პოლიტიკისგან შორს და მიწასთან ახლოს

კარმიდამო ჩემი

პოლიტიკისგან შორს და მიწასთან ახლოს

2013 ივნ 7 15:41:12
ლამის ჰორიზონტამდე გაშლილ ველზე, პატრონის ნაცნობ დაძახებაზე, გვერდიგვერდ მოემართებიან ჩანთია, კუდალა, წიქარა, ლამაზა, მასკვიჩა, იმედა, აქლემა, ყირმიზა, პრინცესა...

ნიკორა და ჩანთია ლიდერობენ, _ თითოეული თხუთმეტ ლიტრ რძეს იწველის და "გუნდში" ჯერ ბადალი არ ჰყავთ. ნახირი, რომელიც ჩვენ წინ ძოვს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის რწმუნებულის ბესო ლომინაძის საკუთრებაა და 20 წლის მანძილზე მატებით ქმნიდა ამ სიმდიდრეს.

სულ ორი წელია, რაც რწმუნებულია. შინ წადიო, არც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ უთქვამთ მისთვის, რადგან ყველამ იცის, გამორჩეული მუშაკაცია, სიტყვის პატრონი და გარჯაში უშეღავათო, მსოფლიომოვლილი, წარსულში ცნობილი სპორტსმენი, რომელმაც საკუთარი ბიზნესი, რომ იტყვიან, ნულიდან დაიწყო _ ლეკიანის ტერიტორიაზე 6 ჰექტარი მიწა საკუთრებაში პრივატიზაციის დროს აიღო და საქმეს შეუდგა. აქაურობა მისი სამოთხეა და ერთი შეხედვით, სამხრეთამერიკელ კოვბოივით მზის გულზე "პანამა ქუდით" გასულს, უახლოეს წარსულზე საუბარი განწყობას უქმნის და ადვილი მისახვედრია მისი "ნამწყემსარის მოგონება", არამარტო წარსულის მოგონება, დღევანდელი რეალობაცაა.

თავიდან ორი ძროხა და ერთი ცხენი ჰყავდა. მას შემდეგ ოცი წელი გავიდა და დღეს 25 ძროხა და 30 ცხენი ჰყავს, თავისი ხბოებითა და კვიცებით. აქვე აქვს სახნავ-სათესი ფართობი და ძირითადად, აქედან მოწეული სიმინდითა და ჩალით სარგებლობს. შორიახლო ორი კავკასიური ნაგაზი _ ჟელკა და სანდო ჩაცუცქულა და ალმაცერად მიმზერენ, თუმცა, მასპინძელი სტუმრისადმი მათ სანდოობაზე საუბრობს.

_ ცნობენ მტერსა და მოყვარეს. მგელმა უკანასკნელ წლებში 15 ძროხა მაინც შემიჭამა. იძულებული გავხდი, ესენი მომეყვანა. ოთხ თვემდე სახლში ვზრდიდი, მერე აქ ჩამოვიყვანე. რძეს ყოველდღე სვამენ, ასეულ ჰექტარ ფართობზე ძროხებს უკან დასდევენ და სიახლოვეს ვერც ნადირი და ვერც ქურდი გაიჭაჭანებს. იდეალური ძაღლებია, _ გვიამბობს ბატონი ბესო და ჟელკას ანიშნებს, ცხენების მოსაძებნად გავარდეს.

მალე "მაუგლიც" გამოჩნდა, ცხენზე ამხედრებული, 18 წლის ტალიკი ბიჭი, შალვა ღლონტი, ვის შესახებაც ბესო ლომინაძე, როგორც ზღაპრების გმირზე, ისე საუბრობას.

_ პატარა ბიჭი იყო, როცა აქ, საძოვრებზე მამამისს ჩამოჰყვა. შორიახლო მომიცუცქდა და პირუტყვს ცნობისმოყვარეობით უმზერდა. შევატყვე, ძალ-ღონის პატრონი და სულით სპეტაკი, მშრომელ ოჯახში წამოჩიტული ბიჭი იყო. 15 წლის რომ იყო, მას შემდეგ აქ არის. ახლა 18 წლისაა და აბა, ჰკითხეთ, როგორ ხედნის ცხენებს, მარტო უვლის ნახირს და ას ლიტრამდე რძეს თვითონ წველის, მერე კი ყველი ამოჰყავს. მაგის შემშინებელი ვინაა? ნახე, ქარს თუ არ გაასწროს, _ მიმანიშნა ბატონმა ბესომ და თვალი ძლივსღა მოვკარი ცხენზე ამხედრებულ შაკო ღლონტს, რომელიც სადღაც გაუჩინარდა და მალე ცხენების რემა ჰაერში ქამანდის ტრიალით მორეკა. შიშმა კვლავ მძლია და ისიც ვიფიქრე, აქ რამ წამომიყვანა, ამ გაგიჟებულმა, გაუხედნავმა ცხენებმა არ გადაგვქელოს,-მეთქი. ახალგაზრდა მხედარი მწყემსი კი სახეგაბადრული ზემოდან დაგვცქერის და უშიშრად ყოფნას გვირჩევს, თან გვიხსნის, რომ ცხენების ბიზნესიც სარფიანი საქმეა _ ერთი წლის კვიცი 500 ლარი ღირს, ორი წლის მუშა ცხენი კი _ ათასი ლარი.

ბესო ლომინაძე, წარსულში წარმატებული სპორტსმენი, მძლეოსნობაში საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი, ათლეტურ აღნაგობასა და ჯანის სიმრთელეს სპორტს უმადლის, რამაც შემდგომში უსაზღვრო შრომა შეაძლებინა. არა ერთ თანასოფლელს მისმა მაგალითმა ანალოგიური საქმიანობა დააწყებინა და ახლა ძროხების გაზრდითა და მომრავლებით არიან დაინტერესებული. ბესო ლომინაძის საოჯახო ბიზნესი იმდენად წელგამართულია, ახლა ოზურგეთსა და ქობულეთს ხორცით, ყველითა და რძით ამარაგებს. მყიდველები ძირითადად ადგილზე მოდიან. ქობულეთიდან სპეციალური მანქანა მოდის და რძე მიაქვს. საშუალო წლიური მოგება წელიწადში, თითო ძროხიდან ერთი ნამატი და ორი ათასი ლიტრი რძეა. ახლა სესხის ასაღებად ემზადება, რომ საქმიანობა გააფართოვოს. პირველ რიგში, რძის გადამამუშავებელი მიკროფაბრიკის ყიდვას აპირებს. მაისის ბოლოს, მთაში გარეკავენ ნახირს და გვიან შემოდგომამდე იქ დარჩებიან. მერე კი ისევ ბარს მოაშურებენ და ჯერ კიდევ პრიმიტიულად ნაგებ მოზრდილ ბოსელსა და თავლას სხვა იერს მისცემენ. წინ დიდი გეგმებია.

ბესო ლომინაძის მეუღლე, პროფესიით ექიმი ანუკა მაისურაძე ზნაურელია, სოფელ ავნევიდან. 2008 წლის ომამდე ბესოს, როგორც თვითონ გვიამბობს, იქედან იაფად და ბლომად ჩამოჰქონდა ხორბალი, ქატო, თივა.

_ მარწყვის ბაღებში ჩემი მეგობრები ჯორკოთი ჩადიოდნენ, დასხდებოდნენ და მიირთმევდნენ, ახლა კი იქაურობის ტკივილიანი მოგონება შემომრჩა, _ გვეუბნება ის.

ბესო სიხარულს ვერ ფარავს იმის გამო, რომ ახლახან ახალგაზრდა ბაბუა გახდა.

_ ჩემი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიუახლოვდეს მიწას, მოაშენონ შინაური პირუტყვი და გააძლიერონ საკუთარი ოჯახი. მძიმე პერიოდი გავიარეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სიზარმაცემაც გაიმარჯვა გლეხზე. ამას ხელი უმეცარმა პოლიტიკამაც შეუწყო, მაგრამ საქმეს მაინც პერსონალურად უნდა მიუდგე, ბოლომდე დაიხარჯო და წარმატება მოვა. ყველა რომ იმუშავებს, საქმეს რა წაახდენს? პოლიტიკოსობას უნდა დაანებონ თავი და მიწას მიუახლოვდეს ყველა, _ ამბობს წარსულში წარმატებული სპორტსმენი და აშკარად ეტყობა, რომ საკუთარი პროფესიის ნოსტალგიას თავს არ აჩაგვრინებს: _ ახლა შემოქმედში ნორჩ მოჭიდავეთა ორი სექცია გავხსენით. სპორტის გარეშე ახალგაზრდობას ფიზიკური რეგრესი დაემუქრება. ხვნა-თესვა იწყება და ესეც უპირველესი საზრუნავია. სოფელში სამი ტრაქტორი გვყავს, გარედან არავის შემოვიყვან, ადგილობრივებმა უკეთ იციან აქაურობის მუღამი, _ შემოქმედელთა სახნავ ფართობებსაც გვაჩვენებს რაიონში "ყველაზე მშრომელი გამგებლის" იმიჯის მატარებელი ბესო ლომინაძე. გასულ წელს ზარალიც ბლომად ნახა _ 12 ღორი, ჭირის გამო, დაეხოცა და ახლა თავიდან ცდილობს საქმიანობის აღდგენას. საეჭვოდ მიიჩნევს ღორების მასიური სიკვდილიანობის ფაქტს და თითქმის, დარწმუნებულია, რომ ეს განზრახ გაკეთებული ბოროტი საქმე იყო, რითაც გარკვეულმა ვიწრო წრემ საკუთარი ბიზნესით იხეირა.

მალე მაისიც გაიფრენს და "მაუგლის ფერმა" გომისმთას მიაშურებს. ბესო და მისი უმცროსი მეგობარი შაკო, რამდენიმე საყურადღებო რჩევას გვთავაზობენ პირუტყვის სამკურნალოდ და მთაში მიმავალ მესაქონლეებს სიფრთხილეს ურჩევენ.

_ ვეტერინარული სამსახური სულს ღაფავს. მისი გაძლიერებაა საჭირო. აუცილებელია, ვიცოდეთ არა ერთი ხალხური საშუალება, რითაც პირველ დახმარებას და შესაძლოა, სერიოზულსაც, გავუწევთ პირუტყვს. "ძუის დაყრა" (ევკარის დაავადება ჰქვია), მთის იალაღზე ყოფნის პერიოდში ემართება პირუტყვს. ბეჭების ადგილებში წყალი უდგება, ერთგვარი ბალახი იწვევს ამას. მესაქონლე კაცს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შენახული ხარისძირას გამხმარი ფესვები. მკერდქვეშ გაუსერავენ ტყავს სიგრძივად, ალაგ -ალაგ გაუჩხვლეტენ და როგორც ფეხსაცმელში ზონარს, ასე ამოაცვამენ და გაკვანძავენ. 15-20 დღის განმავლობაში წყლისგან დაიწრიტება და თან განიკურნება. ხარისძირას გააჩნია ეფექტური სამკურნალო საშუალება, _ გვეუბნება ბატონი ბესო.

მეორე ასევე საინტერესო რჩევაა იელის ჭამით მოწამლული საქონლის მკურნალობა, რაც ხშირი შემთხვევაა მთაში. პირუტყვი მოიწყენს, უმადობა ეწყება და სასწრაფოდ თუ არ უშველე, მოკვდება. ამ დროს საჭიროა იელის ღეროების და ფესვის ნამწვავის, ნახშირის ჩაყრა რძეში _ ერთ ლიტრში 100 გრამი, შევანჯღრიოთ და დავალევინოთ.

ბესო ლომინაძის ნატვრა, მთელი საქართველოსთვის ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური პროდუქტის მიწოდებაა, რაც ჩვენს ღვთით კურთხეულ ქვეყანაში დღემდეც იყო შესაძლებელი, მიუხედავად ბევრნაირი გასაჭირისა.

_ მიწას თუ არ მიუბრუნდა გლეხი, მაღალი ღმერთიც ვერაფერს გვიშველის, ჯანმრთელ ადამიანს სხვა გზა არ აქვს, თუ საკუთარი თავი და ქვეყანა ეცოდება და უყვარს _ ასეთია ჩემი, ბესო ლომინაძის, როგორც ფერმერისა და მიწათმოქმედის ფილოსოფია, _ გვითხრა მან და საზაფხულოდ მთის საძოვრებზე მიგვიპატიჟა, სადაც სიურპრიზით შეგებება აღგვიქვა.




 ახალი ამბები
  • "ქურდული სხადნიაკის" მოწყობა - კიევში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი "გალსკი" დააკავესკიევში ქართველი „კანონიერი ქურდი“ ნუკრი დოჩია, იგივე, გალსკი დააკავეს. კიევის პოლიციის უფროსის, ანდრეი კრიშჩენკოს თქმით, გალსკი კიევში არალეგალურად იმყოფებოდა და „კრიმინალური ავტორიტეტების“ „სხადნიაკის“ ორგანიზებით იყო დაკავებული. ნუკრი გალსკის 2018 წლის დეკემბერში​ უკრაინაში სამი წლით აეკრძალა შესვლა, შესაბამისად, მან სახელმწიფო საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა.1987 წელს დაბადებული ნუკრი გალსკი არაერთხელ იყო ნასამართლევი მძიმე ... ...
  • საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილებას უზბეკეთის დელეგაცია გაეცნო (R)საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასწავლო ვიზიტით უზბეკეთის დელეგაცია ეწვია. პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ტურაშვილმა სტუმრებს საჯარო რეესტრის მიერ უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება და სამომავლო გეგმები გააცნო. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჯარო რეესტრი პირველი ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელმაც საჯარო სერვისებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო. ბლოკჩეინში ინტეგრირებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო ტრანზაქციები კიდევ უფრო მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭირვალე გახდა. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ სხვა წარმატებულ რეფორმებსაც გაეცნენ. უზბეკეთის დელეგაციის შემადგენლობაში გენერალური პროკურატურის, ფინანსთა და შრომის სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ. ... ...
  • ფოთში ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა (R)მიმდინარე წლის 20-21 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ "ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის’’ ორგანიზებით და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიასა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ფოთში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მათი ოჯახის წევრებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი კლინიკები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სამედიცინო ცენტრი ‘’ვივამედი’’, დავით გაგუას კლინიკა, ისრაელი-საქართველოს ერთობლივი კლინიკა ‘’გიდმედი’’, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, 33-მა წამყვანმა ექიმმა, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაუწია 800-მდე ბენეფიციარს. მათ, ასევე, უფასოდ გადაეცათ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები. სამედიცინო აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი, უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი, რევაზ გაბუნია, სამსახურის წარმომადგენლები ფოთში, დავით კვარაცხელია და მერაბ კორშია,  ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა კურდღელია, ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის’’პრეზიდენტი, ქეთი ბარათელი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელ მომავალს" შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. ... ...
  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინასაქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 ივლისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8831 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.8845 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0014-ით გამყარდა. ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2357 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.2410 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0053-ით გამყარდა. ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5955 ლარია, აქამდე მოქმედი კურსი 3.6177 ლარი იყო. ლარის კურსი სტერლინგთან მიმართებაში 0.0222 -ით გამყარდა. თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.5077 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.5109 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0032-ით ... ...
  • საჯარო რეესტრმა ამზომველებისთვის „სახელმძღვანელო საკადასტრო სამუშაოებისთვის" მოამზადა (R)საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირებისთვის „სახელმძღვანელო საკადასტრო სამუშაოებისთვის" მოამზადა. სახელმძღვანელო სარეკომენდაციო-საინფორმაციო ხასიათისაა და ამზომველებსსაკადასტრო სამუშაოების მაღალი სიზუსტითა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შესრულებაში დაეხმარება. სახელმძღვანელოში მოცემულია ინფორმაცია დამკვეთსა და ამზომველს შორის განსაზღვრული ვალდებულებების, აზომვითი სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო ხელსაწყოების, მეთოდებისა და ტექნიკური მოთხოვნების შესახებ. მოცემული რეკომენდაციებისმიხედვით ამზომველის მიერ კვალიფიციურად შესრულებული სამუშაო უფრო მეტად დაცულს ხდის როგორც მიწის მესაკუთრეების, ასევე ამზომველის უფლებებს, აღმოფხვრის გადაფარვებს და მინიმუმამდე დაიყვანს მესაკუთრეებს შორის სამომავლო დავებისწარმოშობის რისკს. ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...
ზაფრანი

ვაზელინი - ჯენიფერ ენისტონის სილამაზის საიდუმლო

50 წლის ჰოლივუდის მსახიობი ჯენიფერ...

ჰოლივუდის ყველაზე შესაშური მამაკაცები

ამ მამაკაცებზე ოცნებობს მილიონობით ქალი,...

კაცმა ტატუ თვალში გაიკეთა

ბოლო დროს თვალის ტატუ ხელოვნების...

როგორი სიმთვრალე აქვს რიანას

საუბარი რიანას შემოქმედებაზე და მის...

შაკირა ყველა დროის სექსუალური მომღერალია

ყველა დროის ყველაზე სექსუალური მომღერლების...

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...