ყურადღება, დათესვის დროა!

კარმიდამო ჩემი

ყურადღება, დათესვის დროა!

1970 იან 1 04:00:00
ახლა, აგვისტოს მიწურულს, 10 სექტემბრამდე განსაკუთრებული ყურადღება მართებს, როგორც გურიაში იტყვიან, ყველა "მებაღჩე" ქალს _ ამ დროს აუცილებლად უნდა დაითესოს რამდენიმე ბოსტნეული კულტურა, რომელიც ნელ-ნელა აღმოცენდება, შემოდგომა-ზამთარს "დამდიდრებისთვის" მოიხმარს და ადრიან გაზაფხულზე თქვენს სამზარეულოს და სუფრას "მწვანე ეშხი" არ მოაკლდება.

ეს ბოსტნეულია: ნიორი, ოხრახუში (მაკიდო), მწვანე ხახვი, (გურიაში სოხვს ეძახიან), ფხალეულიდან კი წითელი და "ჭყანა".

ოხრახუში ჩვენს ბოსტნებში ახლაც ბლომადაა, მაგრამ გაზაფხულზეც რომ უხვად გვექნეს, ახლა უნდა დავთესოთ. დათესვისას, გირჩევთ შემდეგნაირად მოიქცეთ: თესლი შეურიეთ თავისზე ორჯერ მეტ (ერთ პეშვ) ფხვიერ მიწას და ასე მიმოფანტეთ წინასწარ მომზადებულ განოყიერებულ ნიადაგზე. როცა ჩათოხნით, ზემოდან დატკეპნეთ. ასე უკეთესად და თანაბარი სიმეჩხრით ამოვა, გამოხშირვაც აღარ დაგჭირდებათ და კარგადაც "გაჯეჯილდება".

მწვანე ხახვი, რომელსაც გურიაში სოხვს ეძახიან, ისეთი ძირხვენაა, რომლის ზედა მწვანე თუ ქვედა ნაწილი ერთნაირად გემრიელი და პოპულარულია. ხახვის ამ სახეობას მოგრძო ფორმის მომცრო ბოლქვი აქვს, არ უნდა აგვერიოს სხვაში, რადგან მრავალი სახეობა არსებობს. თესლი ხელმისაწვდომია აგრარულ ბაზარში. დათესეთ მწკრივში, 7-8 სმ დაშორებით.

რაც შეეხება ნიორს, როგორც ვიცით, ის სპეციფიკური და განსაკუთრებული დანიშნულების სანელებელია, რომლის გარეშე დიასახლისი და სამზარეულო წარმოუდგენელია, რომ არაფერი ვთქვათ მის სამკურნალო თვისებებზე. ყაირათიანობის მოყვარულთათვის საყურადღებოა ისიც, რომ 1კგ ნივრის ფასმა ჩვენს ბაზრებში უკვე 9 ლარს მიაღწია. ამიტომ, ახლა აუცილებლად უნდა დავთესოთ 1-2 კილო ნიორი, რაც ოჯახს წლის მანძილზე მთლიანად ეყოფა.

ნიორი დავყოთ ლებნებად და დავთესოთ 8-10 სმ დაშორებით, ლებანის წვერო მაღლა, ვერტიკალურ ფორმაში მოაქციეთ. განივად ან თავქვე დათესილიც ამოვა, მაგრამ მიწაში მოტრიალება, ანუ "ყირამალა" გაუჭირდება, ამოსვლაც შეუფერხდება და ბოლქვსაც, შესაძლოა, დეფექტი აღმოაჩნდეს.

ფხალის მოყვარულებმა, როგორც წითელი, ასევე "ჭყანაც" დათესეთ იგივე წესით, როგორც ოხრახუში. თუ შემოდგომაზე ცხელი ამინდები დადგება, ეს ნათესები აუცილებლად მორწყეთ. ნუ დაიიმედებთ თავს, რომ თანდათან აგრილდება და ნათესს წყალი აღარ დასჭირდება.

გახსოვდეთ, თქვენ ახლა საგაზაფხულო თადარიგს იჭერთ, როცა "გამოზამთრებულ" სუფრასა და სამზარეულოს განსაკუთრებით შვენის მწვანილეული.




 ახალი ამბები
  • "რელიგიურ დღესასწაულს თვალყურს სახლიდან ვადევნებ" _ გიორგი გახარიამე, როგორც ერთი ქრისტიანი, რელიგიურ დღესასწაულს თვალყურს ვადევნებ სახლიდან. ეს არის ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როგორც ერთი მოქალაქის, ასევე მთავრობის ხელმძღვანელის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განუცხადა. „მესმის, რომ ბევრს სურს, მსგავს ემოციურ და სენსიტიურ საკითხებზე, როგორიცაა ჯანმრთელობის საკითხი რაღაც წინააღმდეგობებზე დაფუძნებით დაპირისპირების მომენტები შემოიტანოს. მერწმუნეთ, ასე არ იქნება. ჩვენ ეკლესიასთან ერთად აუცილებლად ვიპოვით დაბალანსებულ გამოსავალს, რომელიც მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უზრუნველყოფს და ჩვენი უძველესი ეკლესიის ინტერესებსაც გაითვალისწინებს. მე, როგორც ერთი ქრისტიანი, ამ ყველაფერს თვალყურს ვადევნებ სახლიდან. ეს არის ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როგორც ერთი მოქალაქის, ასევე მთავრობის ხელმძღვანელის. ამისკენ მოვუწოდებ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ჩვენი რწმენა შეგვიძლია აღვასრულოთ ისე, რომ დავიცვათ ჩვენი ოჯახის წევრების, მეზობლების და მშობლების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. დარწმუნებული ვარ, რომ აქაც ისეთ გამოსავალს ვიპოვით, როგორიც ჩვენს ისტორიას, ჩვენს ეკლესიას და დღევანდელობას შეეფერება“, - განაცხადა ... ...
  • COVID-19-ის ონლაინ ტესტირება: Mydoc.ge-ზე შეამოწმე შენი თავი კორონავირუსის რისკებზესაქართველოში სტარტაპ "mydoc"-ის მიერ შეიქმნა ტელემედიცინაზე დამყარებული პირველადი ჯანდაცვის ციფრული პლატფორმა https://mydoc.ge/, სადაც მომხმარებელს შეუძლია COVID-19-ის შესახებ ანონიმურობის სრული დაცვით შეამოწმოს საკუთარი ეჭვი, კორონავირუსით შესაძლო დაავადების შესახებ. ეს არის COVID 19-ის ტრიაჟის ინსტრუმენტი, შემუშავებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) გაიდლაინების მიხედვით. საიტზე მოცემულია ზოგადი სიმპტომები და მათზე დაყრდნობით შექმნილია კორონავირუსის რისკების დადგენის ტესტი, რომელიც ადგენს შესაძლო რისკებს და ამის საფუძველზე მომხმარებელს აძლევს რჩევას, თუ როგორ უნდა მოიქცეს კონკრეტულ შემთხვევაში. პლატფორმაზე უწყვეტად ხდება სამედიცინო ცოდნის ავტომატიზებული შეგროვება და სისტემატიზაცია. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ხორციელდება სამედიცინო სამეცნიერო ლიტერატურის, კვლევებისა და პაციენტების ავადმყოფობის ისტორიის ანალიზი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის მიერ შეყვანილი მონაცემების (სიმპტომების) ღრმა ანალიზს ხელოვნური ინტელექტის სპეციალური ალგორითმების მეშვეობით.პლატფორმა ეყრდნობა მხოლოდ სანდო და კომპეტენტურ სამედიცინო - სამეცნიერო საერთაშორისო წყაროებს. მასში მონაცემები გროვდება მთელი მსოფლიოდან, ათიათასობით პაციენტის ავადმყოფობის სამედიცინო ჩანაწერებიდან. პლატფორმის მოდერირება და მართვა ხდება კომპეტენტური სამედიცინო საბჭოს მიერ, რომელშიც შედიან ევროპისა და აშშ-ს სპეციალისტები, როგორც სამედიცინო ასევე ხელოვნური ინტელექტის სფეროდან. წყარო: ... ...
  • Covid 19-ით გარდაცვლილი ქალი სარიტუალო სუფრაზე დაინფიცირდა _ ამირან გამყრელიძედაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი რიტუალურ სოფელში სუფრაზე დაინფიცირდა. მისივე განმარტებით, იმ ე.წ. კლასტერში, რომელშიც აღნიშნული ქალი შედიოდა, ინფექციის განვითარების ჯაჭვი სრულად ცნობილია. „ეს პაციენტი მიეკუთვნება კლასტერს, რომელიც ჩვენს შიდა კლასიფიკაციაში მოხსენიებულია ქვემო ბოლნისის სოფელ კაპანახჩის კლასტერის სახელით, სადაც ჩვენ გვაქვს 5 დადასტურებული შემთხვევა. ეს ქალბატონი არს კონტაქტირებული ადამიანებთან, რომლებიც შემოვიდნენ საქართველოში რუსეთ-აზერბაიჯანიდან და ამ სოფელში ერთ-ერთ სარიტუალო სუფრაზე გახლდნენ და ასევე, რელიგიური დღესასწაული მიმდინარეობდა ამ პერიოდში და აქედან ერთ-ერთმა გადასდო სწორედ ამ ქალბატონს, რომელიც არის ნათესავი იმ პირველი ინფიცირებულის. ანუ ამ შემთხვევაში ჯაჭვი ინფექციის განვითარებისა სრულად არის ცნობილი,“- განაცხადა ამირან ... ...
  • „საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა“ _ გამყრელიძე გარდაცვლილი პაციენტის შესახებ„დღეს დილით დადასტურდა სამწუხარო შემთხვევა გარდაცვალებისა, კორონავირუსულ ინფექციასთან ასოცირებული დაავადებით. ეს გახლავთ 79 წლის ქალბატონი, რომელიც შევიდა 31 მარტს თსსუ-ში და გარდაცვალება დაფქსირდა დღეს დილით. ძირითადი დიაგნოზი გახლავთ ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება Covid-19 და მწვავე პნევმონია. გართულებები არის მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, სეფსისი, სეპტიური შოკი, სპონტანური პნევმოთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები ამ პაციენტთან იყო საკმაოდ მძიმე,“- განაცხადა ამირან ... ...
  • საქართველოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდასაქართველოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნაისტებს განუცხადა. საუბარია 79 წლის ქალზე, რომელიც კლინიკაში 31 მარტს მოათავსეს. ის მარნეული-ბოლნისის კლასტერის წარმომადგენელი იყო. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკულად ფასდებოდა. „თქვენ იცით, რომ 31 მარტს ჩვენ კლინიკაში, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში შემოყვანილი იქნა კრიტიკული პაციენტი, ასაკით 79 წლის, რომელთანაც დადასტურებული იყო კოვ-ინფექცია. ასევე მინდა გითხრათ ამ პაციენტის შესახებ, რომ ანამნეზში მასთან იყო ბოლო 6 თვის განმავლობაში წონის მკვეთრი დეფიციტი. ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგად ორმხრივად დადასტურდა მწვავე პნევმონია, ასევე დადასტურდა პნევმოთორაქსი, მწვავე რესპირატორული დისტრესი. შემოყვანისთანავე დადასტურდა მწვავე სეფსისი ჰემოდინამიკის რღვევით. მოგეხსენებათ, რომ ამ კვლევების შემდეგ პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაწყებულ იქნა სიმპტომური და პათოგენეზური მკურნალობა, მაგრამ დღეს დილით, 9 საათზე სამწუხაროდ დაფიქსირდა ლეტალობა“, - განაცხადა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...