Zippo

ისტორია

Zippo

2017 აგვ 29 12:26:21

პირველად Zippo ჩემს მეზობელთან, სენია კოლჩინსკისთან ვნახე 70-იანი წლების ბოლოს (ახლა ის საიმონია და ჩიკაგოში ცხოვრობს), რომელსაც ეს სანთებელა ძმამ ამერიკიდან გამოუგზავნა. პირველად მისგან გავიგონე მოგვიანებით მრავალჯერ მოსმენილი სლოგანი, რომ Zippo შეუდარებელია ქარში, წვიმასა და ნებისმიერ უამინდობაში და რომ ის არასოდეს გიღალატებს.

ამ ცნობილი ამერიკული ბრენდის ისტორია დიდი დეპრესიის დროს, პენსილვანიაში დაიწყო. ერთხელ მენავთობეთა ქალაქ ბრედფორდის ერთ პატარა კლუბში მოწყობილ ცეკვებზე ნავთობის მოპოვების ხელსაწყოთა პატარა ფირმის თანამესაკუთრე ვინმე ჯორჯ გრანტ ბლეისდელი მივიდა. ცეკვა და პოლიტიკაზე საუბარი რომ მოსწყინდა, ის მოსაწევად ჰაერზე გავიდა, სადაც თავისი მეგობარი დიკ დრესერი ნახა, რომელიც ქარიან ამინდში ავსტრიული წარმოების სანთებელით სიგარეტის მოკიდებას ცდილობდა. დრესერი საკმაოდ შეძლებული ადამიანი იყო და ჯორჯი მას შეეკითხა, თუ რატომ არ ყიდულობდა ის უფრო ძვირფას სანთებელას? დრესერმა მოუკიდა სიგარეტს და უპასუხა: ,,იმიტომ რომ ეს მუშაობს!” ამ სიტყვებმა გაგონებაზე ჯორჯს დაებადა აზრი, რათა ამერიკელ მწეველთა უზარმაზარი არმიისათვის გამოეშვა ადვილად მოსახმარი და იაფი ამერიკული წარმოების სანთებელა. მაშინ, 30-იან წლებში, არავინ ებრძოდა სიგარეტის კომპანიებს, კოლოფებზე გაფრთხილებებს რომ მოწევა კლავს და იმპოტენციას იწვევს (ძველი ანეგდოტი გამახსენდა ამის თაობაზე – გურული რომ სიგარეტს ყიდულობს და გამყიდველმა კოლოფი მიაწოდა წარწერით ,,სიგარეტი იწვევს იმპოტენციას”. გურულმა თავი გააქნია და ეუბნება ,,მაი არ მინდა, ის მომეცი, რომ კლავს”) ვერ ნახავდით, უფრო მეტიც, მილიონობით მაყურებელთა კერპები, ცნობილი მსახიობები, ამერიკელები და ევროპელები (თუნდაც ჰამფრი ბოგარტი, ლორენ ბექოლი ან ჟან პოლ ბელმონდო, მაგალითისათვის), ეკრანიდან ლამის მოუწოდებდნენ საკუთარ თანამოქალაქეებს თამბაქოს მოწევას.

სანთებელას გამოსაშვებად ყველა ხელსაყრელი პირობა არსებობდა და ბლეისდელი საქმეს შეუდგა. მან ნიმუშად ავსტრიული სანთებელა აიღო და პირველ რიგში ზომაში შეამცირა, რათა ის ხელისგულზე დატეულიყო. შემდეგ შეცვალა მექანიზმი და სანთებელას ანთება უკვე ერთი ხელით გახდა შესაძლებელი. სხვა რაიმე განსაკუთრებული ცვლილება სანთებელას კონსტრუქციაში მას არ შეუტანია. სანთებელას ბლესდელმა ძიპპო დაარქვა. საქმე იმაშია, რომ მას მოსწონდა შესაკრავი ელვის სახელი, ინგლისურად Zipper და აქედან გამომდინარე საკუთარ გამოგონებას, მისი აზრით, ჟღერადი სახელი შეურჩია.

თავდაპირველად  Zippo-ს სანთებელა დოლარი და 95 ცენტი ღირდა. პირველ თვეს 82 ცალი გაიყიდა და საქმეც დაიძრა (ცნობისათვის, მსოფლიოში გაყიდულია 500 მილონზე მეტი სანთებელა). სანთებელამ მაშინვე მოიხვეჭა პოპულარობა. თვით შემქმნელს ისე შეუყვარდა საკუთარი გამოგონება, რომ დაიფიცა, სანამ ცოცხალი ვარ სანთებელას გარეგნული სახე არ შეიცვლებაო. მართლაც, მისი გარდაცვალების შემდეგაც Zippo-მ პირვანდელი სახე შეინარჩუნა, ზოგიერთი მოდელი კი დიზაინრების მეშვეობით უფრო ნატიფი, მდიდრული და თვალწარმტაცი გახდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს Zippo-მ თავისი დანიშნულება ხუთიანზე შეასრულა და ის საღეჭი რეზინის, ღაყ Bან-ის, პრეზერვატივის და ზოგჯერ ჯინსთან ერთად სამხედროების განუყრელ ნივთად იქცა. ისევე როგორც Ray Ban-ის სათვალის პოპულარიზაციაში, აქაც დიდი როლი შეასრულა აქტიურმა მწეველმა გენერალმა დაგლას მაკარტურმა, მას კი, როგორც ხდება ხოლმე, მიბაძეს ათასობით უფრო დაბალი ჩინის მოსამსახურეებმა და Zippo-ს რეპუტაცია გამყარდა.

ძიპპო-ს სანთებელამ გაჩენის პირველი დღეებიდანვე კინოეკრანებზე დაიდო ბინა. ეს ნივთი ვინჩესტერსა და კოლტთან ერთად საოცრად კინემატოგრაფიულია და ასეთ შანსს ჰოლივუდის მესვეურები ხელიდან, რა თქმა უნდა, არ გაუშვებდნენ. Zippo 1500-ზე მეტ ფილმში გამოჩნდა და ეკრანზე ბევრ დამწყებ თუ უკვე ,,გამობრძმედილი” მსახიობის ხელში გაიარა. აი, ზოგიერთი მათგანი: მაიქლ დაგლასი (,,შავი წვიმა”), ბრუს უილისი (,,კერკეტი კაკალი”), რობერტ დე ნირო (,,შუაღამის რბოლა”), მელ გიბსონი და გოლდი ჰოუნი (,,ჩიტი მავთულზე”), ჰარისონ ფორდი და შონ ქონერი (,,ინდიანა ჯონსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობა”) და მრავალი, მრავალი სხვა...
საინტერესოა, რომ უამრავ არამწეველს (მათ შორის მეც ვარ), აქვს ძიპპო ამა თუ იმ წარწერითა და გამოსახულებით. ჩემს სანთებელას ამშვენებს წარწერა ჭილდ ჭესტ -ველური დასავლეთი, რაც დაკავშირებულია ბაფალო ბილსა და მის მიერ შექმნილი ველური დასავლეთის შოუსთან, სადაც სხვებთან ერთად გურული მოჯირითეებიც მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ყველა წარწერა ასეთი უწყინარი არ ყოფილა. მკვლევარ შერი ბუქენენის მიხდვით 1965-1973 წლებში Zippo-ს ამშვენებდა შემდეგი შინაარსის წარწერები:  Fuck Communism, Fuck Democracy, Fuck Ho Chi Minh (xo Si mini), Fuck LBJ (lindon jonsoni), Fuck Santa Claus, Fuck You Too...

Zippo-ს დაბადების ადგილას, ქალაქ ბრედფორდის მუზეუმში ინახება კომპანიის მიერ გამოშვებული ყველა სანთებელას ეგზემპლარი და რაც მთავარია, ყოველი მათგანი მუშაობს. ამერიკელები ამაყობენ იმით, რომ სანთებელას ისევ შეერთებულ შტატებში ამზადებენ და არა აზიის რომელიმე ქვეყანაში იაფი მუშახელის მეშვეობით. კომპანია უამრავ ფულს ხარჯავს ქველმოქმედებასა და სპონსორობაზე. მისი ერთ-ერთი სლოგანი ასეთია ,,თუ ჯერ კიდევ არ გაქვს Zippo, გადი და იყიდე!”




 ახალი ამბები
  • რა უნდა გააკეთონ მოქალაქეებმა საკრედიტო ისტორიის გამოსასწორებლადმთავრობის ინიციატივით ფონდმა „ქართუმ“ საბანკო შავ სიაში მყოფ 600 000 ადამიანს, გასული წლის დეკემბერში, სესხი ჩამოაწერა. განულებული დავალიანების მიუხედავად, ადამიანები, რომლებსაც სესხები ჩამოაწერეს, ახალი სესხის აღებასა და განვადებით ნივთების გამოტანას ვერ ახერხებენ. სესხის აღებისას დიდი მნიშვნელობა  აქვს საკრედიტო ისტორიას. კანონს არ აქვს წინაპირობა სესხის გაცემაზე თუ რა შემთხვევაში შეიძლება გაიცეს ან არ გაიცეს სესხი.  თითოეული საბანკო დაწესებულება თავის შიდა რეგულაციებით აწესებს წინაპირობებს ასეთი შიდა რეგულაციები ამ შემთხვევაში არის კრედიტინფოს მონაცემებში დადებითი ისტორია. რა უნდა გააკეთონ  მოქალაქეებმა ვისაც, დავალიანების განულების შემდეგ, სესხის აღება სურთ_ ამ კითხვით „გურია ნიუსი“ ადვოკატ მარიკა არევაძეს ესაუბრა. ადვოკატის თქმით, სესხის აღების მსურველმა მოქალაქეებმა ჯერ საკრედიტო ისტორიის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოითხოვონ, რომელიც  კრედიტ ინფოში ინახება. „პირველ რიგში  ადამიანებმა, ვისაც სურთ კრედიტის აღება კრედიტ ინფოს მონაცემებიდან უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია, ამ სესხის ჩამოწერით გაუსუფთავდათ საკრედიტო ისტორია თუ არა, დადებითი ისტორია აქვთ თუ ნეგატიური. ისტორია დადებითია თუ ვალდებულებები არის შესრულებული. ამ შემთხვევაში ისტორია უნდა იყოს დადებითად ქცეული, რადგან მართალია, ამ ადამიანების მიერ არა, მაგრამ სხვის მიერ  ვალდებულება შესრულებულია. მთავარია, გამსესხებელმა კომპანიებმა როგორ მიაწოდეს ინფორმაცია  კრედიტინფოს. თუ მათ უთხრეს კომპანიას, რომ ეს იყო ჩამოწერილი ვალდებულება, და უშუალოდ მსესხებლის მიერ არ შესრულდა, შესაძლოა, იყოს ნეგატიური მაჩვენებელი. ნეგატიური საკრედიტო ისტორია კი სესხის აღებას ხელს უშლის“,_ ამბობს არევაძე. როგორც ადვოკატი ამბობს, ნეგატიური საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში მოქალაქემ კრედიტ ინფოს უნდა მიმართოს წერილობით, რომ დავალიანება გასწორებულია და გამოსწორდეს ინფორმაცია.     ... ...
  • იგეგმება თუ არა ოზურგეთის ყოფილი მერიის შენობის დემონტაჟიოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომაზე, რომელიც ნოემბრის თვეში ჩატარდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ განაცხადა, რომ დაგეგმილია ქალაქ ოზურგეთის მერიის ყოფილი შენობის დემონტაჟი (შენობა ქალაქ ოზურგეთის ცენტრში მდებარეობს) და მის ადგილას ახალი შენობის აგება. 1 მილიონი ლარი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში ჩაიდება. მერის განცხადებითვე, გენგემის ხარჯი 100 000 ლარით გაიზარდა. „გვინდა მოვიწვიოთ სპეციალისტები, რომელებსაც აქვთ შესაბამისი ტექნიკა და შესაბამისი კომპეტენციის მქონე ახალგაზრდები ჩავრთოთ გენგეგმის მომზადების პროცესში, რათა ადგილზე უშუალო დათვალიერებით მოხდეს მისი მომზადება და არა კომპიუტერული რუკების საშუალებით (რასაც იყენებენ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები). როგორც წინასწარი სამუშაო, დაგეგმილია ქონების ელექტრონული რეგისტრაცია“,_ თქვა კონსტანტინე შარაშენიძემ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის გრიგოლ მახარაძის თქმით, ეს წინადადება იდეის დონეზე იქნა გაჟღერებული. „თუ ეს პროექტი განხორციელდება, საბჭოს წევრებმა აღვნიშნეთ, რომ ასევე მოხდეს ქალაქის მერიის ყოფილი შენობის წინ, ე.წ. ჭადრების ბაღის რეაბილიტაცია,“ _ გვითხრა გრიგოლ მახარაძემ. ამავე სხდომაზე მერმა ასევე გააჟღერა შემდეგი სახის ინფორმაციები. „სოფელ ოზურგეთის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე 2 მლნ ლარი იხარჯება. დაგეგმილია ნაგომრის კულტურის სახლის რემონტი, ხოლო სოფელ მშვიდობაურში რეაბილიტაცია გაუკეთდება მრავალპროფილურ შენობას.  მიმდინარეობს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული შენობების, კერძოდ ფასადების რეაბილიტაცია - აპოლონ წულაძის ქუჩაზე მდებარე მრავალპროფილური შენობის ფასადის მოდერნიზაცია თუმცა მფლობელებმა უნდა გაიღონ თანამონაწილეობა. გადმოგვეცა ყოფილი „რაიკავშირის“ შენობა მისი 1 ჰა მიწის ფართობით და გაკეთდება გასართობი სკვერი და სტადიონი,“ _ აღნიშნა შარაშენიძემ. „გურია ნიუსი“ ამ თემასთან დაკავშირებით მუშაობას აგრძელებს და დამატებით ინფორმაციას მიწოდებისთანავე ... ...
  • ბავშვთა პორნოგრაფია _ დაკავებულია მოზარდი გოგონების მშობლები და მასწავლებელიპოლიციამ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულებს შორის არიან არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები და პედაგოგი დააკავეს. მისივე განცხადებით, ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით. „ასევე, დაკავებულია არასრულწლოვანი ბავშვების სკოლის პედაგოგი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ბავშვების შერჩევაში და მიმდინარე წლის სექტემბერში დაკავებულ აშშ-ის მოქალაქეს დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელებაში ეხმარებოდა. ამავე საქმეზე, მიმდინარე წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს. სექტემბერში, პირველ ეტაპზე, სამართალდამცველებმა აღნიშნული ქსელის 11 წევრი დააკავეს. ამ დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, სულ დაკავებულია 22 პირი. დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, გრძელდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს“, - აღნიშნეს ... ...
  • ოზურგეთში მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღინიშნაოზურგეთში “ევროკლუბის“ წევრების ორგანიზებით მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღნიშნა. როგორც ღონისძიებაზე ითქვა, მოხალისეობა  არის  არაანაზღაურებადი, გათვითცნობიერებული, ნებაყოფლობითი საქმიანობა სხვათა სასარგებლოდ. ნებისმიერ ადამიანს, ვინც შეგნებულად და უანგაროდ შრომობს სხვისთვის, შეიძლება ეწოდოს მოხალისე. ღონისძიების დროს “სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს“ მოხალისეებმა პატრიცია გებიცკამ და არკადიუშ ბჟოზმა ისაუბრეს მოხალისეების მნიშვნელობაზე. ასევე დამსწრე საზოგადოებას მოუყვნენ, რა მოხალისეობრივი აქტივობები ჰქონდათ გაკეთებული. “ევროკლუბის“ წევრებმა დარბაზში მყოფ ადამიანებს ქაღალდის ფურცლები ჩამოურიგეს, სადაც უნდა დაეწერათ მოხალისეობის მნიშვნელობაზე. ... ...
  • ,,სექსუალური შევიწროვება ადამიანის უფლებების დარღვევაა" _ აქციას პროკურატურა შეუერთდარამდენიმე დღეა, ქვეყანაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი 16-დღიანი კამპანია მიმდინარეობს ძალადობისა და სექსუალური შევიწროების შესახებ. საინფორმაციო კამპანიის სლოგანია ,,სექსუალური შევიწროვება ადამიანის უფლებების დარღვევაა." კამპანიას საქართველოს პროკურატურაც შეუერთდა და უწყების ორგანიზებით ქვეყნის მასშტაბით არაერთი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სამტრედიის რაიონული პროკურატურის თანამშრომლები მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის პროფესიული კოლეჯის სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებს შეხვდნენ და სექსუალური შევიწროვების თემასა და ძალადობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების საგამოძიებო და სასამართლო პრაქტიკის შესახებ ესაუბრნენ. ,,ღონისძიების მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ კატეგორიის დანაშაულის პრევენცია, ასევე, მოსახლეობისთვის სექსუალურ შევიწროვებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ბოლო დროს გახორციელებული ცვლილებების გაცნობა", _ აღნიშნა "გურია-ნიუსთან" საუბრისას სამტრედიის რაიონულმა პროკურორმა ნუგზარ ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს