რა უნდა ვიცოდეთ ცხოველების მავნე მწერებისგან დასაცავად

კარმიდამო ჩემი

რა უნდა ვიცოდეთ ცხოველების მავნე მწერებისგან დასაცავად

1970 იან 1 04:00:00
მავნე მწერებთან ბრძოლას დიდი მნიშვნელობა აქვს შინაური ცხოველის დაავადებისგან დაცვის საქმეში. სავეტერინარო ფარმაციაში გამოყენებული მავნებელი მწერებისგან დაცვის საშუალებების ეფექტურობა დამოკიდებულია, უპირველეს ყოვლისა, მათ თვისებებსა და მახასიათებლებზე. კერძოდ:

_ ინსექტოაკარიციდები უნდა გამოირჩეოდნენ მაღალი აქტიურობის დონით შინაური ცხოველების ექტოპარაზიტების (გარეგანი პარაზიტები) ფართო სპექტრის მიმართ: სხვადასხვა სახეობის ტკიპების, მათ შორის ისეთი საშიში ტკიპების წინააღმდეგ, როგორიცაა პიროპლაზმოზების (ციება, "ნაბარევი") გადამტანები, რწყილები, ტილები, ბუმბულმჭამიები და ა.შ.;

_ მოქმედებდეს მავნებლის განვითარების ყველა სტადიაზე (კვერცხი, მატლი, ახალგაზრდა და ზრდასრული ფორმა);

_ მედეგი იყოს ატმოსფერული ნალექებისა და მზის სხივების მიმართ;

_ არ აღიზიანებდეს ცხოველის კანსა და ჭრილობას. მასში შეიძლებოდეს მოზარდის, დაავადება-გადატანილი და მაკე ცხოველის ბანაობა;

_ არ იწვევდეს ინტოქსიკაციას, არ გააჩნდეს კუმულაციური და ემბრიო-ტოქსიკური თვისებები, დაბალ-ტოქსიკური იყოს გარემოსათვის.

ინსექტოაკარიციდული პრეპარატის მზა ხსნარი გამოიყენება ორი ხერხით: ცხოველის ღრმა დასველება (გასაბანი აბაზანების მეშვეობით); შესხურება ცხოველის დასველებამდე.

მეცხოველეებთან ურთიერთობის პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ისინი ზერელედ ახდენენ ცხოველის დამუშავებას შესაბამის ხსნარით, აქედან გამომდინარე, მიღებულმა არასასურველმა შედეგმა შეიძლება შელახოს საკმაოდ კარგი პრეპარატების რეპუტაცია, ამ დროს საჭიროა გავითვალისწინოთ შემდეგ მომენტები:

_ თუ გასაბან აბაზანებს არ ვიყენებთ, მაშინ ცხოველი უნდა დამუშავდეს გულმოდგინედ, მთლიანად და სრულად დასველებამდე (დარწმუნებული უნდა ვიყოთ პრეპარატის ეკოლოგიურ კეთილსაიმედობაში) შესაბამისი რეჟიმების (ხსნარი კონცენტრაცია, გამოყენების ჯერადობა, ექსპოზიცია) დაცვით. მაგალითად, მსხვილფეხა რქოსან საქონელს, სიდიდის მიხედვით, ესაჭიროება არანაკლებ 2-3 ლიტრი სამუშაო ხსნარი, მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს პრეპარატის გამოყენებას ხანგრძლივი ეფექტი.

_ ცხოველის დამუშავება უნდა მოხდეს გარემოში მავნე მწერების გავრცელების ხარისხის მიხედვით, რაც დამოკიდებულია სეზონურობაზე, ფერმისა და ტერიტორიის ზოოჰიგიენურ პირობებზე და ა.შ.

_ ბევრმა არ იცის, რომ მავნე მწერების, მაგალითად, რწყილების პოპულაციის მხოლოდ 10% ბინადრობს უშუალოდ ცხოველის სხეულზე, დანარჩენი ნაწილი კი მის გარემოშია (საბუდარში, საფენზე, რბილ ავეჯზე და ა.შ.). ამიტომ, პარაზიტებისგან გათავისუფლებისთვის აუცილებელია ცხოველის სამყოფის დამუშავება;

_ დარწმუნებული უნდა ვიყოთ შემოთავაზებული გასაბანი საშუალების ცხოველის დასამუშავებლად გამოყენების ვარგისიანობაში. რიგი ინსექტოაკარიცებისა არ გამოიყენება ცხოველთა გარკვეული ჯგუფისათვის მისი ასაკობრივი ან ფიზიოლოგიური მდგომარეობის გამო ან საერთოდ არ არის დაშვებული ვეტერინარული მოხმარებისთვის;

_ განსაკუთრებულად უნდა შეირჩეს პრეპარატები მაკე, მოზარდი, სუსტი, მეწველი და დასაკლავად გამზადებული პირუტყვისთვის.

ვეტერინარიაში ინსექტიციდები სხვადასხვა პრეპარატული ფორმით არსებობს _ დუსტი, აეროზოლი, სველებადი ფხვნილი, ემულსია.

სავეტერინარო ფარმაციაში არსებობენ თანამედროვე პრეპარატები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ზემოთ აღნიშნულ თანამედროვე მოთხოვნებს, თუმცა, მათი სწორად შერჩევისთვის, რჩევა სპეციალისტებისგან უნდა მივიღოთ.

საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ვეტსანიტარიის სფეროში არსებული პრობლემები ვეტსპეციალისტთა მხრიდან მეტ ცოდნასა და დაინტერესებას მოითხოვს.

თემურ ქერქაძე, ფერმერთა მომსახურეობის ცენტრი"ხელხვავი"

 




 ახალი ამბები
  • რას ითხოვენ ოზურგეთის "ბაზრის ტერიტორიაზე" მდებარე კერძო მაღაზიების მფლობელებიდღეს, დილიდან ოზურგეთის ბაზრად წოდებული ტერიტორის სივრცეში განთავსებული  შვიდი სასურსათო მაღაზიის მფლობელები,  ოზურგეთის მერიაში მივიდნენ.  როგორც ისინი ამბობენ,  დაასუფთავეს თავიანთი მაღაზიების წინ და მიმდებარე ადგილები, ყველაფერი მოაწესრიგეს და ითხოვენ ნებართვას, გააღონ მაღაზიები და მიეცეთ მუშაობის შესაძლებლობა. ინდმეწარმეებს  ჯერ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე   შეხვდა. _ ყველაფერი მოვაწესრიგეთ.  თქვენი მხარდაჭერა გვინდა. ტერიტორია, სადაც მდებარეობს  ჩვენი მაღაზიები, ეგრეთ წოდებულ ბაზარს არ ეკუთვნის. ეს არის  მეორე ნაწილი, რომელიც „ბაზრის წყალის“ მეორე მხარეს მდებარეობს. იქეთ   მხარეს  არის „შპს“ „სოფლის ნობათი“.  იმ მხარეს გადავკეტავთ დროებით და დაგვრთეთ ნება, როგორც ქალაქის ტერიტორიაზე არის ღია და ვაჭრობენ სასურსათო მაღაზიები,  ჩვენც იგივე უფლებით  ვისარგებლოთ. დავიცავთ ყველა მითითებულ წესს და კანონს. რა არის ეს, ქოთანივით ორი ყური აქვს მობმული ამ ბაზარს.  უზარმაზარ სივრცეს ორივე მხარეს ჭიშკარი აქვს. შიგ მოქცეულია ჩვენი მაღაზიებიც და ის აგრარული ბაზარიც. ყველას ერთად კი რატომღაც, ეძახიან ბაზარს, _ თქვეს ინდმეწარმეებმა: ხათუნა როყვამ, მზია ქიმაძემ, გიული მაისურაძემ და სხვებმა, რომლებიც წუხდნენ, რომ სასურსათო პროდუქცია  უფუჭდებათ, აქვთ ვალი და ერთადერთი შემოსავლის წყარო ეს სავაჭრო ობიექტებია, რომ სახლში პური მიიტანონ. ოსიკო თოთიბაძემ განუმარტა მათ, რომ ახლა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა.  რაც შეეხება გაღებას თუ დაკეტვას,  ეს არის სურსათის უვნებლობის სააგენტოს პრეროგატივა და მუნიციპალიტეტის დონეზე არ წყდება. _ ადგილზე ანტისანიტარიაა, არ არის წყალი, საპირფარეშო. მუდამ მოუწესრიგებელია იქაურობა და ამიტომ დაიკეტა. არავის აქვს თქვენი ინტერესი, პირიქით, გვსურს, მალე მოწესრიგდეს ყველაფერი და იმუშაოთ კუთვნილ ადგილებზე, _  უთხრა მან ინდმეწარმეებს. _ საკვირველია, რატომ აღიქვამენ ჩვენს მაღაზიებს „ოზურგეთის აგრარულ  ბაზრად?“, ვინ მოაქცია ეს უზარმაზარი სივრცე „ერთი შემოღობილის “  სივრცედ, არ ვიცით. ხომ იცით, რომ ბაზარი იქით მხარეს არის. ჩვენ გადავკეტავთ იმ ხარეს, აქედან კი ჭიშკარში დადგეს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი. თუ ნებას დაგვრთავთ, ჩვენ დავაყენებთ ხალხს და ზედმიწევნით დავიცავთ დისტანციას, ყველა მითითებულ წესს, _ თქვა ინდმეწარმე გიული მაისურაძემ. მაღაზიების მეპატრონეებთან შესახვედრად, მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია მოვიდა და თითოეული მათგანს მოუსმინა. ყველა ითხოვდა დახმარებას, რომ მაღაზიების გახსნის ნება დაერთოთ. ისინი ხაზგასმით ითხოვდნენ პასუხს კითხვაზე,   რატომ დაიკეტა ბაზრის ტერიტორიაზე არსებული სასურსათო მაღაზიები. _ თუ აქ არ შეიძლება ჩვენი შეშვება, მოგვეცით სხვა ტერიტორიაზე ადგილები მაღაზიებში, რომ ვიმუშაოთ და თავი ვირჩინოთ. ჩემს შვილს მაღაზია დაუხურეს თბილისში და ჩამოვიდა შინ. დავსხედით სახლში ყველა უმუშევარი. ასე ადამიანი  შეიძლება ჭკუიდან გადავიდეს,  _ თქვა  ინდმეწარმე  მზია ქიმაძემ. _ ყველანაირად ვეცადეთ, რომ არ დაკეტილიყო ეს ტერიტორია. თუმცა, მაინც მივედით  იმ დასკვნამდე  რომ  დაიკეტა. ჩემზე არ არის ეს დამოკიდებული. ამისთვის  სეს-ის   და ჯანდაცვის რეკომენდაციაა საჭირო. თუ  ისინი იქნებიან ამაზე თანახმა, მე წინააღმდეგი არ ვარ. დაგეხმარებით, თუმცა, წესრიგი მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული. სეს-ის რეკომენდაცია თუ იქნება გათვალისწინებული, ამის შემდეგ  უნდა მოხდეს შესაბამისი პროცედურა, როგორც ეს მოხდა დაკეტვის დროს. ახლა მე დავუკავშირდები სეს-ის გურიის რეგიონული   სამსახურის ხელმძღვანელს, მანანა ერქომაიშვილს, რომ ადგილზე გაეცნოს ვითარებას, _ უთხრა ინდმეწარმეებს ზურაბ ნასარაიამ. საუბრის დასრულების შემდეგ, ინდმეწარმეები ადგილზე დაბრუნდნენ. ამ წუთებში  ისინი ადგილზე სეს-ის რეგიონული წარმომადგენლების მისვლას ელოდებიან. მანანა ერქომაიშვილმა „გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ აპირებს ადგილზე მოსვლას, თუმცა,  ჯერჯერობით, არ ... ...
  • ვიდეო, რომელმაც გული არაერთ ადამიანს გაუთბომეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა, ჯასტინ ტიმბერლეიკის სიმღერაზე იცეკვა. ვიდეო ამერიკის შეერთებულ შტატებში, უისკონსინში არის გადაღებული. 97 წლის ჩაკი საკუთარი სახლის წინ ცეკვავს. ვიდეომ, სოციალური დისტანციის პირობებში,  მსოფლიოში არაერთი ადამიანის გული გაათბო, მათ შორის ტიმბერლეიკისაც. ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩაკის ცეკვამ ინტერნეტ სივრცე დაიპყრო. 2018 წელს ფრენკ სინატრას "Let it snow"-ზე,  ხოლო 2017 წელს "Jingle Bells"-ზე ... ...
  • ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აგრძელებს შეჭირვებული ბენეფიციარების თანადგომას (R)მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კვლავ აგრძელებს კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობების ფარგლებში, უწყების უკიდურესად შეჭირვებულ, მკვეთრად გამოხატული შშმ და ხანდაზმული ასაკის გამო, განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფ ბენეფიციართა თანადგომას. უწყებამ, ამჯერად, აღნიშნული კატეგორიის 2200 ვეტერანისათვისმოამზადა სასურსათო კალათები, რომლებიცორშაბათიდან, მთელი საქართველოს მასშტაბითდარიგდება.  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ გააგრძელებსვეტერანთა მხარდაჭერას მისთვის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. ამ მიზნით, უახლოეს მომავალში იგეგმებაბენეფიციართათვის 1000 ასეთივე სასურსათო კალათის მომზადება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებს მიმართავს თხოვნით, გაითვალისწინონ ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვები და უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მოერიდონ გარეთ გასვლას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რათა თავიდან ავირიდოთ, როგორც ჩვენი, ისე ჩვენს ირგვლივ მყოფ პირთა დასნებოვნება. გავუფრთხილდეთ ჩვენი და ერთმანეთის სიცოცხლეს! #StopCov#Covid19 #დარჩისახლში ... ...
  • კომუნალური გადასახადების დაფინანსებაზე უარი 1000-ზე მეტმა მოქალაქემ თქვასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ამ დროისთვის სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე უარი 1000-ზე მეტმა მოქალაქემ თქვა. როგორც დავით ნარმანიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, 8 აპრილიდან დღემდე 1000-ზე მეტმა მოქალაქემ უარი დაახლოებით 3000-მდე კომუნალური სერვისის დაფინანსებაზე თქვა, რაც მოიცავს ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მოსაკრებელს. „სურვილის შემთხვევაში უარის თქმა მოქალაქეებს სემეკის ვებგვერდზე მარტივი ფორმის შევსებით შეუძლიათ. მარტის თვის მოხმარების სუბსიდირებაზე უარის თქმის შესაძლებლობა ხვალ, დღის ბოლომდეა. ეს დაზოგავს საბიუჯეტო სახსრებს“, - აღნიშნავს ნარმანია. შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, მარტში, აპრილსა და მაისში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებათ. დეტალური ინფორმაცია სუბსიდირებაზე უარის თქმის შესახებ იხილეთ ... ...
  • ჩვენი გადასაწყვეტია, გავიკეთებთ ამ ტესტირებას, თუ არ გავიკეთებთ - მამა დიმიტრი ვეკუაეს ჩვენი გადასაწყვეტია _ გავიკეთებთ ამ ტესტირებას, თუ არ გავიკეთებთ - ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივნის, დიმიტრი ვეკუას განცხადებით, COVID-19-ის ინფექციაზე მასობრივ ტესტირებაში სასულიერო პირთა ჯგუფის მოხვედრაზე ინფორმაცია მისთვის სიახლეა. ამის შესახებ, მამა დიმიტრი ვეკუამ "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა. "ეს სიახლეა ჩვენთვის. ახალი ამბავია, პირველად გავიგეთ ამის შესახებ და პირველად გაჟღერდა საზოგადოებაში ფართოდ ეს ინფორმაცია. არ ვიცით, საერთოდ, რა სახის და რომელ ტესტებზეა საუბარი. მესმის, რომ მთავრობას სურს, ეს პროცესი კონტროლს დაუქვემდებაროს. აუცილებლად ვიმსჯელებთ ამის შესახებ და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს ჩვენი გადასაწყვეტია - გავიკეთებთ ამ ტესტირებას, თუ არ გავიკეთებთ,"- განაცხადა სასულიერო პირმა.  შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 1 აპრილს დამტკიცებული ალგორითმის თანახმად, COVID 19-ზე მასობრივ ტესტირებას ექვემდებარებიან შემდეგი ჯგუფები: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის, მონასტრებში მყოფი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...