როგორ ვებრძოლოთ სარეველებს

კარმიდამო ჩემი

როგორ ვებრძოლოთ სარეველებს

1 იან. 1970, 04:00:00
"კარმიდამო ჩემის" მკითხველის თხოვნით, გთავაზობთ, ფერმერთა მომსახურეობის ცენტრ "ხელხვავის" სპეციალისტის გურამ ჩხაიძეს კონსულტაციას, თუ როგორ გავანადგუროთ სარეველები.

სარეველა ბალახები, ითვისებენ რა ნიადაგში არსებულ საკვებ ელემენტებს, წარმოადგენენ კულტურული მცენარეების კონკურენტებს. ბაღებსა და ბოსტნებში მათი არსებობა იწვევს მოსავლის რაოდენობის შემცირებას და ნაყოფის ხარისხის გაუარესებას. ამიტომ, ბუნებრივია, ოდითგანვე დიდი ყურადღება ექცეოდა სარეველებთან ბრძოლას. შეიძლება ითქვას, რომ მიწათმოქმედების ისტორია სარეველებთან ბრძოლის ისტორიაცაა.

სარეველებთან ბრძოლის ტრადიციულ, მექანიკურ მეთოდთან ერთად, ბოლო დროს, ფართოდ გამოიყენება ქიმიური მეთოდი, რომლის არსი მდგომარეობს შემდეგში: სარეველა მცენარეებზე მოქმედებენ განსაკუთრებული ქიმიური ნივთიერებით (ჰერბიციდით), რომელიც განაპირობებს შეუქცევად ფიზიოლოგიურ ცვლილებას მცენარეში, რაც, საბოლოოდ იწვევს მის დაღუპვას.

განასხვავებენ სელექციური და ტოტალური მოქმედების ჰერბიციდებს. სელექციური ჰერბიციდები განკუთვნილია ერთი რომელიმე (ან რამდენიმე) კულტურული მცენარის ნათესებში (ნარგავებში) გამოსაყენებლად; ჰერბიციდების ქიმიური შემადგენლობა გათვლილია ისე, რომ იგი არ მოქმედებს კულტურულ მცენარეზე და ამავე დროს, აზიანებს სარეველას.

სელექციური ჰერბიციდებისგან განსხვავებით, ტოტალური ჰერბიციდები მოქმედებენ ყოველგარ მცენარეზე, მათ შორის, კულტურულზეც, ამიტომ მათი გამოყენებას მემცენარეობაში გააჩნია გარკვეული თავისებურებები, რომლის გაუთვალისწინებლობას, შეიძლება, სავალალო შედეგები მოყვეს.

შევეცდებით, ფერმერთა ყურადღება გავამახვილოთ იმ ნიუანსებზე, რომელთა მხედველობაში მიღება უზრუნველყოფს ჰერბიციდების წარმატებულ გამოყენებას.

დღეს ყველაზე მეტად გავრცელებული ტოტალური მოქმედების ჰერბიციდები დამზადებულია გლიფოსტატის ბაზაზე, ამიტომ, მიუხედავად სახელების, დამამზადებელი ფირმების თუ ქვეყნების მრავალფეროვნებისა და მცირეოდენი განსხვავებისა, გამხსნელი და შემავსებელ ნივთიერებებში, მათ მსგავსი თვისებები და გამოყენების თავისებურებები ახასიათებთ. ეს ჰერბიციდებია: უტალი, რაუნდაპი, ურაგანი, კლინი, დომინატორი, შოკი, ტოტალი, ნოკდაუნი, გლიაცენტი და სხვა.

მოქმედების მექანიზმი

_ სარეველა მცენარის ფოთოლზე მოხვედრილი პრეპარატის წყალხსნარი თანდათან შეიწოვება და გადაადგილდება მცენარის ყველა ნაწილში, მათ შორის ფესვებში. მცენარე იღუპება სპეციფიკური ამინომჟავების სინთეზის პროცესის დარღვევის შედეგად:

_ ჰერბიციდების მოქმედების პირველი ნიშნები 4-10 დღეში გამოვლინდება _ მცენარე ყვითლდება და ჭკნება;

_ მცენარე ხმება 2-3 კვირაში, რაც დამოკიდებულია მის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე და კლიმატურ პირობებზე _ რაც უფრო ხელსაყრელ ნიადაგობრივ-კლიმატურ პირობებში იმყოფება მცენარე, მით უფრო სწრაფად იღუპება იგი ჰერბიციდის ზემოქმედების შედეგად.

_ პრეპარატს არ გააჩნია ნიადაგური აქტივობა, არ იწვევს თესლის გააქტიურებას. მისხურებიდან ერთი დღის შემდეგ, ამ ნაკვეთზე შეიძლება დაითესოს (ან დაირგოს) კულტურული მცენარეები.

პრეპარატი გამოიყენება:

_ ახალი ნაკვეთების ათვისების საწყის ეტაპზე, სარეველების ტოტალური განადგურებისთვის;

_ სარეველების გასანადგურებლად ღობეების, გზების გასწვრივ, სასოფლო-სამეურნეო ნაგებობებისა და საცხოვრებელი სახლების ირგვლივ;

_ სარეველების გასანადგურებლად მრავალწლიან ნარგავებში, ციტრუსის, თხილის ბაღებში და ვენახებში;

_ სარეველების გასანადგურებლად ბოსტანში კულტურის დათესვამდე 7-10 დღით ადრე;

_ სარეველების გასანადგურებლად კარტოფილის ნათესებში კარტოფილის ამოსვლამდე 2-5 დღით ადრე:

_ ხემცენარეების და ბუჩქნარის გაცეხვის შემდეგ წამოსული ამონაყრის გასანადგურებლად;

გამოყენების ვადები

_ ჰერბიციდები გამოიყენება მცენარის სავეგატაციო პერიოდში;

_ ერთწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი ფართოფოთლოვანი სარეველების მოსასპობად. საუკეთესო პერიოდია სარეველა მცენარის 2-3 ფოთლის ფაზა ან 10-15 სმ სიმაღლის მიღწევისას; მრავალწლიანი სარეველების განადგურებისას _ 5-6 ფოთლის ფაზა ან ყვავილობის დასაწყისი _ ბუტონიზაციის ფაზა. სხვა დროს, საჭიროა პრეპარატების დოზების მცირეოდენი მომატება, განსაკუთრებით, მრავალწლიანი სარეველების გამოყენებისას;

შესხურების ჩატარება, ამინდის პირებებთან დამოკიდებულება

_ შესხურება ტარდება დილის საათებში (ნამის აშრობის შემდეგ) და საღამოს, იმ ანგარიშით, რომ ჰერბიციდი შეაშრეს მცენარეს ნამის წარმოქმნამდე;

_ შესხურება არ ტარდება ძლიერი სტრესს-ფაქტორების ზემოქმედების დროს (მაგ: ხანგრძლივი გვალვებისას);

_ შესხურებიდან 2-4 საათის განმავლობაში არ უნდა გაწვიმდეს, რათა არ მოხდეს ჰერბიციდის ჩამორეცხვა; წინააღმდეგ შემთხვევაში შესხურებას იმეორებენ;

სამუშაო ჰერბიციდის გამოყენების წინ და შესხურების პროცესში

_ მრავალწლიან მცენარეებს ჰერბიციდების გამოყენების წინ, აჭრიან დაბლა დაშვებულ ტოტებს, რომლებსაც შესხურებისას შეიძლება კონტაქტი ჰქონდეთ შესაწამლ სარეველებთან;

_ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ კულტურული მცენარეების (მაგ: ალუბალი, კივი, ვაზი) ფესვის ამონაყარს _ ფესვის ამონაყარზე მოხვედრილ ჰერბიციდი საერთო ფესვის საშუალებით, შეიძლება მოხვდეს კულტურულ მცენარეში და ზიანი მიაყენოს მას;

_ შესაწამლ აპარატებზე ამცირებენ გასხურების წნევას, ცვლიან გამასხურებელს ისე, რომ გამორიცხოს ნისლის და ძალიან მცირე წვეთების წარმოქმნა, რომლებიც შეიძლება ქარმა კულტურული მცენარეების ფოთლებზე გადაიტანოს;

_ თუ ჰერბიციდის ნაწილი მაინც მოხვდა კულტურული მცენარის ფოთლებზე, საჭიროა იგი ჩამოირეცხოს სუფთა წყლით ან მოიჭრას დასხურებული ფოთლები;

_ შესაძლებელია, კულტურული მცენარეების დაცვა ჰერბიციდის ხსნარის მოხვედრისგან ფანერის ფარებით ან პოლიეთილენის ფირის საშუალებით;

ვიმედოვნებთ, ყოველივე ზემოთქმული დაეხმარება ფერმერებს, გააზრებულად გამოიყენონ ტოტალური მოქმედების ჰერბიციდები და მიაღწიონ მაქსიმალურ ეფექტს.





 ახალი ამბები
  • ვიოლეტა მგალობლიშვილი The Voice Georgia-ს ფინალშია მეგა-პროექტ The Voice Georgia-ს ფინალი ახლოვდება. გუშინ ნახევარფინალი გაიმართა და გაირკვა, რომ ჩოხატაურელი ვიოლეტა მგალობლიშვილი ფინალში იმღერებს. ვიოლეტა მგალობლიშვილი მაესტროს ნიკა რაჭველის გუნდის წევრია და სწორედ მწვრთნელის გადაწყვეტილებით  მოხვდა ფინალში. “ერთი სიმღერა მაქვს ფინალისთვის და მინდა, რომ ეს სიმღერა ვიოლეტამ შეასრულოს“ - ეს სიტყვები ნიკა რაჭველმა მაშინ თქვა, როდესაც მისი გუნდის სამი წევრისგან ერთი მონაწილე უნდა დაეტოვებინა პროექტში. ნახევარფინალში ვიოლეტა მგალობლიშვილმა ვაჟა აზარაშვილის “გზები“ ... ...
  • "ქართული მიწა არ იყიდება" _ ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგებმა ლანჩხუთში აქცია გამართესლანჩხუთში, ქალაქის ცენტრალურ პარკში ნამახვანჰესის აქციის მონაწილეები ადგილობრივ მოსახლეობასთან სააგიტაციო აქციას მართავენ მოწოდებით _  "ქართული მიწა არ იყიდება". როგორც ადგილზე გავარკვიეთ, შეხვედრის მიზანი ის არის, რომ დაარწმუნონ აქაურები შეუერთდნენ აქციას, რომელიც 23 მაისისთვისაა დაანონსებული დედაქალაქში. ლანჩხუთში გამართულ აქციაზე სასულიერო პირთა სიმრავლეც ... ...
  • ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენგანი ვალში ვართ ვეტერანთა წინაშეჩვენს გმირ ვეტერანებს, ვინც უდიდესი თავგანწირვის ფასად იხსნეს კაცობრიობა ფაშიზმისაგან, განსაკუთრებული სითბოთი და პატივისცემით ვულოცავ გამარჯვების დღეს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების 76-ე წლისთავს, -  ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ამ ომში საქართველომ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო.  „ისტორიამ არ იცის ფაშიზმზე უფრო დიდი ბოროტება. ქართველმა მეომრებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მის დამარცხებაში. ისინი სახლებიდან შორს, გმირულად იცავდნენ საკუთარ ოჯახებს, საყვარელ ადამიანებს, სამშობლოს. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ამ ომში საქართველომ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. ასეულ ათასობით ჩვენი თანამემამულე საკუთარ ოჯახებს ვეღარ დაუბრუნდა. ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე. მინდა ასევე პატივი მივაგო მათ, ვინც ომიდან გამარჯვებული დაბრუნდა, მაგრამ დღეს უკვე აღარ არიან ჩვენს გვერდით. ყველა ჩვენგანი ვალში ვართ ვეტერანთა წინაშე. მათი ღვაწლის უფრო მეტად დაფასება ხელისუფლებისათვის, საზოგადოებისათვის, თითოეული ჩვენგანისათვის ღირსების საქმეა. ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებით ვზრუნავთ მათზე და ვცდილობთ საქმით გამოვხატოთ ჩვენი უდიდესი მადლიერება.  კიდევ ერთხელ ვულოცავ ვეტერანებს ამ დიდ დღესასწაულს და მხნეობას, ჯანმრთელობას და მშვიდობას ვუსურვებ", - აღნიშნავს ... ...
  • „ევროკავშირი საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორად დარჩება“- კარლ ჰარცელიკარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ევროპის დღე მიულოცა საქართველოს. "დღეს ჩვენ ვზეიმობთ იმ იდეის არსებობას, რომელიც ევროკავშირის ფუნდამენტს წარმოადგენს - იდეას, რომ თანამშრომლობას შეუძლია, აჯობოს ომსა და კონფლიქტებს და შექმნას კეთილდღეობა, როგორც ევროპის კონტინენტზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. იდეა, ზუსტად 71 წლის წინ გაჩნდა. დღეს ჩვენ, როგორც ევროპელებმა, ვიცით, რომ სწორედ ეს იყო ის გზა, რომელსაც უნდა გავყოლოდით, რომ თანამშრომლობა და პარტნიორობა მართლაც სარგებლის მომტანი ყოფილიყო. ჩვენ ამ ფილოსოფიას ვეყრდნობით ჩვენ საგარეო ურთიერთობებშიც, მათ შორის ისეთ ახლო პარტნიორთან, როგორიც საქართველოა. ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისათვის და მე ვამაყობ, რომ ევროკავშირი გვერდში ედგა საქართველოს COVID- 19 პანდემიასთან ბრძოლის დროს. ევროკავშირი ქვეყანას უწევდა ფინანსურ დახმარებას, აწვდიდა აღჭურვილობას და საჭირო ცოდნას. სამომავლოდაც, ევროკავშირი საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორად დარჩება. ძლიერი, წარმატებული და დამოუკიდებელი საქართველო სარგებელს მოუტანს როგორც თავად ქართველებს, ასევე საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას, ზოგადად რეგიონს და, საბოლოოდ ევროკავშირს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მეგობრობას, საერთო ღირებულებებს და მზარდ თანამშრომლობას, სავაჭრო, უსაფრთხოების, კულტურის, ტურიზმის სფეროებში და განსაკუთრებით ჩვენს მოქალაქეებს შორის“, - ამბობს კარლ ჰარცელი საკუთარ ... ...
  • პრემიერ-მინისტრი - არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგმული სპექტაკლებიარ არის საინტერესო, აღარ არის საინტერესო. მე ასე ვიტყოდი, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს უამრავი პრობლემა, ჩვენს მოსახლეობას აქვს უამრავი პრობლემა, როგორიცაა სიღარიბე, უმუშევრობა, კოვიდპანდემია. არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგმული სპექტაკლები და შოუ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკა მელიასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, ამ ქვეყანაში არავინ დგას და არავინ არასოდეს იდგება კანონზე მაღლა. „ჩვენ კარგად გვახსოვს, ეს ადამიანი ამბობდა, რომ ვერც დაიჭერდნენ და არც გირაოს გადაიხდიდა. რა თქმა უნდა, კანონი აღსრულდა და ჩვენ ნებართვას არავის შევეკითხებით არასოდეს, რომ კანონი აღსრულდეს და ყველა დაემორჩილოს კანონს. უნდა დაიმახსოვროს ყველამ, რომ ამ ქვეყანაში არავინ დგას და არავინ იდგება არასოდეს კანონზე მაღლა, არც კანონზე დაბლა, მაგრამ ჩვენ, ამავდროულად, არავის შევეკითხებით ნებართვას, არც მათ შორის ამ გაუგებარ ადამიანს, რომელიც ბაქიბუქობდა ტყუილად და ასევე ამბობდა, რომ გირაოს არ მიიღებდა, თუ არ გადაიხდიდა. აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს კიდევაც და გირაოც მიიღო ძალიან კარგად,"- აღნიშნა მთავრობის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...