ხილისა და ბოსტნეულის შრობა ინოვაციური ტექნოლოგიებით

კარმიდამო ჩემი

ხილისა და ბოსტნეულის შრობა ინოვაციური ტექნოლოგიებით

2013 აგვ 9 14:30:59

სოფლის მეურნეობაში ინოვაციური მიდგომა და დარგების განვითარება აუცილებელია _ საქონელს ანტიკურ ეპოქაშიც უვლიდნენ, ხორბალს თესდნენ, ბოსტნეულიც მოჰყავდათ, მაგრამ მაშინ მომხმარებელი ცოტა იყო და მოთხოვნილებაც მოკრძალებული ჰქონდათ.

დღევანდელ პირობებში, როცა ყველაზე დაუნდობელი, მაგრამ განვითარებისთვის აუცილებელი ფაქტორი _ კონკურენცია სულ უფრო გვიახლოვდება, არქაული მეთოდებით სოფლის მეურნეობის გაძღოლა კონკურენტულ გარემოში, ენერგიისა და ფულის უაზრო ფლანგვაა. ამ დროს უპრიანია შეიძინო მისგან, ვინც უფრო იაფად აწარმოებს. ხელოვნური ბარიერებით ამ სიტუაციის შეცვლა, მომხმარებელს სათანადო პროდუქტის გარეშე დატოვების ან ამ პროდუქტებზე ფასების გაზრდის საფრთხის წინ აყენებს. არის სხვა ფაქტორიც _ ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა, რაც, პირველ რიგში საკვებ პროდუქტებზე აისახება.

ინოვაციური ტექნოლოგიის და ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე, არც ერთ და, პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის დარგებში საქმიანობა, სათანადო შედეგის მომტანი ვერ იქნება.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში (დადიანის ქუჩა #8) 2011 წელს დავაარსეთ საწარმო შპს "არწივი", ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია "პინ"-ის თანადგომით. ერთი უმთავრესი ფაქტორი ამ იდეის გახორციელებისა გოგი არწივიძის გამოგონება _ ჩირის დასამზადებელი საჩირავი აპარატი იყო, რომელსაც ანალოგი არ აქვს.

საწარმოში იმთავითვე თორმეტი ადამიანი დასაქმდა, რაც, არც ისე ბევრია, თუმცა, იმედისმომცემია სამუშაო ადგილების შესაქმნელად, რადგან, მიუხედავად არც ისე სწრაფი ტემპისა, საწარმოს წინსვლა აშკარაა.

სამუშაო სეზონი დროებითია, ძირითადად მუშაობა ზაფხულის მეორე ნახევარში იწყება და შემოდგომის ბოლომდე გრძელდება. საწარმო მშრალი პროდუქტების წარმოებითაა დაკავებული. ძირითადად ხილ-კენკროვანების და ბოსტნეულის გაშრობა-გადამუშავებაზე ვმუშაობთ. დიდი მოწონება დაიმსახურა შოკოლადით მოჭიქულმა ჩირმა, ასევე შავ ქლიავთან ერთად გატარებულმა მშრალი ხურმის ჩირმა შოკოლადში, რომელიც ჩვენ დავამზადეთ და ძალზე ნუგბარი საჭმელია.

გაშრობის ტექნოლოგიისთვის მზის ენერგიას ვიყენებთ, რამაც დიდი დანაზოგი მოგვცა, პროდუქციის ხარისხის ამაღლებასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი და უმთავრესი ის მივიღეთ, რომ პროდუქცია ნატურალური, ვიტამინებით უდანაკარგო და სასარგებლოა. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური სომხური ჩირი გაცილებით ძვირია.

საწარმოს ამუშავების მთავარი ფაქტორია ის, რომ ზოგ პროდუქტს, რომელიც უცხოეთიდან შემოდის ჩვენს ქვეყანაში, ეს საწარმო ბაზარს სთავაზობს ორჯერ დაბალ ფასში _ კილოგრამი ჩირის ფასი 15 ლარიდან 22 ლარამდე მერყეობს. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აღნიშნული პროდუქციის წარმოებისას საერთოდ არ გამოიყენება ენერგიის ტრადიციული სახეები _ პროდუქტი შრება მზის ენერგიით, სტერილურ გარემოში.

საწარმო ნედლეულად იყენებს ადგილობრივ პროდუქტს, ვაშლს, მსხალს, ლეღვს, შავ ქლიავს, კომშს, თითქმის ყველაფერს, რომლის ნაწილს თვითონაც აწარმოებს. პროდუქტის წარმოებისას არ გამოიყენება შხამქიმიკატები. ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ჩვენთან შექმნილია სათანადო პირობები იმისთვის, რომ იწარმოებოდეს მაღალი ხარისხის, კონკურენტული ფასების მქონე, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ჩვენთან სხვადასხვა სახის მწვანილეულის (ოხრახუში, ქინძი, ცერეცო, ნიახური, შაშტრამი, კვლიავი...) შრობა და ფხვნილის სახით მიღება ხდება, რაც შემდეგ პაკეტებში ფასოვდება. ასევე ხდება ბოსტნეული კულტურების ჩირის სახით გამოყვანა ზეითუნის ზეთში. ჯერ მწიფე პომიდვრის გამოშრობა ხდება და შემდეგ იგი 200-გრამიან ქილებში თავსდება, ზეითუნის ზეთთან ერთად.

ყოველივე ამას წინ უძღოდა ხანგრძლივი შრომა, რომელიც მეტია იმ შედეგზე, რაც სადღეისოდ გვაქვს მიღებული. თუმცა, ახლა საწარმოში შექმნილია საკვები პროდუქტის სახეობა, რომელიც ექსკლუზიურია და ამჟამად მიმდინარეობს მისი შესაბამისი წესით რეგისტრაციის პროცესი. ამ გამოგონებით სერიოზულ წარმატებას ველოდებით.

პრობლემების გარეშე საქმე არ არსებობს და სამწუხაროდ, ამ საწარმოსთვისაც აშკარად ახლობელია.

საწარმო ფინანსური რესურსების დეფიციტს განიცდის, საწარმოს ადმინისტრაცია მცდელობას არ აკლებს საბანკო სექტორთან ურთიერთობას, რათა ამ პრობლემის თუ სრულად არა, მის ნაწილობრივ დაძლევას მაინც მიაღწიოს, თუმცა. ჯერ შედეგი ნაკლებად ჩანს.

საწარმო, შპს "არწივი" აშკარა მაგალითია მათთვის, ვისაც შეზღუდული ფინანსური და ტექნიკური საშუალებების რესურსების პირობებში, გადაწყვეტილი აქვს სასოფლო-სამეურნეო საქმანობას მოჰკიდოს ხელი და საკუთარი წარმოების პროდუქტი შესთავაზოს ბაზარს.

პროდუქტის წარმოებამდე ადმინისტრაციის ტექნიკურ ნაწილზე პასუხისმგებელი პირები მუდმივად იმყოფებოდნენ სხვადასხვა ტრენინგებზე და სწავლებებზე. მიღებული ცოდნის წყალობით, მათ შეძლეს შეცდომების თავიდან აცილება, ფინანსური რესურსების და დროის დაზოგვა.

მერაბ ბარათაშვილი,შპს "არწივის" თანამფლობელი, ასოცირებული პროფესორი სოფლის მეურნეობის დარგში




 ახალი ამბები
  • სახურავგადახდილი დარბაზი და წვიმისგან დაზიანებული ინვენტარი _ ვის ეკისრება პასუხისმგებლობალანჩხუთის სპორტულმა  ცენტრმა, დაახლოებით, ერთი თვის წინ გაასაჯაროვა ინფორმაცია საჭიდაო დარბაზ „ფალავანში" სარემონტო სამუშაოების დაწყების თაობაზე. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის საჭიდაო დარბაზ "ფალავანში", დაიწყო სარემონტო სამუშაოები. იცვლება შენობის სახურავი და მოპირკეთდება გარე ფასადი“ _ სამსახურის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ამ მოკლე ინფორმაციას ფოტოებიც მრავლად ერთვოდა, მათ შორის საჭიდაო დარბაზის სახურავახდილი შენობისაც.  მიუხედავად იმისა, რომ ლამის ერთი თვეა გასული ამ შემთხვევიდან,  როგორც მოვლენებმა ცხადჰყო, შენობა ჯერ კიდევ სახურავის გარეშეა, რამაც თავისი საქმე ქნა.   გასული კვირის ბოლოს ლანჩხუთში ხვავრიელად იწვიმა და როგორც ირკვევა,  საჭიდაო დარბაზიც გვარიანად დააზარალა.  სპორტული ცენტრის ჭიდაობის მასწავლებელს,  დავით მჟავიას თუ დავერწმუნებით,  შენობაზე სახურავის არ ქონის გამო რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების ინვენტარია განადგურებული. მწვრთნელი მომხდარში სპორტული ცენტრის დირექციის პასუხისმგებლობის საკითხსაც არ გამორიცხავს. „ასე ბოროტულად და გულგრილად მოექცნენ საჭიდაო დარბაზს, წყალში ტივტივებს საჭიდაო ლეიბები თავისი გადასაფარებლით, რამდენიმე ათასი დოლარის ინვენტარია გაფუჭებული.  ახალ დაგებული იატაკი, კედლები და ჭერიც ჩამორეცხილია და განადგურებული, სუფთა ვანდალიზმი. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ამის გამკეთებელი, ვინც იქნება - სპორტული სკოლის დირექცია თუ ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო ორგანიზაცია,. ფაქტობრივად, უშანსოდ დაგვტოვეს მოჭიდავეები. 20 სურათი რომ დადო სპორტული ცენტრის დირექტორმა "ფეისბუქზე", სახურავის შეცვლას ვიწყებთო და თავს რომ იწონებდა, ყველაფერი ჩემი ინიციატივითააო, პირველ რიგში, ეს გაეთვალისწინებინა, რომ წვიმის შემთხვევაში, რა მოხდებოდა... ყველამ უნდა აგოს პასუხი!" – საკუთარ პოზიციას ასე აფიქსირებდა მომხდართან დაკავშირებით სპორტული ცენტრის მასწავლებელი. მჟავიასგან განსხვავებით  ლანჩხუთის საჭიდაო დარბაზში შემნილ სავალალო მდგომარეობასთან დაკავშირებით  სპორტული ცენტრის დირექციის პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავს  ჭიდაობის განყოფილების უფროსი, იგი მომხდარზე  პასუხისმგებლობას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აკისრებს.  „რა შუაშია აქ სპორტული ცენტრის დირექცია? ტენდერის შემსრულებლებს უნდა გაეთვალისწინებინა ამინდის გარემოება და როგორც ვიცი, ისინი მზად არიან ზარალის ანაზღაურებაზე" - ამბობს  კახა აფხაზავა. საჭიდაო დარბაზის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპორტული ცენტრის ხელმძღვანელობამ  განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დაზიანებების გამოსწორების ვალდებულებას სამუშაოების მწარმოებელი ფირმა იღებს. „უამინდობის გამო სარემონტო სამუშაოების მსვლელობისას დარბაზში ჩამოსულმა წვიმის წყალმა ნაწილობრივ დააზიანა დარბაზის კედლები. მიუხედავად ამისა, სამშენებლო ფირმა იღებს ვალდებულებას აღმოფხვრას ყველა ხარვეზი და დარბაზში დღეს შექმნილი ვითარება ათი დღის ვადაში გამოასწოროს. რაც შეეხება ტატამს, ამ დროისთვის თითოეული მათგანი წესრიგშია" - ვკითხულობთ სპორტული ცენტრის მიერ გავრცელებულ ... ...
  • საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ მესტიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართადღეს საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ მესტიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. გიორგი ჭიჭინაძე მუნიციპალიტეტებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ დაგროვებითი საპენსიო სქემა გააცნო. მენეჯმენტის წევრებმა აღნიშნეს, რომ ჩართულნი არიან სქემაში და რეფორმის შესახებ საკმარისი ინფორმაცია აქვთ. მათი შეკითხვები საინვესტიციო საკითხებს და სანდოობას შეეხო. გიორგი ჭიჭინაძემ მათ დეტალურად აუხსნა სქემის ბენეფიტები, რა ეტაპზეა ახლად ჩამოყალიბებული საინვესტიციო საბჭო და რა მიმდინარე სიახლეებია საპენსიო სააგენტოში. მესტიამდე საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ამბროლაურში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებისთვის საინფორმაციო ტრენინგი ჩაატარა. ... ...
  • "სპირიდონისნაირ ნაძირლებს რომ ვითმენთ, ამიტომ გვსჯის ღმერთი" _ ბობოხიძე მეუფე სპირიდონზე"მეგონა, რომ სპირიდონი იდიოტი იყო, სამწუხაროდ, შეგნებული პროვოკატორია", — ამ სიტყვებით გამოეხმაურა ევროპული საქართველოს დეპუტატი, აკაკი ბობოხიძე სხალთის მთავარეპისკოპოსის სპირიდონის ქადაგებას TV პირველთან საუბრისას, რომლის მიხედვითაც, ვლადიმერ პუტინის ტყუილი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ქართველების ცოდვის შედეგია. "ცოდვები იმდენი რამდენიც აქვს რუსეთს, ალბათ, მსოფლიოს არც ერთ სახელმწიფოს არ მოეძებნება. როგორც ჩანს, მე და სპირიდონს ერთი ღმერთი არა გვყავს. იქნებ, სპირიდონმა მითხრას მისი ღმერთი რატომ არ სჯის ცოდვებისთვის რუსეთს და რა დააშავა ასეთი საქართველომ, რომ ჩვენ გვსჯის? ეტყობა სპირიდონისნაირ ნაძირლებს რომ ვითმენთ, ეგ დააშავა", — განაცხადა აკაკი ბობოხიძემ. სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა თავის ქადაგებაში რუსეთსა და ევროკავშირზე ისაუბრა. ქადაგების ტექსტი ბათუმელებმა გაავრცელა. მეუფე სპირიდონმა თქვა, რომ რუსეთი უფლის გზაზეა და ის პოლიტიკა, რასაც ამ ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ატარებს საქართველოსთან მიმართებაში, უფლის ნაკარნახევია. მისი მთელი ქადაგება სიძულვილის ენის შემცველი იყო. მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა რუსეთის ლიდერის პოლიტიკა დაახასიათა, როგორც ევროკავშირის "ცოდვილი" პოლიტიკის მთავარი ... ...
  • სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ბრუნდება2019-2020 სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება და არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი გახდება. ამასთან დაკავშირებით ღონისძიება სოფელ ვარიანში პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გამართა.  პრემიერის განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელი "დედა ენას" უფასოდ მიიღებს. სახელმძღვანელოს ადაპტირებული ვერსია საქართველოს პარლამენტის ინიცირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით შექმნილმა ექსპერტთა სპეციალურმა კომისიამ შეიმუშავა და მას ყველა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლე უფასოდ მიიღებს. ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა, ხოლო ეროვნული კატეგორია 2014 წელს განესაზღვრა.  საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე, სამინისტრომ ქართული საანბანე სახელმძღვანელო იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით მოამზადა. იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, შეიქმნა ისეთი სახელმძღვანელო, რომელიც, ერთი მხრივ, ეროვნულ და კულტურულ საფუძველს, ხოლო, მეორე მხრივ კი, სწავლების თანამედროვე მეთოდებს დაეფუძნა. იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ უკანასკნელი გამოცემის ადაპტირება მოხდა ისე, რომ შენარჩუნდა ავტორის ძირითადი მეთოდები, პრინციპები, მასალა და თანამედროვეობას დაუახლოვდა. არქაული ლექსიკა ნაწილობრივ შეიცვალა, თუმცა ძირითადი ლექსიკა, რაც დღესაც გამოიყენება, სახელმძღვანელოში ... ...
  • საქართველოს გავლით რუსეთში რადიოაქტიური მასალების გატანას ცდილობდნენ - სუს-ისაქართველოს ტერიტორიის გავლით, სომხეთიდან რუსეთის ფედერაციაში  რადიოაქტიური მასალების გატანას ცდილობდნენ. სუს-ის ინფორმაციით, უწყებამ რადიოაქტიური მასალებისადმი უკანონო მოპყრობისა და საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავა.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რადიოაქტიური მასალებისადმი უკანონო მოპყრობისა და საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავა.  სუს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა სომხეთის მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო მიკროავტობუსით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, სომხეთიდან რუსეთის ფედერაციაში 4 ფუთაში დაფასოებული ნივთიერება „თორიუმის" გადატანის მცდელობას. "ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ აღნიშნული ფუთების საერთო წონაა 71,63 კგ და ისინი შეიცავენ რადიოაქტიურ იზოტოპს "თორიუმ 232", რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. გამოსხივების დოზის სიმძლავრე ფუთების ზედაპირზე შეადგენდა 18-მდე მიკროზივერტს/სთ. აღსანიშნავია, რომ მაქსიმალური უსაფრთხო სიმძლავრე წარმოადგენს 0,5 მკზტ/სთ. ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. გამოძიების პროცესში დაკავებული იქნა ამოღებული ტვირთის მფლობელი, სომხეთის მოქალაქე მილიტოს მ, რომელსაც ქ. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა,"-ნათქვამია განცხადებაში.  გამოძიება რადიოაქტიური მასალების უკანონო მოპყრობისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...
ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...