ვინ იყვნენ პირველი გურული ფირალები

ისტორია

ვინ იყვნენ პირველი გურული ფირალები

26 ივლ. 2017, 13:35:24

ფირალების ზუსტ რიცხვს, ალბათ, ვერავინ დაასახელებს, გასაგებ მიზეზთა გამო ყველას არც გვარ-სახელი და არც ფოტო შემონახულა.  არსებობს ზოგიერთი ფირალის ფოტოგამოსახულება, მაგრამ თითქმის არაფერია ცნობილი მათი პიროვნებების შესახებ. მაგალითისათვის საკმარისია გიორგი ქინქლაძე და აგია ჩხაიძე. გადმოცემით ისინი ერთად ფირალობდნენ, თუმცა წლები ცნობილი არ არის. ქინქლაძე სოფელ ორაგვესთან პოლიციასთან შეტაკებისას მძიმედ დაიჭრა და სოფელ აკეთში გარადიცვალა, სადაც დაკრძალეს კიდეც. ჩხაიძე რუსეთსა და საქართველოში “მოღვაწეოდა” - ძარცვავდა ბანკებს. ის გურიაში დაიჭირეს, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და ჩამოახრჩვეს. არსებობს გადმოცემა, რომ როცა მასთან საკანში მღვდელი და პოლიციელი შესულა, აგიას, უზარმაზარი ძალის პატრონს, ისე მიუხეთქებია ერთმანეთისთვის, რომ ორივე უსულოდ დაცემულა მიწაზე.

შემორჩენილი ხალხური ლექსის მიხედვით ერთ-ერთი პირველი ფირალი სურებელი ალმასხან ბედინეიშვილი იყო. თურმე მისი ბატონი ზურაბ ერისთავი ისედაც ღარიბ გლეხს სისხლს უშრობდა _ მივიდოდა მასთან სახლში და მოითხოვდა საჭმელ-სასმელს, თანაც არც ზომა იცოდა და არც წონა. მისი სტუმრობა რამდენიმე დღე-ღამე გრძელდებოდა. რა უნდა ექნა ალმასხანს, ითმენდა, მაგრამ ერთხელაც ბატონს ნამეტანი მოუვიდა- ალმასხანის ქალი მოინდომა. აქ კი მოთმინების ფიალა აევსო ალმასხანს, ასე არ უნდაო მიუვარდა ბატონს სასახლეში, ლოგინში მწოლიარე აჩეხა და ტყეში ფირალად გავარდა.

ცნობილი ეთნოგრაფისა და პუბლიცისტის აპოლონ წულაძის მიხედვით უძველესი ფირალებია თავადი მაქსიმეიშვილი და გოგორიშვილი. მისი თქმით საქართველოს ანექსიამდე საქართველოში ფირალობა არ ყოფილა. ბატონის მკვლელი ან სხვაგვარი დამნაშავე ერთი კუთხიდან მეორეში გადავიდოდა, სხვა ბატონს შეაფარებდა თავს. გურიის 1841 წლის ჯანყის შემდეგ კი ეს შეუძლებელი შეიქნა. მიწერ-მოწერის მეშვეობით მთავრობა დამნაშავეს ყველგან მონახავდა. ფირალებს მხოლოდ ერთი თავშესაფარი _ ახლობლები და თავისიანები რჩებოდათ. ჯანყის დამარცხების შემდეგ მთავრობამ თითქმის ყველა მონაწილე დაიჭირა, ზოგი ციხეში ჩასვა, ზოგი გადაასახლა, მხოლოდ ორი მათგანი _ მაქსიმეიშვილი და გოგორიშვილი ვერ ჩაიგდო ხელში. ისინი იარაღით ხელში ტყეში გავარდნენ და მთავრობის მოხელეებსა და ხალხის მოღალატეებს ანაგარიშს უსწორებდნენ.

ორივეს ბევრი შეტაკება გადაუტანია თურმე. ერთხელ გოგორიშვილი პატარა სახლში მოამწყვდიეს, ალყა დაარტყეს, მაგრამ ფირალს ვერაფერი მოუხერხეს, ამიტომ სახლს ცეცხლი წაუკიდეს. სახლის ჭერი როცა ჩამოინგრა, გოგორიშვილი მაშინ გამოვარდნილა ცეცხლიდან და ჯარს ხელიდან მაინც დაუსხლტა. სახელგანთქმული ფირალის მელქისედეკ გუნთაიშვილის ძმის, აპოლონის დღიურებში მოხსენიებულია ფირალი აკაკი ზოიძე. ის ერთი ღარიბი გლეხი იყო, მებატონე ქარცივაძის შინაყმა. ცხოვრობდა პატარა ქოხში და ჰყავდა ერთი მარჩენალი ძროხა. მან ცოლის მოყვანა გადაწყვიტა და ბატონთან ნებართვის ასაღებად მივიდა. ბატონმა უთხრა: “...ყაძახო თუ ქალის მოყვანა გინდა მაშინ შენ ძროხას მოამბი რქაში ბაწარი და მომგვარეო და მაშინ ნებართვას მოგცემო”.

შეურაცხყოფილმა ზოიძემ აიღო თოფი და ბატონი თავისსავე ეზოში გააგორა, თავად კი ოსმალეთში გადავიდა. მუსლიმი ქართველების დახმარებით იქვე იპოვა თავშესაფარი. მაგრამ როგორც კი შანსი ეძლეოდა გადადიოდა გურიაში და ქარცივაძეების ოჯახს აწიოკებდა: ხან ცხენს, ხან ძროხას, ხან კი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს ართმევდა და ჩოლოქს გაღმა ჰყიდდა. ქარცივაძეები გავლენიანი ოჯახი იყო და ხელისუფლებამ ჯილდო დააწესა ზოიძის დაჭერისთვის. დაიქირავეს ვინმე სანდრო ბოლქვაძე, რომელიც როგორც ვითომდა დევნილი და ციხიდან განაქცევი გადავიდა ოსმალეთში და ზოიძესთან დაახლოება სცადა. პირველ ხანებში ზოიძემ ბოლქვაძე ახლოს არ გაიკარა. დროთა განმავლობაში კი ყურადღება მოადუნა, ამით ისარგებლა ბოლქვაძემ და ერთ ღამეს მიადგა აკაკი ზოიძეს სახლში.

როცა ნამძინარევი ფირალი ზღრუბელზე გამოჩნდა _ დამბაჩა დაახალა. სიკვდილის წინ ზოიძემ მკვლელს უთხრა _ შენ და შენ შვილებს ხეირი არ გექნებათო. ფირალის მკვლელობისთვის ზოიძემ კარგი გასამრჯელო მიიღო და “გაკეთდა”, ორი შვილი გაზარდა, მაგრამ ზოიძის სიტყვები მაინც წინ დაუხვდა. ერთხელ ლეღვზე ასული ბოლქვაძე ჩამოვარდა და ღობის სარს საჯდომით დაესო, სარი კისრის არეში გამოვიდა. მამის სიკვდილის შემდეგ მისი ერთი ვაჟი სულ მალე გარდაიცვალა, მეორე კი გაგიჟდა. ის იჯდა ხოლმე გზის ნაპირას, თხრიდა მიწას და იძახდა _ აქ არის ღალატი დამარხულიო.. (ა. გუნთაიშვილი რვეული # 9) გურიაში ამბობდნენ, რომ ფირალების არც ერთი გამცემი, მკვლელი და მოღალატე თავისი სიკვდილით არ მომკვდარაო და არც მის ოჯახს არ გაუხარებიაო.

არსებობს ვინმე ერმალო კვაჭაძის მოგონება, რომელიც ასახელებს ოთხ ფირალს, რომლებიც ბატონებს გაექცნენ და სოფელ ორაგვესთან მდებარე ერთ დაბურულ კლდოვან ხევს შეაფარეს თავი. ესენი იყვნენ მიქელა კვაჭაძე, ბუჭუა ბოლქვაძე, რომელსაც შემდეგ ბურძგლა დაერქვა, ლიხოურელი ურუშაძე, რომელსაც ბატონი შემოკვდომია და ვიღაც აჭარელ კაჟიოღლი. ფირალების მეთაური ბუჭუა ყოფილა. გურიელი ხშირად აგზავნიდა თურმე შეიარაღებულ კაცებს მათ დასაჭერად, მაგრამ ფირალები ყოველთვის ამარცხებდნენ მათ. მაგრამ ერთხელ ბუჭუა მაინც ჩაიგდეს ხელში, გურიელმა ბუჭუა თავისთან წაიყვანა ყარაულად და ოთხ არშინიანი თოფიც აჩუქა. ბურძგლა დიდხანს ვერ გაჩერდა თავადთან და გაიპარა. გურიელმა მას მდევრები დაადევნა, რომლებმაც ფირალი მოკლეს.

ანტონ ხინთიბიძის წიგნის მიხედვით კი ერთ-ერთი პირველი ფირალი კოწია ცეცხლაძეა. ცეცხლაძე ოზურგეთის მაზრის სოფ. გოგიეთის მცხოვრები იყო, რომელიც რამოდენიმე წლის ფირალობის შემდეგ, ⅩⅨ საუკუნის 80-იან წლებში შერიგებია მეფის მთავრობას და ოჯახში დაუწყია მუშაობა. გარდაიცვალა დაახლოებით 70 წლის.

ამონარიდი ირაკლი მახარაძის წიგნიდან ,,გურული ფირალები”.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში- გაფრთხილება ამინდის შესახებგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. 9 აგვისტომდე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 4 - 6 აგვისტოს +27, +32 გრადუსი იქნება, ხოლო 7 - 8 აგვისტოს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 4 – 6 აგვისტოს +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 7 – 8 აგვისტოს +32, +34 გრადუსამდე ... ...
  • პოლიციამ მასშტაბური ნარკორეალიზაციის სქემა გამოავლინაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბანში ორგანიზებული ჯგუფის 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1976 წელს დაბადებული ფ.ბ., 1978 წელს დაბადებული დ.ჯ., 1982 წელს დაბადებული შ.ვ. და 1977 წელს დაბადებული ა.მ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს შემუშავებული ჰქონდათ ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა, რომლის საშუალებითაც ისინი ფინანსურ რესურსებს მართავდნენ ინტერნეტ ტოტალიზატორის გამოყენებით. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას კი  ე.წ. „დადების“ მეთოდით ახდენდნენ. კერძოდ, დ.ჯ. და ფ.ბ. დაინტერესებულ პირებს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნარკოტიკების  შეძენას, აწვდიდნენ ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის ნომრებს,  თანხებს არიცხვინებდნენ, ხოლო ამის შემდეგ აწვდიდნენ ლოკაციების მისამართებს, სადაც ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიერ უკვე განთავსებული იყო  ნარკოტიკული საშუალებები. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მიმდინარე წლის მანძილზე, ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა თანხამ ორ მილიონამდე ლარი შეადგინა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების და ავტომანქანის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, დიდი ოდენობით თანხა, ასევე, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები და საბანკო ბარათები ნივთმტკიცებად ამოიღო. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და  მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ... ...
  • ეს არის საქართველო-გერმანიის ურთიერთობებისა მნიშვნელოვანი ნაწილი - გერმანიის ელჩიგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ კნირშმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საქმიანობა დადებითად შეაფასა და მის მიერ მიღწეული წარმატებები აღნიშნა. „მინდა მივულოცო გარემოს დაცვის კომიტეტს  მიღწევები, მათ შორის, „ტყის კოდექსის" მიღება. ამას გარდა, ძალიან ბევრი სხვა მნიშვნელოვანი რამ განახორციელეთ, მაგრამ კარგია  იმის დანახვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს გარემოს დაცვის საკითხებს პარლამენტისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის  მიერ.  მნიშვნელოვანი არის როდესაც ქვეყანა და საქართველოს მოსახლეობა ჩართული არის გარემოს დაცვის საკითხებში.  ძალიან ბევრი პარტნიორი მუშაობს კონკრეტულად გარემოს დაცვითი პოლიტიკის დოკუმენტებზე. ჩვენმა ქვეყანამ, გერმანიამ უზრუნველყო ფინანსური და ტექნიკური დახმარების ნაწილი და ეს ასევე, ნაწილობრივ აისახა იმ  ფინანსური მხარდაჭერის დოკუმენტში, რომელსაც ხელი წინა კვირას მოვაწერეთ.  ეს მიმართული იქნება სატყეო სექტორის და დაცული ტერიტორიების მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, ეს მოიცავს თბილისის, ბათუმის ტერიტორიებს, განახლებად ენერგიებს, აკვა რესურსებს, ეს არის   საქართველო-გერმანიის ურთიერთობებისა მნიშვნელოვანი ნაწილი და რა თქმა უნდა, დიდი იმედით ველით სამომავლო ურთიერთობას", - განაცხადა ჰუბერტ კნირშმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, სადაც საგაზაფხულო სესიის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა და მწვანე სივრცის პრეზენტაცია ... ...
  • "ევროპულმა საქართველომ" კანდიდატები წარადგინა„ოქტომბრის არჩევნებზე საქართველო უნდა გადავარჩინოთ“-ასეთი იყო „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის პათოსი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ოფიციალური წარდგენისას. პარტიამ 30 საარჩევნო ოლქიდან ამ ეტაპზე მხოლოდ 16 საარჩევნო ოლქში დაასახელა საკუტარი კანდიდატები. თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქი – ზურაბ ჭიაბერაშვილი; გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი – გიორგი ღვინიაშვილი; რუსთავის საარჩევნო ოლქი – ირმა ნადირაშვილი; მარნეული-გარდაბნის საარჩევნო ოლქი – აჰმედ იმამკულიევი; ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქი – არსენ კარაპეტიანი; ქუთაისის საარჩევნო ოლქი – ოთარ კახიძე; საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის საარჩევნო ოლქი – სერგო რატიანი; ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის საარჩევნო ოლქი – გიგი წერეთელი; სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქი – აკაკი ბობოხიძე; ზუგდიდის საარჩევნო ოლქი – გიგი უგულავა; ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქი – გიგა ბოკერია; აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქი – ლელა ქებურია; ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქი – ხათუნა გოგორიშვილი; ხულო-შუახევი-ქედისა და ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქი – ტარიელ ნაკაიძე.რაც შეეხება დედაქალაქს, ვაკის საარჩევნო ოლქში პარტიიდან კენჭს იყრის ელენე ხოშტარია, ხოლო მთაწმინდა – კრწანისის ოლქში – შალვა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...