ღეროვანი უჯრედები _ Now How მედიცინაში

კარმიდამო ჩემი

ღეროვანი უჯრედები _ Now How მედიცინაში

1 იან. 1970, 04:00:00
ეს საწყისი უჯრედებია, რომლებიც შემდგომ გამრავლებისას დიფერენცირდებიან და დასაბამს აძლევენ სხვადასხვა სახეობის უჯრედებს და, შესაბამისად, სხვადასხვა ორგანოს ქსოვილებს.

ღეროვანი უჯრედების გამოყოფა-მიღება და სამკურნალოდ გამოყენება თანამედროვე ბიომედიცინის თვალსაჩინო პროგრესს წარმოადგენს და ბოლო ათწლეულების უდიდეს სამედიცინო მიღწევად აღიარეს.

უჯრედული თერაპია გულისხმობს მკურნალობას ღეროვანი უჯრედებით და თანამედროვე კლინიკური მედიცინის სრულიად ახალი მიმართულებაა.

ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის იდეა გაჩნდა მაშინვე, როგორც კი მიიღეს ადამიანის ჩანასახის (ემბრიონის) ღეროვანი უჯრედების პირველი ქსოვილოვანი კულტურა.

ღეროვანი უჯრედების ორ სახეობას გამოყოფენ: ემბრიონული (ჩანასახის) ღეროვანი უჯრედები და მწიფე (ცოცხალ ორგანიზმში არსებული) ღეროვანი უჯრედები.

მოზრდილი ადამიანის ორგანიზმში ღეროვანი უჯრედების სამი წყაროა: 1) ძვლის ტვინი; 2) ცხიმოვანი ქსოვილი; 3) სისხლი. ღეროვანი უჯრედები ასევე შეიძლება აიღონ ახალშობილის დაბადებისთანავე. ემბრიონული ღეროვანი უჯრედები აღმოჩენილია, აგრეთვე, ამნიოციტშიც (სანაყოფე სითხე მუცლადყოფნისას).

მოზრდილ ორგანიზმში ღეროვანი უჯრედები აღმდგენ ფუნქციას ასრულებენ, რადგან ღეროვანი უჯრედებისგან ყალიბდებიან და დიფერენცირდებიან სხვადასხვა ქსოვილის შემადგენელი უჯრედები. ღეროვან უჯრედებს გააჩნიათ უნიკალური თვისებები _ მიგრირდებიან ადამიანის ორგანიზმში და ანაცვლებენ დეფექტურ (ან დაავადებულ) ორგანოს, გამოყოფენ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს და ახდენენ ორგანოს აღდგენის სტიმულირებას.

პირველად ტერმინი _ "ღეროვანი უჯრედები" შემოიღო რუსმა ჰისტოლოგმა ალექსანდრე მაქსიმოვმა 1908 წელს ადამიანის ორგანიზმში არსებული ჰემოპოეტური (სისხლწარმომქმნელი) საწყისი უჯრედების აღსანიშნავად. 1978 წელს აღმოაჩინეს, რომ ჰემოპოეტური ღეროვანი უჯრედები არსებობს ახალშობილის ჭიპლარის სისხლშიც.

1988 წელს ელიან გლუკმანმა პირველად ჩაუტარა ლეიკემიით დაავადებულ პაციენტს ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია და დაამტკიცა, რომ ჭიპლარის სისხლის გამოყენება უსაფრთხო და ეფექტურია. 1992 წელს დევიდ ჰარისმა გაყინა ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები შემდგომი შენახვა-გამოყენების თვალსაზრისით. 2003 წელს გამოქვეყნდა სტატია აშშ-ს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში, რომ თხევად აზოტში შენახვით, ღეროვანი უჯრედები სრულად და ხანგრძლივად ინარჩუნებენ ბიოლოგიურ თვისებებს.

2012 წელს მეცნიერებს _ ჯონ გორდონსა და სინია იამანაკის მიანიჭეს ნობელის პრემია ღეროვანი უჯრედების კვლევაში გაწეული ღვაწლისთვის.

ღეროვანი უჯრედებით თერაპია იმედისმომცემად ითვლება ისეთი დაავადებების მკურნალობაში, როგორიცაა: პარკინსონის დაავადება, ალცჰეიმერის დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, კარდიომიოპათიები, მოტეხილობები და სხვა. ამ მეთოდის წყალობით განკურნებადი გახდა ლეიკოზის ზოგიერთი ფორმები ბავშვებში, წარმატებით გამოიყენება ისეთი აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, კრონის დაავადება, გაფანტული სკლეროზი.

ქართველი მეცნიერებიც წარმატებით მუშაობენ უჯრედული თერაპიის მიმართულებით _ კ. მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი; ონკოლოგები კ. მარდალეიშვილი, დ. ღვინიაშვილი, გ. ლოლაძე, ჭიპლარის სისხლის ბანკის ხელმძღვანელი, გ. შათირიშვილი, ზ. კაკაბაძე, მორფოლოგი.




 ახალი ამბები
  • ბახმაროში ჩარჩენილები _ ხელის თხოვნა 2050 მეტრის სიმაღლეზე"ჩემს ტყუპს სიგიჟემდე რომ უყვარს ბახმარო, ალბათ, ყველამ იცის. მისი სიყვარულის ისტორიაც აქ დაიწყო, ჰოდა, უკიდეგანოდ ბედნიერი ვარ, რადგან სწორედ ამ საოცარ ადგილას აღვნიშნავთ მის გაბედნიერებას და ჩვენს "ოქროს დაბადების დღესაც", გილოცავ ტყუპჩიკ, ეს რაღაც სხვა გრძნობაა, რომელსაც სიტყვებით ვერ გამოვთქვამ. ვულოცავ საკუთარ თავს და ყველას, ვისაც შენი ბედნიერება უხარია. ასეთი თვალებგაბრწყინებულები იყავით სიცოცხლის ბოლომდე თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად!"  _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჩოხატაურელი ხატია პაიჭაძე. გიგა პაიჭაძემ და სალომე შერგელაშვილმა ერთმანეთი დიდი ხნის წინ ბახმაროში გაიცნეს, ამიტომ სიმბოლურია, რომ შეყვარებულმა ბიჭმა გოგოს ხელი სწორედ ბახმაროში სთხოვა, სადაც სალომე "მაყრიონთან" ერთად ტყუპების 22 წლის იუბილეს აღნიშნავდა. ეს სიურპრიზი მოულოდნელი იყო მისთვის, მაგრამ იუბილარ სატრფოს როგორ გააწბილებდა. დაქორწინდნენ და მაყრიონიანად ჩარჩნენ ბახმაროში და ახლა გზის გახსნას ელოდებიან, რომ თავიანთი სიხარული სხვებსაც გადასდონ. "გურია ნიუსი" ულოცავს ახლად დაქორწინებულ წყვილს და ბედნიერებას და შვილთა სიმრავლეს უსურვებს ... ...
  • ბახმაროში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში ბახმაროში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავა სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს, თუ რა ხდება ამ წუთებში ბახმაროს გზაზე. ცნობისთვის, ბახმაროში მისასვლელ გზაზე დღეს   მეწყერი ... ...
  • “სამი ადამიანი ვართ ახლა მთაში“ამ საღამოს დაბა გომისმთაზე გამოიდარა. ჩვენთან საუბრისას ადგილობრივი  მცხოვრები  მერაბ სანიკიძე ამბობს, რომ დაბა გომისმთაზე ახლა სამი ადამიანი იმყოფება. “სამი ადამიანი ვართ ახლა მთაში. დიდი თოვლი არის მოსული. ამ საღამოს გამოიდარა და ყინავს“, - გვითხრა ... ...
  • ბახმაროში გზის გახსნას ელოდებიანგურიაში, კონკრეტულად ბახმაროში  მოსულმა თოვლმა გზა ჩაკეტა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის პრესსამსახურის, იამზე ვაჩეიშვილის ინფორმაციით, ამ წუთებში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, კურორტზე 50 მანქანა და 200-მდე ადამიანი იმყოფება ამ დროისთვის. ისინი გზის გახსნას ... ...
  • გომისმთაზე 80 სმ თოვლი მოვიდადაბა გომისმთაზე თოვლი მოვიდა. ეს ფოტოები “გურია ნიუსს“ დაბის მკვიდრმა მერაბ სანიკიძემ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...