მსხვილფეხა პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების უპირატესობა

კარმიდამო ჩემი

მსხვილფეხა პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების უპირატესობა

1 იან. 2013, 04:00:00

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისამდე, საქართველოს ყველა რაიონში ფუნქციონირებდა სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების სამსახურები, შექმნილი იყო ჯიშთსაშენები, სანაშენე მეურნეობები და ფერმები, სადაც ხდებოდა ცხოველთა ჯიშობრივი გაუმჯობესება.

ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, სამწუხაროდ, აღნიშნული სამსახურები დაიშალა, რის გამოც სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი პირუტყვი გადავიდა სოფელში მცხოვრებთა ხელში. სანაცვლოდ კი, ბოლო წლების განმავლობაში, გურიის რეგიონში, სანაშენე საქმეში ახალი არაფერი გაკეთებულა.

ჩვენ 2011 წლიდან დავიწყეთ, როგორც საქართველოში, ასევე ჩვენს რეგიონში _ გურიაში, მსოფლიოს საუკეთესო გენოფონდის კურომწარმოებლების სპერმით განაყოფიერება. გურიაში მოშენებული პირუტყვის პროდუქტიული თვისებების გაუმჯობესება, უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, თავის დროზე.

დღეისთვის ჩვენთან (უმთავრესად ოზურგეთში), გაუმჯობესებული ჯიშებისგან (ჯერსი, ჰოლანდიური, შვიცი), სულ მიღებულია 383 სული ხბო, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი პროდუქტიულობით. ხელოვნური განაყოფიერების უმთავრესი უპირატესობა არის ის, რომ შესაძლებელია საუკეთესო ჯიშის მერძეული პირუტყვის მიღება. სასურველი შედეგების მიღწევა შესაძლებელია იმდენად სწრაფად, რამდენადაც ამის საშუალებას იძლევა ამჟამად მეცხოველეობის დარგი. ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა მაღალპროდუქტიული ჯიშის კუროების სპერმა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გყავთ რამდენიმე ფური, უკვე გაქვთ საშუალება, ფართო მასშტაბით გამოიყენოთ სხვადასხვა ჯიშის კუროები ე. ი. თითოეული ფური გაანაყოფიეროთ სურვილისამებრ. ჩვენ შეგვიძლია შევარჩიოთ ისეთი კურო, რომელიც ფურის მაკეობასთან დაკავშირებული პრობლემების რისკს ამცირებს და შესაბამისად, მის ადვილ მშობიარობაზე არის გათვლილი. საუკეთესო ჯიშის კუროების სპერმის გამოყენება შედეგად მოიტანს საუკეთესო დეკეულების მიღებას და მათი ყიდვა არასოდეს დაგჭირდებათ, ასევე არ დაგჭირდებათ შენახვა და მოვლა მთელი წლის განმავლობაში. ბევრად იაფია სპერმის შეძენა, ვიდრე კუროს შენახვა.

სანდო და კარგად ცნობილი მომწოდებლისგან სპერმის შეძენისას, ხელოვნური განაყოფიერება უმთავრეს როლს ასრულებს დაავადების აცილებაში. ხელოვნური განაყოფიერება გვეხმარება მაკეობასთან დაკავშირებული პრობლემების დროულად დადგენაში. ხელოვნური განაყოფიერება გვაიძულებს ასევე, ვაწარმოოთ ჩანაწერები სხვა უპირატესობასთან ერთად. კარგად გაკეთებული ჩანაწერები ფერმერს ეხმარება დეკეულების შერჩევაში, ასევე ეს ჩანაწერები შეგიძლიათ გამოიყენოთ სავაჭრო საქმიანობაში. დეკეულის მოვლა და შენახვა მარტივდება, სხვადასხვა ასაკის და წონის დეკეულები შეიძლება საძოვარზე ერთად გავუშვათ, მათი ადრეული დამაკების საფრთხის (რისკის) გარეშე.

ხელოვნური განაყოფიერება ხელს უწყობს ძროხის მოვლა-შენახვის პირობების გაუმჯობესებას. ბუნებრივი განაყოფიერების ნაკლოვანებები, ხელოვნურ განაყოფიერებასთან შედარებით, მდგომარეობს შემდეგში: 1. ინფექციური დაავადების თავიდან აცილება (ბრუცელიოზი, ტუბერკულოზი) ნაკლებად შესაძლებელია. 2. ვენერული დაავადებების გავრცელების საშიშროება არსებობს. 3. მაკეობის დაბალი მაჩვენებელია. 4. მწირია გენეტიკა. 5. არსებობს მოვლა-შენახვის სირთულე. 6. ახლო ნათესავური შეჯვარება არასახარბიელოა.

იმისთვის, რომ დავადგინოთ ფურის ახურება, უნდა ვიცოდეთ ახურების ტიპები და სხვადასხვა ნიშნები.

პირველი ეტაპი _ ევოლუციამდე ახურების ტიპები და სხვადასხვა ნიშნები არის ის, რომ ფური ახტება სხვა ფურებს, ლორწოს გამოყოფს საშვილოსნოდან, მოუსვენარი ქცევა აქვს, ბღავის, საკვების მიღების თვითნებური შემცირება ხდება, ასევე, რძის ნაწველიც მცირდება.

მეორე ეტაპი _ აქტიური სქესობრივი ახირება 4-12 საათით. საშოდან გამონადენი ლორწოვანი გარსი არის გამჭვირვალე, ხდება ბლანტი ლორწოს გამოყოფა. სხვა ფურებს აძლევს საშუალებას, რომ შეახტნენ. უმოძრაოა, როცა ფურები ახტებიან. მოხრილია ზურგზე შეხების დროს. მცირე სასქესო ბაგეების შეშუპება ახასიათებს. მოუსვენარი ქცევა აქვს, როცა სხვა ფურები წვანან და იცოხნიან. ახასიათებს რძის შეკავება.

მესამე ეტაპი _ ახურების შემდგომი პერიოდი 2-3 დღეა. ნორმალური ქცევა აქვთ. ფურებს შეენიშნებათ სისხლიანი გამონადენი (გადახურება). იმ შემთხვევაში, თუ ახურების ნიშნების დადგენა გაძნელებულია, შეგვიძლია, გამოვიყენოთ ხურაობის დეტექტორი, რომელიც ფურს კუდთან ემაგრება. როცა მას სხვა ცხოველი ახტება, იცვლება ხელსაწყოს ფერი, რომელიც ფურის ახურების მანიშნებელია და ცხოველი უნდა დაითესლოს. ზოგიერთ შემთხვევაში თუ ფურის ახურება არ ხდება, ამისთვის საჭიროა, ჰორმონოთერაპიის ჩატარება, რათა გამოვიწვიოთ ფურების ახურება განსაზღვრულ დღეს. ახურების სინქრონიზაციის მიზნით, ვეტერინარი ექიმი ფურებს (დეკეულებს) უკეთებს პრეპარატ "GNღF" ჰორმონის ინექციას (ლუცენოზი). მისი მოქმედებით ყვითელი სხეული იზრდება და იწყება ახალი ციკლი. პირველი ინექციიდან შვიდი დღის შემდეგ, ტარდება განმეორებითი ინექცია პროსტაგლინგის ჰორმონით. მეორადი მკურნალობიდან ორი დღის შემდეგ, ცხოველი მიდის ახურებაში და მისი ხელოვნურად განაყოფიერება და პრეპარატ "GNBN" მეორე ინექცია ერთდროულად ხდება. ახურების სინქრონიზაციის ჩატარება შეიძლება სისტემატურად, მაგრამ სასურველია, ცხოველი იმყოფებოდეს ბუნებრივ ახურებაში. ჩვენი სასიკეთო რჩევაა, მოსახლეობა, ფერმერები თანდათან და მიზანმიმართულად მიეჩვიონ მსხვილფეხა პირუტყვის ხელოვნურად განაყოფიერების პროცესს. უახლოეს მომავალში ეს პროცესი შეუქცევად ხასიათს მიიღებს.

თამაზ კილაძე, ა.ი.პ. ოზურგეთის სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრის სპეციალისტი მეცხოველეობის განვითარების დარგში, ვეტექიმი




 ახალი ამბები
  • რიონში მამაკაცის ცხედარი იპოვეს4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა, მდინარე რიონში, 72 წლის როლანდ თვალაბეიშვილის ცხედარი იპოვეს. მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა და ახლობლებმა მისი ტანსაცმელი რიონის ნაპირზე აღმოაჩინეს. სამძებრო სამუშაოებში აქტიურად იყვნენ ჩართული სამტრედიისა და ქუთაისის სამაშველო ... ...
  • ქართველი ფოლკლორისტი, მომღერალი, ლოტბარი - დღეს ფილიმონ ქორიძის დაბადების დღეადღეს ქართველი ფოლკლორისტის, მომღერალის, ლოტბარის, ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელის, პირველი ქართველი პროფესიონალი მომღერალის (ბანი), ქართული სახალხო გუნდების ორგანიზატორის და ლოტბარის ფილიმონ ქორიძის დაბადების დღეა. იგი პირველი ქართველი მუსიკოსი იყო, ვინც ქართული მრავალხმიანობა ნოტებზე გადაიტანა. ფილიმონ ქორიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის შუა საუკუნეების ქართული საგალობლების თავმოყრაში, ჩაწერასა და გავრცელებაში. XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიული ხელისუფლება და არაკანონიკური საეგზარქოსო-საეკლესიო მმართველობა ებრძოდნენ ქართულ გალობასა და სიმღერას, ეროვნულ მუსიკალურ ენა-აზროვნებას. ქართული გალობა, რომელიც შუა საუკუნეების უნიკალური პოლიფონიური ტრადიციაა, განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. გალობა, ქართულ ენასთან ერთად, იდევნებოდა ლიტურგიიდან, ეკლესიებიდან, სასწავლებლებიდან. გალობის მცოდნე ძალიან ცოტაღა იყო საქართველოში - ძირითადად მოხუცი მგალობლები. ფილიმონ ქორიძემ უარყო წარმატებული საოპერო კარიერა, უარი სთქვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ცხოვრება შესწირა ქართული გალობის გადარჩენას. ქორიძესთან მელქისედეკ ნაკაშიძის მეთაურობით მივიდნენ ცნობილი ქართველი მგალობლები და ჰკითხეს, შესაძლებელი იყო თუ არა ქართული საგალობლების ნოტებზე გადაღება? ქორიძისგან რომ დადებითი პასუხი მიიღეს, გაუკვირდათ და ეჭვის თვალით შეხედეს მას. ქორიძემ მგალობლები მეორე დღეს დაიბარა, უგალობა და ფორტეპიანოზე მოასმენინა. მგალობლები დარწმუნდნენ რომ გალობის ნოტებზე გადატანა შესაძლებელი იყო. ფილიმონის ვაჟის, მიხეილ ქორელის მოგონებების თანახმად ფილიმონს ხშირად იწვევდნენ სუფრებზე, სადაც ის სხვადასხვა სიმღერებს ისმენდა. ქორიძე ამბობდა, რომ ზოგიერთ სიმღერას ვერ ცნობდა, რადგან მათ ადრე სხვანაირად ამბობდნენ, ახლა კი ელფერი შეცვლიაო. სწორედ ამიტომ გაუჩნდა ქორიძეს სურვილი, ნოტებზე ჩაეწერა ძველი გალობის კილოები. 1882 წელს მელქისედეკ ნაკაშიძემ და ნესტორ კონტრიძემ ფილიმონ ქორიძესთან ერთად დაიწყეს ქართული საგალობლების გურული კილოს ნოტებზე გადატანა. საქმე იდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ ქორიძემ საოპერო კარიერა მიატოვა და აღარც უცხოეთში წასულა. აკაკი წერეთლისაგან და მელიტონ ბალანჩივაძისგან ის საგალობლების ზემო იმერულ კილოს იწერდა. 1883 წელს ფილიმონმა დაასრულა იოანე ოქროპირის წირვის წესის ჩაწერა. 1884 წლისთვის უკვე არსებობდა სასტამბოდ გამზადებული ხელნაწერი. ეგზარქოს პავლეს მიერ გალობის აღმდგენი კომიტეტის მუშაობის ჩაშლამ შეუძლებელი გახადა ნოტებზე გადატანილი საგალობლების დაბეჭდვა თბილისში. მალე ქორიძე ინახულა ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორმა დავით ღამბაშიძემ, რომელმაც აცნობა ქორიძეს, რომ იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი დაინტერესებული იყო ქართული საგალობლების ნოტებზე ჩაწერითა და გამოცემით. 1884 წლის ნოემერბში გაიმართა იმერეთის სამღვდელობის კრება, რომელმაც აირჩია სპეციალური კომიტეტი. კომიტეტმა 1885 წელს კონტრაქტი გაუფორმა ფილიმონ ქორიძეს. მას გურიასა და იმერეთში ცნობილ მგლობელთაგან 400 საგალობელი უნდა ჩაეწერა. ქორიძემ ნოტებზე გადაიღო ბასილი დიდისა, იოანე ოქროპირის წირვის და სხვა საგალობლები. საგალობლებს ის დიმიტრი ჭალაგანიძისგან, რაჟდენ ხუნდაძისგან და სხვათაგან იწერდა. 1887 წელს ქორიძემ ეპისკოპოს გაბრიელს 400 საგალობლისგან შემდგარი კრებული ჩააბარა. სამუშაოს დასრულების შემდეგ ქორიძე ქუთაისში დარჩა და საეკლესიო საგალობლების ჩაწერა განაგრძო, ხელმძღვანელობდა სასულიერო სასწავლებლის გუნდს. 1889 წელს ქორიძის მეორე მეუღლე გარდაიცვალა. მცირეწლოვანი ქალიშვილი ვალენტინა მან კიევში, მეუღლის ოჯახში გაგზავნა, ვაჟი მიხეილი კი გიმნაზიის პანსიონში სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობდა. 1890 წელს მეგობრების რჩევით ქორიძე თბილისში დაბრუნდა. 1893 წელს ქორიძე მაქსიმე შარაძის, არისტო ქუთათელაძისა და ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით ოზურგეთში გაემგზავრა საგალობლების ჩასაწერად. მათვე შუძინეს ფისჰარმონია. ოზურგეთში ის 16 ივნისს გაემგზავრა: „დღეს, ამ თვის 16, მიემგზავრება ბატონი ფილიმონ ქორიძე ქ. ოზურგეთს. მაშასადამე, ხვალ ორი მამულიშვილი, ბატონი ფილიმონ ქორიძე, რომელსაც ფოტოგრაფსავით სისწორით გადააქვს ჩვენი გალობა, და ბატონი ანტონ დუმბაძე, რომელიც სრული და შეუდარებელი მგალობელია მთელს საქართველოში, ერთად შეიყრებიან“ გარდაიცვალა 1911 წელს ბახმაროში. დაკრძალეს ოზურგეთის ბაღში, სადაც იდგა ეკლესია. ამჟამად საფლავი დაკარგულია. მისი ხელნაწერები დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მისი მოსწავლე იყო ქართული საეკლესიო საგალობლების მოამაგე, და საზოგადო მოღვაწე წმინდა ექვთიმე აღმსარებელი (ერისკაცობაში — ესტატე კერესელიძე). სწორედ წმიდა ექვთიმემ გადაარჩინა ქორიძის ხელნაწერები, გადაწერა ისინი, სისტემატიზაციაში მოიყვანა და გაამდიდრა კიდეც ახალი მასალით. 1990 წლის 21 მაისს ოზურგეთში დაიდგა მისი ბიუსტი (მოქანდაკე ირაკლი რევაზიშვილი, არქიტექტორი გულღია სალუქვაძე). ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისა და თავდადებისათვის, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა, 2011 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა დასში, წოდებით: წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული. წყარო: ... ...
  • აჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდააჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 50 წლის კაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილებით ის ბათუმის „ცხელების ცენტრში" მოათავსეს, სადაც კორონავირუსი დაუდგინდა. უწყების ცნობით, ცხელების ცენტრიდან კაცს საკუთარი სურვილით თურქეთში გადაიყვანენ, სადაც მკურნალობას განაგრძობს. აჭარაში, კორონავირუსის დიაგნოზით 7 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ... ...
  • ბებო კახეთიდან, რომელიც ლანჩხუთის ქუჩებში შემწეობას ითხოვდა, უპოვართა სახლში გარდაიცვალამოხუცი ქალბატონი, რომელიც წარმოშობით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხაანიდან იყო და წლების განმავლობაში ლანჩხუთის ქუჩებში მოწყალებას ითხოვდა, უპოვართა სახლში გარდაიცვალა. ეთერ ნატროშვილის ოჯახი ლანჩხუთში კახეთიდან რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა შვილთან და მეუღლესთან ერთად. მეუღლე ორიოდ წლის წინ გარდაიცვალა და ლანჩხუთშია დაკრძალული. მოხუცი ქალბატონი შვილთან ერთად ზამთრის ცივ დღეებში, თოვლსა თუ წვიმაში, წლების განმავლობაში ქუჩაში იდგა მოწყალების მისაღებად და თავს სხვადასხვა ნაგებობებსა და მიტოვებულ ავტობუსს აფარებდა. ლანჩხუთის მერიამ მას არაერთხელ შესთავაზა ქირავნობის პროგრამა, მაგრამ სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ სახლებში, გარკვეულ მიზეზთა გამო, დიდხანს არ ჩერდებოდა. სამიოდ თვის წინ კი, პრობლემა ნაწილობრივ იმით მოგვარდა, რომ მოხუცი ქალბატონი საგარეჯოს უპოვართა სახლში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ, იგი გარდაიცვალა, ლანჩხუთში ჩამოასვენეს და მეუღლის გვერდით ე.წ. "ატეკის სასაფლაოზე" ... ...
  • სპეცოპერაცია ზუგდიდში _ დაკავებულია ბიზნესმენის შვილიზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე, სპეცოპერაციიყო. სამართალდამცავები დაკავებული მოქალაქის ავტომანქანას ჩხრეკენ. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ბიზნესმენ დათო შენგელიას შვილია. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...