ვინ იყო "უშესანიშნავი ცხენოსანი", ვისზეც 1894 წელს გაზეთი "San Francisco Chronicle" წერდა

ისტორია

ვინ იყო "უშესანიშნავი ცხენოსანი", ვისზეც 1894 წელს გაზეთი "San Francisco Chronicle" წერდა

22 დეკ. 2017, 16:23:05

გაზეთმა San Francisco Chronicle  1894 წელს გამოაქვეყნა წერილი სათაურით  `უშესანიშნავესი ცხენოსანი~: `აქ იმყოფება ერთი აზნაური, რუსეთის ტრამალი ადგილებიდან მოსული, რომელმაც საერთო ყურადღება დაიმსახურა. გუშინ იგი როტონდაში ჯირითობდა. ამ კაცს ისეთი ტანსაცმელი აცვია, რომ ასეთი მორთული ჯერ ჩვენში არავინ უნახავთ... მან დაწერა თავისი ვინაობა თავისი ქვეყნის ენაზე და აღმოჩნდა გვარად მ. კოტკოშვილი. კოტკოშვილი წარმოსადეგი კაცია, საუცხოო ახოვანებისა. შავი თვალები აქვს და კლასიკური, ვაჟკაცური შეხედულება...

კოტკოშვილმა როტონდაში ჯირითობის დროს დამბაჩა დაცალა, ხმალი ამოიღო და ისეთი ხელოვნებით ატრიალებდა, რომ ეტყობოდა დიდი ვაჟკაცი უნდა იყოს.” აღმოჩნდა რომ ცირკში The Society Circus 1894 წელს ნამდვილად  გამოდიოდა მხოლოდ ერთი კაზაკი, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი კოტკოშვილი იყო.

ქართველი ცხენოსნების ერთ-ერთი გამოსვლით მოხიბლულმა ინ¬გლისელმა მაყურებელმა ლონდონელს განუცხადა: `საკვირველი მხედრები არიან! ავსტრალიის და ამერიკის მინ¬დვრებში ვყოფილვარ, ასობით და ათასობით ვიცნობდი ცხენოსნებს, მაგრამ მაგათი მსგავსი კი არაფერი არ მინახავს. ეს კაცები, ასე გგონია, ცხენზე ამოსულები არიანო. ვერ გაგირ¬ჩევია: სად თავ¬დება კაცი და სად იწყება ცხენი, ალ¬ბათ, იმათ ქვეყანაში კარგი ცხენოსნობის სკოლაა გამართ¬ული... საკვირ¬ველია! აი, მექსიკელებმაც, ეხლა რომ ვნახეთ, ცხენზე კარგი ჯდომა იციან, მაგრამ ამ მთიელების შნო, სიმკვირცხლე და ყოჩაღობა კი არა აქვთ. მართალს ამბობთ: ცხენოსნობის სკოლაში კაცი ვერ შეისწავლის ასეთ კარგ მხედრობას. აქ ხანგრძლივი ეროვნულის ცხოვრების ტრადიცია სჩანს. საკვირველი კია და.~ (,,ცნობის ფურცელი”, 12 აპრილი, 1903) ყოფილა შემთხვევები როდესაც გურულები საზღვარგარეთ სწავლობდნენ საჯირითო ილეთებს. ერთი ასეთი ფაქტია მოყვანილი ნიკოლოზ ჭყონიას წერილში, რომელიც სავარაუდოდ 1912-13 წლებით თარიღდება: ,,...ამას გარდა, მე რომდი ცხენოსანი რომ არ ვიყავი, ყველამ იცის, მაგრამ ჯერჯერობით გაჭენებულ ცხენზე გადმოხტომა და შეჯდომას ვაკეთებ და აწი ხვთის იმედი მაქ, რომ სხვაიც გავაკეთო” ასევე ამერიკაში შეისწავლა ტრიუკები სრულიად ახალგაზრდა ბარბალე იმნაძემ. როგორც ხედავთ ბევრ გურულს, თუმცა კი კარგი ცხენოსანი იყო, მაგრამ ტრიუკების კეთება არ ეხერხებოდა. საფიქრებელია, რომ ხშირად ბევრი მოჯირითე არა მისი პროფესიონალური ჩვევების გამო იქნა წაყვანილი, არამედ აქ ქრთამმა ითამაშა დიდი და გადამწყვეტი როლი.

აი, რას წერდნენ გურულების შესახებ ჟურნალ-გაზეთები:

`არც ერთი სანახაობა ამ შოუსი არ იწვევს ისეთ ცხოველ ინტერესს, როგორც რუსეთის სტეპების ველური კაზაკების მომნუსხველი და დაუჯერებელი ჯირითი. საშუალო დონის კაზაკსაც კი შეუძლია თვით კენტავრს ჩაუტაროს ცხენოსნობის გაკვეთილები.~

`აქ გაიმართა დოღი კაზაკებს, ინდიელებს, მექსიკელებსა და არა¬ბებს შორის, რომელიც ველური სტეპების მაცხოვრებელთა გამარჯვებით დასრულდა.~

`ლუკას შეეკითხნენ შოუს სხვა მხედრების შესახებ, მან კი ლამის ცეცხლი გადმოაფრქვია შავი თვალებიდან და უპასუხა: ლუკა რომ ფიქრობდეს, რომ რომელიმე კაცი-ქაუბოი, ჯარისკაცი ან ინდიელი ისევე ჯირითობს როგორც ლუკა, ის მაშინათვე დატოვებს ბაფალო ბილს და დაბრუნდება რუსეთში

`მათთვის უნაგირზე დგომა ეს ბავშვური თამაშია.~

`კაზაკების ჯგუფი, რომელსაც მეთა¬ურობდა რუსი პრინცი, აკეთებდა ისეთ ტრიუკებს, რომ თმები ყალყზე დაგიდგებოდათ.~

`კაზაკები ცხენებს საშინელი სიჩქარით დააჭენებენ... თავდაყირა ჩამოკიდულნი, მიწიდან იღებენ პატარა საგნებს, ასრულებენ გაუგონარ და თავზეხელაღებულ ტრიუკებს, მშვენივრად ხმარობენ თავიანთ სპეციფიურ იარაღებს, თოფს, რევოლვერს და განსაკუთრებული სიმარჯვით ხმალს.~

ქოუდი ერთ საგაზეთო ინტერვიუში ამბობდა: `ჯირითი? მათ ყველაფერზე შეუძლიათ ჯირითი. თუ ისინი ცხენიდან ჩამოვარდებიან, უმალ მოევლებიან ისევ ზურგზე. მათ მიწაზე ვერ დააბამ... კაზაკები ყველაზე გამოცდილი მხედრები არიან მთელ ევროპაში... ჩვენი თავზეხელაღებული ქაუბოებიც კი აღფრთოვანებული არიან მათი.~

,,ველური” დასავლეთის განთქმული მკვლევარი და ისტორიკოსი დი ბრაუნი წერდა: `ცხენზე ჯირითი როდეოში შემოიტანეს თავზეხელაღებულმა კაზაკებმა. კაზაკების თავბრუდამხვევი ტრიუკებით დაინტერესებულმა ქაუბოებმა ეს გაითავისეს და შემდგომ თავისებური ვარიანტი წარმოადგინეს ამერიკულ როდეოში.” ის ასევე ყურადღებას ამახვილებს კაზაკების გავლენაზე როდეოს მონაწილეთა ჩაცმულობაზეც: ,,ნაირფეროვანი კოსტუმები შოუს განუყოფელი ნაწილი იყო და შესაძლებელია რომ როდეოსთვის დამახასიათებელი უცნაური ჩაცმულობა კაზაკი მოჯირითეების გავლენის შედეგი იყოს.~ თუმცა კონკრეტულად რა ჰქონდა მას მხედველობაში, გაურკვეველია. ცხენოსნობის ექსპერტი ბობ უეიდიც ადასტურებს, რომ როდეოს მონაწილეებმა განავითარეს რუსი მხედრებისაგან გადმოღებული ტრიუკები და ამით აღაგზნებდნენ მაყურებელს. ავტორი ფრენქ დინი კი აღნიშნავს: `როდესაც კაზაკები შეერთებულ შტატებში ჩიკაგოს მსოფლიო გამოფენაზე ჩამოვიდნენ, ამერიკელებმა მათგან სხვადასხვა ილეთები და ნათელი იდეები გადმოიღეს.~ როგორც ირკვევა, ქაუბოები გურულების ჩამოსვლამდეც დაინტერესებულნი იყვნენ ტრიუკების კეთებით, მაგრამ მხოლოდ ქართველი ცხენოსნების ტექნიკამ და მანამადე არნახულმა ტრიუკებმა მისცა ბიძგი იმ საყოველთაო ბუმს, რაც დაიწყო მთელს ამერიკაში.




 ახალი ამბები
  • თელავის საკრებულოს წევრი დააკავესთელავის საკრებულოს წევრი, მიხეილ გრემელაშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, გრემელაშვილს ბრალად ედება  ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარა, ოჯახში ძალადობა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული მ. გ. ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4 დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მ.გ. თავის სახელზე რეგისტრირებული, „ტეტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე. სამართალდამცველებმა, მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით”,_ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • "გამოძიებამ ახლა დაადგინა" -"კაწროს" გამოკითხვა დასრულდაავთანდილ ბილანიშვილმა იგივე „კაწრომ“ საგამოძიებო უწყება რამდენიმე წუთის წინ დატოვა. მისი გამოკითხვა გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, უწყება ისე დატოვა. მისი ადოკატის, თამარ აბესაძის განცხადებით, ბილანიშვილმა მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა. „მოიხადა მოქალაქეობრივი ვალი იმ გავრცელებული ამაზრზენი ინფორმაციის გამო, წარადგინა ამონაწერი ტელეფონის და სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ იმ პერიოდში უბნიდან არ გასულა და იქ არ იმყოფებოდა. გამოძიებამ ახლა დაადგინა ვინ არის პირი, ვინც „კაწრო“ ეგონათ.  ავთანდილ ბილანიშვლმა დაამტკიცა, რომ იქ არ იმყოფებოდა. ცრუ ინფორმაციები იქნა გაჟღერებული“,_ განაცხადა მან. მისივე განცხადებით, ბილანიშვილის ამ საქმესთან მიკვრა პოლიტიკურ ამბიციებს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, 22 ივნისს მყვინთავებმა  წყალში იპოვეს. როგორც შემდგომ დადგინდა, გიორგი შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც მომხდარი ჩხუბის შემდეგ თბილისიდან ჩასული ახალგაზრდების ჯგუფმა მცხეთა-თბილისის გზაზე წვეულების მონაწილეთა დევნა დაიწყო. სწორედ ამ ღამეს  გაუჩინარდა გიორგი შაქარაშვილი. ამ დროისთვის დაკავებულია 17 პირი, თუმცა, მკვლელობის კვალიფიკაცია ჯერჯერობით არ არსებობს. შსს-ში აცხადებენ, რომ მუხლები შესაძლოა ექსპერტიზის შემდეგ დამძიმდეს. საქმის დეტალების გამოკვლევას და მათ შორის შეუსაბამობების დადგენას მედიაც ცდილობს. სწორედ ამ მცდელობებისას გაიჟღერა ავთო ბილანიშვილის, როგორც კრიმინალური საქმის ხელის დამფარებლის და ბერა ივანიშვილის უახლოესი მეგობრის სახელმა. ... ...
  • სახანძრო სამსახურის ცრუ გამოძახება ოზურგეთშიამ წუთებში ოზურგეთში თაყაიშვილის 2 ნომერთან სასწრაფოს, სახანძროს და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან. როგორც შემთხვევის ადგილზე, „გურია ნიუსს“ განუცხადეს, მიიღეს ინფორმაცია გაზის ბალონის აფეთქების შესახებ, თუმცა, ადგილზე მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ცრუ შეტყობინება ... ...
  • გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბერას უახლოეს მეგობარს კითხავენამ წუთებში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილის, მეტსახელად “კაწროს“ გამოკითხვა მიმდინარეობს. „კაწროს“ სახელმა შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მედიაში რამდენჯერმე გაიჟღერა, თუმცა იგი დღემდე გამოკითხული არ ყოფილა. შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, 22 ივნისს მყვინთავებმა  წყალში იპოვეს. როგორც შემდგომ დადგინდა გიორგი შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც მომხდარი ჩხუბის შემდეგ თბილისიდან ჩასული ახალგაზრდების ჯგუფმა მცხეთა-თბილისის გზაზე წვეულების მონაწილეთა დევნა დაიწყო. სწორედ ამ ღამეს უჩინარდება გიორგი შაქარაშვილი. ამ დროისთვის დაკავებულია 17 ბრალდებული, თუმცა, მკვლელობის კვალიფიკაცია ჯერჯერობით არ არსებობს. შსს-ში აცხადებენ, რომ მუხლები შესაძლოა ექსპერტიზის შემდეგ დამძიმდეს. საქმის დეტალების გამოკვლევას და მათ შორის შეუსაბამობების დადგენას მედია ცდილობს. სწორედ ამ მცდელობებისას გაიჟღერა ავთო ბილანიშვილის, როგორც კრიმინალური საქმის ხელის დამფარებლის და ბერა ივანიშვილის უახლოესი მეგობრის სახელმა. ამ დრომდე მას მედიასთან კომენტარი არ ... ...
  • ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები სანაპირო ზოლზესაქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კერძოდ ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე დაფიქსირდა უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები. როგორც გარემოს გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, ვითარებას  სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ. „აღებული იქნა სინჯები წყალმცენარეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების, ასევე, წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევის მიზნით. სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევების შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“,_ ამბობენ გარემოს ეროვნულ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...