პასუხი ნოდარ დეკანოიძეს

კარმიდამო ჩემი

პასუხი ნოდარ დეკანოიძეს

1970 იან 1 04:00:00
"გურია ნიუსის" საგაზეთო დამატება "კარმიდამო ჩემი" უდავოდ სასარგებლო საქმეს აკეთებს რეგიონის სოფლის მეურნეობაში წარმატებული ადამიანების წარმოჩენის, მოსახლეობისთვის მოწინავეთა გამოცდილების გაზიარების, სოფლის მეურნეობის აქტუალური თემების, სპეციალისტთა რჩევა-დარიგებების მოსახლეობამდე მიტანის კუთხით, ამიტომაც, იგი მკითხველთა შორის ავტორიტეტით სარგებლობს და მის აღდგენას მხოლოდ მივესალმებით.

აქვე მინდა "კარმიდამო ჩემის" მესვეურთ ერთი მოკრძალებული რჩევა მივცე: ზოგიერთი პუბლიკაციის გამოქვეყნებისას, მეტი ყურადღება დაუთმონ მოყვანილი ფაქტებისა თუ მოვლენების სიზუსტეს.

მაგალითად: 2011 წლის 26 მაისს ნომერში დაიბეჭდა წერილი სათაურით: "ვაზის სიყვარულში ჩაფლული კაცი", სადაც წარმოჩენილია ერთი ჩემთვის უცნობი, მაგრამ, როგორც ჩანს, ნამდვილად მშრომელი და პატიოსანი კაცი სოფელ ოზურგეთიდან ნოდარ დეკანოიძე. მისი საქმიანობის მოკლე მიმოხილვის შემდეგ, იგი პასუხობს ჟურნალისტის რამდენიმე კითხვასაც მევენახეობისა და მის საკარმიდამოზე არსებული ზოგიერთი ჯიშის შესახებ. აი, აქ კი გვხდება რამდენიმე, რბილად რომ ვთქვათ, უზუსტობა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ უვლის იგი ვაზს, ბატონი ნოდარი პასუხობს, რომ უტარებს წამლობას "სხვადასხვა შხამქიმიკატებით: შაბიამნით, კირით, ცინებით."

უნდა ითქვას, რომ არც შაბიამანი და არც კირი თავისთავად არ არის შხამქიმიკატი. ვაზის წამლობა ხდება მათი ცალ-ცალკე დაყენებული წყალხსნარების დოზირებული ნარევით, რომელსაც ბორდოს სითხე ეწოდება (ბორდო _ მეღვინეობის ცნობილი პროვინციაა საფრანგეთში, სადაც შექმნეს ეს პრეპარატი). რაც შეეხება ცინებს, იგი რამდენიმე წელია ამოღებულია მოხმარებიდან. როგორც ჩანს, რესპონდენტს იგი აერია დღეს ბაზარზე არსებული მრავალფეროვან სისტემურ და კონტაქტურ ფუნგიციდებში.

შემდეგ კითხვაზე ბატონი ნოდარი პასუხობს, რომ ჯიში "ნოვე" ნოე ჟორდანიას შემოუტანია საფრანგეთიდან. სინამდვილეში "ნოვე" გურული ვარიაციაა და მას არაფერი აქვს საერთო ნოე ჟორდანიას სახელთან. მისი ნამდვილი სახელწოდებაა "ნოა" _ ამერიკული პირდაპირმწარმოებელი ჰიბრიდი (და არა ჯიში), რომელიც მეტად დაბალი ღირსების პროდუქციას იძლევა, თუმცა, უხვმოსავლიანია და დაავადებებისადმი საკმაოდ გამძლეც.

იქვე ვკითხულობთ: "ადესაც შემოტანილი ჯიშია. გურული ჯიში იზაბელაა. ალადასტური და ჩხავერი გადაშენების გზაზეა."

აქ, როგორც იტყვიან, რამდენი სიტყვაცაა, იმდენი შეცდომაა!

იზაბელა და ადესა ერთი და იგივეა, ბატონო ნოდარ! არსებობს მათი სხვადასხვა ვარიაციები (ე.წ. წითელი, მოლდავური, ბულგარული, საადრეო და ა.შ.).

ხსენებული ბუნებრივი ჰიბრიდი ვინმე იზაბელა გიფსმა იპოვა კალიფორნიის ტყეში. იგი ევროპაში 1820 წელს შემოიტანეს, ხოლო მოგვიანებით სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის გამოწერით ქალაქ ოდესის პორტით შემოვიდა დასავლეთ საქართველოში და იმავე სახელწოდებით გავრცელდა.

ამ დაბალხარისხოვანი სახეობის შემოტანა ევროპაშიც და ჩვენთანაც, გამოწვეული იყო ამერიკის კონტინენტიდან ვაზის სოკოვანი დაავადებების შემოჭრით. იზაბელა მაშინ ჭრაქით მცირედ, ხოლო ნაცრით პრაქტიკულად არ ავადდებოდა.

ბორდოს სითხის და სხვა პრეპარატების შექმნის შემდეგ, იზაბელამ და მისმა მსგავსმა ე.წ. "უწამლო ვაზმა" ევროპის წამყვან მევენახეობის ქვეყნებში დაკარგეს ფუნქცია და ისინი, როგორც ადგილობრივი მაღალხარისხოვანი ჯიშების "დამნაგვიანებელი", გაძევებული იქნენ, ჩვენში კი, სამწუხაროდ ასე არ მოხდა და სწორედ ამის გამო მივიდა გადაშენებამდე, როგორც გურიის, ისე დასავლეთ საქართველოს ზოგიერთი სხვა რეგიონის (განსაკუთრებით სამეგრელოს) უძვირფასესი ადგილობრივი ჯიშები _ იზაბელამ, ნოამ და სხვა დაბალხარისხოვანმა ჰიბრიდებმა უბრალოდ, გადაფარეს ისინი.

რაც შეეხება ალადასტურს და ჩხავერს, გურიაში ისტორიულად არსებული 59 ადგილობრივი ჯიშიდან ეს 2 მართლაც მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ჯიშია ყველაზე მეტად შემორჩენილი და ისინი ნამდვილად არ არიან გადაშენების გზაზე. ორივე მათგანი შეყვანილია საქართველოს საღვინე ვაზის ჯიშების სტანდარტულ სორტიმენტში (იხ. საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ. მუხლი 5). აი, დანარჩენი 57-დან კი, სამწუხაროდ, ბევრს მართლაც ემუქრება გადაშენება და ეს რომ არ მოხდეს, დიდი ძალისხმევაა საჭირო პირველ რიგში მოსახლეობაში მათი მოძიების თვალსაზრისით (ეს სხვა თემაა და ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ).

ადამიანი შეიძლება ძალიანაც გამრჯე და დაუზარელი იყოს (ეჭვიც არ გვეპარება, რომ სწორედ ასეთია ბატონი ნოდარი), მაგრამ სულაც არაა აუცილებელი, იგი იმავდროულად ზედმიწევნით ერკვეოდეს ცალკეული ჯიშების წარმომავლობაში. ასეთ დროს დუმილი ოქროა.

ისე, საინტერესოა, ციცქაზე, ცოლიკაურზე, ძელშავაზე და სხვა მაღალხარისხოვან ჯიშებზე გაზრდილ იმერელ კაცს რამ შეაყვარა ეს დაბალხარისხიანი უცხოური ჰიბრიდები?

ამ წერილის მიზანი არ არის ვინმეს განაწყენება. უბრალოდ, როგორც ჟურნალისტებს, ისე რესპონდენტებს, მეტი სიზუსტისაკენ მოვუწოდებ მოსახლეობას სწორი ინფორმირებისა და გაზეთის თუ მისი ჩანართის ავტორიტეტის განმტკიცებისთვის.

ანდრო ვაშალომიძე,
გურიის რეგიონული ასოციაციის "გურიის ვაზი" გამგეობის თავმჯდომარე

რედაქციისგან: მადლობას მოვახსენებთ ბატონ ანდროს გამოხმაურებისთვის და აღვნიშნავთ, რომ შედომისგან მართლაც არავინ არ არის დაზღვეული, მათ შორის, არც "კარმიდამო ჩემის" ახალგაზრდული კოლექტივი და არც რესპონდენტები. ჩვენ ვიღებთ ამ შენიშვნას და ვთხოვთ ანდრო ვაშალომიძეს და მის მსგავს სხვა, სოფლის მეურნეობის სფეროს მაღალი დონის სპეციალისტებს, არ დაიზარონ, მოგვწერონ საკუთარი მოსაზრებები, წინადადებები და შენიშვნები. ამით ისინი მართლაც შეუწყობენ ხელს მოსახლეობის სწორ ინფორმირებას და გაზეთის ავტორიტეტის ამაღლებას.




 ახალი ამბები
  • რუსთავში მატარებელი კაცს დაეჯახარუსთავში მატარებელი კაცს დაეჯახა. შემთხვევა რკინიგზის სადგურთან მოხდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს (რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • ვინ არის კორონავირუსით მეორე ინფიცირებულიინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდგინდა, 31 წლის ახალგაზრდა ქალბატონია.როგორც ცერცვაძე აცხადებს, კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მასზე დაკვირვება მიმდინარეობს.“ინფიცირებულია 31 წლის ქალი, რომელიც ქართველ ახალგაზრდებთან ერთად იმყოფებოდა იტალიაში, იმ ქალაქებში, სადაც ეპიდემიის მაღალი რისკი არაა. როგორც ჩანს, მას აღმოაჩნდა ახალი ვირუსი. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის კარგია. არანაირი ჩივილი და ტემპერატურის მატება არ აქვს. მაგრამ ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ ის დაავადებულია ამ ვირუსით”,-აცხადებს ცერცვაძე.ცერცვაძის თქმით, “მიუხედავად იმისა, არსებობს წარმოდგენა, რომ კორონავირუსი აუცილებლად სასიკვდილო ინფექციაა, სიმართლეს არ შეესაბაება”.მიისვე თქმით, კორონავირუსი გართულებებს 20% შემთხვევში იწვევს, დანარჩენი შემთხვევები სტაბილურად მიმდინარეობს.საქართველოში ახალი კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.ინფიცირებული ადამიანი საქართველოში იტალიიდან ჩამოვიდა.პირველი შემთხვევა, 26 თებერვალს დაფიქსირდა. ახალი კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის გავლით, ირანიდან შემოვიდა. ... ...
  • ამირან გამყრელიძე: არ გამოვრიცხავ, კიდევ გვქონდეს კორონავირუსის შემთხვევა„დღეს გვაქვს აღებული 24 სინჯი, აქედან მაღალი ალბათობით არ გამოვრიცხავ, რომ გვქონდეს კიდევ დადებითი შემთხვევა. მაგრამ ჩვენ ამან არ უნდა დაგვაფრთხოს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფრენეციაზე განაცხადა. „მოგახსენეთ, რომ მიმდინარეობს სერიოზული ზრდა ევროპაში კორონავირუსული ინფექციის. დღეს მთლიანად მსოფლიოში დადასტურებული შემთხვევა არის 51 ქვეყანაში, გუშინდელი დღიდან დღემდე დაემატა 6 ქვეყანაში ახალი შემთხვევების რაოდენობა - ლატვია, ნიგერია, ნიდერლანდები, ესტონეთი, ახალი ზელანდია, ბელარუსი. აქედან გამომდინარე ფრენების მკაცრი აკრძალვა, თუ მკაცრი რეჟიმები საზღვრებზე თანდათანობით დიდ შედეგს არ იძლევა, რამეთუ ინფექციას საზღვრების კონტროლით ვერ შეაჩერებ და უფრო მეტი ყურადღება გადადის ადამიანთა სავარაუდო შემთხვევათა იზოლიაციასა და თვითიზოლაციაზე. თუ საჭიროა სამკურნალო სამედიცინო დახმარების ღონისძიებებზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც 26 აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეორე შემთვევა კი - 28 ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Social Impact Award 2020 იწყება28 თებერვალი-2020 - საქართველოს ბანკის და UNDP საქართველოს მხარდაჭერით Impact Hub Tbilisi იწყებს საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამა Social Impact Award-ს. სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 25 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. Social Impact Award 2020 მოიცავს ვორქშოფების სერიას თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: რუსთავი, ოზურგეთი, ზუგდიდი და ამბროლაური. პროგრამის მეორე ეტაპზე, ჟიურის მიერ შერჩეული ფინალისტი გუნდები გაივლიან ორთვიან ინკუბაციის პერიოდს, რის შემდეგადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები. გამარჯვებული გუნდების ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს. გარდა ამისა, გამარჯვებულები გაემგზავრებიან Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე  დასასწრებად, რომელიც წელს  პრაღაში გაიმართება. „Impact Hub Tbilis-მა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მეოთხე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 500+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა 60-მა ახალგზრდამ და გამოვლინდა 9 გამარჯვებული გუნდი. ყველა პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.“ - აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა ქეთი ებანოიძემ.  „საქართველოს ბანკი როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია უკვე მეოთხე წელია მხარს უჭერს საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის საჭირო ამ მნიშვნელოვან პროექტს. საქართველოს ბანკისათვის სოციალური მეწარმეობა და ბიზნესის ხელშწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და მოხარული ვართ რომ პროგრამისადმი ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს დავანახოთ ახალი გამოწვევები, ხელი შევუწყოთ მათ ახალი მიზნების, იდეების დასახვასა და განხორციელებაში, პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში.  მივცეთ მათშესაძლებლობა,  გამოცდილი მენტორების დახმარებითა და  ბანკის დაფინანსებით განახორციელონ საკუთარი ინოვაციური პროექტები“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. (R) ... ...
  • საქართველოს და უკრაინის პორტებს შორის საკონტეინერო გემის მიმოსვლა გაუმჯობესებული პირობებით ხორციელდება (R)... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...
ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...