თხილის ჩერო _ სათბურის ნაირსახეობა მცირემიწიანობისას

კარმიდამო ჩემი

თხილის ჩერო _ სათბურის ნაირსახეობა მცირემიწიანობისას

2013 ივნ 6 15:46:33
ახლა ბოსტნეული ჩითილების დარგვისა თუ გადარგვის დროა.

ჩვენი ოჯახის, ასე ვთქვათ, წინაპრებისგან ნასახსოვრები პროფესია მეჩითილეობაა. ბაბუა ალექსანდრე ჩიგოგიძე მრავალი ათეული წლის მანძილზე მელექედურის საჩითილე მეურნეობის დირექტორი იყო. შემდეგ მათი შვილები და ახლა ჩვენ _ შვილიშვილები განვაგრძობთ ამ საქმეს.

მართალია, საკუთრებაში მიწის დიდ ფართობს არ ვფლობთ, მაგრამ ძალიან გაამართლა ჩემი დედამთილის, გულნაზი ჩიგოგიძის ინიციატივამ _ ადრე გაზაფხულზე სათხილე პლანტაციაში გაგვეკეთებინა კვალსათბურები და ვიდრე თვით თხილის ხე გაიფოთლებოდა, ჩითილები უკვე მზად იყო კოშტებში გადასატანად.

გურია სახნავ-სათესი მიწის დიდი ფართობებით არ გამოირჩევა და ჩვენ მიერ ნაცად ხერხს თუ გამოიყენებს მოსახლეობა, არაფერს წააგებს. ეს ერთი შეხედვით ადვილი ფორმა, ნაკლებად მოსდის ვინმეს აზრად, რადგან ფიქრობენ თხილის პლანტაციის ქვეშ "ჩაოა" (ჩრდილია) და ბოსტნეულს გაუჭირდებაო. ჯერ არსად ან ნაკლებად მინახავს ასეთ, პირობითად რომ ვთქვათ, სათბურში გამოყვანილი ნერგი. რა თქმა უნდა, სასათბურე ნაკვეთიც გვაქვს, მაგრამ როცა ამ საქმით მცირე ბიზნესს აწარმოებ, მეტი არეალი გესაჭიროება. ჩითილების გამოყვანის შემდეგ, გასულ წლებში, ვცადეთ და თხილის პლანტაციის რიგთა შორის, დათესვის გარდა, პომიდვრის ჩითილები დავრგეთ და ჩვეულებრივად მოვუარეთ მსხმოიარობამდე. ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ. ჩრდილმა, პირიქით, უფრო დაიცვა მცენარე. იგივეა შესაძლებელი კივის ტალავერქვეშ თუ მანდარინის პლანტაციაში.

ახლა ხშირად გაიგონებთ უფროსი თაობის წარმომადგენელთაგან, მზე დღეს ძალიან მწველი და ჩითილისთვის მავნებელია, ვიდრე ეს ათწლეულების წინ იყოო. კლიმატის ცვლილება მეცნიერულადაც დამტკიცებულია. ამიტომ ელემენტარული ცდის მეშვეობითაც კი, შესაძლოა, სერიოზულ გამოსავალს მივაგნოთ.

ჩვენ, ძირითადად ბოსტნეულის ჩითილების გამოყვანაზე ვმუშაობთ. წინა პლანზეა კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, მწარე, ტკბილი და დასამჟავებელი წიწაკა, რეჰანი, შაშტრამი თუ ქონდარი. პირველ რიგში, დათესვიდან მოყოლებული, სერიოზული ყურადღება სჭირდება სათბურის ნათესებს. ბაზარზე გატანამდე ყველანაირი ჩითილი კოშტებში გადაგვაქვს, ან გადარგვას ვახდენთ და მერე ვყიდით. მყიდველიც მადლიერია და ნერგიც ძლიერია, რომელიც აუცილებლად გაიხარებს და ნაყოფიერი იქნება.

უკანასკნელ წლებში, შემოიტანეს გენმოდიფიცირებული სხვადასხვა თესლი, რომლის მიმართაც მოსახლეობის დამოკიდებულება არაერთგვაროვანია და თანდათან უარყოფითი ხდება. დიდია მოთხოვნა ძველ რუსულ ჯიშებზე, განსაკუთრებით, პომიდორზე. ამიტომ ჩვენც დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. მოსახლეობას უკვე აღარავისგან სჭირდება აგიტაცია, რომელი თესლის ჩითილია უკეთესი.

ჩასათეს მიწას ძირითადად ტორფის, ნაკელის და ნაცრის ურთიერთშერევით ვამზადებთ. შემდეგ ვახმართ ჟიჟას და მცირე რაოდენობით აზოტს. პომიდორზე დიდი მოთხოვნაა. განსაკუთრებით ითხოვს ხალხი ვარდისფერ, დაბალი ჯიშის, გულა პომიდორს. ჩვენ არასდროს ვყიდით პირდაპირ ნათეს პომიდორის ნერგს. გადარგული როცა მოძლიერდება, მერე მიგვაქვს ბაზარში და კლიენტიც უხვადაა. განსაკუთრებით პოპულარულია "ვოლგოგრადის" ჯიშის პომიდორი.

ადრეულ წლებში გვქონდა 15 სახეობის ჯიშის პომიდორი, მათ შორის იყო "ჯინა", რომელიც ერთი ცალი კილოზე მეტს იწონიდა. ახლა, ხალხი ძველი ჯიშების დაბრუნებას დაჟინებით ითხოვს. ასეთ დროს ძალაუნებურად უხერხულობის განცდაც ჩნდება იმ ინდმეწარმეების წინაშე, ვისაც ასეთი თესლი შემოაქვს გასაყიდად. თუმცა, მოსახლეობა თავად ძალზე უარყოფითად განწყობილი გახდა გენმოდიფიცირებული თესლის მიმართ და საბოდიშოც არაფერია.

რაც შეეხება კიტრს, მასზე მოთხოვნა დიდია და ადრე გაზაფხულზე ვიწყებთ მის გამოყვანას. ჩვენ ვყიდით, როგორც კოშტებში გამოყვანილ კიტრის ჩითილს, ისე ნაყოფს. ძირითადად ყურადღებას ვამახვილებთ თესლზე, რადგან საზოგადოების დაკვეთაა ასეთი და ის არ უნდა მოატყუო. მთავარია, ხარისხიანი თესლი, კარგად მომზადებული ნიადაგი და მერე უკვე მოვლა, როგორც ჩითილობის პერიოდამდე, ისე სრულ მოსხმამდე. კიტრის ჯიშებიდან გამოვყოფ ჰოლანდიურ "ატლანტისს", რუსულ "ზაზულიას" და ადგილობრივ ფორჩხის კიტრს. ძირითადად ამ სახეობებზე ვმუშაობთ და წარმატებულადაც. მომხმარებელსაც ვურჩევთ, რომ ყიდვის დროს ასეთი ჯიშის კიტრის თესლი თუ ნერგი შეიძინონ. ნუ გაგიჩნდებათ ეჭვი, რომ ვინმე მოგატყუებთ და სხვა ჯიშის ნერგს შემოგაჩეჩებთ. თუ კარგად გაიკითხავთ და დაუკვირდებით, არ გაგიჭირდებათ საღი და კარგი ჯიშის ჩითილის შეძენა.

აქტიურად ვმუშაობთ სამჟავე წიწაკის ჩითილების გამოყვანაზეც, რასაც ბევრი მყიდველი ეტანება, თუმცა, ჯერ მაინც იშვიათია ჩვენში ასეთი წიწაკის ჩითილის გამოყვანა, რაც მისი თესლის ნაკლები შემგუებლობით არის გამოწვეული. ჩვენ, დიდი ხანია, გამოგვყავს ასეთი წიწაკის ნერგი, თუმცა, მისი ნაყოფი სათესლედ გამოუსადეგარია. ყოველ წელს ვყიდულობთ ახალ სათესლე მასალას, რომელიც რუსული ჯიშისაა და ასე გამოგვყავს ჩითილები. ჩვენში, რბილად რომ ვთქვა, რუსულის ხსენება არ შეიძლებოდა ბოლო წლებში, მაგრამ ასეც ხომ არ არის? მე ვურჩევ ყველა დაინტერესებულ მეურნესა თუ მეოჯახე ადამიანს, ვისაც შრომა არ ეზარება, თავად შეიძინოს თესლი და გამოიყვანოს ასეთი წიწაკის ნერგი.

ეკა კალანდაძე-ჩიგოგიძე, მეურნე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი მელექედური




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა28 მარტი, 2020 – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა.  პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესების ხელშეწყობას, რათა მათ  გლობალურად შექმნილი მძიმე რეალობის მიუხედავად, წარმატებით მოახდინონ ადაპტაცია საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარებით Adapter ბიზნესებს დაეხმარება, გაერთიანებული რესურსებით, უსწრაფეს რეჟიმში მოახდინონ თავიანთი საქმიანობის გაციფრულება. ადაპტერი უზრუნველყოფს ისეთი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: ონლაინ გაყიდვები; გაყიდვების და მარაგების მართვა; საბანკო სერვისები; დისტრიბუცია და ლოგისტიკა.  ადაპტერში ჩართვის შემდეგ, ბიზნესებს საგრძნობლად გაუმარტივდებათ ბიზნესპროცესები-  პროდუქტებისა თუ მომსახურებების გაციფრულება, ონლაინ სივრცეში განთავსება და მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ, არ შეაჩერონ ეკონომიკური საქმიანობა.  ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა. საჭიროა მიდგომების სწრაფი ცვლილება და არსებულ რეალობაზე მორგება, რათა დისტანცირება ბიზნეს საქმიანობის შეფერხების ან  შეწყვეტის გამომწვევ მიზეზად არ იქცეს. „შესაძლებლობები უსაზღვროა! თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მზად ვართ, სრულად გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ცოდნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ბიზნესს ადაპტაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლო განვითარებაში.  მთავარია, გვჯეროდეს, რომ გამოსავალი არსებობს და  ამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით ერთობით! “ - განაცხადა საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ანდრო რატიანმა.  ინფორმციისთვის, ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში უკვე ჩართულია:   Extra.ge - მულტივენდორული ციფრული პლატფორმა პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვისთვის, რომელიც სრულ ციფრულ დახმარებას გაუწევს ბიზნესებს პროდუქტებისა და მომსახურებების ციფრულად განთავსებაში, გაყიდვა/მიწოდებაში. Optimo - თანამედროვე ციფრული უზრუნველყოფა გაყიდვების, მარაგებისა და ოპერაციების აღრიცხვისთვის. ის  შესაძლებელს ხდის ბიზნესის მართვის და სრული კონტროლის წარმოება განხორციელდეს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან. საქართველოს ბანკი - ბიზნესების ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, Adapter-ის პარტნიორი ბიზნესებებისთვის სპეციალური პირობებია ხელმისაწვდომი, როგორც ციფრული საბანკო მომსახურებების, ასევე შეღავათიანი კრედიტების სახით.  დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებ გვერდს:  www.adapter.ge                                  ... ...
  • covid 19 _ "იმერეთში კვლავ სიმშვიდეა",,იმერეთში კვლავ სიმშვიდეა"- ამას ამბობს ,,გურია ნიუსთან" კომენტარში დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი. გოჩა გიორგიძის თქმით, ამ წუთებში წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში თვითიზოლაციაში მყოფთა დამატებით კონტიგენტს იღებენ: ,,როგორც ცნობილია, იმერეთში სულ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს მოწყობილი საკარანტინო სივრცეები: საირმეში, წყალტუბოსა და საჩხერეში. საირმეში 215 ადამიანი გვყავს კარანტინში, წყალტუბოს პლაზაში-88 პირი, საჩხერეში-45 მოქალაქე, რაც შეეხება წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმს, ამ წუთებში იქ ხდება დამატებითი კონტიგენტის, 25 ადამიანის მიღება, კიდევ ელოდებიან 23 პირს, ხოლო ძველი ნაკადიდან რჩება 8 ... ...
  • გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს (R)გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ხორციელდება გზების რეაბილიტაცია და სკოლების მშენებლობა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ღირებულებაც 7 022 440 ლარს შეადგენს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. სოფელ ბოხვაურში 5 კმ -იანი გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. იგება ასფალტი, სამუშაოების ღირებულება 596 996 ლარს შეადგენს, ფინასდება რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან. სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასა და ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად გაეცნო. ... ...
  • გუთურსა და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს (R)ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - გუთურში და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტების ჯამური ღირებულება 4 მილიონ 63 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, წლის ბოლოსთვის დასრულდება. ასევე, დაბა ჩოხატაურში მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაც, რაც მნიშვნელოვანია დაბის მოსახლეობისთვის. ჩოხატაურში სამშენებლო სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ჩოხატაურის მერთან ირაკლი კუჭავასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ... ...
  • "ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება" _ გიორგი გახარიას პასუხი სააკაშვილის შეთავაზებაზესაქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა უცხოეთში მყოფი მოქალაქეების ჩამოსაყვანად მთავრობას დახმარება შესთავაზა.  პრემიერის თქმით, საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება. „საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება“, – განაცხადა გიორგი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...