"ვინ თქვა, არსენა მოკვდაო"

ისტორია

"ვინ თქვა, არსენა მოკვდაო"

17 აგვ. 2018, 16:36:52

არსენა ოძელაშვილი ისეთი პოპულარული პიროვნება იყო, რომ მის სახელს სოფლებსა და ქალაქებში, ლამის ყოველ დაბადებულ ვაჟს არქმევდნენ. თურმე არსენა ბევრის ნათლიაც გამხდარა და ეს დიდი პატივი ყოფილა. დღემდე, ავტომობილების ამ ხანაში, როცა ცხენზე ამხედრებულ კაცს ხედავენ, წამოიძახებენ ხოლმე - ვინა თქვა არსენა მოკვდაო! მაშინ კი, თუ ვინმე ისეთივე ჰეროიკულ თვისებებს გამოავლენდა, როგორც ეს სახელგანთქმული ყაჩაღი, მას არსენას ადარებდნენ და ასევე ეძახდნენ. ერთი ასეთი ,,არსენა” იყო ქიზიყელი მიხა ჭუჭულაშვილი.

საბჭოთა ისტორიოგრაფიას  სურდა ის გამოეყვანა მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ თავგამოდებულ მებრძოლად. სინამდვილეში კი ის მთავრობისაგან დევნილი პირადი მოტივების საფუძველზე გამხდარა.

ის ღარიბი ოჯახიდან იყო, ბავშვობიდან მწყემსობდა. მას შეუყვარდა მდიდარი და გავლენიანი გლეხის წყალობა ოდოჭაშვილის ქალიშვილი. მისი ცოლად მოთხოვნა განუზრახავს, მაგრამ წყალობას სასტიკი უარი უთქვამს - ღარიბ-ღატაკს ქალს ვერ გავაყოლებო. მაშინ მიხამ ქალი ძალით გაიტაცა. განრისხებულმა მამამ პოლიციას მიმართა, მიხა დააპატიმრეს და სასამართლომ მას ციმბირში გადასახლება მიუსაჯა. რაღაც მანქანებით, ყალბი საბუთების წყალობით (კორუფცია რუსეთის იმპერიაში ყოველთვის ყვაოდა) ის მალე დაბრუნდა გადასახლებიდან და ყაჩაღად გავარდა. ეს დაახლოებით 900-იანი წლების დასაწყისია. ის შარაგზის მძარცველი გახდა, მაგრამ ამის გარდა იცავდა ქიზიყელ მწყემსებს თათარი და ჩრდილოეთ კავკასიელი მძარცველებისაგან. ერთხელ თურმე დაღესტნელმა ყაჩაღებმა საქონელი მოიპარეს, მიხა მათ დაედევნა, ორი ქურდი გამოასალმა სისცოცხლეს, ერთი გაექცა. მოკლულებს იარაღი აართვა, გვამები ხრამში გადაყარა, საქონელი კი უკლებლივ პატრონებს დაუბრუნა.

მიხა არაფერს იკლებდა - სადაც კი ქეიფი, ძეობა და ქორწილი იყო ყველას ესწრებოდა. ერთხელაც, მორიგი ქეიფის დროს ის გასცეს, მას პოლიცია დაესხა.  ,,ცნობის ფურცელი” ასე აღწერს ამ ამბავს: ,,საპოლიციო დარაჯის ოფიცერს შეუტყვია, რომ ჭუჭულაშვილი 14 იანვარს (1903) ღამეს ათევდა სოფელ ქედელის მცხოვრების წყალობა მჭედლიშვილის სახლში. გაგზავნილ დარაჯებს შეუპყრიათ ჭუჭულაშვილი. შეპყრობის დროს სროლა ატეხილა და ჭუჭულაშვილი დაჭრილა. მორჩენის შემდეგ ჭუჭულაშვილი პასუხისგებაში მიუციათ”.

მიხას ისევ ციმბირში აუკრეს თავი, მაგრამ ისევ და ისევ ყალბი საბუთების წყალობით ჭუჭულაშვილი საქართველოში მალევე ბრუნდება. ისევ განაგრძობს ყაჩაღობას და ჰკლავს წყალობა ოდოჭაშვილს. ჭუჭულაშვილს შეუერთდა ასევე მთავრობისაგან დევნილი ლადო ოზაშვილი და შაქრო ბეგიაშვილი. ეს სამეული საკმაო ხანს მოქმედებდა საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე - თელავის და სიღნაღის მაზრებში და მეზობელ აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიებზეც.

მთავრობა მათ თავზეხელაღებულ თარეშს ვეღარ მოითმენდა და 1908 წელს ქიზიყში თავად თბილისის გენერალ-გუბერნატორი ჩავიდა და ხალხს მიხას გაცემა მოითხოვა. უარის შემთხვევაში რეპრესიებით დაემუქრა. მაგრამ ვერაფერმა გასჭრა. იმავე წლის 9 მაისს, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სტრაჟნიკები და დრაგუნთა ორი ესკადრონი თავს დაესხა ყარაღაჯის ტყის მიდამოებში მწყემსების ქოხებში თავშეფარებულ ყაჩაღებს. ატყდა სროლა, სამეულმა შეძლო ბრძოლით გაერღვია ალყა და მდინარე ალაზნისკენ ცხენებით დაეშვა. მდევრებმა ბეგიაშვილი დევნისას მოკლეს, ოზაშვილი ალაზნის პირას, ხოლო ჭუჭულაშვილმა, რომელსაც ცხენი ლაფში ჩაეფლო, ნაგანით თავი მოიკლა. როცა მოკლული გაჩხრიკეს მის ჯიბეში აღმოაჩინეს რუსეთისკენ მიმავალი მატარებლის მეორე კლასის ოთხი ბილეთი.




 ახალი ამბები
  • "ევროპულმა საქართველომ" კანდიდატები წარადგინა„ოქტომბრის არჩევნებზე საქართველო უნდა გადავარჩინოთ“-ასეთი იყო „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის პათოსი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ოფიციალური წარდგენისას. პარტიამ 30 საარჩევნო ოლქიდან ამ ეტაპზე მხოლოდ 16 საარჩევნო ოლქში დაასახელა საკუტარი კანდიდატები. თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქი – ზურაბ ჭიაბერაშვილი; გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი – გიორგი ღვინიაშვილი; რუსთავის საარჩევნო ოლქი – ირმა ნადირაშვილი; მარნეული-გარდაბნის საარჩევნო ოლქი – აჰმედ იმამკულიევი; ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქი – არსენ კარაპეტიანი; ქუთაისის საარჩევნო ოლქი – ოთარ კახიძე; საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის საარჩევნო ოლქი – სერგო რატიანი; ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის საარჩევნო ოლქი – გიგი წერეთელი; სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქი – აკაკი ბობოხიძე; ზუგდიდის საარჩევნო ოლქი – გიგი უგულავა; ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქი – გიგა ბოკერია; აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქი – ლელა ქებურია; ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქი – ხათუნა გოგორიშვილი; ხულო-შუახევი-ქედისა და ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქი – ტარიელ ნაკაიძე.რაც შეეხება დედაქალაქს, ვაკის საარჩევნო ოლქში პარტიიდან კენჭს იყრის ელენე ხოშტარია, ხოლო მთაწმინდა – კრწანისის ოლქში – შალვა ... ...
  • ზესტაფონის პროფესიული კოლეჯი „კონსტრუქტ2“ საშემოდგომო მიღებისთვის ემზადება ზესტაფონის პროფესიულ კოლეჯში „კონსტრუქტ2“ პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა. „კოლეჯი „კონსტრუქტ2“ წარმოადგენს კერძო და საჯარო პარტნიორობის საუკეთესო მაგალითს. სწორედ ეს განაპირობებს კოლეჯში მომზადებული კადრის დარგთან და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობას. კოლეჯი ნერგავს პროფესიული განათლების რეფორმის მიმართულებით ყველა სიახლეს და წარმოადგენს საერთაშორისო ხარისხის განათლების კერას ზესტაფონში“,_ განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა. ღონისძიებაზე დაინტერესებულმა პირებმა ინფორმაცია მიიღეს კოლეჯში მოქმედი პროფესიული პროგრამების შესახებ, აგრეთვე, რეგისტრაციის პროცესზე, პროფესიულ ტესტირებასა და შემდგომი დასაქმების შესაძლებლობებზე. სტუმრებმა, რომელთა შორის ზესტაფონის მერი,  გიორგი გოგლიჩიძე იყო, კოლეჯის ინფრასტრუქტურა და სტუდენტების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერეს. აღნიშნული პროგრამა სრულად არის დაფინანსებული სამინისტროს მიერ. კოლეჯის სტუდენტები უზრუნველყოფილია საერთო საცხოვრებლითაც. კოლეჯში სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ და პრაქტიკულ კურსს, ასევე, ანაზღაურებად სტაჟირებას.  მიმდინარე წლის 10 აგვისტომდე პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით ... ...
  • გურიაში "ევროპული საქართველოდან" მაჟორიტარობისთვის ხათუნა გოგორიშვილი იბრძოლებს„ევროპული საქართველოს“ წარდგინებით, გურიის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოპოვებას პარტიის სახელით ხათუნა გოგორიშვილი შეეცდება, _ კანდიდატი პარტიის ლიდერებმა ამ წუთებში ... ...
  • გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ საკუთარი კანდიდატურები წარადგინესდღეს „ევროპულმა საქართველომ“ რეგიონებში მაჟორიტარების სია ოფიციალურად წარადგინა, რითაც პარტიამ, ფაქტობრივად, წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. პარტიის ლიდერებმა გიგა ბოკერიამ და გიგი უგულავამ თავად წარადგინეს საკუთარი თავი, თუ სად იბრძოლებენ ისინი მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად. ბოკერია სენაკი-ფოთი-ხობის საარჩევნო ოლქში შეეცდება ამომრჩევლის ნდობის მოპოვებას, ხოლო გიგი უგულავა ზუგდიდში იბრძოლებს ... ...
  • ვინ არიან დეპუტატები, რომლებსაც პარლამენტში 2019 წელს სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლიათპარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 2019 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა. როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, 2019 წელი პოლიტიკურად აქტიური და დაძაბული იყო. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა სიტყვით გამომსვლელი დეპუტატების რაოდენობა, კვლავ პრობლემად რჩება დეპუტატების აქტივობა, რომლებიც საერთოდ არ სარგებლობენ ამ უფლებით, კერძოდ საანგარიშო პერიოდში სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია 21 დეპუტატს, ესენია: ირაკლი აბუსერიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ლევან ბეჟანიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), რუსლან გაჯიევი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), მახირ დარზიევი (უმრავლესობა), მუხრან ვახტანგაძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ზაზა კედელაშვილი („ევროპული საქართველო”), თეიმურაზ კოხრეიძე (უმრავლესობა), იოსებ მაკრახიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), სამველ მანუკიანი (უმრავლესობა), ენზელ მკოიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), გიორგი მოსიძე (დამოუკიდებელი წევრი, მაჟორიტარი), რომან მუჩიაშვილი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), რამაზ ნიკოლაიშვილი (დამოუკიდებელი წევრი), რუსლან პოღოსიანი (უმრავლესობა), დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა), ერეკლე ტრიპოლსკი (უმრავლესობა), გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), არჩილ ხაბაძე (უმრავლესობა), ირაკლი ხახუბია (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ელგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა)“,- ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...