ბესო მჟავანაძე: "ორ წელიწადში მექნება ელიტარული, ძველი გურული ვაზის ჯიშები"

კარმიდამო ჩემი

ბესო მჟავანაძე: "ორ წელიწადში მექნება ელიტარული, ძველი გურული ვაზის ჯიშები"

2011 აგვ 25 07:40:18
დღევანდელი ნომრის სტუმარი, ბესო მჟავანაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში სოფლის მეურნეობას მარტო უმკლავდება. ყოველი დილა მისთვის ექვს საათზე იწყება და გვიანობამდე თავის კარმიდამოში შრომობს. თუ ადრე არავითარი შეხება არ ჰქონდა სოფლის ცხოვრებასთან, ახლა პირიქით _ უნდა, რომ ყველაზე შემოსავლიანი და ლამაზი კარმიდამო ჰქონდეს მისი თქმით, ადრე, სადაც ახლა საყანე ფართობი და სხვადასხვა კულტურა აქვს გაშენებული, ჩაის გავერანებული პლატანციები იყო. ბატონი ბესო, ორგანიკას გამოყენების დიდი გულშემატკივარია.

1974 წელს, საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტის (სპეციალობა _ მცენარეთა დაცვა) დამთავრების შემდეგ, მუშაობა ერთ-ერთ კოლმეურნეობაში ბრიგადირის მოადგილედ, მცენარეთა დაცვის (წამლობის) დარგში დაიწყო.

_ ვმუშაობდი ოჩხამურისა და შემდეგ ქობულეთის მებოსტნეობის მეურნეობებში ენტომოლოგად. 1978-1982 წლებში ასპირანტად ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევით-სამეცნიერო ინსტიტუტში. 1991-1976 წლებში, ქ. ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარედ, 1976-2003 წ.წ. აჭარის ენერგოკომპანიის აბონენტთა მომსახურების სამსახურის უფროსად, შემდეგ ქ. ქობულეთის ელ. ქსელების უბნის უფროსად. ვარდების რევოლუციისა და აჭარის რევოლუციის შემდეგ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვიყავი და პრეზიდენტის მიერ რაიონებში დარიგებული ტრაქტორების ამხანაგობის თავმჯდომარე.

ოზურგეთში ჩამოსვლა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც მამაჩემი გარდაიცვალა და კარმიდამო რჩებოდა უმეთვალყურეოდ _ ან უნდა გავერანებულიყო ან უნდა გაგვეყიდა. თავიდანვე, ახალგაზრდობაში ვიყავით წინააღმდეგი გაყიდვის, რადგან უნდა შეგვენარჩუნებინა ჩვენი მამა-პაპური ეზო-გარემო. პატარა აღარ ვარ, 62 წლის გავხდი, ვიფიქრე, სიბერეს გავატარებ სოფელში -მეთქი, მიწასთან მუშაობა მიყვარს, ამიტომ, გადმოვედი სოფელში.

_ დიდი ხნის განმავლობაში ვათვალიერებდი თქვენს კარმიდამოს, ეს ყველაფერი თქვენი აქ მოსვლის შემდგე გაკეთდა თუ მანამდე, მამათქვენმა გააკეთა?

_ სანამ მამაჩემი ჯანზე იყო, მუშაობდა. 84 წლის გარდაიცვალა, 75-77 წლამდე იმდენად ჯანზე იყო, რომ ხეხილს თვითონ კრეფდა ხეზე. 13 მეტრიდან გადმოვვარდი ერთხელ, საბედნიეროდ, გადავრჩი და იმის შემდეგ არ მიშვებდა ხეზე. ყოველ შაბათ-კვირას აქ ვიყავით, უფრო კოსმეტიკურ სამუშაოებს ვასწრებდი. ბოლო წლებში მამაჩემს აღარ შეეძლო. ბევრი რამე გადავაკეთე. საერთოდ, დასავლეთში, ხის ძირში მიარგავენ მცენარეს და შემდეგ, როდესაც არ გაიხარებს, ამბობენ, არ ივარგაო. თითოეულ მცენარეს ნიადაგის გარშემო, ისევე ზევით, მისი კვების არეალი აქვს. მაგალითად, ყანაში რომ მივდივართ, რატომ ვთოხნით, სიმინდის გვერდით რატომ ვჭრით ბალახს? ორი მცენარე ერთად დარგული, არ უშლის ხელს ერთმანეთს? იგივე ორგანიკაზე რომ ვისაუბროთ _ შარშან და წელსაც წაიღეს და შემდეგ მეუბნებოდნენ, არაფერი ეფექტი არ ქნა შენმა ორგანიკამო. ერთხელ ვთხოვე, ენახვებინათ ის მცენარეები, რომლებსაც ორგანიკას მოახმარდნენ; მივედი და ვნახე, 20-30 სმ-სში დაურგავს, არ გაუთოხნია, ტოტები არ შეუტეხია, აგროწესები არ დაუცვია! ორგანიკა პანაცეა კი არ არის _ შეასხურე და შემოდგომაზე აიღე მოსავალი!

_ თქვენს კარმიდამოში ყველაფერზე ორგანიკას მოიხმართ?

_ დიახ, ყველაფერზე. ყვავილებზეც, წიწილებსაც ვასმევ... ყოველ კვირას რომ ჩამოდიოდა ჩემი მეუღლე სოფელში, გიჟდებოდა _ ასე მალე როგორ იზრდებიანო, წყალში ვურევ და ისე ვაძლევ. სხვათაშორის, ადამიანს შეუძლია მიირთვას, ნორმების ფარგლებში და წესების დაცვით, დისბაქტერიოზი თუ გაქვს, წმენდს კუჭს. ჩემს ძაღლსაც ყოველთვის 10-11 ლეკვი უჩნდებოდა; ორგანიკას მიღების შემდეგ, 15 ლეკვი შეეძინა! არ ვიცი, იქნებ ბუნებრივადაც მოხდა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია.

_ ვიცი, რომ ევროპიდან რამდენიმე ვაზის ჯიში შემოიტანეთ...

_ ხუთი სახის ვენახი მაქვს, დამყნილ-დარგული, ლაბორატორიაში გატარებული, ვირუსებისგან გაწმენდილი, ეს არის ალფოსო დე ვალიე, კარდინალ რიშელიე, იტალია მუსკატი, სულთანინი, საქიშმიშე და დალტიური.

_ საღვინე ჯიშების დარგვას არ აპირებთ?

_ ველოდები კალმებს შემოდგომაზე, "კარმიდამო ჩემის" რესპონდენტები _ სოსო ხინთიბიძე და ანდრო ვაშალომიძე ჩემი სტუმრები იყვნენ და ისინი მეხმარებიან ამ საკითხის მოგვარებაში. საგურამოში არის დიდი სარგავ-სანერგე მეურნეობა _ მსოფლიოში რაც ვაზის და ხეხილის ნერგი არსებობს, იქ არის, იქ აგროვებენ, ამრავლებენ და აჯიშებენ... ექვსი ჯიშის ხეხილი მაქვს წამოღებული საგურამოს მეურნეობიდან. ევროპული ჯიშებიდან, ეს არის ვაშლი, ბალი, ატამი, ქლიავი, ჭერამი და ბია. შემოდგომაზე ვაპირებ ძველი გურული ჯიშების გამრავლებას _ კლარჯული, კამური, საკმიელა, ჩხავერი.

_ გურული ვაზის პოპულარიზაცია აქამდე რატომ არ ხდებოდა?

_ იყო ადრე უცხოეთში ქართული ღვინო ისე პოპულარული, როგორც ახლა არის?! არ იყო. ყველაფერი დაღუპა ადესამ, უშრომელს რომ ეძახიან. 1945-50 წლებში გურიაში, დაახლოებით, 50 გურული ჯიშის ვაზი მოჰყავდათ. შემდეგ, 1960 წლამდე, 95% ცოლიკაური შემოვიდა, მაგრამ იმ ცოლიკაურს მოვლა და პატრონობა სჭირდება, ხანდახან 7-8-ჯერ შეწამვლა უნდა, ცოტა შრომატევადია; სამაგიეროდ, შედეგს მიიღებ... გამოჩნდა ეს ადესა, ჩაენაცვლა სხვა ვაზის ჯიშებს, გაუშვეს ეს ადესა თხემლაზე და გააფუჭა საქმე.

მე ორ წელიწადში ადესა, ნოე, ჭეიშვილი არ მექნება _ მექნება ელიტარული, ძველი გურული ვაზის ჯიშები, რომელსაც მოვუვლი.

_ ბევრი ისეთი მცენარე ვნახე თქვენს კარმიდამოში, რომელსაც გურიაში იშვიათად წააწყდებით.

_ მომყავს საზამთრო, ნესვი, ავოკადო, არაქისი... მაქვს ჯონჯოლის ხე, პავლონია, ყვავილები.

_ ამ ყველაფრის მოვლა-პატრონობა არ გიძნელდებათ?

_ საღამოს ძალიან დაღლილი შევდივარ სახლში, მაგრამ ძლიერ ესთეტიურ და მორალურ სიამოვნებას ვგრძნობ, რომ ყოველდღე ვმუშაობ... მამაჩემის სურათი ჰკიდია კედელზე, ერთ-ორ ჭიქა ღვინოს დავისხამ და მამაჩემს ვაბარებ ანგარიშს. სულ მეუბნებოდა, როდის მოვიშორებთ ამ ნაკვეთსო, რადგან ტურებით და გველებით იყო სავსე. ახლა კი ჩაის პლანტაციები ამოვძირკვე, მიწა სხვა კულტურებით დავტვირთე. შვილმა დამაფინანსა, მოვახერხე აკაციის ბოძებით შემოღობვა და ახლა ამ ნაკვეთს თვალისჩინივით ვუვლი.

_ ორგანიკაზე რას გვეტყოდით?

_ ყველას სიახლეს ხომ, გინდ ქალაქი იყოს თუ გინდ სოფელი, ეჭვის თვალით უყურებენ. ასე იყო მაშინ, როდესაც აზოტი შემოვიდა. მახსოვს, ბებიაჩემისგან გადმოცემული ისტორია, რომ ბაბუაჩემი მოდიოდა ქალაქიდან, ეს იმ დროს, როდესაც რეპრესიები გამეფებული იყო საქართველოში. მას დაუნახავს, თუ როგორ აყრიდა ყანას "მარილს"... მოვიდა და თქვა, რომ ეს რა ვნახე, ვიცნობ მაგ კაცს და უეჭველი დაიჭერდენ _ შუადღეზე მარილს აყრიდა სიმინდსო... თურმე, აზოტს აყრიდნენ ყანას. ასეთია ორგანიკაც. შარშან გამოვცადე ყველაფერზე, მიუხედავად იმისა, რომ რვა წელია აქვთ შექმნილი, მაგრამ ჩემი თვალით რომ დავინახე თუ რა შედეგი მოჰყვა, მას შემდეგ უფრო ვირწმუნე.

_ სექტემბერში, რაც უნდა გააკეთოთ, ამას არანაირი კავშირი არ აქვს სოფლის მეურნეობასთან, მსოფლიოს რეკორდი გინდათ დაამყაროთ...

_ რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე, რიცხვი დათქმული იყო და უნდა დამემყარებინა რეკორდი, მაგრამ არ შედგა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო. უნდა ჩამოსულიყვნენ, ერთ წლის შემდეგ თვითონ დამირეკეს და სექტემბერში ველოდებით, ვნახოთ, რა იქნება. ყურებით 50 კგ ტვირთის აწევას ვაპირებ. ასევე, ჩემს მანქანას გავათრევ ყურებით გარკვეულ მანძილზე.

_ და ბოლოს, ბატონო ბესო, როგორც გვითხრეს, თქვენ ბზის ჩუქურთმის თვითნასწავლი ოსტატი ბრძანდებით.

_ არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ჩემი ბზით დაინტერესებაში ღვთის ძალა ურევია; სხვაგვარად ამის ახსნა შეუძლებელია. 1989 წლის გვიან გაზაფხულზე, რამდენიმე მეგობარი ავტომანქანით ხინოს მონასტრის ნაგრევებისა და წმინდა ადგილების მოსანახულებლად და მოსალოცად წავედით. საშინელი გზა იყო და ერთ ადგილას მანქანა ჯირკს წამოედო. როცა ვნახეთ, ბზის ასწლოვანი, პატარა მორი აღმოჩნდა. იმ მომენტში ჩემში უცნაური რამ მოხდა. საბარგულში ჩავდეთ და თან წამოვიღეთ. გზაში სულ ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა მისგან. როცა იგი დავამუშავე, პირველად ჩემს მეგობარ მერაბ ნემსაძეს გავენდე, მანაც მხარი დამიჭირა და ერთად დავიწყეთ ბზისგან წმინდა ნინოს ჯვრების კეთება. ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა, მაგრამ ვფიქრობ, კარგად გამოგვივიდა. დღემდე 200-ზე მეტი ჯვარი მაქვს გაკეთებული და გაჩუქებული. ჩემს ნახელავ და ნაჩუქარ ჯვარს ატარებდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, ჯვარი ასევე ვაჩუქე მიხეილ სააკაშვილს, ირაკლი ბათიაშვილს, ვანო მერაბიშვილს, კობა ხაბაზს და სხვა პირებს.

პირველი ხატი ბზისგან 1996 წელს გავაკეთე. როცა მასზე მუშაობა დავამთავრე, ყაზბეგში, მარიამობაზე გახლდით. ჩემი ნახელავი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ძალიან მოეწონა და აკურთხა კიდეც. ახლა ღმრთისმშობლის ხატი დავასრულე, რომელსაც კარგა ხანი ვქმნიდი.

"კარმიდამო ჩემი" წარმატებას უსურვებს ბატონ ბესოს და იმედს ვიტოვებთ, რომ ის არაერთხელ იქნება ჩვენი გაზეთის სტუმარი, ავტორი და დაგროვილ გამოცდილებას სხვებსაც გაუზიარებს.




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა28 მარტი, 2020 – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამა - Adapter ჩაეშვა.  პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესების ხელშეწყობას, რათა მათ  გლობალურად შექმნილი მძიმე რეალობის მიუხედავად, წარმატებით მოახდინონ ადაპტაცია საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჭირო რესურსების გაზიარებით Adapter ბიზნესებს დაეხმარება, გაერთიანებული რესურსებით, უსწრაფეს რეჟიმში მოახდინონ თავიანთი საქმიანობის გაციფრულება. ადაპტერი უზრუნველყოფს ისეთი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა: ონლაინ გაყიდვები; გაყიდვების და მარაგების მართვა; საბანკო სერვისები; დისტრიბუცია და ლოგისტიკა.  ადაპტერში ჩართვის შემდეგ, ბიზნესებს საგრძნობლად გაუმარტივდებათ ბიზნესპროცესები-  პროდუქტებისა თუ მომსახურებების გაციფრულება, ონლაინ სივრცეში განთავსება და მიწოდება, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ, არ შეაჩერონ ეკონომიკური საქმიანობა.  ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა სამყარო რადიკალურად შეცვალა. საჭიროა მიდგომების სწრაფი ცვლილება და არსებულ რეალობაზე მორგება, რათა დისტანცირება ბიზნეს საქმიანობის შეფერხების ან  შეწყვეტის გამომწვევ მიზეზად არ იქცეს. „შესაძლებლობები უსაზღვროა! თანამედროვე ტექნოლოგიები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მზად ვართ, სრულად გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ცოდნა და ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ბიზნესს ადაპტაციაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლო განვითარებაში.  მთავარია, გვჯეროდეს, რომ გამოსავალი არსებობს და  ამ გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით ერთობით! “ - განაცხადა საქართველოს ბანკის ინოვაციებისა და სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა ანდრო რატიანმა.  ინფორმციისთვის, ბიზნესების ციფრული ადაპტაციის პროგრამაში უკვე ჩართულია:   Extra.ge - მულტივენდორული ციფრული პლატფორმა პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვისთვის, რომელიც სრულ ციფრულ დახმარებას გაუწევს ბიზნესებს პროდუქტებისა და მომსახურებების ციფრულად განთავსებაში, გაყიდვა/მიწოდებაში. Optimo - თანამედროვე ციფრული უზრუნველყოფა გაყიდვების, მარაგებისა და ოპერაციების აღრიცხვისთვის. ის  შესაძლებელს ხდის ბიზნესის მართვის და სრული კონტროლის წარმოება განხორციელდეს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან. საქართველოს ბანკი - ბიზნესების ხელშეწყობისა და დახმარების მიზნით, Adapter-ის პარტნიორი ბიზნესებებისთვის სპეციალური პირობებია ხელმისაწვდომი, როგორც ციფრული საბანკო მომსახურებების, ასევე შეღავათიანი კრედიტების სახით.  დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ეწვიოთ  ვებ გვერდს:  www.adapter.ge                                  ... ...
  • covid 19 _ "იმერეთში კვლავ სიმშვიდეა",,იმერეთში კვლავ სიმშვიდეა"- ამას ამბობს ,,გურია ნიუსთან" კომენტარში დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი. გოჩა გიორგიძის თქმით, ამ წუთებში წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმში თვითიზოლაციაში მყოფთა დამატებით კონტიგენტს იღებენ: ,,როგორც ცნობილია, იმერეთში სულ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს მოწყობილი საკარანტინო სივრცეები: საირმეში, წყალტუბოსა და საჩხერეში. საირმეში 215 ადამიანი გვყავს კარანტინში, წყალტუბოს პლაზაში-88 პირი, საჩხერეში-45 მოქალაქე, რაც შეეხება წყალტუბოს სამხედრო სანატორიუმს, ამ წუთებში იქ ხდება დამატებითი კონტიგენტის, 25 ადამიანის მიღება, კიდევ ელოდებიან 23 პირს, ხოლო ძველი ნაკადიდან რჩება 8 ... ...
  • გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს (R)გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ხორციელდება გზების რეაბილიტაცია და სკოლების მშენებლობა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ღირებულებაც 7 022 440 ლარს შეადგენს, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. სოფელ ბოხვაურში 5 კმ -იანი გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. იგება ასფალტი, სამუშაოების ღირებულება 596 996 ლარს შეადგენს, ფინასდება რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან. სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასა და ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად გაეცნო. ... ...
  • გუთურსა და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს (R)ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - გუთურში და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტების ჯამური ღირებულება 4 მილიონ 63 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, წლის ბოლოსთვის დასრულდება. ასევე, დაბა ჩოხატაურში მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაც, რაც მნიშვნელოვანია დაბის მოსახლეობისთვის. ჩოხატაურში სამშენებლო სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ჩოხატაურის მერთან ირაკლი კუჭავასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ... ...
  • "ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება" _ გიორგი გახარიას პასუხი სააკაშვილის შეთავაზებაზესაქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა უცხოეთში მყოფი მოქალაქეების ჩამოსაყვანად მთავრობას დახმარება შესთავაზა.  პრემიერის თქმით, საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება. „საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება“, – განაცხადა გიორგი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...