სოკოს მოყვანა ყველა მოწადინებულ ოჯახს შეუძლია

კარმიდამო ჩემი

სოკოს მოყვანა ყველა მოწადინებულ ოჯახს შეუძლია

2014 იან 28 14:26:47

თუმცა, ადამიანები ნაკლებად ცნობენ საჭმელად ვარგის სოკოებს და შესაბამისად, უფრთხიან კიდეც მის მოკრეფას ჩვენს ტყე-ველებში. ისიც ვიცით, რომ ბაზარზე სოკო საკმაოდ ძვირი ღირს და ყველას როდი ძალუძს მისი ყიდვა.


ოზურგეთელები როლანდ და ლიანა ქიმუცაძეები გვიამბობენ, თუ როგორ ადვილად დათესეს და მოიყვანეს შინაურ პირობებში კალმახა სოკო. როცა ადგილზე ვნახე უბრალო გარემოში, ბოსტნის სიახლოვეს განლაგებული ხის მორებზე ნაყარი სოკო, გაოცებული დავრჩი.


_ ძალიან მიყვარს სოკო. არც სხვადასხვა ჯიშების გამოცნობა მიჭირს. თუმცა, სულ ტყეებში სიარულს და ძებნას, ვამჯობინე შინაურ პირობებში მომეყვანა. ეს ერთმა ახლობელმა მასწავლა. იქნებ, ბევრმა იცის კიდეც, თუმცა, ჩემს სამეზობლოში არავის აქვს და იმდენად კმაყოფილი ვარ ჩემი ნაცადი საქმით, ყველას ვურჩევ, მოიყვანოს სოკო შინაურ პირობებში, რომელიც საშემოდგომოდ იმდენი ექნება, ვერ მოლევს, _ ამბობს ქალბატონი ლიანა.


როგორც მან მოგვიყვა, თბილისში იყიდა კალმახა სოკოს სპეციალური თესლი _ მიცელიუმი. ერთი პაკეტი 10 ლარი ღირს. შემდეგ კი ძალიან მარტივად დათესა _ ჩვეულებრივი, საშუალო ზომის ხის ვარჯი სიგრძივად დადო და რამდენიმე ადგილზე, 70 სმ სიგრძის დაშორებით, გადახერხა. მერე ერთი ნაწილი მიწაში ჩაფლა ისე, რომ არ წაქცეულიყო და ზედ გაფანტულად მოაყარა თესლი. ჩვეულებრივად, როგორც ბოსტანში სხვა რამ დაგვითესია. ამის შემდეგ ხის გადანაჭერი ზედ დადო და გვერდებზე ლურსმნით მსუბუქად დაამაგრა _ რომ არ გადმოვარდნილიყო. ასე, მიჯრით განალაგა რამდენიმე ცალი. დათესვა ადრე გაზაფხულზე უნდა მოხდეს.


რაც შეეხება მოვლას, ლიანა ქიმუცაძე ამბობს, რომ თითქმის არაფერი სჭირდება, გარდა იმისა, რომ თუ ცხელი ზაფხული იქნება, ორ დღეში ერთხელ უნდა მოირწყას. წყალს ჩვეულებრივად მოვასხურებთ ზემოდან, ისე, რომ ჭრილებში შეაღწიოს. ზედმეტი წყალი არ შეიძლება. ასე ვაგრძელებთ სექტემბრის ბოლომდე. ამ დროს სოკო იწყებს ხის გვერდებზე, გადანახერხ ადგილზე გამოსვლას და ყოველ კვირაში ახალ მოსავალს იძლევა.


_ ზოგჯერ, სამი-ოთხი დღის შემდეგაც ვკრეფ, ისე სწრაფად იზრდება. ორი თვეა, ვკრეფთ და ისევ ახალ-ახალი ამოდის. ამას წინათ ქალიშვილს გავუგზავნე და ჩემს ვაჟს გზაში დაედევნა ვიღაც, მომყიდეო, _ იცინის ჩვენი მასპინძელი, _ სიმართლე გითხრათ, მე ბიზნესზე არ მიფიქრია, დავთესე იმიტომ, რომ სახლში მქონოდა. შედეგმა კი მართლა გადააჭარბა მოლოდინს. მით უფრო, როცა გემო გავუსინჯეთ, ხორცივით ნუგბარია. მომავალში უკვე ვიფიქრებ, ბლომად მოვიყვანო და გავყიდო კიდეც.


ლიანა და როლანდ ქიმუცაძეებმა სოკოს გარკვეული ნაწილი ჩვენს თვალწინ დაკრიფეს, მოხარშეს, შეწვეს და მიგვიპატიჟეს. ძალიან გემრიელი რასაც ჰქვია, სწორედ ისეთია.


რაც შეეხება სოკოს მომზადების წესს, ლიანა ქიმუცაძემ ის კარგად გარეცხა, მარილწყალში მსუბუქად მოხარშა, შემდეგ კი ზეთში ჩვეულებრივად შეწვა, თან განმარტა, ასე ძალიან კარგი გემო აქვს, ხორცს წააგავს, თუმცა, მისგან ნაირ-ნაირი კერძების მომზადებაც შეგიძლიათო.


_ ყველაფერი გამოცდილებაა, მით უფრო, როცა ასე ადვილად შეიძლება შემოდგომის მანძილზე, ვიდრე თოვლის მოსვლამდე, შინ გვექნეს და მივირთვათ უგემრიელესი კალმახა. სიცივეს ვერ იტანს, საშუალო ტემპერატურა მაინც უნდა იყოს, ამ მხრივ კი წელს ნამდვილად გაუმართლა ჩვენს კალმახას, _ გვეუბნებიან ქიმუცაძეები.




 ახალი ამბები
  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინასაქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 ივლისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8831 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.8845 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0014-ით გამყარდა. ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2357 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.2410 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0053-ით გამყარდა. ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5955 ლარია, აქამდე მოქმედი კურსი 3.6177 ლარი იყო. ლარის კურსი სტერლინგთან მიმართებაში 0.0222 -ით გამყარდა. თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.5077 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.5109 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0032-ით ... ...
  • საჯარო რეესტრმა ამზომველებისთვის „სახელმძღვანელო საკადასტრო სამუშაოებისთვის" მოამზადა (R)საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირებისთვის „სახელმძღვანელო საკადასტრო სამუშაოებისთვის" მოამზადა. სახელმძღვანელო სარეკომენდაციო-საინფორმაციო ხასიათისაა და ამზომველებსსაკადასტრო სამუშაოების მაღალი სიზუსტითა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შესრულებაში დაეხმარება. სახელმძღვანელოში მოცემულია ინფორმაცია დამკვეთსა და ამზომველს შორის განსაზღვრული ვალდებულებების, აზომვითი სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო ხელსაწყოების, მეთოდებისა და ტექნიკური მოთხოვნების შესახებ. მოცემული რეკომენდაციებისმიხედვით ამზომველის მიერ კვალიფიციურად შესრულებული სამუშაო უფრო მეტად დაცულს ხდის როგორც მიწის მესაკუთრეების, ასევე ამზომველის უფლებებს, აღმოფხვრის გადაფარვებს და მინიმუმამდე დაიყვანს მესაკუთრეებს შორის სამომავლო დავებისწარმოშობის რისკს. ... ...
  • „რუსთავი 2“-ის გარკვეული შემადგენლობა ღამღამობით სატანისტურ შეკრებებს ატარებს _ გია ვოლსკისაპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, ბულინგი, შანტაჟი, შავი პიარი და იმის მცდელობა, რომ ტყუილებით დააზარალონ პოლიტიკური ოპონენტი, არის ხელწერა, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა. „ცოტა ხნის წინ ანონიმურ წერილზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე და ჩემი კოლეგები ბიძინა ივანიშვილისგან რაღაცის სანაცვლოდ, მორჩილებისა და მესიჯების გამეორების სანაცვლოდ, შავ ფულს ვიღებთ. გარდა იმისა, რომ ეს სწორი არ არის, სიბინძურეა. ასეთივე წარმატებით შემიძლია ვთქვა, რომ ანონიმურმა წყარომ მითხრა, რომ „რუსთავი 2“-ის გარკვეული შემადგენლობა ღამღამობით სატანისტურ შეკრებებს ატარებს და შავი კატის წინაშე იფიცებს, რომ ერთმანეთს არ უღალატებენ და ბრძოლაში ბოლომდე დადგებიან. ზუსტად იგივე შემიძლია, გავავრცელო, მედიასაშუალება რომ მქონდეს, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია. არ მაინტერესებს, „რუსთავი 2“ ვისია, ქიბარ ხალვაშის არის, ოქრუაშვილის, ყარამანიშვილების, თუ ნაყოფიასი. როგორც მაყურებელს, მინდა, კრიტიკული მედია ვიხილო, რომელიც არის ინტენსიურად ინფორმაციის მიმწოდებელი საზოგადოებისთვის. მათ შორის ძალიან კრიტიკულ თემებზე, მაგრამ შანტაჟის, ბულინგისა და ჟურნალისტური ზონდერობის დამნერგავი მედია არც ხალვაშის მინდა და არც ყარამანიშვილების“, – განაცხადა ... ...
  • 4 არასრულწლოვანით ვაჭრობა _ შსს-მ დედა და დეიდა დააკავაბათუმში 4 არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე პოლიციამ მათი დედა და დეიდა დააკავა."შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1997 წელს დაბადებული ა.პ. და 1984 წელს დაბადებული ქ.პ. დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, ბოლო 1 წლის განმავლობაში, შვილებს და დისშვილებს, 6-დან 12 წლამდე ასაკის 4 არასრულწლოვანს იძულებით, ფსიქიკური ზეწოლისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენების გზით, სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ, მოქალაქეებისგან მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ხოლო მათ მიერ გამომუშავებულ თანხებს მთლიანად ითვისებდნენ. სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი არა ერთი მტკიცებულება მოიპოვეს. ამ ეტაპზე, დაზარალებული არასრულწლოვნები სახელმწიფო ზრუნვის სერვისებში არიან განთავსებულნი და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ოჯახის სხვა წევრების მიმართ შემაკავებელი ორდერები გამოსცა. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ... ...
  • კოლექტიური შრომითი დავების მედიატორებს საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათპირველად საქართველოში, კოლექტიური შრომითი დავების მედიატორებს საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ.  ეროვნული სასწავლო ცენტრში სერტიფიკატების გადაცემის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა ქინან ბაჰნასიმ კოლექტიური შრომითი დავების მედიატორებს საერთაშორისო სერტიფიკატი გადასცეს. საქართველოს შრომით ბაზარს კოლექტიური შრომითი დავების მედიატორები საერთაშორისო კვალიფიკაციით ეყოლება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პარტნიორობის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით, თორმეტმა სხვადასხვა პროფესიის ადამიანმა შრომითი დავების საერთაშორისო სასერტიფიკატო სწავლება წარმატებით გაიარა. კოლექტიური შრომითი დავების მედიაციის მიზანია შრომითი ურთიერთობების საფუძველზე წარმოშობილი დავების გადაწყვეტა. ეფექტური სისტემის აუცილებელი გარანტი კი კვალიფიციური და დამოუკიდებელი მედიატორია. სწავლება ერთკვირიანი იყო. ტრენინგი შრომითი მედიაციის არსებული მექანიზმის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, ასევე დაეხმარება მედიატორების შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც მათი უნარ-ჩვევების გაღრმავებას ითვალისწინებს. აღნიშნული ტრენინგის გავლა ამ საქმიანობაში მყოფი ადამიანების ცოდნას გააღრმავებს და მომავალში კი მედიაციის პროცესის წარმატებას ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...
ზაფრანი

ვაზელინი - ჯენიფერ ენისტონის სილამაზის საიდუმლო

50 წლის ჰოლივუდის მსახიობი ჯენიფერ...

ჰოლივუდის ყველაზე შესაშური მამაკაცები

ამ მამაკაცებზე ოცნებობს მილიონობით ქალი,...

კაცმა ტატუ თვალში გაიკეთა

ბოლო დროს თვალის ტატუ ხელოვნების...

როგორი სიმთვრალე აქვს რიანას

საუბარი რიანას შემოქმედებაზე და მის...

შაკირა ყველა დროის სექსუალური მომღერალია

ყველა დროის ყველაზე სექსუალური მომღერლების...

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...