"ვინც ტრამვაიში ჯდება, იმის ქმარი ვირია” _ თბილისური ამბები

ისტორია

"ვინც ტრამვაიში ჯდება, იმის ქმარი ვირია” _ თბილისური ამბები

10 ივნ. 2019, 12:02:01

1883 წლიდან თბილისში ამუშავდა პირველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ცხენის ტრამვაი, იგივე კონკა. 1904 წელს ის ჩაანაცვლა ელექტროტრამვაიმ. უნდა გენახათ ქალაქში უცხენო ტრამვაის გამოჩენამ რა მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ბევრს ეშინოდა შიგ ჩაჯდომისა, ბევრი დარწმუნებული იყო, ტრამვაის ოთხ თვალზე ოთხი ეშმაკი ზის და ისინი ატრიალებენ ამ თვლებსაო. იმასაც ამბობდნენ, ხიდზე გასვლის დროს, ეშმაკების ხიდს ჩატეხავენ და ტრამვაიში მყოფ ხალხს დახრჩობა არ ასცდებაო. ამის შიშით, ხიდთან მგზავრები ტრამვაიდან ჩამოდიოდნენ ხიდის მეორე ნაპირზე ფეხით გადადიოდნენ, შემდეგ კი ისევ ტრამვაიში სხდებოდნენ. ზოგიერთები ტრამვაით მგზავრობის მოყვარულ ქალების დასაცინად დუღაბა ვასუას მოგონილ ლექსს იძახდნენ:

მარგალიტი ძვირია,

ლეჩაქი ორპირია,

ვინც ტრამვაიში ჯდება

იმის ქმარი ვირია.

ამის გამო ბევრი მამაკაცი თავის მეუღლეს უკრძალავდა ტრამვაით მგზავრობას.

1911-12 წლებში მტკვრის მარცხენა მხარეს ციცაბო კლდეზე მდებარე ორსართულიან შენობაში ერთმა კახელმა, მეტსახელად უტრუხუნემ გახსნა ტრახტირი. მაშინ სამიკიტნოს ან ტრახტირს აუცილებლად რაიმე სახელს არქმევდნენ. ჰოდა, უტრუხუნემაც არც აცია და არც აცხელა და თავის ტრახტირს აეროპლანი დაარქვა. უტრუხუნეს საქმე კარგად მისდიოდა და მოგებაც მატულობდა. მაგრამ მალე ზოგიერთ გავლენიან და მდიდარ მუშტარს მისთვის უთქვამს: აღარ გვინდა შენს ტრახტირში პურის ჭამა და შემოსვლაც კი, რადგან ღვთისგან წყეულ აეროპლანს ეძახიო (საქმე იმაშია, რომ ქალაქში ამბობდნენ, აეროპლანს კაცი კი არა, გადაცმული ეშმაკი მართავსო). თუ არ გადაარქმევ, ფეხს აღარ შემოვდგამთ შენთანო. უტრუხუნე ორ ცეცხლს შუა ჩავარდა: ტრახტირისთვის იგივე სახელის დატოვება მდიდარი მუშტრის დაკარგვას ნიშნავდა. ამავე დროს ხალხის დიდი ნაწილი მიეჩვია აეროპლანს და სახელის გადარქმევით შეეძლო მუშტრის ეს ნაწილიც დაეკარგა. ერთ მშვენიერ დღესაც უტრუხუნემ ნიკი ფიროსმანაშვილს, რომელიც მასთან ხშირად დადიოდა და კედლებიც მისი მოხატული იყო, სთხოვა წასულიყო სხვებთან ერთად აეროდრომზე და შემდეგ ყველასთვის მოეყოლა რომ აეროპლანი, ისევე როგორც ტრამვაი ახალი გამოგონებაა და არა ეშმაკისეული.  უტრუხუნემ ფიროსმანისთვის და კიდევ ორი ცნობილი მოქალაქისათვის ფაეტონი დაიქირავა, ისინიც დუდუკითა და ზურნით მიადგნენ საფრენ ადგილს, საიდანაც ქებურიას საჩვენებელი ფრენა უნდა მოეწყო. ფიროსმანაშვილმა ბესარიონის სთხოვა, - თუ ძმა ხარ, აიღე ორი ტომარა ბატიბუტი, რომ აფრინდები, იქიდან გადმოყარე, ყველა ნახავს, რომ ადამიანი მართავს აეროპლანსო. ქებურიამ თხოვნა შეუსრულა, ხალხს ზემოდან ბატიბუტი გადმოაყარა და საქმეც გაიჩარხა. იმ საღამოს უტრუხუნეს ტრახტირში დილამდე იქეიფეს.

როგორც ამბობენ, ჩაის სმის ტრადიცია სამოვარით რუსების შემოსვლასთან ერთად დაინერგა ჩვენში. მწერალი იონა მეუნარგია წერდა, რომ ,,მოდა იყო, ჩაის სმას რომ გაათავებდნენ, თუ არ უნდოდათ მეტის დალევა, სტაქანი პირ-ქვე უნდა დაემხოთო”. ჩაის დიდი მოყვარული ყოფილა გრიგოლ ორბელიანის მამა ზურაბი. ,,ერთხელ, როდესაც ზურაბი ნარდს თამაშობდა, გართულმა, უნებლიეთ სტაქანი გადმოაბრუნა და ბიჭმაც მეტი ჩაი არ მოუტანა. თამაში რომ გათავდა, ბიჭსა ჰკითხა: ჩაი რატომ არ მომიტანეო.

_ ბატონო, თქვენ აკი სტაქანი პირ-ქვე დაამხვეთ.

-ბიჭო და რა უღელი ხარი იმის გადაბრუნებას უნდოდა, რით ვერ მოერიეო, უპასუხა სიცილით ჩაის მწყურვალე თავადმა”.




 ახალი ამბები
  • მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ 13 წლის მოზარდსუკვე მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ მესტიაში,სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს. ილია ფილფანის სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 80-მდე მაშველი და ერთი ვერტმფრენი. შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში- გაფრთხილება ამინდის შესახებგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. 9 აგვისტომდე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 4 - 6 აგვისტოს +27, +32 გრადუსი იქნება, ხოლო 7 - 8 აგვისტოს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 4 – 6 აგვისტოს +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 7 – 8 აგვისტოს +32, +34 გრადუსამდე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...