,,ვისაც შეგიძლიათ, თავს უშველეთ!” _ ნასაკირალის ბრძოლა

ისტორია

,,ვისაც შეგიძლიათ, თავს უშველეთ!” _ ნასაკირალის ბრძოლა

2018 იან 15 15:59:56

1905 წლის 16 ოქტომბერს ჩოხატაურის ადგილობრივი ორგანიზაციის წითელრაზმელებმა, გურიის კომიტეტის ნებართვის გარეშე, იერიში მიიტანეს პოლიციელთა საგუშაგოსა და ფოსტის განყოფილებაზე, მოკლეს ერთი, დაჭრეს ორი და რამდენიმე კაცი დაატყვევეს, მათ შორის პოლიციის ბოქაული გაგუა, რომელიც გურულებმა ,,დიდის ზრდილობით წაიყვანეს ცხენით მიყრუებულ ადგილას.” აგრეთვე წაიღეს იარაღი _ 10 ბერდანა, 12 შაშხანა, 2 რევოლვერი, ტყვია-წამალი და სხვა. ბოქაულმა შეძლო მაზრის უფროსს ლაზარენკოს დაკავშირებოდა და დახმარება ითხოვა. ამ შემთხვევამ ოზურგეთის მაზრის ადმინისტრაცია ძლიერ შეაშფოთა. ლაზარენკომ ბათუმში გააგზავნა კურიერი და მოითხოვა დამატებითი დახმარება კაზაკ-პლასტუნების სახით: ,,ოზურგეთის მაზრა მოწყვეტილია დანარჩენ კუთხეებს... გთხოვ, აღმომიჩინოთ დახმარება... დღეს გურიაში თავს ინახავს 300 გამოქცეული სალდათი, რომელთაც სათითაოთ სამხაზიანი ვინტოვკა აქვთ. მე ჯარი ძლიერ ცოტა მყავს, სულ 700 შტიკი (ხიშტი – ი. მ.), გთხოვ დაუყონებლივ მომაშველოთ 100 ცხენოსანი კაზაკი და ერთი ,,ვზვოდი” სამთო ზარბაზნებით...” ლაზარენკო ასევე იტყობინებოდა, რომ ჩოხატაურში მიემგზავრება ასი კაზაკის თანხლებით სახელმწიფო დაწესებულებათა აღსადგენად და ნაწამები ბოქაულის გამოსახსნელად.. 
ლაზარენკოს ორ კურიერს გზაში დაიჭერენ და შეიტყობენ თხოვნის შესახებ (რამოდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ ერთი მუსულმანი ჯარისკაცი მაინც ჩააღწევს ბათუმში და ლაზარენკოს წერილს ჩაიტანს). 17 ოქტომბერს ოზურგეთიდან ჩოხატაურისკენ დაიძრა რაზმი, რომელიც კბილებამდე შეიარაღებულ 120 პლასტუნს და 13 პოლიციელს ითვლიდა. რაზმს ხელმძღვანელობდა თავად ლაზარენკო.
მთელს გურიაში მაშინვე გავარდება ხმა, რომ ლაზარენკო პლასტუნებით გურიის განადგურებას აპირებსო. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მაშინ გურიაში არავითარი ცნობები არ მიდიოდა გარე სამყაროდან, თანაც გავრცელდა ხმა რომ ჯარმა მიწასთან გაასწორა ქუთაისი და ბათუმს ზარბაზნები დაუშინაო და ახლა გურიის ჯერი დგებაო. ამას დაემატა ლაზარენკოს მიერ რამდენჯერმე გამეორებული ფრაზა ,,жарко будет населению” - ,,მოსახლეობას კაი დღე არ დაადგებაო”, რამაც მეამბოხეების ყურებამდეც მიაღწია. ადვილი წარმოსადგენია, რას იფიქრებდნენ გურულები. გურია აბობოქრდა, ატყდა ზარების რეკვა, დიდი და პატარა ფეხზე დადგა და ხალხმა იარაღს მოჰკიდა ხელი. ,,ამოწყვეტას გვიპირობენო, - ამბობდა ერთი მოხუცი, - ნაჩალიკს ჯარი წაუყვანია; ჩოხატაურშიც ჯარია თურმე მომდგარი და აწე აქეთ წამევლიან. უნდა შევაკვტეთ!” ცოტა ხანში ნასაკირალთან ყველა საზოგადოებიდან გურულების შეკრება დაიწყო – გადაწყდა ბრძოლა გაემართათ კაზაკებისათვის. 
როდესაც ლაზარენკო რაზმით ჩოხატაურში შედიოდა, ვინმე ილარიონ კალანდაძე შემოახტა ცხენს და მათი მიმართულებით გააჭენა. როცა რაზმს მიაუხლოვდა, რევოლვერი მიუშვირა და რუსულად შესძახა: ,,Куда вы едете?” -,,საით მიდიხართ?” შემდეგ გამოაბრუნა ცხენი და გამოიქცა. მოულოდნელობისაგან რაზმი შეჩერდა და რამდენიმე ნაბიჯით უკანაც კი დაიხია. თუმცა რუსები მალევე მოეგენ გონს და გზა განაგრძეს. 
ლაზარენკოს ჩოხატაური დაცარიელებული დახვდა – მოსახლეობა გახიზნული და მხოლოდ რამოდენიმე ჩინოვნიკი, მათ შორის ,,მირავოი სუდია” პეკარსკი, მისი ცოლ-შვილი და ერთი ექიმი იყვნენ დარჩენილნი. ლაზარენკოს მოახსენეს რომ ბოქაული სურებშია გადაყვანილი, მაგრამ მაზრის უფროსი იქ წასვლას მოერიდა.
ნასაკირალის უღელტეხილზე ჩოხატაურიდან მომავალ გზატკეცილს ერთი მხრიდან მაღალი ტყიანი გორა აკრავს. მეორე მხრიდან კი ტყიანი ხრამი, სადაც მოედინება ბახვისწყალი. ჩოხატაურიდან მოსულმა უნდა გაიაროს ნაგომარი, ბახვისწყალზე გადებულ ხიდზე უნდა გადავიდეს და შემდეგ შეუდგეს ნასაკირალის უღელტეხილს. გურული მეამბოხეები პლასტუნების რაზმს სამი ვერსის მანძილზე ჩაუსაფრდნენ, ეს გაკეთდა იმ მიზნით, რომ რაზმი საფარის შუაგულში მოემწყვდიათ და გაენადგურებინათ. გურულების ერთი ნაწილი ქუთაისიდან მომავალ გზაზე ჩასაფრდა, იმ შემთხვევისთვის თუ იქიდან ლაზარენკოს დასახმარებლად მაშველი რაზმი წამოვიდოდა. ნასაკირალისკენ დაიძრნენ აჯანყებულთა ოჯახის წევრები, რომელთაც მიჰქონდათ ხაჭაპურები, მჭადები, ქათმები და ღვინო. ერთ-ერთი ვინც ჩასაფრებულ გლეხებს საჭმელი წაუღო აპოლონ გუნთაიშვილიც იყო.
'სადილი ჩამომართვენ, კარზინაც გამიცალენ. მითხრა გრიგოლმა (უფროსმა ძმამ - ი. მ.) მელქისის არ სცალია ჯერ, მელქისი რაზმის ხელმძღვანელათ არის. გრიგოლს ვკითხე, ვინ ხელმძღვანელობს მთლიანად ამ საქმეს მეთქინ. გრიგოლმა მიპასუხა ვინა და სოსო ჯუღაშვილიო...” ნაკლებად დასაჯერებელია ჯუღაშვილი ნასაკირალის ბრძოლის მოთავე ყოფილიყო, რადგან ცნობილია, რომ ბრძოლას და საერთოდ პოლიტიკურ სიტუაციას გურიაში მაშინ მენშევიკები წარმართავდნენ. ნასაკირალის შეტაკება მართლაც ჯუღაშვილის დაგეგმილი რომ ყოფილიყო, იმ უთვალავ მემაუარებში, რაც ჩვენ ქართველმა, განსაკუთრებით კი გურულმა ბოლშევიკებმა დაგვიტოვეს, ეს ფაქტი აუცილებლად ნახსენები იქნებოდა.
ლაზარენკომ უკაცრიელ ჩოხატაურში ერთი დღე დაჰყო და უკან ოზურგეთში დაბრუნდა. მას გაჰყვნენ მოსამართლე და მისი მეუღლეც.  მოსამართლისთვის ხალხს შეუთვლია – ნუ წახვალ, არაფერს გერჩითო და არაფერს გავნებთო, მაგრამ ის მაინც ლაზარენკოს გაჰყვა. ბროშურის ,,Очерки революционного движения в Гурии”, ავტორები სიამაყით აღნიშნავენ, რომ მთელ გურიაში არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც შეატყობინებდა მაზრის უფროსს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გურულები საფარში ლამის სამი დღე იმყოფებოდნენო. 
1905 წლის 20 ოქტომბერს ოზურგეთიდან 14 კილომეტრის მოშორებით, სოფელ ნასაკირალთან წითელრაზმელებმა კაზაკებს ბრძოლა გაუმართეს, რომელიც დაამარცხეს და უკუაგდეს. დოკუმენტების მიხედვით, ნასაკირალის ბრძოლას ხელმძღვანელობდა გურიის კომიტეტი, კერძოდ კი  ბენია ჩხიკვიშვილი, ნესტორ ერქომაიშვილი და სხვები. უცნობი ავტორი თავდასხმის ხელმძღვანელებათ ასახელებს ესსერ სტუდენტს ს. ბოლქვაძეს და დათიკო შევარდნაძეს. 
ლაზარენკოს რაზმზე თავდასხმამდე კომიტეტმა თათბირი გამართა, სადაც წითელრაზმელმა სამსონ პაიჭაძემ ამხანაგებს მდინარე გუბაზოულის მოწამლვა შესთავაზა: ,,კაზაკები დალევენ და დაიხოცებიანო.” ,,რასაკვირველია, - წერს ჟღენტი, - პაიჭაძის ,,სტრატეგია” არავის ჭკუაში არ დაუჯდებოდა და გადაწყდა შეიარაღებული თავდასხმა პლასტუნებზე.” ბენია ჩხიკვიშვილი, უსარგებლო მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით, უარზე იყო ნასაკირალის უღელტეხილზე თავდასხმის მოწყობისა, მაგრამ რაკი უმრავლესობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ის დაემორჩილა, თავად წავიდა ნასაკირალზე და იქ შეკრებილ რაზმელებს დავალება მისცა – ვინ სად უნდა ყოფილიყო და როგორ ემოქმედა. ნასაკირალზე მენშევიკების მხარდამხარ ბოლშევიკები და სხვა პარტიის წარმომადგენლებიც იბრძოდნენ. 
ნასაკირალის ბრძოლაში მონაწილეობას იღებდა გურიის თითქმის ყველა საზოგადოების წარმომადგენელი, რიცხვით 4 ათასი კაცი (ფილიპე მახარაძე ასახელებს 1000 კაცს). ამბობენ, მათგან კარგად შეიარაღებული იყო 60 კაცამდე (სხვა მონაცემებით 30), დანარჩენებს კი კაჟიანი თოფები, ცულები, წალდები, დანები, თოხები და სხვა სასოფლო-სამეურნეო იარაღი ჰქონდათ. 
გრიგოლ დუმბაძის გადმოცემით, ლაზარენკომ იცოდა მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, ამიტომ რაზმი საბრძოლველად გამზადებული იყო. მან თავისი რაზმი ჯგუფებად დაჰყო, უკან მთავარი ძალა დააყენა, წინ ფურგონები გაუშვა ჯარისკაცთა პატარ-პარტარა ჯგუფების თანხლებით, ბოლოს კი თავად მოდიოდა მოსამართლესა და ჩინოვნიკებთან ერთად (მოსამართლის ოჯახი ნასაკირლამდე მდებარე ერთ სოფელში იყვნენ დატოვებულნი). ჩოხატაურიდან გამოსული რაზმი ღამით მიუახლოვდა ნასაკირალის უღელტეხილს. ავანგარდში რამოდენიმე პლასტუნი და სტრაჟნიკი ფრთხილად მიიწევდა წინ. ლაზარენკომ ხერხს მიმართა და სიბნელეში რამდენიმე კაზაკი გაუშვა, რომლებიც მიაჭენებდნენ ცხენებს და თითქოსდა გაფრთხილების მიზნით გაჰყვიროდნენ ,,ამხანაგებო, უკან ჯარი მოდის.” ამით უნდოდათ ჩასაფრებულები გამოეწვიათ და მათი ადგილმდებაროება გამოერკვიათ, მაგრამ მეამბოხეები მიუხვდნენ მათ ჩანაფიქრს და კრინტიც არავის დაუძრავს..
გურულ მებრძოლებს ნიშნის მისაცემად სპეციალურად ჰყავდათ ადამიანი, რომელსაც სტვენით უნდა ენიშნებინა რაზმის მოახლოება. მაგრამ ,,ჩვენი ამხანაგის მიერ რომელიც სათვალთვალო პუნქტზე გვყავდა ადრე მოხდა მისი აჩქარების გამო სტვენით ნიშანის მოცემა... ამ უკანასკნელმა გარემოებამ მაზრის უფროსი და მისი რაზმი სრული გაწყვეტისაგან იხსნა,” - ფარნა ცქვიტინიძის მოგონებიდან. ნინო ნაკაშიძის ინფორმაციით, პირველად პლასტუნმა გაისროლა, რაც გურულებმა ბრძოლის დაწყების ნიშნად მიიღეს.
ერთ-ერთი მონაწილე ასე აღწერს ბრძოლას: ,,მე სხვებთან ერთად ჩემი რაზმით ვდგევარ ნასაკირალის ქედის თავში. ჩაბარებული მაქვს 10 გირვანქიანი ხელყუმბარა... მოუთმენლად ველოდით ჩვენს სამსხვერპლოს. დადგა 20 ოქტომბრის ღამე და ვამჩნევთ, რომ პლასტუნთა ბატალიონი მოდის ჩვენ მიმართულებით. მე ხელყუმბარა ვესროლე, მაგრამ იგი მათ ,,აბოზს” დაატყდა თავს (ბნელმა ღამემ მე შეცდომაში შემიყვანა, მე გაანგარიშებული მქონდა იგი თვით პლასტუნთა ბატალიონის შუაგულში ჩამეგდო) ამ გარემოებამ პლასტუნები თითქმის სრულ გაწყვეტისაგან იხსნა. პლასტუნები დაიბნენ და წყალში გადაცვივდნენ, ხოლო მათ განუწყვეტელი ზალპით ვპასუხობთ. დიდი ხნის შემდეგ, როცა ისინი გონს მოვიდნენ ჩვენს ზალპს სროლით უპასუხეს და მოპირდაპირე მთას ცხავათს (სხვა სახელია ნაცხვავათევი –ი. მ.) შეაფარეს თავი.” 
,,Спасайся, кто может!” - ,,ვისაც შეგიძლიათ, თავს უშველეთ!” დაუყვირა ოფიცერმა ჯარისკაცებს (თავდასხმის დროს ლაზარენკო ხიდის ქვეშ დამალულა). პლასტუნები ჯერ გზის პირას ფერდობებზე ჩაწვნენ, ხოლო შემდეგ სროლით ბახვისწყლისკენ დაეშვნენ. ქუთაისის გუბერნატორისადმი წარდგენილ მოხსენებაში ლაზარენკო წერს: ,,...როგორც კი მივუახლოვდით ნასაკირალის გადასასვლელს... და შევდექით ხიდზე... ყოველი მხრიდან დაგვაყარეს ტყვიები ბათქით... ამ ბათქმა მოჰკლა ეტლის ცხენები და რამდენიმე ჩაფრის ცხენი, აგრეთვე იმსხვერპლა ერთი და დასჭრა 14 კაცი. ასეულის უფროსმა ბრძანება გასცა თავდამსხმელთათვის დაეშინათ ბათქით და თანდათან დაეხიათ უკან. სიბნელის წყალობით ბოროტმოქმედთა ცეცხლმა, რომელიც წვიმასავით მოდიოდა, ვერ დაგვაზიანა და ერთი ვერსით დავიხიეთ უკან. წინ და უკან საშინლად გვესროდნენ. ჩვენ დავეშვით ფერდობზე მდინარე ბახვისწყლისკენ, ფონი ფეხით გავედით და ღამის წყვდიაში ქვებს ამოვეფარეთ... ჩვენზე თავდასხმას დღისით რომ ჰქონოდა ადგილი, არც ერთი ჩვენგანი ცოცხალი არ გადარჩებოდა.” ამ თავდასხმისას გურულებს მართლა ,,ვინტოვკებით” შეიარაღებული 300 ჯარისკაცი რომ ჰყოლოდათ, ვერც ერთი კაზაკი ცოცხალი ვერ გაასწრებდა. ისიც ცნობილია რომ ლაზარენკოს რაზმიდან დაჭრილები აღმოჩდნენ საფანტიანი იზლიანი თოფით. ასე რომ, როგორც ,,ივერია” (#196, 1905) წერს ,,შიშს დიდი თვალები აქვს და ლაზარენკოსაც ეპატიება 3 კაცის სამასად გადაქცევაო.”
როგორც ითქვა, ლაზარენკოს უკანდახეულმა რაზმმა გადაკვეთა მდინარე ბახვისწყალი და ცხავათის მთას შეაფარა თავი, სადაც მოხერხებული პოზიცია დაიკავა და ბრძოლისთვის მოემზადა. გურულების ერთმა ნაწილმა ალყა შემოარტყა ლაზარენკოს რაზმს, თავდამსხმელთა მეორე ნაწილი კი მოპირდაპირე ტყიან ფერდობზე დადგა და იქიდან უშენდა კაზაკებს ტყვიებს, თუმცა სიშორის გამო ამას არანაირი ეფექტი არ მოუხდენია. სროლა ლამის მთელი დღე-ღამე გრძელდებოდა. ,,თუ მამაკაცები ბრძოლის ველზე იყვნენ. ქალებსა და ბავშვებსაც არ დაუხუჭნიათ თვალები. მთელი ღამე აცხობდნენ, სწვავდნენ, ხარშავდნენ და ცხენოსნებით უგზავნიდნენ საჭმელებს მეომართ” – გვამცნობს ნინო ნაკაშიძე. 
21 ოქტომბერს აჯანყებულებთან 17 ოქტომბრის მანიფესტის შესახებ ამბავი მიიტანეს. ისიდორე რამიშვილის თქმით ეს ცნობა ,,აჯანყების სარდალს” ბენია ჩხიკვიშვილს ნოე რამიშვილმა მიაწოდა. მაშინვე გაიმართა ბჭობა – გაეგრძელებინათ თუ შეეწყვიტათ თავდასხმა. ზოგიერთი მეამბოხე ამბობდა: ,,რევოლუციას ცივი წყალი გადაასხესო. უმეტესობა კი გაიძახოდა, ეს ,,პოჭოკია” (გოჭის ფეხი – ი. მ.), მაგრამ სულ უფეხობას ,,პოჭოკიც” სჯობიაო.” კომიტეტის აზრით, ,,ასეთი აქტები... ჯერჯერობით, ვერ მიიღებდა გამოხმაურებას მთელი რუსეთისა, ხოლო რეაქციას კი გააძლიერებდა ადგილობრივად...” 21 ოქტომბრის ღამეს სროლა შეწყვეტილ იქნა და ხალხი დაიშალა. წითელრაზმელები დათხოვნილნი იქნენ და ისინი საკუთარ სოფლებს დაუბრუნდნენ. 
სხვადასხვა ცნობით, კაზაკებს მოუკლეს 10, დასჭრეს 14 და 6 ტყვედ წაიყვანეს, ასევე ხელში ჩაიგდეს ცეცხლსასროლი იარაღი და ცხენები. აჯანყებულებს კი მოუკლეს ერთი კაცი და ორი დაჭრეს. გურულებიდან მოკლული იყო ამბაკო სალუქვაძე, ,,რომლის სიკვდილი არავის სწყენია, რადგან იგი მოჰკლა დაჭრილმა კაზაკმა, როდესაც ჩექმას ხდიდა მოკლულ პლასტუნს.” იგივეს ადასტურებს აპოლონ გუნთაიშვილი: ,,...იმერთმა კაცმაც ძალით მოაკლია თავი იმით რომე კვტარ კაზაკს ფეხზედ ახალი ჩექმა დაუნახა და იფიქრა რომ ამ კაზაკს ამ ჩექმას წავაძრობ ფეხზედ და სახლში წავიღებო, მაგრამ როდესაც კაზაკს ფეხზედ ძრობა დაუწყო მეორე კაზაკი ყოფილიყო დაჭრილი და... ესროლა დაჭრილმა კაზაკმა და იმ მკვტარს მიაწვინა გულზედ...” სხვათაშორის, ტყვედ აყვანილ კაზაკებს გურულები როგორც სტუმრებს ისე ექცეოდნენ. ,,ბრძოლაში ჩვენ დანდობა არ ვიცით, მარა როცა ცოცხალი ტყვეები ჩაგივარდება კაცს ხელში, სულგრძელობა უნდა გამოიჩინო, წესიერად მიეპყრო და გაათავისუფლო,” – ამბობდნენ გურულები. კაზაკებს ასმევდნენ და აჭმევდნენ, ზოგიერთს კი ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც კი მისცეს. ერთი გათავისუფლებული კაზაკი გაკვირვებული იძახდა: ,,Батенька, оказывается народ хороший, а мы их ругали” - ,,ღმერთო ჩემო, თურმე რა კარგი ხალხი ყოფილა, ჩვენ კი მათ ვლანძღავდით.” ის, რომ წითელ რაზმელებში საბრძოლო მომზადება სათანადო დონეზე იდგა, ამაზე მეტყველებს იგივე ლაზარენკოს ქუთაისის გუბერნატორისადმი გაგზავნილი პატაკი: ,,...ჩვენ დავათვალიერეთ მთელი ნასაკირალის გადასასვლელი და აღმოჩნდა, რომ აჯანყებულებს საუცხოოდ მოეწყოთ საფრები: მწვერვალზე გაეჩეხათ ტყე... მაგრამ ისე ოსტატურად, რომ გზატკეცილზე შესაძლებელი ყოფილიყოს ტყვიის დაშენა ყოველი მხრიდან... გარდა ამისა, ყველგან ამოთხრილი იყო პატარ-პატარა თხრილები მსროლელთა დასამალავად, მთავარი პოზიციებიდან მოყოლებული გზატკეცილამდე...” აჯანყებულებს იქვე ჰქონდათ სპეციალური კარვები ჰქონდათ გაშლილი, ,,სადაც ხდებოდა სასწრაფო პირველადი დახმარების ჩატარება, ხოლო სოფელ ბახვში და შემოქმედში მოწყობილი იყო დაჭრილთათვის სათანადო თავშესაფარი.”




 ახალი ამბები
  • საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს იგეგმებაცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს ახალგორში უნდა გაიმართოს.  ის უკვე თვეზე მეტია, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ოკუპანტები გაფრინდაშვილს  ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებენ, თუმცა, ექიმი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ ცნობს. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის ინფორმაციით, ამ პროცესზე ადვოკატი ქართველი ექიმის დაუყონებლივ გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობას დააყენებს. „ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ადვოკატთან, რომელიც ოჯახის თხოვნით ავიყვანეთ. მან რამდენჯერმე მოინახულა ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში. მისი ინფორმაციით, დღეს, 15:00 საათზე არის ჩანიშნული პროცესი ე.წ. სასამართლოში. ეს არის პირველი სასამართლო სხდომა. ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ უკანონო პატიმრობა, რომელშიც ქართველი ექიმი თვეზე მეტია, იმყოფება, სწორედ დღევანდელ პროცესზე დასრულდება და ის აბსურდული ბრალი, რაზეც არის საუბარი, საბოლოო ჯამში მისი უპირობო გათავისუფლებით დასრულდება. ე.წ. პროცესზე ადვოკატი აპირებს იშუამდგომლოს, რომ გათავისუფლდეს ექიმი პატიმრობიდან და გამარტივებული წესით მოხდეს მისი საკითხის განხილვა. შეიძლება, იყოს ადმინისტრაციული გარკვეული სახის ფულადი ჯარიმაც გამოყენებული“, – ამბობს ... ...
  • 49 ტონა კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოჩნდაშემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ თურქეთის მხრიდან 49 ტონა სასურსათო კარტოფილი შემოვიდა და კვლევის შედეგად, პროდუქტში საკარანტინო ობიექტის, კარტოფილის რგოლური სიდამპლის (Clavibacter Michiganensis Subsp. Sepedonicus) არსებობა დადასტურდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციითვე, აღნიშნული ტვირთი, უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას ... ...
  • მძიმე ბრალდებები- დაპირისპირება სამტრედიის საკრებულოს სხდომაზე ამ წუთებში ხმაურია სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, სადაც 2020 წლის ბიუჯეტს განიხილავენ. დღის წესრიგით გათვალისწინებული 40 საკითხიდან, ჯერ  2 საკითხი არ იყო განხილული, როდესაც ოპოზიციამ სიტყვა მოითხოვა და ადგილობრივი ხელისუფლება თბილისში ბიუჯეტზე დამოკიდებული თანამშრომლების აქციაზე წაყვანის ძალდატანებაში დაადანაშაულა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ემზარ შუბლაძემ ხელი პირდაპირ დაადო კეთილმოწყობის უფროსს, ელგუჯა კალაძეს, რომელიც, თითქოსდა, თანამშრომლებს სამსახურიდან გაგდებით აშინებს. ოპოზიციის ბრალდება კატეგორიულად უარყო ელგუჯა კალაძემ. მან ემზარ შუბლაძე თათბირზე მიიწვია და პირობა დადო, რომ თუ ერთი თანამშრომელი მაინც დაადასტურებს უფროსის მხრიდან დაშინების ფაქტს, თანამდებობას ... ...
  • "დასაკარგი დრო არ გვაქვს"- პატარა ლიზის ხალხის დახმარება სჭირდება7 წლის ლიზიკო ტყეშელაშვილს დახმარება სჭირდება. როგორც „გურია ნიუსს“ ლიზიკოს მშობლებმა უთხრეს, ბავშვს 2 წლის წინ ანგინა დაემართა, რის შემდეგაც სიცხეები და ღებინება დარჩა, ექიმები სხვადასხვა აზრს გამოთქვამდნენ, მაგრამ ცოტა ხნის წინ შეიტყვეს, რომ ბავშვს თავის ტვინის  ავთვისებიანი სიმსივნე აქვს. ექიმები ამბობენ, რომ საქართველოში ოპერაცია ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული და ლიზის სჭირდება ოპერაცია გერმანიაში. საზღვარგარეთ ოპერაცია კი  სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული და  ოჯახს ამის საშუალება არ აქვს. „ძალიან გვჭირდება თითოეული თქვენგანის დახმარება, ვინაიდან 7 წლის ლიზის აღმოაჩნდა თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე რამდენიმე ადგილას. ორი წლის წინ ლიზის აღმოაჩნდა ანგინა, რომელმაც დაუტოვა დაბალი სიცხეები და ღებინება. ექიმები აფიქსირებდნენ სხვადასხვა აზრს, თუმცა, საბოლოო შედეგს თუ რის გამო იყო ლიზი ამ მდგომარეობაში ვერავინ გვეუბნებოდა.   ამის გამო გადავწყვიტეთ გადაგვეღო მაგნეტო რეზონანსული ტომოგრაფია თავზე  და გავიგეთ ამ დიაგნოზის შესახებ. ლიზიკოს სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია გერმანიაში, დაგვიანების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება მის სიცოცხლეს. ექიმები ვარაუდობენ, რომ ოპერაციის დაგვიანების შემთხვევაში დიდი ალბათობაა, რომ ბავშვი დაინვალიდდეს და მხედველობა დაკარგოს. ველოდებით კალკულაციას გერმანიის კლინიკებიდან, მაგრამ დასაკარგი დრო არ გვაქვს და ვიწყებთ თანხის შეგროვებას. დაახლოებით 200 000 ევროა საჭირო ოპერაციის ჩასატარებლად. გთხოვთ, გამოვიჩინოთ გულისხმიერება და დავეხმაროთ ლიზის გამოჯანმრთელებაში. ანგარიშის ნომერი: თიბისი ბანკი: GE63TB442345061100041 საქართველოს ბანკი: GE92bg0000000756736700 მიმღები თეა ნოზაძე. წინასწარ მადლობას გიხდით და გთხოვთ გაითვალისწინოთ პატარა ლიზის მდგომარეობა“,_ ამბობენ პატარა ლიზიკოს ოჯახში. ... ...
  • უკანონო ნადირობა წითელ ნუსხაში შეტანილ კავკასიურ მურა დათვის ბელზეგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხის მუნიციპალიტეტში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქემ, სოფელ ტყემლანას მიმდებარედ, გაუფორმებელი იარაღით მოინადირა წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური მურა დათვის ბელი, რომლის წონამ 30 კგ. შეადგინა. სამართალდამრღვევი ნანადირევის ტრანსპორტირებას ავტომანქანით ორ თანმხლებ პირთან ერთად ახდენდა. იგი იარაღითა და ნანადირევით გაქცევას შეეცადა, მაგრამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიმალვის საშუალება არ მისცეს. სამართალდამრღვევმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...