ვინ იყო შეუბრალებლობით განთქმული თბილისელი ყაჩაღი ტატო წულუკიძე

ისტორია

ვინ იყო შეუბრალებლობით განთქმული თბილისელი ყაჩაღი ტატო წულუკიძე

1 ოქტ. 2018, 14:53:20

ავაზაკებად და ყაჩაღებად არა მარტო სოციალური ჩაგვრისა და ხელმოკლეობისაგან გავარდნებოდნენ ხოლმე, ცნობილია, რომ ბევრი შეძლებული ადამიანი დასდგომია ამ მრუდე გზას. ერთი ასეთთაგანი იყო სახელგანთქმული თბილისელი ყაჩაღი ტატო წულუკიძე, რომელიც 1875-78 წლებში თბილისსა და მის შემოგარენში ყაჩაღობდა, კლავდა და ძარცვავდა განურჩევლად ყველას. ამ თავხედობითა და შეუბრალებლობით განთქმულმა მოუხელთებელმა ყაჩაღმა ისე შეაწუხა ხელისუფლება, რომ ამ მიდამოებში საალყო წესებიც კი იყო შემოღებული მის დასაჭერად.

ტატო წულუკიძის ოჯახი, რომელიც მთაწმინდის უბანში ცხოვრობდა, საკმაოდ შეძლებული იყო. მამამისს, აზნაურს პატარა ხე-ტყის ქარხანა და საკუთარი სახლ-კარი ჰქონდა. ტატომ თექვსმეტი წლის ასაკში გიმნაზია დატოვა. მამამ ის სირაჯხანაზე თავის ერთ ნათესავის დუქანში მიაბარა, სადაც მან მკერავის პროფესია შეისწავლა. მაგრამ იქაც დიდხანს არ დარჩენილა. ერთ დღეს სხვისი მიბარებული ვერცხლის საათი დუქნიდან მოიპარა და გაიქცა. შემდეგ მედუქნე დაჭრა, რისთვისაც ნახევარი წლით ციხეში ამოაყოფინეს თავი. გათავისუფლების შემდეგ მამამ ის მიაბარა ერთ ვაჭარს, რომელიც ნიგვზით ვაჭრობდა საფრანგეთთან. ამის გამო ტატო ორი წლის განმავლობაში საფრანგეთშიც კი ცხოვრობდა, ყოფილა პარიზშიც და ვენაშიც, შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში და უცხოეთში შეგროვილი ფული მთლიანად სამიკიტნოებსა და დუქნებში დახარჯა. ფული რომ შემოაკლდა ქურდობასა და ძარცვას მიჰყო ხელი.

მან მშობლები და სახლი მიატოვა, შეკრიბა ბანდა და ძარცვა-გლეჯას, მკვლელობას, რეკეტს და ფულის გამოძალვას მიჰყო ხელი. უნდა აღინიშნოს, რომ მას ყველა უბანსა და მიდამოში ჰყავდა თანამოაზრე, რომელიც მალავდა მას, მოპარულ ნივთებს და ყველანაირად ხელს აფარებდა წულუკიძეს.

თვითნასწავლი თბილისელი მხატვარი კარაპეტ გრიგორიანცი, რომელსაც პირადად ჰყავდა ნანახი წულუკიძე ასე აღწერს მას: ,,1877 წელს, როდესაც კლდის უბანში ერთი მდიდრის სახლი გაეცარცვა და როგორღაც ხელში ეგდოთ და დაეჭირად. ის იყო შავგრემანი და სუსტი აგებულობის ყმაწვილი (საპირისპიროს აცხადებს ალექსანდრე ფრენკელი, რომელმაც წულუკიძეზე წიგნი აქვს გამოქვეყნებული – ტატო დიდი ძალის მქონე ადამიანი იყოო – ი. მ.), თავზე ეხურა მიხაკისფერი ფაფახი და ტანზე ეცვა აქლემის ბალნის ყვითელი ჩოხა. მისი ორივე ხელი თოკებით შეეკრათ და თან სატარებელ იარაღებს სინჯავდნენ. თან ქონიყო ერთი გაზი, ერთი პატარა ლომი, რამდენიმე ცალი ქლიბები და ორმოცამდე მავთულზე ასხმული გასაღებები.”.

როდესაც ის მეტეხის საპყრობილეში იჯდა, ციხის საპირფარეშოში ჩაძვრა, მტკვარში აღმოჩნდა და ცურვით ორთაჭალაში ამოჰყო თავი. ასეთივე გზით ის შემდეგ გაიპარა პოლიციის კამერიდან, მესამედ კი საოლქო სასამართლოს საპიფარეშოდან.

რამდენჯერაც ის გაიპარებოდა, იმდენჯერ ქალაქის მცხოვრებთ შიშის ქვეშ იმყოფებოდნენ, გრიგორიანცის თქმით, ,,მისი შეუბრალებელი მხეცური საქციელი ხალხს ძილს უფრთხობდა და სიცოცხლეს აძულებდა”. მოსახლეობა ისე იყო დაშინებული რომ ღამით სახლებიდან პურის საყიდლად ვერ გადიოდნენ, ,,არამც თუ ცირკში და თეატრში ევლოთ”.

ტატო წულიკიძე რომელ ოჯახშიაც საძარცვავად შეიპარებოდა, იქ არავის ტოვებდა ცოცხალს; თითქოსდა, მოწმეების მოშორების მიზნით, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, აკვანში მყოფი ბავშვიც კი ხანჯლით აუკუწავს (წულუკიძეს სულ ცოტა, შვიდი კაცი მაინც ჰყავდა მოკლული, ეს რაც დაუმტკიცეს სასამართლოზე, თუმცა, როგორც ამბობენ, მოკლულთა რიცხვი გაცილებით დიდია). მთელ ქალაქში დუქანი და სახლი არ დარჩენილა, რომ ტატოს არ გაეძარცვას.

ღამღამობით მისი ბინა იყო ალექსანდრეს ბაღი და აბანოები. საკვირველია, რომ ყველა ეს ადგილი ქალაქის ცენტრში მდებაროებდა და ვერავინ კი ხელს ვერ ახლებდა. ალექსანდრე ფრენკელი ასეთ ,,უყურადღებობას” კავკასიაში კორუფციითა და პოლიციელთა ნაკლებობით ხსნიდა, თანაც მაშინ არ არსებობდაო პოლიციის ნაწილი, რომელსაც შეეძლო მოეძებნა ყაჩაღები. ,,ამის გარდა... კავკასიის პოლიცია უვარგისი იყო, როგორც  თავისი მოვალეობის უცოდინრობით, ასევე, პოლიციის  დაკომპლექტება შემთხვევით ხდებოდა ხოლმე უპრინციპო პირებისაგან”. თუ როგორ ექცეოდა წულუკიძე პოლიციელებს რამდენიმე ფაქტიც კი მეტყველებს: ერთხელ პოლიციელმა ბურაკოვმა, რომელიც ტატოს სახეზე იცნობდა და ერთხელ ხელიდანაც გაუსხლტა, მას მცხეთის ხიდზე გადეყარა. წულუკიძე მასთან მივიდა და უთხრა დამაპატიმრეო. როცა ბურაკოვი მიუახლოვდა, წულუკიძე ხიდიდან გადახტა, გავიდა ნაპირზე და იქიდან დაუყვირა მოდი და წამიყვანეო. ბურაკოვი ისევ მივიდა მასთან, მაგრამ ტატომ პოლიციელს ხელი გაარტყა და გაიქცა. ერთხელ კი, როცა მას ჩაფრები გადაეყარნენ წულუკიძემ მათ ღვინო დაალევინა და იმათაც ხელი არ ახლეს.

ქალაქიდან გასაქცევად მას სხვადასხვა უბნებში ცხენები ჰყავდა გამზადებული, მაგალითად, ერთი შეკაზმული ცხენი პეტრე-პავლეს სასაფლაოსთან ჰყავდა მუდმივად, ერთიც ვერაზე განაპირა გზის დუქანში, რომელსაც მისი მეგობრები ან მოსყიდული ადამიანები უვლიდნენ. იმ დროს ეს უბანი ქალაქის გარეუბანს, ვაკეს ემიჯნებოდა. ამბობენ, იმას ადვილათ დაიჭერდნენ, მაგრამ შიშის გამო ყველა ხელს აფარებდა და მალავდა. წულუკიძეს ჰქონია აუტანელი და კონფლიქტური ხასიათი, ყოველთვის მიზეზს ეძებდა რომ ჩხუბი აეტეხა, განსაკუთრებით სიმთვრალეში. მისი მეტსახელი ,,გიჟი ტატო” ყოფილა.

წულუკიძეს იარაღის ნამდვილი არსენალი ჰქონდა- დამბაჩები, რევოლვერები, ხმლები, ხანჯლები, განსაკუთრებით უყვარდა ცივი იარაღის ხმარება, რითიც მძიმე და სასიკვდილო ჭრილობებს აყენებდა მსხვერპლს. ერთხელ თურმე დღისით მზისით, სრულიად უდანაშაულო გამვლელს ხანჯლით გაუპო თავი და მოკლა - წულუკიძეს სურდა გაეგო მისი ხანჯალი ბასრი იყო თუ არა. აი, კიდევ ერთი მაგალითი - 1875 წლის 1 დეკემბერს საღამოს შვიდ საათზე წულუკიძე და მისი დამქაშები უამრავი თვითმხილველის თვალწინ ქალაქის ცენტრში თავს დაესხნენ თბილისელ მოქალაქეს იაგორა გარსოევს, მიაყენეს ოთხი ჭრილობა, თუმცა გარსოევმა დამხვდურებს წინააღმდეგობა გაუწია, მათ ფული, რომელიც მას ჰქონდა ვერ წაიღეს.  იმავე წლის 13 იანვარს მიყენებული ჭრილობებისაგან გარსოევი გარდაიცვალა.

წულუკიძეს ყველა შემთხვევისათვის ჰქონდა სხვადასხვანაირი ტანსაცმელი, მათ შორის ოფიცრის ფორმა, რომლითაც ერთხელ მდევრებს დაუსხლტა –ის ცხენზე ამხედრებული მაღალი რანგის ოფიცერი ეგონათ. წულუკიძე ჰომოსექსუალი იყო, მუდმივად ჰყავდა პატარა ბიჭები, რომლებიც მისთვის ასევე ინფორმაცია ჰკრებდნენ პოტენციური მსხვერპლების შესახებ. იმასაც ამბობენ,  რომ ყველას საჩვენებლად და დასაშინებლად ადამიანის დაჭრილი ყურებით სავსე ხელსახოცი დაჰქონდაო. გამახსენდა ამერიკელი ბანდიტის ჯეკ სლეიდის ისტორია, რომელიც მარკ ტვენმა აღწერა. სლეიდმა თავისი მტერი ჟულ რენე დაიჭირა, ღობეზე მიაბა და დაცხრილა. შემდეგ მოკლულს ყური მოაჭრა. ამ ნადავლს სლეიდი ყველგან დაატარებდა, განსაკუთრებით სალუნებსა და ბარებში და ყველას აჩვენებდა...

ერთხელ ორთაჭალის ბაღში ქეიფის დროს ტატოს მისი ნათლია, თბილისის მეოთხე უბნის პრისტავი ლოლაძე შეესწრო, ტატომ ეგრევე  გულში დამბაჩა დაახალა, მაგრამ ლოლაძემ რაღაცნაირად აიცდინა ტყვია და გადარჩა.

1878 წელს რუსეთ-თურქეთის ომის დროს წულუკიძემ, რომელიც შეწუხებული იყო პოლიციის მხრიდან მუდმივი დევნისაგან, გადაწყვიტა თურქეთში გადასვლა, მაგრამ დიდმა თოვლმა შეუშალა ხელი. ყარსში ერთ სამიკიტნოში ქეიფი დაიწყო. ეს გაიგო ლოლაძემ და ექვსი კაზაკის თანხლებით იქეთ გაემგზავრა და დუქანში შევიდა. ტატოს ოფიცრის ტანსაცმელი ეცვა, ამიტომაც ლილაძემ ის ვერ იცნო. წულუკიძემ ამით ისარგებლა გარეთ გავიდა, საკუთარი დაღლილი ცხენი მიატოვა, სხვისი მოიპარა და გაქუსლა. ცოტა ხანში ეს შეიტყო ლოლაძემ, გამოუდგა მას და ცხელ კვალზე ერთ დუქანში მიაგნო, სადაც წულუკიძე ბუხართან იჯდა და ფეხებს ითბობდა. ლოლაძე მოულოდნელად დააცხრა მას თავზე, იარაღი აჰყარა და ბადრაგის თანხლებით თბილისში ჩამოიყვანა.

მისი პიროვნება ისეთ მძაფრ ინტერესს იწვევდა, რომ მთელი სასამართლო პროცესის მიმდინარეობა გაზეთ ,,დროებაში” შუქდებოდა. სამხედრო სასამართლომ მას ჩამოხრჩობა მიუსაჯა, რომელიც სახალხოთ სისრულეში მოიყვანეს არსენალის მინდორზე 1880 წლის 28 იანვარს, დილის 11 საათზე. ,,დროება” წერდა: ,,პროკურორმა წაუკითხა სასამართლოს განაჩენი. მღვდელმა უკანასკნელი სიტყვა უთხრა. როცა ყველაფერი მომზადება გათავდა, ტატომ პაპიროზი მოითხოვა, მისცეს, ერთხელ ხელიდამ გაუვარდა, დასწვდა, აიღო ხელში და ბოლომდინ მოსწია. ბოლოს ჯალათი (პალაჩი) შეუდგა თავის საქმეს: შეუკრა უკან ხელები და ფეხები, ჩამოაცვა კისრამდინ ტომარას მსგავსი პერანგი და ცოტა ხანს ისე იყო გაჩერებული, პირ-სახე ახდილი ჰქონდა.

კიდევ ერთი წამი... ჯალათმა მიიყვანა თოკთან... გამოსწია თოკი... ჩამოაცვა კისერზე და იმავე წამს სკამი გამოაცალეს ფეხებიდამ და ხელი ჰკრეს... ჰაერში ჩამოეკიდა, მაგრამ იმავე წამს მოისმა იმის ხმა: კარგათ გამიკეთეთ თოკი თქვე მამა...! აღმოჩნდა, რომ თოკი კისრის მაგივრად ნიკაპზე მოედვა ჯალათს და არ აღრჩობდა. ჯალათი მივარდა, გამოსწია თოკი და მაგრად მოსდვა ყელზე. ერთი ფეხი, არც ხელი არ გაუნძრევია, ისე წაიღრჩო და გათავდა...” ასე დაასრულა 26 წლის ასაკში საკუთარი სიცოცხლე ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ყაჩაღმა და მკვლელმა ტატო წულუკიძემ.

იმ დროს ბევრს ბჭოდნენ თუ რამ მიიყვანა ასეთ მდგომარეობამდე ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც არ უჭირდა და შეეძლო ცხოვრება ასე თუ ისე უზრუნველად გაეტარებინა.  ბევრი იმ საზოგადოებას აბრალებს, რომელშიც ის გაიზარდა და კავკასიაში შემორჩენილ ადათ-წესებს, რომელიც ,,ეწინააღმდეგება ცივილიზაციას” (ა. ფრენკელის გამოთქმა). თუმცა ეს არასერიოზულად მიმაჩნია, რადგან იმავე დროს მთელ რუსეთში გახშირებული იყო არანაკლები ძარცვ-გლეჯა და სისხლისღვრა და ტატო წულუკიძის ქმედებანი, ზოგიერთ მათგანთან  შედარებით ბავშვურ თამაშს წააგავს. ტატოს შემთხვევაში, როგორც ჩანს, დიდი როლი ითამა მიმბაძველობამ, როგორც ამბობენ, ,,ბოროტმა გენიამ” ვინმე მოსესამ, რომელიც მუდმივად აქეზებდა ტატოს სხვადასხვა დანაშაულის ჩადენაზე, ალბათ ახალგამომცხვარ ყაჩაღს ნადავლის ნაწილი მასთანაც მიჰქონდა...

ხშირად მესმის ხოლმე რომ თითქოს ილია ჭავჭავაძემ თავის მოთხრობაში ,,სარჩობელაზედ” წულუკიძის ჩამოხრჩობა აღწერა. ეს არ შეესაბამება სიმართლეს.  ჭავჭავაძემ მოთხრობა1879 წელს შექმნა,  ტატო წულუკიძის სიკვდილით დასჯა კი 1880 წელს მოხდა.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთელ ვიცე-ჩემპიონს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდესევროპის ვერცხლის მედალოსანსა და საქართველოს ჩემპიონს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იური ლომაძეს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს თაობაზე, ლომაძეს, მის ძმასა და კიდევ სამ პირს, ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იური ლომაძეს, თავის ძმასთან და კიდევ სამ პირთან ერთად, გამოძიება ადამიანის გატაცებასა და წამება ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 28 აგვისტოს ... ...
  • გურიაში წელს საგამოცდო ცენტრში 460 აბიტურიენტს ელოდებიანხვალ, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთში #2 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ლელა იმედაშვილის თქმით, გურიიდან წელს 460 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. “ცენტრი სრულ მზადყოფნაშია აბიტურიენტების მისაღებად. ჯანდაცვის რეკომენდაციები გათვალისწინებულია სრულად. ხვალ ველოდებით აბიტურიენტებს და საგამოცდო დღეები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება“, - აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლელა ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებზეგავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია _ ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მისი ძმა _ ირაკლი და ლუკა ლომაძეები. ხუთივე ბრალდებული გადაყვანილია ბათუმში და სწორედ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არაა დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორიაში.   ამავე თემაზე: ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებული ... ...
  • ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებულიროგორც უკვე ვიუწყებოდით, ადამიანის გატაცების ბრალდებით, სამართალდამცავებმა ხუთი ადამიანი დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ოზურგეთელი სპორტსმენი, მოჭიდავე, საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ირაკლი ლომაძეა, _ ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა სპორტსმენმა დაუდასტურა. "გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, სხვა დაკავებულებიც სპორტსმენები არიან. ჩვენ ინფორმაციის გადასამოწმებლად, შსს პრესსამსახურს დავუკავშირდით, თუმცა, მათგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. შსს არ ასახელებს იმ პირების სახელებს და გვარებს, რომლებიც დაკავებულები არიან ადამიანის გატაცების ბრალდებით. იძულებით წაყვანილ პირს ბოხვაურში ფიზიკურად გაუსწორდნენ- ოზურგეთში 5 პირი ... ...
  • საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 951 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 828 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3569 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 192. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...