სანაშენე საქმიანობა მეფუტკრეობაში

კარმიდამო ჩემი

სანაშენე საქმიანობა მეფუტკრეობაში

10 აგვ. 2013, 14:34:38
(დასასრული)

ფუტკრის ოჯახების ხელოვნური გამრავლება

ფუტკრის ოჯახის ხელოვნურად (მეფუტკრის მიერ) გამრავლების რამდენიმე ხერხია ცნობილი. მათ ცალ-ცალკე განვიხილავთ და შევეცდებით, გავაანალიზოთ და გაგაცნოთ მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ფუტკრის ოჯახების გამრავლება ხდება ინდივიდუალური და ნაკრები განაყოფებით. მეფუტკრის მიერ ფუტკრის ოჯახის ნაწილის ცალკე გამოყოფას ინდივიდუალური განაყოფი ეწოდება. ცხადია, ამისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო ფუტკრის ოჯახის განვითარების მესამე სტადიაა. ამ დროს ხდება ახალგაზრდა, დაუსაქმებელი ფუტკრების დაგროვება, რაც, თუ ღალა არ არის მოსალოდნელი, ნაყარობით დამთავრდება. თუ ახლო მომავალში ღალიანობაა მოსალოდნელი, მაშინ განაყოფების შექმნისგან თავი უნდა შევიკავოთ, რადგან ფუტკრის ოჯახისთვის რამდენიმე ჩარჩო ფუტკრის წართმევამ, შეიძლება 8-10 კგ თაფლი დაგვაკარგვინოს. ასეთ შემთხვევაში, ხელოვნურ განაყოფებს ღალის დამთავრების შემდეგ ვაყალიბებთ (ასეთი სიტუაცია გვხვდება დასავლეთ საქართველოში აკაციის ყვავილობის წინ).

ხელოვნური განაყოფების შექმნა მხოლოდ ძლიერი ოჯახებისგან შეიძლება. სუსტი ოჯახებისაგან განაყოფებს ვერ მივიღებთ. ხელოვნურ განაყოფს ჩვეულებრივად უდედოდ 4-5 ჩარჩოთი და ზედ მსხდომი ფუტკრით ქმნიან. თუ განაყოფებს იქვე ვტოვებთ, საფუტკრეში, მათ კიდევ უნდა დავუმატოთ ფუტკარი 1-2 ჩარჩოდან, რადგან მოღალე ფუტკარი თავის სკაში დაბრუნდება და განაყოფი დასუსტდება. განაყოფს შეიძლება მივცეთ განაყოფიერებული დედა ფუტკარი, მწიფე სადედე, ან ვაცალოთ, თვითონ გამოიყვანოს დედა. ეს უკანასკნელი შემთხვევა ძალზე არარენტაბელურია, რადგან დედა ფუტკრის გამოყვანის პროცესი ერთ თვეს გრძელდება და ეს დრო განაყოფისთვის დაკარგულად უნდა ჩაითვალოს, თანაც შედარებით სუსტ განაყოფს ხარისხიანი დედა ფუტკრის გამოყვანა არ შეუძლია.

ხელოვნური განაყოფი ისეთი სიძლიერისა უნდა იყოს, რომ მას დამოუკიდებლად არსებობა შეეძლოს და მუდმივ მზრუნველობას არ საჭიროებდეს. ამისთვის კმარა 4-5 ჩარჩო ზედ მსხდომი ფუტკრით. აქედან 2-3 ბარტყიანი უნდა იყოს, ხოლო ორი _ კიდეში თაფლიან-ჭეოიანი. განაყოფების ფორმირების დროს ჭეოს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან თაფლის დანაკლისის შევსება გაცილებით მარტივია, ვიდრე ყვავილის მტვრისა. თუ ახლად შექმნილ განაყოფს განაყოფიერებული დედა ფუტკარი უნდა მივცეთ, მაშინ დედა ფუტკარს გალიით განაყოფის ფორმირებისთანავე ვაძლევთ. თუ განაყოფს მწიფე სადედით ვაყალიბებთ, მაშინ მწიფე სადედე 4-8 საათის გავლის შემდეგ ან მეორე დღეს ეძლევა.

ხელოვნური განაყოფის ფორმირებისთვის შეგვიძლია ავირჩიოთ როგორც ღია, ასევე გადაბეჭდილბარტყიანი ჩარჩოები. მთავარი აქ არის მიზანი, რისთვისაც განაყოფს ვქმნით. ვაროატოზის პირობებში კარგი იქნება, თუ განაყოფს ფორმირებასა და ვაროატოზთან ბრძოლის ზოოტექნიკურ მეთოდს ერთმანეთს დავუკავშირებთ. განაყოფიერებულდედიანი განაყოფი, უმჯობესია, ღია ბარტყიანი ჩარჩოებით დავაკომპლექტოთ და ამავე დროს შევწამლოთ რომელიმე აპრობირებული აკრიციდით. მწიფესადედიანი განაყოფი, პირიქით, უმეტესად გადაბეჭდილბარტყიანი ჩარჩოებითკომპლექტდება, ხოლო ვაროას წინააღმდეგ წამლობა ფორმირებიდან მე-12, მე-14 დღეს ხდება.

ნაკრები გამონაყოფის ფორმირება არაფრით განსხვავდება ინდივიდუალური განაყოფების ფორმირებისგან, გარდა იმისა, რომ ნაკრები განაყოფებისთვის ჩარჩოებს ზედ მსხდომი ფუტკრით სხვადასხვა ოჯახებიდან ვიღებთ. სხვადასხვა ოჯახებიდან აღებული ფუტკრიანი ჩარჩოების განაყოფად ფორმირების დროს, ჩემს პრაქტიკაში არასდროს მიხმარია არომატიზებული სიროფები (პიტნის, კამის ან სხვა და არც არავის ვურჩევ!). თუ გეშინიათ, რომ სხვადასხვა ოჯახის ფუტკრები ერთმანეთში ბრძოლას დაიწყებენ, შეგიძლიათ ხელოვნური განაყოფის ყველა ჩარჩო ფორმირების პროცესში პირდაპირ კი არ ჩადგათ ახალ სკაში, არამედ ჯერ იქიდან ფუტკარი ჩაფერთხოთ. ახალ სკაში ჩაფერთხილი ფუტკრები კარგავენ წინააღმდეგობის გაწევის უნარს, ერთმანეთში ირევიან და თავდაცვაზე აღარ ფიქრობენ.

ფუტკრის ოჯახის გამრავლება, ოჯახების შუაზე გაყოფა-დაფრენით

ამ მეთოდით ფუტკრის ოჯახის გამოყოფის უპირატესობა ის არის, რომ საკვები, ბარტყი, ოჯახი და მოღალე ფუტკარი შედარებით თანაბრად ნაწილდება, რაც აადვილებს ახლად შექმნილი ოჯახის მოვლას და დაცვას. თუმცა, ეს მეთოდი უფრო შრომატევადია, ვიდრე წინა თავში აღწერილი მეთოდი.

შუაზე გაყოფა-დაფრენით ოჯახების გაყოფის დროს უნდა ავიღოთ ძირული ოჯახის ფორმისა და ფერის სკა, რომელსაც ვდგამთ ძირითადი ოჯახის გვერდით და მასში ძირითადი ოჯახიდან გადმოგვაქვს ნახევარი რაოდენობის ჩარჩოები ზედ მსხდომი ფუტკრებით, ბარტყითა და საკვებით. ამის შემდეგ, ორივე სკას ისე ვალაგებთ, რომ ძირითადი სკის საფრენის ადგილიდან თანაბრად იყვნენ დაშორებული. რამდენიმე წუთში ვუბრუნდებით გაყოფილ ოჯახს და ვაკვირდებით მფრინავი ფუტკრის განაწილებას. თუ ის არათანაბარია, სკების რამდენიმე სანტიმეტრით გაწევით ვცდილობთ მათ თანაბრად განაწილებას. ამ პროცედურის ჩატარება კიდევ შეიძლება მოგვიწიოს 15-20 წუთის შემდეგ. ჩვეულებრივ ამ დროს დედა ფუტკარს არ ვეძებთ, რაც ძლიერ ამარტივებს გაყოფის პროცესს. უდედო გამონაყოფს მეორე-მესამე დღეს ვადგენთ ჩამოშენებული სიდიდეების მიხედვით. ამ განაყოფს ვაძლევთ მწიფე სადედეს ან განაყოფიერებულ დედა ფუტკარს გალიით, ზემოთ აღწერილი რომელიმე მეთოდით. ან ვაცლით, თითონ გამოიყვანოს დედა ფუტკარი.

ცხადია, ზემოთ განხილული გაყოფის დროსაც უმჯობესია, დედა ფუტკარი და ღიაბარტყიანი ჩარჩოები ერთ სკაში მოვაქციოთ, ხოლო გადაბეჭდილბარტყიანი ჩარჩოები _ მეორეში, რომელსაც ახალ დედას ან მწიფე სადედეს მივცემთ. პირველი, დედიანი განაყოფი დაყოფის დღესვე შეიძლება დამუშავდეს ვაროას საწინააღმდეგო რომელიმე აპარატით, ხოლო გადაბეჭდილბარტყიანი მუშავდება ორჯერ: გაყოფიდან 7-8 დღის და 14-15 დღის შემდეგ. ამ პროცედურებით ტკიპით დაინვაზირების ხარისხი რამდენჯერმე მცირდება, რაც ზაფხულის განმავლობაში სხვაგვარად შეუძლებელი იქნება.

ვახტანგ ღოღობერიძე,"ელკანას" მრჩეველი მეფუტკრეობის დარგში, თბილისი




 ახალი ამბები
  • დაბა გომისმთაზე მეორე დღეა სატვირთო მანქანებს არ უშვებენორი დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ადგილობრივი სამართალდამცავები დაბა გომისმთაზე, სატვირთო მანქანებს, რომლითაც სამშენებლო მასალები ააქვთ, არ უშვებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ „საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“. ინფორმაციისთვის, ბოლო ორი წელია დაბა გომისმთაზე  უკანონო მშენებლობები ... ...
  • დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდებააშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, - წერს ... ...
  • ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი დაიწყოდღეს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება. ა(ა)იპ“ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მესამე ეტაპზე ბაღებში რეგისტრირებული ყველა ბავშვი მიიღებს ბურღულეულს, ბრინჯს, შაქარს, კარტოფილს, ორცხობილას და ზეთს. პროდუქტები 2646 აღსაზრდელისთვის არის ... ...
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ზურაბ ნასარაია: "მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა გადავცე აშშ-ს ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს" (R)სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში ზურაბ ნასარაიამ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დრე მიულოცა. ამერიკის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავთან დაკავშირებით, მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადავცე მის აღმატებულება-ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს! იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" _ განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...