საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულების პირობებში გამორიცხავდა სახელმწიფოს მიერ, მასზე ნებართვების გაცემის შესაძლებლობას. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ სახელმწიფომ ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე ეკოლოგიური ექსპერტიზა კანონით განსაზღვრული მნიშვნელოვანი კვლევების ჩატარების გარეშე გასცა და კომპანიას მათი წარმოდგენის ვალდებულება ნებართვის მიღების შემდგომ დააკისრა, რაც მთლიანად ილუზორულს ხდის ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების არსს და გარემოსდაცვით სფეროში სახელმწიფოს მიერ ჰესების მშენებლობისას რისკების შეფასებას სრულიად ფორმალურ პროცესად აქცევს. მაგალითად გზშ-ს დოკუმენტის შესაბამისად, კომპანიამ სახელმწიფოს ნებართვის მიღების შემდგომ უნდა წარუდგინოს ისეთი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ინფორმაცია და კვლევები, როგორიცაა დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის, საშიში გეოდინამიკური პროცესების, შედეგების და მოსალოდნელი გარემოსდაცვითი რისკების შეფასების შედეგები; წინასამშენებლო კვლევების ჩატარება პროექტის გავლენის ზონაში ცხოველთა სახეობების არსებობასა და მათზე მოსალოდნელი ზემოქედებების სახეობებზე, ასევე მცენარეების ჭრა-განადგურებით მიყენებულ ზიანზე; ინფორმაცია, თუ როგორ განხორციელდება „ეკოლოგიური ხარჯის“ გაშვება ქვემო ბიეფში თევზსავალის მუშაობის პერიოდში; სანაყაროების და რეკულტივაციის პროექტი; ინფორმაცია რაბის ტიპის თევზსავალი ნაგებობის მუშოების ეფექტურობის შესახებ; აღსანიშნავია, რომ მითითებული კვლევები, თუ რისკების შეფასება სწორედ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემამდე უნდა იქნას განხორციელებული და მხოლოდ ამის შეფასების შემდგომ უნდა გაიცეს დადებითი აქტები, რაც მითითებულ შემთხვევაში სრულიად უგულებელყოფილი იქნა. აღნიშნულის გარდა, ასევე არასათანადოდ არის ჩატარებული კვლევები ან წარმოდგენილია ორაზროვანი შეფასებები მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე", _ აცხადებენ ცენტრში. მკვლევარების თქმით, ბოლო პერიოდში, მაღალმთიან რეგიონებში ჩანს პრაქტიკა, როცა სახელმწიფო ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებისა და თუ გარემოსდაცვითი მიდგომებისა და პრინციპების უგულებელყოფით, სათანადო კვლევებისა და შეფასებების გარეშე ჰესების მშენებლობაზე იღებს გადაწყვეტილებას. აღნიშნული პროექტები მათი უსაფრთხოების რისკების, გარემოს დაზიანების, ადგილობრივი სოციალური წესრიგის და კულტურის რღვევის ნიშნების მიღმა, პრობლემურია ადგილობრივი ეკონომიკების მდგრადი და სამართლიანი განვითარების პოტენციალის განადგურების გამო. "ამ დამაზიანებელი პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი კრიტიკისა, თუ სოციალური პროტესტის ჩახშობას კი სახელმწიფო სოციალური კონტროლის გაუმართლებელი საშუალებებით ცდილობს და უარყოფს პრობლემების დემოკრატიული და სამართლებრივი გადაჭრის გზებს. სახელმწიფო ნაცვლად იმისა, რომ მოქმედებს როგორც საჯარო ინტერესების დაცვის გარანტორი, ის არსებითად და მხოლოდ კერძო ინტერესები დამცველია და სათანადოდ არ იაზრებს საკუთარ რეგულატორულ ფუნქციას. მსგავსი პოლიტიკა არსებითად უპირისპირდება დემოკრატიული და სოციალური სახელმწიფოს იდეას", _ ამბობენ EMC-ში და იმედოვნებენ, რომ  რომ სასამართლო ხელისუფლება იქნება ის მექანიზმი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს განახორციელონ რეალური კონტროლი აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებურ პოლიტიკაზე და დაიცვან საკუთარი საცხოვრებელი გარემო, ბუნება და მასთან დაკავშირებული სხვა სოციალური ... ...
  • გიორგი გახარია: "ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო პოლიციამ"შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დაშავებული პოლიციელები მოინახულა და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. გიორგი გახარიამ პოლიციელებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ გამოძიების შედეგად, იდენტიფიცირებული იქნება თითოეული პოლიციელზე თავდამსხმელი, რასაც კანონის შესაბამის ზომებს მიიღება მოჰყვება. მინისტრმა, ასევე, მადლობა გადაუხადა პანკისის ხეობის თემის უხუცებსაც ერთად მიღწეული შედეგისთვის: „მოვინახულე პოლიციის დაშავებული თანამშრომლები. ძირითადად, ეს, გახლავთ ნასროლი ქვებისგან მიღებული დაზიანებები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ თითოეული ადამიანი იქნება იდენტიფიცირებული და თითოეული ადამიანი, რომელმაც გაბედა პოლიციელზე თავდასხმა, იქნება შესაბამისად დასჯილი. ამას მე ვპირდები თითოეულ პოლიციელს და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. საბედნიეროდ, მძიმე შემთხვევები არ გვაქვს _ ერთ პოლიციელს დაზიანება აქვს თავის არეში. მას ახლა აკვირდებიან ექიმები და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი სერიოზული გართულების გარეშე გამოვა. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ დეტალურად შევისწავლით ყველა კამერაზე ასახულ ყველა მოვლენას, თითოეული ადამიანის და თითოეულ ჩვენ პოლიციელზე თავდასხმის შემთხვევას და მხოლოდ ამის შემდგომ, კანონის სრული შესაბამისობით გავატარებთ იმ ზომებს, რის საშუალებასაც გვაძლევს იურისდიქცია. სიტუაცია დამშვიდებულია, დაწყნარებულია, შედეგი მიღწეულია, როგორც კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე, საქართველოს ენერგოუსაფრთხოებიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა, მოქალაქეების და ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესებიდან გამომდინარე. ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო პოლიციამ. ჩვენ გვესმის, რომ გვაქვს უაღრესად დიდი თმენის ვალდებულება, რომელიც განახორციელა თითოეულმა ადამიანმა, რომელიც დღეს აქ იმყოფება. მე მათ მინდა მადლობა გადავუხადო, გადავუხადო მადლობა ყველა იმ პოლიციელს, რომელსაც ამ ღონისძიებაში, ნებსით თუ უნებლიეთ, დღეს იღებდა მონაწილეობას. მათ ღირსეულად შეასრულეს თავისი ფუნქცია-მოვალეობა. რაც მთავარია, მადლობა მინდა გადავუხადო, ასევე, უხუცესებს, რომლებთან საუბარშიც ჩვენ ობიექტურ რეალობასთან დაახლოებაც შევძელით და მივაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც ეფექტური იქნება ხვალინდელი დღისთვის, როგორც ხეობის, ასევე ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ ყველა ჩვენი, თითოეული მოქალაქის, თითოეული პოლიციელის, თითოეული პანკისელის ინტერესი და მიზანი უნდა იყოს ძლიერი საქართველო და ამას მივაღწევთ!“ _ განაცხადა გიორგი ... ...
  • გახარია: ‘სამინისტრო იძულებული იყო, მოეხდინა ძალების მობილიზება“შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში დღეს განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გახარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერავინ ვერასდროს შეუზღუდავს არეალებს _ „სამინისტრო როდესაც ჩათვლის საჭიროდ, რომ მის თანამშრომლებსა და საქართველოს მოქალაქეებს ემუქრებათ საფრთხე, იმოქმედებს ისე, როგორც საჭიროა“. როგორც მინისტრმა განაცხადა, „თითოეული ძალოვანი, რომელიც დღეს პანკისის ხეობაში დგას, იცავს ყველას, მათ შორის, სოფელ ბირკიანის მოსახლეობის ინტერესსაც“. მინისტრის თქმით, პანკისის ხეობაში დამატებითი ძალების შეყვანა მოხდა მაშინ, როდესაც დილას ადგილობრივები 35 ფორმიან პოლიციელს დაუპირისპირდნენ: „შემდგომ სიტუაცია დარეგულირდა, დაიწყო მოლაპარაკებები, ამ მოვლენების პარალელურად კი კონფლიქტი გამწვავდა და უკვე მწვავე ფაზაში შევიდა. შსს-ს ოფიციალურად მიმართა ეკონომიკის სამინისტრომ, რომ აქ იწყებოდა გარკვეული სამუშაოები და უსაფრთოხების დაცვის მიზნით, ითხოვეს მათი მხარდაჭერა. ამიტომ დილით, როდესაც მშენებლები აქ ამოვიდნენ, მათ ამოჰყვათ 35 პოლიციელი. მას შემდეგ, რაც მოხდა მათზე თავდასხმა და დაუშინეს ქვები, რა თქმა უნდა, სამინისტრო გახდა იძულებული, მოეხდინა ძალების მობილიზება. დამატებითი ძალების მობილიზების აუცილებლობა იყო იმიტომ, რომ შსს ვალდებულია ყველგან, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე დაიცვას მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ვერავინ ვერასდროს შსს-ს ვერ შეუზღუდავს არეალებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო როდესაც ჩათვლის საჭიროდ, რომ მის თანამშრომლებსა და საქართველოს მოქალაქეებს ემუქრებათ საფრთხე, იმოქმედებს ისე, როგორც საჭიროა“, _ თქვა ... ...

არქივი

ზაფრანი

იცინეთ ხშირად!

თუ მძიმე დღე გქონდათ –...

რატომ უნდა მიირთვათ ხშირად კარტოფილი

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც...

რატომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს

ნებისმიერი ადამიანი ზოგჯერ ბავშვობაში უნდა...

ელტონ ჯონის „საბედისწერო“ სტილი

ელტონ ჯონზე სტილისტები ამბობენ, ისე...

შვიდი დღე გასალამაზებლად

ნამდვილად არ გაწყენთ, სულ რაღაც...

ქრონიკული დაღლილობა ვირუსით არის გამოწვეული

ადამიანის დაღლილობა, შეიძლება, ვირუსით იყოს...
კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...