ხელსაყრელი ამინდი ვუსურვოთ შრომისმოყვარე ოჯახს

კარმიდამო ჩემი

ხელსაყრელი ამინდი ვუსურვოთ შრომისმოყვარე ოჯახს

2011 მაი 1 10:34:42

ირაკლი კუპრაძის ხუთსულიანი ოჯახისთვის მთავარი შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობაა. პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსი, უმეტესად შინ არის და მეურნეობას მისდევს. დედა, მეუღლე და ორი შვილი, აქტიურად ეხმარებიან ოჯახის უფროსს სამეურნეო საქმიანობაში. მიუხედავად იმისა, რომ შვილები ასაკით დიდები არ არიან, შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან.

ირაკლი კუპრაძე სოფელ სუფსაში ცხოვრობს და წლების მანძილზე, მისი ოჯახი კიტრის ბიზნესით არის დაკავებული. ოჯახის ახალგაზრდა დიასახლისი სოფიკო კუპრაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ კუპრაძეების ოჯახი, 50 წელია, რაც კიტრის ბიზნესით არის დაკავებული.

_ 50 წელზე მეტია, ჩემი დედამთილი ამ საქმიანობას მიჰყვება, ახლა მეც აქტიურად ვარ ჩართული კიტრის მოყვანის საქმეში, ჩემს მეუღლესთან და შვილებთან ერთად. აბა, რა ვქნათ?! მეტი გამოსავალი არ არის, შრომის ფასი უნდა იცოდეს ადამიანმა და ყველაფერს შეძლებს. როდესაც კიტრის სეზონისთვის ვიწყებთ მზადებას, წინ უამრავი საზრუნავი გვაქვს. ამ ბიზნესით სუფსის მცხოვრებთა უმეტესობაა დაკავებული," _ გვითხრა სოფიკო კუპრაძემ.

როდესაც გაზეთის ეს ნომერი გამოვა და მკითხველი გაეცნობა კუპრაძეების ოჯახის საქმიანობას, კიტრის ჩითილები უკვე ორი-სამ ფოთლიანი იქნება და ღია გრუნტში გადაიტანენ. პირველ მოსავალს კი მაისის თვეში მიიღებენ და დაიწყებენ კიდეც რეალიზაციას.

_ მთავარია, ახლა ამინდმა შეგვიწყოს ხელი, რომ დროულად ჩავატაროთ ის პროცესები, რაც კიტრის გაზრდას და მოყვანას სჭირდება. გასაგებია, რომ ზღვისპირეთში ვცხოვრობთ, მაგრამ ასეთი ცივი ამინდები თუ დარჩა, ძალიან ცუდად დაეტყობა მოსავალს.

_ რა რაოდენობის მოსავალი მოგყავთ სეზონზე?

_ 17 ტონა. ეს მოსავალი 2000 კვ.მ-ზე მოდის. შემდეგ ჩვენ თვითონ ვაბარებთ ფოთში. ეს ყველაფერი ივნისის შუა რიცხვებამდე გრძელდება, შემდეგ უკვე კიტრი ყველას აქვს და უფრო ნაკლებად ვყიდით.

_ 17 ტონა კიტრის მოყვანას რამდენი გრამი კიტრის თესლი სჭირდება?

_ 40 გრამზე ცოტა მეტი, დაახლოებით 185 ლარის ღირებულების.

_ რამდენ ლარად აბარებთ ფოთში კილოგრამ კიტრს?

_ 1,40-1,50 ლარად.

_ კიტრის თესლს სად ყიდულობთ?

_ ხან თბილისიდან გვიგზავნიან და ხან კიდევ რუსეთიდან ჩამოაქვთ საადრეო კიტრის თესლი და იმას ვთესავთ.

_ დამხმარე მუშახელი აგყავთ?

_ არავინ არ მეხმარება, როგორც გითხარით, სასოფლო-სამეურნეო საქმეში მთელი ოჯახი ვართ ჩართული.

_ სხვა კულტურები რატომ არ მოგყავთ, მაგალითად, კარტოფილი?

_ კარტოფილი არაა მომგებიანი, თუმცა, სახლისთვის ვთესავ და ყიდვა აღარ მიწევს.

_ ეზოში ვაზიც დავინახე... რომელი ჯიშები გაქვთ მოშენებული?

_ "ნოვე" და წითელი "იზაბელა", 2 ტონამდე ყურძენს ვკრეფ, მეღვინეობა ერთ-ერთი დარგია, რომელსაც მივყვები და ძალიან მიყვარს.

_ აქედან გამომდინარე, დასვენებისთვის დროც არ გექნებათ...

_ ვცდილობ, რომ გამოვნახო, თუმცა კიტრის მოყვანას, ვენახის მოვლას და სხვა სამეურნეო საქმიანობას, მართლაც, რომ დიდი დრო მიაქვს.

_ გავიგე, რომ კამეჩებიც გყოლიათ...

_ კი, 11 სული, მშვენივრადაც ვუვლით, მაგრამ სერიოზული პრობლემები მაინც გვექმნება. ამასწინათ, თურქეთიდან მომავალმა ტრაილერმა რამდენიმე კამეჩი გაიტანა; მსგავსი ფაქტები ხშირად ხდება. არავინ არის ამ პრობლემის მომგვარებელი, ზარალს არავინ ანაზღაურებს. რაღაც კუთხით ვიღაცამ ხომ უნდა შექმნას რაღაც მექანიზმი, რომ ზარალი აუნაზღაურდეს დაზარალებულს?

კუპრაძეებს ორი ტრაქტორი აქვთ, რომელსაც საზაფხულო სამუშაოებისთვის კარგად იყენებენ, ასევე სხვებსაც ეხმარებიან. "კარმიდამო" კარგ დარს და წარმატებას უსურვებს შრომისმოყვარე ოჯახს.




 ახალი ამბები
  • სიცოცხლე გრძელდება! _ ჩოხატაურში დოლიძეების ოჯახს მეორე შვილი შეეძინა„სიცოცხლე გრძელდება! დღეს გურიას და საქართველოს კიდევ ერთი სიცოცხლე შეემატა, მედალფას ჩოხატაურის კლინიკის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში დოლიძეების ოჯახს მეორე შვილი შეეძინა. ღმერთმა გაამრავლოს საქართველო და ამ რთულ მდგომარეობაში მრავალი სიხარული და ბედნიერი დღეები შემატებოდეს!”,_ აღნიშნულ ინფორმაციას შპს „მედალფას“ ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრი ... ...
  • "არ ისურვა ვინაობის გამხელა" - მსოფლიო ჩემპიონი ზუგდიდში ათ ოჯახს დაეხმარა(ფოტოები) "არ ისურვა ვინაობის გამხელა" - ერთ-ერთი მსოფლიო ჩემპიონი ზუგდიდში ათ ოჯახს დაეხმარა, _ ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში "წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის" ხელმძღვანელი, სალომე ფაცაცია ... ...
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი გახარიას მადლობას უხდისჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს გებრეიესუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გაკეთებული გზავნილისთვის მადლობა გადაუხადა. განცხადება „ტვიტერზე“ ტედროს გებრეიესუსის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. „მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ქართველი ხალხისადმი და განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაკეთებული შესანიშნავი გზავნილისთვის, რომლითაც ის ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გამოვიდა. ჩვენ ერთად ვიბრძვით „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს განცხადებით გამოეხმაურა, სადაც მან გლობალურ პანდემიაზე გაამახვილა ყურადღება. „ერთიანი ძალისხმევით, ქართველი ექიმების თავდაუზოგავი შრომით და პროფესიონალიზმით, ჩვენ ამ გამოწვევასაც დავძლევთ, გავიმარჯვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ჩვენ კი გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს მშობლებს, ოჯახსა და ახლობლებს. გავუფრთხილდეთ ჩვენს გმირ ექიმებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად იბრძვიან ჩვენი ჯანმრთელობისთვის“, – აღნიშნულია გიორგი გახარიას 7 აპრილის ... ...
  • დაკეტილი მაღაზიები და ქუჩები ადამიანების გარეშე _ ჩოხატაური 9-ის შემდეგ (ფოტორეპორტაჟი)დღეს კომენდანტის საათის გამოცხადებიდან მერვე დღეა. "გურია ნიუსი" გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს _ "ჩოხატაური 9-ის ... ...
  • ხელფასის 1/3 StopCoV ფონდში _ საკრებულოს მაღალჩინოსანთა გადაწყვეტილება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, მოადგილე ვლადიმერ ნანაძე, ფრაქცია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” , საკრებულოს კომისიის და ფრაქციის თავმჯდომარეები, მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. „ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევუერთდეთ მმართველი გუნდის სოლიდარობის ინიციატივას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ესაა ვირუსი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ამიტომ ახლა ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა და თანადგომა, რაც ყველას ერთად მოგვცემს შესაძლებლობას დავამარცხოთ პანდემია და გავუმკლავდეთ მის შედეგებს. ასევე საკრებულოს თითოეული წევრი აპარატის თანამშრომლებთან ერთად, პირადი სახსრებით ოჯახებს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას, საკვები პროდუქტებით მოამარაგებენ“,- ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...