"თუ სახელმწიფო არ დაგვეხმარა, რამდენიც უნდა ვიფართხუნოთ, ვერაფერს ვიზამთ"

კარმიდამო ჩემი

"თუ სახელმწიფო არ დაგვეხმარა, რამდენიც უნდა ვიფართხუნოთ, ვერაფერს ვიზამთ"

1 იან. 1970, 04:00:00
კოალიციური პროექტის "სოფლის განვითარების პოლიტიკის ეფექტურობის ამაღლების ხელშეწყობა ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფებისა და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დიალოგის გააქტიურების მეშვეობით" ფარგლებში. ღონისძიებაში ოზურგეთელი ფერმერები და სხვადასხვა სათემო კავშირის წევრები მონაწილეობდნენ.

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა თამაზ ვაშაკიძემ მცირე ექსკურსი მოაწყო და გამოიკითხა გურიაში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობის საკითხი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა კახა ნადირიძემ კი ისაუბრა პროექტზე, "თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების დანერგვისა და და ხელმისაწვდომობის საკითხები", რომელიც ევრაზიის ფონდის მიერაა დაფინანსებული. თემამ ფერმერთა შორის სერიოზული დისკუსია გამოიწვია.

"თურქული ბაზარი ქართული პროდუქტისთვის დაკეტილია, ქართული ბაზარი კი ავსებულია თურქული ნაწარმით... რატომ?" "ქართული პროდუქცია ქართულმა ბაზარმაც კი დაივიწყა... რატომ?" "სოფლის მეურნეობაში ინვესტირების მიზნობრიობა არ ხდება და დასეტყვილი მოსავლის საკომპენსაციოდ მიღებული თანხით გლეხი კარმიდამოს განახლებაზე კი არ ფიქრობს, მანქანას ყიდულობს... რატომ?" "გურიაში, უკვე მერამდენე წელია, მანდარინის ბაღები შეუწამლავია, ტონობით გაუსაღებელ მანდარინს კი ადამიანები სანაგვეზე ყრიან, თუმცა, კახეთისგან განსხვავებით, ამის კომპენსაცია არავის უცდია... რატომ?" "რატომ გვატყუებენ, თითქოს, სახელმწიფომ დაიწყო იაფი კრედიტის გაცემა, რაც სრული ბლეფია და შენს თხილს, მანდარინს, სკას თუ ძველსა და ახალ ავეჯს მხოლოდ მაშინ ითვლიან კაკალ-კაკალ, თუ სოციალურად დაუცველი ხარ და დახმარების დანიშვნას ითხოვ, ხოლო სესხის მოთხოვნის შემთხვევაში, ეს ყველაფერი უმნიშვნელო ან ძალიან იაფად შეფასებულია... რატომ?"

აღნიშნული უმწვავესი კითხვების ირგვლივ, დისკუსიის მონაწილეებმა დასკვნა თავად გამოიტანეს _ თუ სოფლის მეურნეობის დაკრედიტების გარანტად სახელმწიფო არ დადგა, არც ერთი აღნიშნული საგანგაშო პრობლემა არ გადაიჭრება! კახა ნადირაძის განმარტებით, "სახელმწიფო კი დგას გარანტად, მაგრამ ცრუობენ ბანკები! იქ მივდივართ, როგორც კერძო პირი, თუმცა სესხის გამოტანის მსურველი კარგად არ არის გარკვეული საკუთარ უფლებებსა და შესაძლებლობებში, რის გამოც ბანკი ახერხებს მის მოტყუებას! ითხოვენ ბიზნესგეგმას, რომლის დაწერა თავად არ იციან და გლეხს უყენებენ პირობას, რომ ის დაწეროს! ჯერჯერობით, გლეხისთვის არ არსებობს მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი სესხი, რომელიც მის მეურნეობას სასიკეთოდ შემოაბრუნებს!"

ამ სავალალო რეალობის ირგვლივ დასმულ კითხვას, რატომ დავდივართ ოცი წელი მოჯადოებულ წრეზე, შეკრებილმა ფერმერებმა თავად უპასუხეს _ არა და არ შეიქმნა მენეჯმენტის სწორი სამოქმედო ხაზი და პირობები! ფაქტი სახეზეა _ ისეთი პატარა ტერიტორიის მქონე ქვეყნები, როგორიც უდაბნოებიანი ისრაელი, უმზეო ისლანდია თუ ნაკლებმიწიანი ჰოლანდიაა, რომელიც ზღვას სტაცებს ხმელეთის თითოეულ გოჯს, ჰყვავის და მათი მიწა რენტაბელურია, ჩვენი დალოცვილი მიწა კი _ მუდამ დოტაციაზე მყოფი!

თამაზ ვაშაკიძემ საგანგებოდ აღნიშნა, რომ "ახლახან შექმნილი გურიის განვითარების სტრატეგიული გეგმა სერიოზული და საუკეთესო დოკუმენტია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შედგენილი საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა კი _ სუსტი!"

შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს გაზეთ "კარმიდამო ჩემის" თვალსაზრისი და შენიშვნები არსებულ პრობლემებზე, რის შემდეგაც ყველა ერთად შეთანხმდა იდეაზე _ შეიქმნას გურიისთვის რეალური დახმარების გეგმა. დავიწყოთ გურიიდან. ეს იქნება საფუძვლიანი, სერიოზული პროექტი, რომელსაც საინფორმაციო მხარდაჭერას გაუწევს გაზეთი "კარმიდამო ჩემი".

ცნობილმა მეფუტკრემ ჯანვერდ ცეცხლაძემ განაცხადა, რომ ეს ყველაფერი კარგია და რეალობასთან ახლოს მდგარი იდეაც შესანიშნავი, მაგრამ მაინც სახელმწიფოს სწორი პოლიტიკა და მიდგომაა მთავარი: _ თუ სახელმწიფო არ დაგვეხმარა, რამდენიც უნდა ვიფართხუნოთ, ვერაფერს ვიზამთ!

ბატონმა ჯანვერდიმ ამის საილუსტრაციოდ კიდევ ერთი მაგალითი მოიყვანა: _ არსებობს დამღუპველი ცალმხრივი კონტრაქტის სისტემა! თურქეთიდან შემოდის ფალსიფიცირებული თაფლი, ძალიან ლამაზი შეფუთვითა და მაღალი ფასით. ჩვენთან კი თაფლის მდინარეებია და გასაღების ბაზარი არ არსებობს!

აღსანიშნავია, რომ ჯანვერდ ცეცხლაძის გულისტკივილი ჩვენი მეფუტკრეების საერთო საწუხარია. "კარმიდამო ჩემის" არა ერთი მეფუტკრე რესპონდენტი აღნიშნავს, რომ თურქები საქართველოში იაფად ყიდულობენ თაფლს, მერე კი მისი ფალსიფიცირება, შეფუთვა და კვლავ ჩვენთან შემოტანა ხდება!

საბოლოოდ შეხვედრის ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ დრო არ ითმენს და უნდა მოხდეს ფერმერთა საყოველთაო მობილიზაცია გურიის განვითარების სტრატეგიული ხაზის გასწვრივ, კონკრეტულად კი სოფლის მეურნეობის აღსადგენად და განსავითარებლად.




 ახალი ამბები
  • თელავის საკრებულოს წევრი დააკავესთელავის საკრებულოს წევრი, მიხეილ გრემელაშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, გრემელაშვილს ბრალად ედება  ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარა, ოჯახში ძალადობა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული მ. გ. ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4 დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მ.გ. თავის სახელზე რეგისტრირებული, „ტეტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე. სამართალდამცველებმა, მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით”,_ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • "გამოძიებამ ახლა დაადგინა" -"კაწროს" გამოკითხვა დასრულდაავთანდილ ბილანიშვილმა იგივე „კაწრომ“ საგამოძიებო უწყება რამდენიმე წუთის წინ დატოვა. მისი გამოკითხვა გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, უწყება ისე დატოვა. მისი ადოკატის, თამარ აბესაძის განცხადებით, ბილანიშვილმა მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა. „მოიხადა მოქალაქეობრივი ვალი იმ გავრცელებული ამაზრზენი ინფორმაციის გამო, წარადგინა ამონაწერი ტელეფონის და სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ იმ პერიოდში უბნიდან არ გასულა და იქ არ იმყოფებოდა. გამოძიებამ ახლა დაადგინა ვინ არის პირი, ვინც „კაწრო“ ეგონათ.  ავთანდილ ბილანიშვლმა დაამტკიცა, რომ იქ არ იმყოფებოდა. ცრუ ინფორმაციები იქნა გაჟღერებული“,_ განაცხადა მან. მისივე განცხადებით, ბილანიშვილის ამ საქმესთან მიკვრა პოლიტიკურ ამბიციებს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, 22 ივნისს მყვინთავებმა  წყალში იპოვეს. როგორც შემდგომ დადგინდა, გიორგი შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც მომხდარი ჩხუბის შემდეგ თბილისიდან ჩასული ახალგაზრდების ჯგუფმა მცხეთა-თბილისის გზაზე წვეულების მონაწილეთა დევნა დაიწყო. სწორედ ამ ღამეს  გაუჩინარდა გიორგი შაქარაშვილი. ამ დროისთვის დაკავებულია 17 პირი, თუმცა, მკვლელობის კვალიფიკაცია ჯერჯერობით არ არსებობს. შსს-ში აცხადებენ, რომ მუხლები შესაძლოა ექსპერტიზის შემდეგ დამძიმდეს. საქმის დეტალების გამოკვლევას და მათ შორის შეუსაბამობების დადგენას მედიაც ცდილობს. სწორედ ამ მცდელობებისას გაიჟღერა ავთო ბილანიშვილის, როგორც კრიმინალური საქმის ხელის დამფარებლის და ბერა ივანიშვილის უახლოესი მეგობრის სახელმა. ... ...
  • სახანძრო სამსახურის ცრუ გამოძახება ოზურგეთშიამ წუთებში ოზურგეთში თაყაიშვილის 2 ნომერთან სასწრაფოს, სახანძროს და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან. როგორც შემთხვევის ადგილზე, „გურია ნიუსს“ განუცხადეს, მიიღეს ინფორმაცია გაზის ბალონის აფეთქების შესახებ, თუმცა, ადგილზე მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ცრუ შეტყობინება ... ...
  • გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბერას უახლოეს მეგობარს კითხავენამ წუთებში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილის, მეტსახელად “კაწროს“ გამოკითხვა მიმდინარეობს. „კაწროს“ სახელმა შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მედიაში რამდენჯერმე გაიჟღერა, თუმცა იგი დღემდე გამოკითხული არ ყოფილა. შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, 22 ივნისს მყვინთავებმა  წყალში იპოვეს. როგორც შემდგომ დადგინდა გიორგი შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც მომხდარი ჩხუბის შემდეგ თბილისიდან ჩასული ახალგაზრდების ჯგუფმა მცხეთა-თბილისის გზაზე წვეულების მონაწილეთა დევნა დაიწყო. სწორედ ამ ღამეს უჩინარდება გიორგი შაქარაშვილი. ამ დროისთვის დაკავებულია 17 ბრალდებული, თუმცა, მკვლელობის კვალიფიკაცია ჯერჯერობით არ არსებობს. შსს-ში აცხადებენ, რომ მუხლები შესაძლოა ექსპერტიზის შემდეგ დამძიმდეს. საქმის დეტალების გამოკვლევას და მათ შორის შეუსაბამობების დადგენას მედია ცდილობს. სწორედ ამ მცდელობებისას გაიჟღერა ავთო ბილანიშვილის, როგორც კრიმინალური საქმის ხელის დამფარებლის და ბერა ივანიშვილის უახლოესი მეგობრის სახელმა. ამ დრომდე მას მედიასთან კომენტარი არ ... ...
  • ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები სანაპირო ზოლზესაქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კერძოდ ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე დაფიქსირდა უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები. როგორც გარემოს გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, ვითარებას  სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ. „აღებული იქნა სინჯები წყალმცენარეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების, ასევე, წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევის მიზნით. სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევების შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“,_ ამბობენ გარემოს ეროვნულ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...