საოჯახო სასტუმროს მეპატრონე

კარმიდამო ჩემი

საოჯახო სასტუმროს მეპატრონე

2011 ივლ 31 12:38:46
ფერმერი ქალბატონიოზურგეთის ცენტრიდან სოფელი გაღმა დვაბზუ 3 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სწორედ აქ, ამ სოფელში ცხოვრობს "კარმიდამო ჩემის" ივლისის ნომრის სტუმარი ნაზიკო კოროშინაძე-ჯაველიძე _ საოჯახო სასტუმროს მეპატრონე და ფერმერი.

საოჯახო სასტუმროს პირველ სართულზე განლაგებულია სამზარეულო, მისაღები ოთახი სველი წერტილით, ბარი; მეორე სართულზე _ 4 საძინებელი ოთახი და 1 სველი წერტილი. ეზოში მოწყობილია ფანჩატური ეთნოგრაფიული ელემენტებით, იქვეა ყვავილების კუთხე. სახლთან ახლოს აქვს საყანე ფართობი, ცოლიკაურის, კივის და თხილის ბაღები.

ქალბატონი ნაზიკოს სამუშაო დღე დილის ექვსის ნახევარზე იწყება _ მისი თქმით, ადრე თუ არ შეუდგა საქმეს, დღის ბოლომდე ვერაფერს მოასწრებს.

_ 43 წელია, ამ ოჯახში ვცხოვრობ, ვარ ორი შვილის დედა და ოთხი შვილიშვილის ბებია. მეუღლე რვა წლის წინ გარდამეცვალა, რის შემდეგაც ჩავვარდი დეპრესიაში, ამ ყველაფერს უმუშევრობა დაემატა _ 13 წლის მანძილზე, რკინიგზის რესტორნების გაერთიანების დირექტორად ვმუშაობდი ოზურგეთსა და ლანჩხუთში, უამრავი საქმე მქონდა და ტყუილად ყოფნა ვერ ავიტანე. ექიმმა მირჩია, მუშაობა დამეწყო. კარგა ხანს ოზურგეთის აგრარული ბაზრის ძველი სასტუმროს საკასო აპარატის საინფორმაციო ცენტრის უფროსი ვიყავი, ასევე, ვკურირებდი სარეკლამო სააგენტოს და ვაცხადებდით სხვადასხვა სახის განცხადებებს. ერთ დღეს გვესტუმრა ასოციაცია "ელკანას" წარმომადგენელი ოზურგეთის ორგანიზაციიდან და მთხოვა, რომ გამომეცხადებინა შემდეგი სახის განცხადება _ ეძებდნენ წყნარ ადგილზე, კეთილმოწყობილ, ორსართულიან, ეთნოგრაფიული კუთხის მქონე სახლს, თან დაინტერესებული პირი ჩართული უნდა ყოფილიყო სასოფლო მეურნეობაში. მეც ვცადე ბედი და გამიმართლა _ თბილისიდან "ელკანას" წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულები, გადაიღეს ფოტოები, რის შემდეგაც, რამდენიმე ხანში, ჩემს სახლს მიენიჭა სამვარსკვლავიანი სასტუმროს წოდება. შემდეგ მითხრეს, რომ სოფლის მეურნეობისთვის აქტიურად უნდა მომეკიდა ხელი _ გამოგიგზავნით სტუმრებს და შენს მეურნეობაში მოყვანილი პროდუქტით უნდა გაუმასპინძლდეო. პირველად შვეიცარიიდან მესტუმრნენ. მათ გვასწავლეს, როგორ უნდა მოგვეყვანა ეკოლოგიურად სუფთა პომიდორი. პირველივე წელს კარგი შედეგი მივიღე _ თითო ცალი პომიდორი 800 გრამს იწონიდა, მაგრამ სათესლედ მეორე წელს აღარ გამომადგა. მოკლედ, მთლიანად გადავერთე სოფლის მეურნეობაში. ახლა თქვენ თავად დაინახავთ, რამდენი რამ გავაკეთე.

_ ქალბატონო ნაზიკო, კარგად მოვლილი ცოლიკაურის, კივის და თხილის ბაღი გაქვთ, სიმინდზეც არაფერს ვამბობ, ეზოში ჟოლო და უეკლო მაყვალიც ჩანს, კარტოფილიც ვნახეთ. ამ ყველაფერს თქვენ მარტო უვლით?

_ მარტო ვაკეთებ. ერთი ახალგაზრდა მეხმარებოდა, ისიც თურქეთში წავიდა სამუშაოდ და წელს მარტო ვუმკლავდები ჩემს მეურნეობას. ტრაქტორით ვხნავ მიწას, მე ვყრი თესლს, ვთოხნი. აგერ მეზობელი მყავს 82 წლის კაცი. მომეხმარე,-მეთქი, ვთხოვე. ღვინო არ ჰქონდა და მივეცი. ისეთი ცოლიკაურის ბაღი მაქვს, ერთ ბალახს ვერ ნახავთ. მოვიკიდებ აპარატს და მე თვითონ ვწამლავ, აბა, იმდენი ფული სად მაქვს, ისეთი აპარატი ვიყიდო, დენზე შევაერთო და გავიადვილო საქმე?

_ რამდენი წლის ბრძანდებით?

_ 63 წლის. კიდევ ბევრი საქმის გაკეთება შემიძლია. სამწუხაროდ, ფინანსები არ მაქვს. კომპიუტერის შეძენა მინდა, რომ ჩემი ვებ-გვერდი მქონდეს და ჩემი სასტუმროს შესახებ ბევრმა იცოდეს. კლიენტების მომრავლების და შემოსავლის გაზრდის შემთხვევაში, უფრო კარგ საქმეებს გავაკეთებ, რომლითაც ბევრ ადამიანს გავაკვირვებ.

_ იქნებ გაგვიმხილოთ, როგორ აპირებთ ხალხის გაკვირვებას?

_ გავაკვირვებ. თქვენ მომეცით ფული და ნახავთ.

_ თქვენი პრობლემების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მიგიმართავთ?

_ კი, მივმართე. სად არ დავწერე წერილი, მაგრამ პასუხი არ არის.

_ "ელკანა" ხომ გიგზავნით სტუმრებს?

_ კი, მიგზავნის, მაგრამ უფრო მეტი მოთხოვნა სვანეთზე და ბათუმზეა, ასევე ახალციხეზე. "ელკანიდან", ძირითადად, ფერმერები მოდიან.

_ ქალბატონო ნაზიკო, როგორც ამბობთ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი უნდა მოიყვანოთ. ეს ხომ იოლი საქმე არ არის?

_ მე არ მიჭირს ამის გაკეთება _ საქონელი მყავს, ნაკელი შემაქვს დიდი რაოდენობით ვენახში. ახლახან კარტოფილის მოსავალი მივიღე _ ერთი ვედრო დავთესე და რვა ვედრო ამოვიღე. "ელკანას" ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოწევა.

_ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს არ ჰყიდით?

_ არა. აქ სტუმარი რომ მოდის, ასეთი პროდუქტი აუცილებლად უნდა მქონდეს. ყველი, კარტოფილი, ხილი, ღვინო, კვერცხი, მჭადი _ ყველაფერი სახლის უნდა დავახვედრო. ბატს, იხვს ან ქათამს, რომელსაც დაადებს ხელს, ის უნდა დავუკლა და მივართვა.

ჩვენი იქ ყოფნის დროს, ქალბატონ ნაზიკოს სტუმრები ჰყავდა. მათი თქმით, ისინი გაოცებული არიან გურული სტუმართმოყვარეობით.

ქეთევან ხიდაშელი, "ქალები რეგიონების განვითარებისთვის": _ გასულ წლის შემოდგომაზე ვიყავით პოლონეთში. ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იყო, საქართველოში აგრო-ტურიზმის განვითარება. ბევრი რამ, იქ რაც ვნახე, არაფრით განსხვავებული არ არის. ისინი უამრავ რამეს იგონებენ, რომ ტურისტი გააკვირვონ, ჩვენ კი გამოგონება არ გვჭირდება _ გვაქვს ყველაფერი, უბრალოდ, ისე ვერ ვფუთავთ, როგორც საჭიროა. პოლონეთში ორი საათი გვატარეს მუზეუმში, რომელსაც "ღია ცის ქვეშ" ჰქვია, აქ კი მთელი ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭული მუზეუმია.

ნაზიკო ჯაველიძემ საკუთარი კარმიდამოს ყველა კუთხე-კუნჭული შემოგვატარა და დაუღალავი შრომით შექმნილი სიმდიდრე გვაჩვენა. წამოსვლისას გამოგვაცილა. ეზოს რომ გამოვცდით, კიდევ ერთი მშვენიერი სანახაობა ვიხილეთ _ სახლთან ახლოს მდებარე ტბაში სტუმრები ნავით დასეირნობდნენ, გარშემო კი შინაური იხვები დაცურავდნენ.

ქალბატონი ნაზიკო მეორე დღეს თბილისიდან შვილიშვილებს ელოდებოდა და დამშვიდობებისას გვითხრა, რომ მათ შესახვედრად უნდა მომზადებულიყო.




 ახალი ამბები
  • სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა - კახა კალაძედედაქალაქის მერი კახა კალაძე, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. თბილისის მერის განცხადებით, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომელიც აქციის ორგანიზატორებს მიეცათ, პროცესები კანონის ჩარჩოებს გასცდა. მისი თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, აქციის ორგანიზატორებს აფრთხილებდნენ, რომ პარლამენტის ბლოკირება უკანონო ქმედება იყო, თუმცა მათ სიტუაციის გამწვავება სცადეს. როგორც მერი ამბობს, საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.  "მინდა გამოვეხმაურო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს. ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის ორგანიზატორებმა სიტუაციის გამწვავება და პროცესის დესტრუქციულ უკანონო ქმედებებში გადაზრდა სცადეს. დღეს, დილიდან, ამ ადამიანებმა, სახელმწიფო ინსტიტუტების უკანონო ბლოკირება განაგრძეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ პარლამენტში შემსვლელ ადამიანებს და მიუხედავად მომიტინგეთა მცირე რაოდენობისა, გადაკეტილი ჰქონდათ გზის სავალი ნაწილი, რითაც უხეშად არღვევდნენ კანონს. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთებული არაერთი გაფრთხილებისა, ხელისუფლების თუ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა ოპოზიციონერმა ლიდერებმა უარი თქვეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებაზე. შესაბამისად, სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა. პოლიციამ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად. აღადგინა წესრიგი და პროცესები კანონის ჩარჩოში დააბრუნა. ამისთვის გვსურს, მადლობა გადავუხადოთ თითოეულ სამართალდამცავს. ამ დროისთვის, პარლამენტის ყველა შესასვლელი თავისუფალია და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგენილია," - განაცხადა კახა ... ...
  • თალაკვაძე პარლამენტის ჭიშკარზე მოხსნილ ბოქლომს და ჯაჭვს ოპოზიციას უბრუნებსპარლამენტის პიკეტის მოხსნის შემდეგ ბიუროს სხდომა გაიხსნა. არჩილ თალაკვაძემ გაჭრილი ბოქლომი და ჯაჭვი ბიუროს სხდომაზე მიიტანა და თქვა, რომ მას ოპოზიციას უბრუნებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კვლავ ძალაშია გადაწყვეტილება, რომ პროპორციული წესით არჩევნები 2024 წელს ჩატარდება.  რაც შეეხება აქციის მონაწილეთა მოთხოვნას, არჩილ თალაკვაძის თქმით, შეკრების უფლება დაცული იქნება, სამწუხარო კი ის არის, რომ ოპოზიციის ნაწილმა კვლავ შეცდომაში შეიყვანა მომხრეები და მშვიდობიან პროტესტს გასცდა აქცია.  პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება სცდება კონსტიტუციის მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლების ფარგლებს.  „გუშინ პირადად დავუკავშირდი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს და ვთხოვე, დაბრუნებულიყვნენ მანიფესტაციის მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში, ასევე შევთავაზე მათ პარლამენტში გადაგვეტანა დისკუსია და ყველა იმ საკითხზე, რომელზეც მათ აქვთ პოზიცია, განგვეხილა პარლამენტში“, - განაცხადა პარლამენტის ... ...
  • ალეკო ელისაშვილი: "აუდეთ ბიძინა ივანიშვილთან ერთად"რა ბიუროს სხდომა, ამად გიღირთ, ასეთი ჩატარებული სხდომა გიღრდათ? რამდენჯერ გამოიყვანეთ სპეცრაზმი ბიუროს სხდომის ჩასატარებლად. აუდეთ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, _ თქვა ალეკო ... ...
  • პარლამენტში ბიურის სხდომა დაიწყოპარლამენტში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე პარლამენტში მედიის წარმომადგენლებს შესვლის საშუალება არ აქვთ. აღსანიშნავია, რომ დღეს პარლამენტში დაგეგმილი კომიტეტის და ბიურის სხდომები ჩაიშალა. ბიუროს სხდომა 15:00 საათზე უნდა გამართულიყო. პარლამენტარებმა საკანონმდებლო შენობაში შესვლა ცოტა ხნის წინ, მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც სპეზრამმა ჭავლის გამოყენებით, პარლამენტის პიკეტირებული შესასვლელები გაათავისუფლა და აქცია ... ...
  • სამართალდამცავები მედიას მუშაობაში ხელს უშლიანსამართალდამცავების მხრიდან ალეკო ელისაშვილის წაყვანას ინციდენტი მოჰყვა. ელისაშვილთან ერთად რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ისინი მედიას მუშაობაში ხელს ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...
ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?