რატომ შეუსიეს ცხვრის ფარა ციტრუსოვანთა პლანტაციებს

კარმიდამო ჩემი

რატომ შეუსიეს ცხვრის ფარა ციტრუსოვანთა პლანტაციებს

2014 იან 28 14:13:23

_ ის ნებისმიერი სახეობის ბალახეულს, სარეველის თუ ხმელი ფოთლების ჩათვლით, მიირთმევს, თან ისე, რომ ცელით გაპარსული მინდორი თუ პლანტაცია უკეთ არ გამოიყურება, ვიდრე ცხვრისგან პირწმინდად მოსუფთავებული ეზო-გარემო.


ოზურგეთში, სოფელ ჭანიეთში, მთიანი ზოლის სიახლოვეს მცხოვრებმა ზაზა მჟავანაძემ ცხვრის მოშენება შარშანწინ გადაწყვიტა. დღეს კი გაოცებულია: ამ შინაურ უწყინარ ცხოველს, ბალახეულის გარდა, არანაირი კვება არ სჭირდება, გარდა მოვლისა, რაც დამწყვდევასა და სადგომის დასუფთავებაში გამოიხატება. სამაგიეროდ კი ცხვრის ფარა დიდი ფართობზე გაშენებულ პლანტაციას, გაზაფხულიდან მოყოლებული გვიან შემოდგომამდე, ისე ასუფთავებს, მფლობელს რამდენჯერმე გაცელვა არ სჭირდება. გარდა ამისა, ხვავრიელად იძლევა ხორცსა და მატყლს, რაც ოჯახისთვის სერიოზული შემოსავალია უმნიშვნელო დანახარჯების ფონზე.


_ სამიოდე წლის წინ, ერთმა აჭარელმა მეგობარმა მირჩია, ცხვრები მომეშენებინა. მითხრა, გადარჩები ამდენ ცელვას გაზაფხულსა და ზაფხულში, ხორცი უხვად გექნება და მატყლი, გაითვალისწინე ჩემი რჩევა და გაგახსენდებიო... შარშანწინ ვიყიდე სამი ცხვარი, ერთი მამალი იყო. გაოცებული ვარ ნამდვილად. ისე სწრაფად გამრავლდნენ, უკვე ცამეტი მყავს, რამდენჯერმე დავკალი კიდეც, თორემ მეტი მეყოლებოდა. ზოგიც გავაჩუქე. ასეთი უწყინარი და მოყვასი თუ იყო ცხვარი, ნამდვილად არ მეგონა. განსაკუთრებით ის მიკვირს, მთელ ამხელა ფართობს ისე "გაპარსავენ", ხის ერთ ტოტსაც არ გახრავენ, არ იფიქრო, რომელიმე ნარგავი, ან ხის მერქანი დააზიანონ. ამ ცელის ქნევას კი გადავრჩი. ძალიან ძნელია, როცა ვრცელი ფართობები გაქვს. ეკალ-ბარდსა და სარეველებს გაზაფხულ-ზაფხულში იმდენჯერ უნდა გაწმენდა, ვერც დათვლი. ახლა ამ საქმეზე ცელით მომუშავეები ქირის გადახდით მუშაობენ. ეს კი ოჯახისთვის დიდი ხარჯია. ჩემმა ცხვრებმა ამ გადასახადისგან გამათავისუფლეს და აქეთ მამარაგებენ ხორცითა და მატყლით, ჩემგან კი ძალიან ცოტას ითხოვენ, _ გვეუბნება მასპინძელი.


_ ზაზა, უფრო კონკრეტულად მოვუყვეთ ჩვენს მკითხველს, რომელი ჯიშისაა ეს ცხვარი, სად უნდა შეიძინონ და რატომ არ სჭირდება მას ალპური საძოვარი. როგორ მოახერხა გურიის ნესტიან ჰავასთან შეგუება?


_ ეს იმერული ჯიშის ცხვარია და არა _ თუშური. როგორც მე მითხრეს, ადრეც ჰყოლიათ იმერეთში ასეთი ჯიშის ცხვარი. მე პირადად საჯავახოში ვიყიდე. იმ კაცმა მასწავლა, როგორ უნდა მომევლო. კონკრეტულად კი ერთ მნიშვნელოვან დეტალზე მიმანიშნა _ ზაფხულში, როცა ცხელა, ცხვარი ოფლიანდება, შემდეგ კი ჩვენს პირობებში, სინესტის გამო, ვერ შრება, რაც მის დაჩიავებას იწვევს. ასე არ ხდება აღმოსავლეთში, სადაც მშრალი ჰავაა. ჩემმა მეგობარმა ამიტომ მირჩია, ზაფხულის ცხელ დღეებში დამებანა ცხვარი. ჩვეულებრივად, ცივი წყლით ვბან, ონკანთან ან ღელეში. ესაა მთავარი, არც ისე დამღლელი შრომა, რაც მათ ჩემგან სჭირდებათ.


_ რძე თუ მოგიწველიათ?


_ არა, ეს არ მიცდია. ბატკნებს ვუტოვებ. ხორცი საოცრად ქონიანი და გემრიელი აქვს. მატყლიც უხვად მოგვცა. წელიწადში ორჯერ ვპარსავ.


_ მაკეობის პერიოდი როდის აქვთ?


_ წელიწადში ორჯერ, სულ ცოტა, ორ-ორ ბატკანს იგებენ. ერთი მოყავისფრო ცხვარია ჩემს პატარა ფარაში, "შოკოლადა" დავარქვი, წელს სამი ბატკანიო მოიგო. ძალიან მიყვარს. ზოგადად, საოცრად წყნარი და მგრძნობიარე ცხოველია _ ეზოში როცა ვმუშაობ, მოვლენ ჩემთან, თითქოს თანამიგრძნობენ. ისე გაყუჩდებიან, გეგონება, მოფერებას გთხოვენ...


_ დაავადებების მიმართ თუ არიან მგრძნობიარე და კონკრეტულად, რამ შეიძლება შეაწუხოს?


_ რაც ეს ცხვრები მყავს, ერთხელ შევნიშნე, ფეხი ასტკივდა ბატკანს. ვიკითხე და მითხრეს, რომ დასავლეთისთვის დამახასიათებელი რევმატიულობის ნიშანია. ბიცილინი გავუკეთე და მომჯობინდა. მეტი არაფერი.


_ სადგომი როგორ მოუწყვე და კომბალი ხომ არ გჭირდება ჩვენში მომრავლებული ტურების გასარეკად?


_ (იცინის) იმდენ ცხვარს ვერ მოვამრავლებ, რომ კომბალი დამჭირდეს. 20 სული საკმარისია ჩემთვის. ტურებს რაც შეეხება, მთის წვერთან ვცხოვრობ და ხშირად ჩხავიან შორიახლო, თუმცა, ძაღლები მყავს და ცხვრის დასაცავად პრობლემა არ შემქმნია.


_ ცხვრის მოშენებას როცა ურჩევთ ჩვენს მკითხველ მეურნეებს, გურიაში ეს მაინც და მაინც პლანტაციების ხათრით უნდა მოხდეს? ვთქვათ და სოფელში ცხოვრობს კაცი და ეს კულტურები სულ არ აქვს.


_ ვერ მაჩვენებთ ისეთ სოფელს, სადაც ეზო-გარემო არ საჭიროებდეს ეკალ-ბარდის თუ სარეველებისგან გაწმენდას. ამიტომ ორი-სამი ცხვარიც საკმარისია, ეზო რომ სულ გაკოხტავებული იყოს, ხორცი და მატყლიც გქონდეს და ამისთვის თითქმის ძალიან ცოტას შრომით ენერგიას ხარჯავდე. ესაა, შინაური ცხოველი უნდა გიყვარდეს. გარდა ამისა, კი იცით, როგორ გადაშენდა ღორი ბოლო პერიოდში. დამერწმუნეთ, ღორზე ბევრად ნაკლები მოვლა სჭირდება ცხვარს, ხორცი კი გაცილებით მარგებელი და გემრიელი აქვს. რამდენი მატყლი მომცა, გითხარით. გავრეცხეთ, გავაშრეთ და ტომრებში ჩავყარეთ. მალე დავაპენტინებ, მერე დედაჩემი მიხედავს. ნატურალური მატყლის საბანს თუ ლეიბს რა სჯობს?


_ მიკვირს, არანაირი სუნი არ იგრძნობა სადგომში და მის სიახლოვეს. ცხვრის ხორცის გემოც არ უყვარს ზოგს, ამბობენ, სპეციფიკური გემო და სუნი აქვსო.


_ სისუფთავის ხარისხი უნდა იყოს მაღალი თვით ადამიანისგან. სადგომს ერთი დღითაც არ ვტოვებ დაუსუფთავებელს. ძროხასა თუ ღორზე უარესი სუნი რას აქვს, თუ არ მიალაგე და დაასუფთავე სადგომები? შრომის გარეშე არაფერი იქნება. მე ვამბობ, რომ ცხვარმა ნამდვილად გამაკვირვა, იმდენ ეკონომიურ დანაზოგს მაძლევს და ადამიანივით მეხმარება ჩემს კარმიდამოში. ამიტომ ვურჩევ ყველა მეურნეს, ამ საქმეს მოჰკიდონ ხელი. არ ვამბობ, რომ გურია იქცეს მეცხვარეობის პოლიგონად და ეს არც შეიძლება ჩვენს პირობებში. უბრალოდ, მე მივიღე ისეთი შედეგი, რაც ძალიან მომგებიანია და ჩვენში ეს აქამდე ნაკლებად ხდებოდა.


ზაზა მჟავანაძის მაგალითი მართლაც გასათვალისწინებელია, მით უფრო, როცა ჩვენში ღორზე ნაკლები დღე არც ცხვარს დაადგა _ არა ერთი მრავალრიცხოვანი ფარა მიზერულ ფასებში გაყიდეს და უცხოელებმა შორეული არაბული ქვეყნების გზას გაუყენეს.




 ახალი ამბები
  • უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი ოზურგეთს ესტუმრა დღეს,  ოზურგეთში სტუმრად იმყოფებოდა  უკრანის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იგორ დოლგოვი. ის ჯერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს და სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შემდეგ კი ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გადაინაცვლეს.  აქ  ელჩისსაპატივცემულოდ სახელდახელო კონცერტი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო ანსამბლი  „გურია“,  ფოლკლორული ანსამბლები: „შვიდკაცა“, „ვახტანგური“  და სხვები. მათ  შეასრულეს როგორც ქართული, ისე უკრაინული ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები. _ მე უკრაინელი ვარ, უკრაინაში დავიბადე და არასდროს მიმღერია, მაგრამ აქ, გურიაში  რომ დავბადებულიყავი, აუცილებლად ვიმღერებდი თქვენთან ერთად, - თქვა მან  უკრანისელჩმა თავის მოკლე ემოციურ მისალმებაში, სადაც ქართველი  და უკრაინელი ხალხის  მეგობრობის და  მათი  ხელოვნების მიმართ  პატივისცემა გამოხატა.  „გურია ნიუსთან“  ამ შეხვედრის შესახებ კომეტარი გააკეთა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა,  ალეკო მამეშვილმა: _უკრაინის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იგორ დოლგოვს დამეგობრებული საქართველოს და უკრაინის მუნიციპლიტეტებს შორის,  დეტალურად აქვს  ინფორმაცია.  მას უნდოდა, რომ პირადად ენახადა და  გაეგონა კულტურული და ეკონომიკური შესაძლებლობის შესახებ, რომელიც ოზურგეთს გააჩნია. ეს არის მისი პირველი ვიზიტი ოზურგეთში. საუბარი ძირითადად გვქონდა იმ რესურსებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს იგივე ტურიზმთან, ეკონომიკასთან დაკავშირებით  და  თავისთავად კულტურის საკითხებზეც.  მან  გვითხრა, რომ გენიჩესკში ელოდება ოზურგეთის დელეგაციას. ჩვენი წინადადებაც ასევე  იყო , რომ დავიწყოთ ეკონომიკური თანამშრომლობა ამ რეგიონებს შორის. მე დარწმუნბული ვარ რომ ამ პროცესში მისი მხარდაჭერა იქნება მაქსიმალური. ტურიზმის მიმართულებითაც , ვისაუბრეთ რომ უკრაინულ ტურისტულ კომპანიებთანაც   მოეწყოს    შეხვედრა და გვითხრა,  რომ ეს სრულებით შესაძლებელია ან საელჩოში, ან საკონსულოში, რომელიც ახლა ბათუმში გაიხსნა.  გვინდა,  რომ პრეზენტაცია გავაკეთოთ ოზურგეთის  და გურიის ტურისტული პოტენციალის შესახებ, - გვითხრა ... ...
  • ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე - ნაცემია ლევან ხაბეიშვილისპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე  ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჩხუბის შედეგად დაზიანებები მიიღო "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა. ფიზიკური დაპირისპირება სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობის წევრები ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს შეურაცხყოფაში ... ...
  • დეკემბრის ჯილდოები გურიის გუბერნიაშიგურიაში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, საჯარო მოხელეებზე და გურიის გუბერნატორის მოადგილეებზე, დეკემბერში, ჯილდოს სახით 18 850 ლარი გაიცა. „2019 წლის 01 იანვრიდან 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით, პროფესიული საჯარო მოხელეებისთვის ჯილდო გაიცა ერთჯერ, 18850 ლარის ოდენობით. აქვე გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო რწმუნებულს დანამატი/ჯილდო არ აუღია. რწმუნებულის მოადგილეებმა კი მიიღეს დანამატი 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით,“ - ვკითხულობთ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში. სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, ანა კიშინსკის თქმით, ეს ჯილდო მას შემდეგ გაიცა, რაც საჯარო მოხელეებისთვის სპეციალური შეფასებები ... ...
  • პირველი თოვლი ქალაქ ოზურგეთში (ფოტორეპორტაჟი)ქალაქ ოზურგეთში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში პირველი თოვლი მოვიდა. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ ოზურგეთში გადაღებულ ... ...
  • „ფული იშოვეთ შენ, ურუშაძემ“ -ასკურავას ბრალდებები ჩინოვნიკების მისამართითლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე ტემპერატურამ მაშინ აიწია, როცა ჯერი დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხ სხვადასხვაზე მიდგა და საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა კახა ასკურავამ თავის ხმაურიან გამოსვლაში აქცენტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გააკეთა. სწორედ ასკურავას მხრიდან გაჟღერებულ შენიშვნებს  მოჰყვა ურთიერთ ბრალდებები და სიტყვიერი დაპირისპირება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის. „კორუფციის ბუდე“, „იტყუები“,  „აჟიტირებული ასკურავა“, „კამერების წინ პოზიორობ“ , „სირცხვილია“, „ენას ძვალი არ აქოოო, ისე იქცევი“ ისმოდა შეძახილები  საკრებულოს სხდომაზე. ასკურავამ საკმაოდ ხმაურიანი განცხადებაც გააკეთა და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ლევან ჩხაიზესა და ლანჩხუთის ყოფილ გამგებელს ზაზა ურუშაძეს საჯაროდ დასდო ბრალი კორუფციაში-„სუფსაში სკვერის გაკეთებით ფული იშოვეთ შენ და  ურუშაძემ, რომელსაც სამ სართულიანი სახლები აქვს წამოჭიმული გრიგოლეთში“ , რაზეც ჩხაიძემ უპასუხა, რომ სირცხვილია მსგავსი განცხადებების ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...
ზაფრანი

როგორ ქალებს დასდევენ ცოლიანი მამაკაცები

ტყუპები ცოლიანი მამაკაცები დაღლილები არიან...

პესიმისტი ზოდიაქოს ნიშნები

კურო - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორ შეიცვლება მსოფლიოს მოსახლეობა

მსოფლიოს მოსახლეობა უკანასკნელი 200 წლის...

რომელი ფერი დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

სამი საუკეთესო დედამთილი

მშვილდოსანი - როგორც წესი ვერასოდეს...

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...