ვინ იყო სულთან კრიმ-გირეი და რისთვის მოავლინეს ის გურიაში

ისტორია

ვინ იყო სულთან კრიმ-გირეი და რისთვის მოავლინეს ის გურიაში

2017 ოქტ 16 19:08:43

1905 წლის თებერვალში კავკასიის დროებით მმართველმა გენერალმა მალამამ მეამბოხე და ურჩ გურულ გლეხებთან მოსალაპარაკებლად და დასაშოშმინებლად ცნობილი ლიბერალი სულთან კრიმ-გირეი გაგზავნა (გურულებმა მას რატომღაც ინგლისელ კოლონიზატორთა წინააღმდეგ ბურების აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელის - კრიუგერის  სახელი შეარქვეს).

18 თებერვალს კრიმ-გირეი გაემგზავრა გურიაში და სწორედ იმავე დღეს ოზურგეთის მაზრასა და ბათუმის ოლქის კინტრისის უბანში სამხედრო წესები გამოცხადდა. მეფისნაცვლის წარგზავნილის ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობამ ცნობა გამოაქვეყნა: "გურულ ხალხს ნება ეძლევა თავისუფლად შეიკრიბოს თავის საჭიროებათა გამოსარკვევად; გარდა ამისა, კრიმ-გირეისთან მოსალაპარაკებლად იმათ უნდა აირჩიონ დეპუტატები, რომლებისთვის პიროვნების ხელუხლებლობა სასტიკად დაცული იქნება. ამასთანავე ადგილობრივ პრესას საშუალება ეძლევა თავისუფალი მსჯელობა იქონიოს გურიის დღევანდელი ვითარების შესახებ, იმ პირობით, რომ ეს მსჯელობა ლეგალურ საზღვარს არ გადასცდეს."  კრიმ-გირეიმ სასოფლო საზოგადოებების ჩამოვლა 22 თებერვლიდან დაიწყო. მთავრობის წარმომადგენელს თან დაჰყვებოდა აპოლონ წულაძე და ჟურნალ-გაზეთების ("მოგზაური", "ივერია", "ცნობის ფურცელი", "ნოვოე ობოზრენიე", და ა. შ.) კორესპონდენტები. კავკასიის მეფისნაცვლის საბჭოს წევრის მოგზაურობის ყველა დეტალი იმდროინდელ რუსულ-ქართულ გაზეთებში იბეჭდებოდა, ასე რომ მთელმა საზოგადოებამ გაიგო გურულების გასაჭირისა და მოთხოვნების შესახებ და შეიძლება ითქვას, რომ  "მსჯელობა ლეგალურ საზღვარს" გადასცდა კიდევაც.

გურიის კომიტეტმა მიიღო ზომები კრიმ-გირეის დასაცავად, რათა მასზე თავდასხმით რაიმე პროვოკაცია არ გამოეწვიათ (ერთი შემთხვევა მაინც მომხდარა, როდესაც ვინმე დუმბაძემ თოფის სროლა ასტეხა, კრიმ-გირეის თავს ესხმიანო, მაგრამ ეს პროვოკაცია მაშინვე აღკვეთეს ), ამიტომ კაზაკების გარდა მას წითელრაზმელებიც იცავდნენ. საინტერესოა, რომ კრიმ-გირეისთან ერთ შეხვედრაზე გურულებმა სხვა მოთხოვნებთან ერთად რეგულარული ჯარის გაუქმება და სახალხო მილიციის შექმნაც მოითხოვეს: "უკანასკნელ თათრებთან ჩხუბში (რუსეთ-თურქეთის 1877-78 წლების ომი – ი. მ.) მეც ვიღებდი მონაწილეობას. - განუცხადა კრიმ-გირეის ლანჩხუთელმა დეპუტატმა, - ქობულეთი, ციხისძირი, ჩაქვი, არდაგანი და ყარსი ჩვენი სისხლით არის აღებული. ჩვენ, ხალხის მილიცია ვიბრძოდით, რომ დაგვეფარა ჩვენი მამული და დავიფარეთ კიდეც. ხალხი უფრო თავგამოდებით დაიცავს თავის მამულს."  მაშინ კრიმ-გირეის თან ახლდა ჩაქურაში გამოწყობილი და შეიარაღებული წითელრაზმელი რაფიელ შარაშიძე. აპოლონ წულაძესთან კერძო საუბარში კრიმ-გირეიმ შარაშიძეზე მიუთითა და ხუმრობით უთხრა: "Согласен на народную милицию, если такие молодцы будут"- "თანახმა ვარ სახალხო მილიციაზე, თუ ასეთი ვაჟკაცები იქნებიან." 

კრიმ-გირეიმ ოზურგეთის მაზრის 25 სასოფლო საზოგადოებიდან 12 მოიარა, ყველგან მასობრივი კრებები და მიტინგები ეწყობოდა, რომელსაც დაესწრო დაახლოებით 20 ათასი კაცი. ამ ხალხმრავალ შეკრებებზე დასწრება აკრძალული ჰქონდათ მთავრობის მიერ დანიშნულ მამასახლისებს, სასულიერო პირებს, მემამულეებს, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ჯაშუშობაში შემჩნეულ პირებს. კრიმ-გირეი ხშირად პირისპირ ესაუბრებოდა გურულ გლეხებს და მათთვის საქებარ სიტყვებს არ იშურებდა. ერთ ჩოხატაურელს ეუბნებოდა, თქვენ, გურულები, იმიტომ ხართ ნიჭიერი და გონებამკვირცხლი ხალხი, რადგან თქვენ მდიდარი ბუნების კალთაში ცხოვრობთ და ბუნებამ გაგიხსნათ გონებაო. გურულმა ყურადღებით მოუსმინა და უთხრა: "მართალს ბრძანებთ, ბატონო, მჟავე ტყემალი ნამეტარს უხსნის ადამიანს გონებასო." ამ სიტყვებმა თურმე საყოველთაო ხარხარი გამოიწვია იქ მყოფებში. 

სულთან კრიმ-გირეი აღფრთოვანებული დარჩა უბრალო გლეხების მჭევრმეტყველებით, გონებამახვილობით და თავდაჭერილობით, რაც მის წარმოდგენილ პატაკში აისახა. როგორც ჩანს, მთელი დღე კრებებზე დასწრებამ და პოლიტიკური დებატების მოსმენამ (გურიაში კრებების და დებატების მოსაწყობად ყველა სახის პოლიტიკური პარტია ჩადიოდა, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ბოლშევიკ-მენშევიკებს შორის არსებული უთანხმოება და მათი პოლემიკის მოსმენა) თავისი როლი ითამაშა და უბრალო გლეხი მშვენივრად გათვითცნობიერდა სხვადასხვა პოლიტიკურ მიმდინარეობებში. არათუ გათვითცნობიერდა, არამედ პლეხანოვისა თუ აქსელროდის  ნაშრომებიდან ციტატების მოყვანა და მსჯელობაში მარქსისტული დიალექტიკის გამოყენება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თბილისის სამთავრობო წრეებში ქირქილებდნენ: "კრიმ-გირეის პროპაგანდისტები ესაუბრებოდნენ, მას კი ეგონა, რომ ის გლეხებს ესაუბრებოდაო." ისინი ნაწილობრივ მართლები იყვნენ. მოლაპარაკებაზე უმრავლესობას მართლაც უბრალო გლეხები წარმოადგენდნენ, მაგრამ თენგიზ ჟღენტის სიტყვებით, თურმე ხალხი წინასწარ ირჩევდა დელეგაციას კრიმ-გირეისთან მოსალაპარაკებლად, რომელშიც აუცილებლად შედიოდა ერთი ან ორი პროფესიონალი პროპაგანდისტი. მაგალითად, ჩოხატაურის რაიონში დელეგატებად დანიშნულნი იყვნენ იოსებ და ირ. მეგრელიშვილები,  ერკეთში ბენია ჩხიკვიშვილი, სურებში იასონ კიკვაძე, რომლებიც სპეციალურად იყვნენ გამოწყობილნი დაფლეთილ ჩოხა-ახალუხსა და ყაბალახებში. როცა მიტინგი დაიწყებოდა, თითქოსდა სასურველ პირების ასარჩევად, ხალხი განგებ ჩოჩქოლს ტეხდა, სინამდვილეში კი წინასწარ გამოყოფილ დელეგატებს წარუდგენდნენ მთავრობის წარმომადგენელს.  ამ ფაქტს ადასტურებს ფილიპე მახარაძეც და მრავალი თვითმხილველი. 

გლეხობა კრიმ-გირეის ყველგან თითქმის ერთი და იგივე მოთხოვნებს უყენებდა,  ის  ყველგან ერთი და იგივე საჩივარს ისმენდა: მეფის მთავრობას არ შეუძლია შეამსუბუქოს გაჭირვებული გლეხების მდგომარეობაო. "იქ მოსმენილი ამბებით კრიმ-გირეი იმდენად გაკვირვებული დარჩა, რომ მოლაპარაკეთ განმეორებით ეკითხებოდა: - ნუთუ ყოველივე ეს მართალიაო," _ წერდა გრიშა ურატაძე.  კრიმ-გირეისთან ერთ-ერთ შეხვედრაზე ერთმა ასკანელმა გლეხმა მას შესჩივლა: "ისეთი მცირე ადგილი გვაქვს, ზედ რომ გავწვეთ, თავის სხვის ადგილში გვექნება და ფეხები სხვისაშიო",  რაზედაც კრიმ-გირეიმ შეიცხადა "ეს წარმოუდგენელია!" ხოლო როცა მსაგავსი რამ სხვა გლეხმაც გაუზიარა – "ძროხას რომ ჩემს მიწაზე დავაბამ, კუდი სხვის მიწაზე აქვსო", კრიმ-გირეიმ სიცილი ძლივს შეიკავა და სთხოვა მისი კარ-მიდამო ეჩვენებინა. ნანახით ის ძლიერ გაკვირვებული დარჩა, თუ როგორ ახერხებდა ასეთ მცირე ნაკვეთზე მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრებას. ამისდა მიუხედავად, სახე რომ არ დაეკარგა, მეფისნაცვალის სპეციალურმა წარმომადგენელმა ღიმილით თქვა" "ამ ეზოში ერთი ძროხის კუდი კი არა, ათი ძროხის კუდიც კი დაეტევა, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი."  სხვათაშორის, ნიკო მარის თქმით, მცირემიწიანობის გამო გურულმა გლეხებმა სახნავ-სათესად გამოიყენეს ბაღ-ვენახები, რის გამოც მოისპო ადგილობრივი ყურძნის საუკეთესო ჯიშები, ხოლო მის მაგივრად კი შემოვიდა ადესა, იგივე იზაბელა, რომელსაც გლეხი ხეზე ან კიდევ ხეივანზე უშვებდა. 

1905 წლის 23 თებერვალს სოფელ ბახვში ეკლესიასთან გაიმართა შეხვედრა ბახვის საზოგადოების გლეხებთან, შეიკრიბა 500-მდე ადამიანი. იქ იმყოფებოდნენ წითელრაზმელებიც _ დათიკო შევარდნაძე, კიკია მამულაიშვილი, დათა ქადეიშვილი და სხვები. ბახველებმა კრიმ-გირეის ყველა გურული გლეხის სახელით საგანგებო მოთხოვნები გადასცეს, რომელიც "ბახვის მანიფესტის" სახელითაა ცნობილი . გლეხები მოითხოვდნენ საბატონო, საეკლესიო და სახელმწიფო ბეგარის გაუქმებას, დრამის გადასახადის გაუქმებას, წოდებათა გაუქმებას, საუფლისწულო, საეკლესიო სამონასტრო და სანადელო მიწების უსასყიდლოდ გადაცემას გლეხობისთვის, სიტყვის, კრების, კავშირების და გაფიცვის თავისუფლებას, პიროვნების ხელშეუხებლობას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, დახურული სამკითხველოების გახსნას, 16 წლამდე ორივე სქესისთვის უფასო საყოველთაო სწავლების და სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების შემოღებას, საღვთო სჯულის სწავლების, ცენზურის  გაუქმებას და სხვა. კრიმ-გირეი თავის მოგონებაში შემდეგ ამბობდა რომ "იმათ არამც თუ კონსტიტუცია, საფრანგეთის რესპუბლიკაც კი ვერ დააკმაყოფილებსო."




 ახალი ამბები
  • რუსთაველის გამზირი გადაიკეტებადედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი დაიწყო.   თბილისის მერიის ცნობით, ამ სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ, 00:00 საათიდან 22 იანვრის 07:00 საათამდე გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ... ...
  • H1N1 ვირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი _ ქუთაისში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალაქუთაისში H1N1 ვირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალნამშობიარები ქალია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ღორის გრიპით გარდაცვალების მე-19 დადასტურებული ... ...
  • თოფის გასუფთავების დროს მამაკაცი დაიღუპამარნეულში მამაკაცი,  თოფის გასუფთავების დროს დაიღუპა. როგორც ცნობილია, ის სანადირო თოფს ასუფთავებდა, რა დროსაც, ტყვია გავარდა. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას ... ...
  • "არ მიეცეს მსვლელობა ჩვენი კანდიდატურების განხილვას" - მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტს მიმართავენუზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. "გურია ნიუსი" მოსამართლეობის კანდიტატების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  "საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, უზენაეს სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს  წარედგინა ჩვენი კანდიდატურები. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით (ადრე არსებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტიც იმავე წესით ახდენდა მოსამართლეების წარდგენას მრავალი წლის განმავლობაში) და კანონმდებლობის სრული დაცვით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარადგინა 10 კანდიდატი, რომელთაგან უმრავლესობა სასამართლო სისტემაში უვადო მოსამართლედ არის გამწესებული.  აღნიშნულ საკითხს შედეგად მოჰყვა არაჯანსაღი აჟიოტაჟი, მათ შორის საქართველოს პარლამენტში და გამოითქვა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ უნდა დადგინდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები და ამის შემდეგ ახლებური წესით უნდა მოხდეს კანდიდატების ნომინირება. სამწუხაროდ, ამავე დროს, ხშირ შემთხვევაში  ადგილი ჰქონდა  წარდგენილი კანდიდატების მიმართ არაეთიკურ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, რაც მოგვიანებით ხელოვნურად გადაიზარდა სასამართლო ხელისუფლებაზე უპრეცედენტო ზეწოლის კამპანიაში, სადაც უკვე პირდაპირ გაისმის მოწოდებები რეპრესიული გზით დაიშალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო სისტემიდან განდევნილ იქნენ  მიუღებელი, მათ შორის, ამ სიაში მყოფი მოსამართლეები. ყოველივე ეს კი პირდაპირ ზიანს აყენებს სასამართლო დამოუკიდებლობას და უხეშად ხელყოფს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ცალსახად იმოქმედა თავისი მანდატის ფარგლებში და ზედმიწევნით იხელმძღვანელა ამჟამად არსებული კანონმდებლობით, ჩვენ არ გვსურს  გარკვეულ პირებს მიეცეთ საშუალება, ეს ვითარება გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟით, კიდევ უფრო დააზიანონ მიმდინარე პროცესი და ამით ჩრდილი  მიაყენონ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს. ამავე დროს, მხედველობაში ვიღებთ იმასაც, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს - არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა ჩვენი კანდიდატურების განხილვას. მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე, გიორგი მიქაუტაძე", - აღნიშნულია ... ...
  • საქართველოს საკონსულო იტალიაში გამგზავრების მსურველებს აფრთხილებსიტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო საქართველოს იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებიც იტალიაში გამგზავრებას აპირებენ. საკონსულო ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მოქალაქეებმა, იტალიაში გამგზავრებისას ვიზალიბერალიზაციის რეჟიმით მოთხოვნილი ყველა საჭირო საბუთი უნდა იქონიონ. “მოგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში იტალიის რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლის პირობებში, არაერთხელ დაფიქსირდა იტალიის ტერიტორიაზე იმ საქართველოს მოქალაქეების არ შემოშვების ფაქტი, რომლებსაც სასაზღვრო შემოწმებისას წესრიგში არ ქონდათ კანონით მოთხოვნილი დოკუმენტაცია. იტალიაში საქართველოს საკონსულოს, ისევე როგორც სხვა უცხო ქვეყნის საკონსულო სამსახურებს, არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, რომ მესაზღვრის მიერ კანონიერად მოთხოვნილი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, ჩაერიოს მესაზღვრის კომპეტენციაში და შეცვალოს მისი გადაწყვეტილება ამა თუ იმ მოქალაქის იტალიის ტერიტორიაზე შემოშვების მიზნით. შევახსენებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აპირებს იტალიის რესპუბლიკაში მოგზაურობას, იქონიოს ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმით მოთხოვნილი ყველა საჭირო საბუთი", _ ნათქვამია საკონსულოს მიერ გავრცელებულ ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...