ოცნება კივის უნიკალურ პლანტაციაზე ასრულებულია

gurianews.com

კარმიდამო ჩემი

ოცნება კივის უნიკალურ პლანტაციაზე ასრულებულია

2011 მაი 28 08:43:40
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში მცხოვრებ ომარ შავიშვილს საოჯახო მეურნეობა ბავშვობიდან უყვარდა და არაერთი ხელობის, მათ შორის, ბუხრის ამგებ შესანიშნავ ოსტატადაც იცნობენ. თუმცა, ამჯერად მასზე, როგორც მეხილეობის დარგის უსაზღვროდ მოყვარულ კაცზე უნდა ვისაუბროთ.

რაც თავი ახსოვს, რგავს, ამყნობს, ცდის სხვადასხვა სახის კულტურულ, მოსავლიან მცენარეებს და შედეგიც კარგი აქვს: _ ყოველწლიურად 2 ტონა თხილს, 1 ტონამდე ატამს, 2 ტონა თეთრ ვაშლს და ტონანახევარ კივს იწევს. ამ მოსავლის მიღებას იგი სულ ჰექტარნახევარ მიწის ფართობზე ახერხებს.

განსაკუთრებული ინტერესი კივის კულტურისადმი აქვს, რაც 6 წლის წინ გაუჩნდა და საკუთარი უნარისა და ფანტაზიის წყალობით, ამ ხნის მანძილზე მცენარის საოცარი ტალავერი გააშენა. თითქოს კივმაც იგრძნო მზრუნველი ხელი _ ნარგავები, შეთქმულივით, რიტმულად განვითარდა.

ორ სართულად აგებულ ტალავერზე, დაბლა "მშობლებია", ანუ გამერქნებული ქვედა ტანი, მაღლა კი "შვილები" _ ყველა მიმართულებით გადახლართული ლიანები.

ომარ შავიშვილის პლანტაციის სანახავად მოსულ არა ერთ დაინტერესებულ ადამიანს უთქვამს, რომ მსგავსი არაფერი უნახავს და საქართველოში შეიძლება არც ჰქონდეს ვინმეს ასეთი სტილით გაშენებული პლანტაცია, რომელსაც სამერმისოდ მართლაც "კაი პირი" უჩანს. ბევრს სურს გაიგოს, ხომ არ არსებობს კივის მოვლის რაიმე საიდუმლო, რამაც ასეთი შედეგი განაპირობა.

თუმცა, ბატონი ომარი ამბობს, რომ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია: თავდადებული შრომა და ისევ შრომა _ აი, ის რაც შედეგს იძლევა. კივს წყალი უყვარს, მიწაც არ უნდა იყოს ურიგო, ნაკელი სულ შეაქვს ფართობში და, ბუნებრივია, კივსაც კვებავს: _ გასხვლაც საკუთარი მოხერხებით "დავამუღამე", _ ამბობს იგი, _ ვიცოდი "ადესას" გასხვლა და დაახლოებით, ამ პრინციპით ვიმოქმედე.

ტალავერქვეშ მიუღებლად მიაჩნია რაიმე ბოსტნეულის დათესვა ან დარგვა _ აქ მხოლოდ კივის სამფლობელოა.

ომარ შავიშვილს კივის პლანტაცია ორ სხვადასხვა, ერთმანეთთან ახლოსმდებარე ნაკვეთებზე აქვს გაშენებული. ოცნება აისრულა და საარაკო პლანტაცია გააშენა, ახლა კი უახლოეს 3 წელიწადში 8 ტონა მოსავლის მიღებას გეგმავს! არანაირი სესხით არასდროს უსარგებლია. სურს კი, არსებობდეს რაღაც შეღავათიანი დაფინანსება, რაც სამეურნეო საქმიანობაში საგრძნობლად დაეხმარება:

_ შეიძლებოდა პროექტი დამეგეგმა, მაგრამ ვიდრე სხვადასხვა ინსტანციებში ვირბენ და ვინმე ყურადღებას მომაქცევს, ჩემს ნარგავებსა და ბაღებს "უჩემობა შეშლის". ამიტომ ასე ვარჩიე შრომა. ჯერ გლეხკაცისთვის ვინმეს სცალია საქართველოში? _ გვკითხა და ჩვენგან პასუხიც ვერ მიიღო _ რა უნდა გვეთქვა?

ომარ შავიშვილს საკუთარი ტრაქტორიც აქვს და ათასი სხვადასხვა ინსტრუმენტიც; მეუღლე და შვილებიც გვერდით უდგანან და შეძლების მაქსიმუმს აკეთებენ, თუმცა, მართლაც რომ საცოდაობაა, ასეთი სულისკვეთების მქონე მეურნე კაცი კადრს მიღმა ფუსფუსებდეს _ დაფინანსების შემთხვევაში ხომ ადვილი შესაძლებელია, მან მძლავრი მეურნეობა შექმნას და არაერთი ადამიანი დაასაქმოს?


ნახვა: 3000


 ახალი ამბები
  • "ოცნების" აღმასრულებელი მდივანი: მიმდინარე მოვლენები დინამიკაში უნდა განვიხილოთ"გურია ნიუსის" მიერ ექსკლუზიურად გავრცელებულ ინფორმაცოას, რომლის თანახმადაც მერაბ ჭანუყვაძის გათავისუფოების გამო პარტიას წევრები ტოვებენ, ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის აღამსრულებელი.მდივანი ბესიკ მელუა ეხმაურება: "როგორც ყველა პარტია, "ქართული ოცნებაც" ცოცხალი ორგანიზმია და იქ მიმდინარე მოვლენები დინამიკაში უნდა განვიხილოთ. - საკადრო ცვლილებები თავიდანვე იყო დაანონსებული. ჩვენმა თანაგუნდელებმა და მათ შორის მერაბ ჭანუყვაძემ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, ახლა კი ისინი სხვა პოზიციაზე განაგრძობენ მუშაობას. ბუნებრივია, ამაში არაფერია მიუღებელი. _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მელუამ. შეგახსენებთ რომ მერაბ ჭანუყვაძის გადადდგომის გამო დღეს პარტია ბიუროს წევრმა გია ხაჭაპურიძემ დატოვა. ჩვენი ინფორმაცოით რამდენიმე ადამიანი ხვალაც დატოვებს ... ...
  • ბავშვთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი _ სახალხო დამცველიბავშვთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი _ ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარია საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნავს.  სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი შემთხვევები კი ცხადყოფს, რომ არასრულწლოვნების მიერ თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევათა განმაპირობებელ ფაქტორთა შორის არის მოზარდის ინტერესების უგულებელყოფა და დაგვიანებული ფსიქოლოგიური თუ ემოციური მხარდაჭერა. პრობლემურია სუიციდის რისკების დროული გამოვლენა და პრევენცია, მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან. განსაკუთრებულ პრობლემად რჩება კიბერ ბულინგის და ძალადობის შემთხვევების გამოვლენა და მათზე ეფექტური რეაგირება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ძალზედ დაბალია როგორც მოსწავლეების, ისე სკოლის პერსონალის ცნობიერების დონე და ხშირად კიბერ ბულინგი ძალადობად არ აღიქმება. მედიასაშუალებების მხრიდან მომეტებულ ყურადღებას საჭიროებს ბავშვთა საკითხების, მათ შორის სუიციდის შემთხვევების გაშუქება ეთიკური სტანდარტებისა და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული შემთხვევის გაშუქებისას ადგილი ჰქონდა ბავშვის პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალების წარმოჩენას, რაც უგულებელყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს შემდეგი ღონისძიებების მყისიერ გატარებას: განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების სერვისების გაძლიერებას და ეფექტურობის გაზრდას. კერძოდ, მნიშვნელოვანია დროულად შეიქმნას სპეციალიზებული ცხელი ხაზი, სადაც ბავშვებს შეეძლებათ მიიღონ მათთვის მეგობრული, კვალიფიციური სერვისი და შესაბამისი კონსულტაცია 24 საათიან რეჟიმში; საგანმანათლებლო და სოციალურმა სამსახურებმა უზრუნველყონ არასრულწლოვნების ინფორმირება ძალადობის ფორმების - ბულინგის, კიბერ ბულინგის, სექსუალური შევიწროების, თუ სხვა სახის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფორმების თაობაზე და მიაწოდონ მათ ინფორმაცია შესაბამისი მხარდაჭერის სერვისების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ; სუიციდის რისკების დროული გამოვლენის და პრევენციის მიმართულებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალთა (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, მასწავლებლების, სოციალური მუშაკების და სხვა) გაძლიერებას და მათი ბავშვებთან მუშაობის უნარების დახვეწას; გაძლიერდეს საზოგადოების, განსაკუთრებით ბავშვების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები; ბავშვებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ  მათი საჭიროებების თუ პრობლემების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას შესაბამის მხარდაჭერა მოყვება და პასუხისმგებელი სახელწიფო უწყებები სათანადო ღონისძიებებს გაატარებენ. დაბოლოს, სახალხო დამცველი მოუწოდებს მედიასაშუალებებს, საკითხის მგრძნობელობის გათვალისწინებით, სიფრთხილე გამოიჩინონ გაშუქებისას და იხელმძღვანელონ ბავშვის  საუკეთესო ... ...
  • მერაბ ჭანუყვაძის გათავისუფლების გამო "ქართულ ოცნებას" წევრები ტოვებენგურიის გუბერნატორის, მერაბ ჭანუყვაძის გათავისუფლების გამო, პარტია "ქართულ ოცნებას" წევრები ტოვებენ. პარტიაში წერილობითი განცხადება უკვე შეიტანა ოზურგეთის საოლქო ორგანოზაციის ბიუროს წევრმა გია ხაჭაპურიძემ. ხაჭაპურიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ ჭანუყვაძეს ბევრი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი და მის გარეშე პარტიაში ყოფნას აზრი არ აქვს. _ ბატონ მერაბთან ერთად ბევრი რამ უნდა გაგვეკეთებინა. ბევრი რამ დავგეგმეთ და მისი წასვლის შემდეგ აზრი არ აქვს პარტიაში დარჩენას. ამიტომ, წავედი,_ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას გია ხაჭაპურიძემ. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, ხაჭაპურიძის მსგავსად "ქართული ოცნების" დატოვებას კიდევ ბევრი ადამიანი აპირებს, რომლებიც ბრიფინგების ჩატარებასაც გეგმავენ. შეგახსენებთ, რომ გურიის გუბერნატორი, რომელიც "ქართული ოცნების" ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეცაა, თანამდებობიდან დღეს ... ...
  • სახალხო დამცველი ოზურგეთელი არასრულწლოვანის თვითმკვლელობის ფაქტს ეხმიანებასაქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 16 წლის არასრულწლოვანის სუიციდის შემთხვევას, რომლის სავარაუდო მიზეზი გოგონას მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა და შევიწროება გახდა. სახალხო დამცველი უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო.          სამწუხაროდ, ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევათა დროული გამოვლენა და შესაბამისი მხარდაჭერა კვლავ პრობლემად რჩება. საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებები და მხარდაჭერის სერვისების მიწოდებისას არსებული ხარვეზები, ასევე, ძალადობისგან დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა ბავშვის უფლებადარღვევის, განსაკუთრებით სექსუალური შევიწროვებისა და ძალადობის შემთხვევებს დაფარულს და ტაბუდადებულს ხდის. ბავშვის ძალადობისგან დაცვის მექანიზმების მიმართულებით მნიშვნელოვანია ცხელი ხაზის არსებობა, რომელიც მისაწვდომი იქნება ნებისმიერი ბავშვისთვის.  სოციალური სამსახურის ცხელი ხაზი, რომელიც მხოლოდ სამუშაო საათებში მუშაობს, ვერ ფარავს ამ მიმართულებით არსებულ საჭიროებას. საქართველოს სახალხო დამცველი თავის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნავს, რომ 2017 წელს წინა წელთან შედარებით ბავშვთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი. სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი შემთხვევები კი ცხადყოფს, რომ არასრულწლოვნების მიერ თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევათა განმაპირობებელ ფაქტორთა შორის არის მოზარდის ინტერესების უგულებელყოფა და დაგვიანებული ფსიქოლოგიური თუ ემოციური მხარდაჭერა. პრობლემურია სუიციდის რისკების დროული გამოვლენა და პრევენცია, მათ შორის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ... ...
  • პრემიერი: მერაბ ჭანუყვაძე უფრო მაღალ თანამდებობაზე გადაგვყავსსაქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, გურიის გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძე მაღალ თანამდებობაზე გადაჰყავთ. ამის შესახებ პრემიერმა "გურია ნიუსს" განუცხადა. მამუკა ბახტაძეს არ დაუკონკრეტებია, რა თანამდებობაზე გადაჰყავთ მერაბ ჭანუყვაძე, თუმცა, გვითხრა, რომ ახალი თანამდებობიდან მერაბ ჭანუყვაძე გურიისთვის უფრო მეტ საქმეს გააკეთებს. შეგახსენებთ, რომ მერაბ ჭანუყვაძემ დღეს დილით დატოვა თანამდებობა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელში ასობით კომენტარია, რომელშიც აღნიშნულია, რომ მერაბ ჭანუყვაძე გურიის ერთ-ერთი საუკეთესო გუბერნატორი და ხელმძღვანელი პირი იყო. მოქალაქეები წერენ, რომ ჭანუყვაძის მსგავსი კადრი ქვეყანაში ცოტაა. მამუკა ბაცტაძემ გურიის გუბერნატორად დღეს ზურაბ ნასარაია ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...
ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...