"კოოპერატივზე ფიქრი ასი წლის წინ დაიწყეს ჩემმა წინაპრებმა"

კარმიდამო ჩემი

"კოოპერატივზე ფიქრი ასი წლის წინ დაიწყეს ჩემმა წინაპრებმა"

2014 ოქტ 2 13:32:19

რეზო ჭეიშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრია და ერთ-ერთი პიონერია ახლა მათ შორის, ვინც კოოპერატივების კანონის მიღების შემდეგ, ასეთი გაერთიანება შექმნა სამეზობლოსთან ერთად.

_  გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, კოოპერატივზე ფიქრი ასი წლის წინ დაიწყეს ჩემმა წინაპრებმა. და იცით, როგორ? ერთი სამეზობლო წისქვილი ჰქონდა ჩვენს უბანს. წლები მართლაც წუთებივით გაილია და ამ ოჯახებს შორის უბრალო შელაპარაკება არ მომხდარა. ჩემს ეზოში 1900 წელს დარგული მსხალი დგას, მასზე ექვსი სახეობის მსხალია დამყნილი სხვადასხვა ტოტზე და დღემდე ყველა ისხამს. არ ურევია ახლა ამაში ღმერთის ხელი? ასეთ დამოკიდებულებას გურულები "თვისეთ ყოფნას" ეძახდნენ ოდითგან. ხეც და ადამიანებიც საუკუნეა, შესისხლხორცდნენ. ამიტომ ვთქვი _ კოოპერატივს ყველაზე მეტად ასეთი განწყობა და ურთიერთდამოკიდებულება სჭირდება. როცა კოოპერატივის შექმნა მანდარინის შესანახი სამაცივრე დანადგარისთვის გადავწყვიტეთ, სწორედ ეს სამეზობლო შევიკრიბეთ. შედგა გეგმა, წარვადგინეთ და ძალიან ბევრს შორის ყურადღება მივიქციეთ, გვენდნენ და... საქმე ეს-ესაა დავიწყეთ, _ გვიამბობს ოჯახის უფროსი და ჭიშკართან მდგარ ას წელზე მეტი ხნის მსხალს გვაჩვენებს, თან ჩამოთვლასაც იწყებს, რომელი ჯიშებია ზედ დამყნილი: _ მამას ბაბუა ამბობდა თურმე, 40 წლის წინ დავამყენიო. ის 1945 წელს 85 წლისა გარდაცვლილა. ასე გამოვიანგარიშე პირველი მყნობის წელი. ექვსი ჯიშის მსხალია ზედ: ბამბა მსხალი, ბიამსხალი, საღომისკრეფო, ხატრის მსხალი, მსხალთავა, უსახელო. ასე შეხმატკბილებულად ისხამს ეს ხე, წისქვილი კი ფქვავდა, ახლაც ფქვავს და ვინც რა უნდა თქვას, ეს მსხალი ნამდვილად ისხამს ექვს სახეობას, მორიგეობით...

შემდეგ, რეზო ჭეიშვილი სახლის მარცხენა მხარეს სამაცივრე საწყობისთვის განკუთვნილ შენობას გვაჩვენებს, რომელზეც, გვერდითა მხარეს ამოშენება და ზემოდან დაშენება უნდა მოხდეს, გაფართოვდეს და 25 ტონა მანდარინის საცავი გაკეთდეს. თანხის 10% მათი წილია. ჯამში 80 ათას ლარამდე დასჭირდება ამ საქმეს და პროექტით სწორედ ასეა განსაზღვრული. _პროდუქციის ხარისხია მთავარი. აღარაა ის დრო, კომუნისტები რომ ყველანაირ ხილს იღებდნენ, _ ამბობს ბატონი რეზო, _ ხარისხია მთავარი და მერე უნდა იფიქრო მის გასაღებაზე. იმას რა სჯობს, მანდარინს რომ შეინახავ, არ დაგილპება, მიზანშეწონილ დროს გაყიდი... მანამდე კი ხარისხიანი უნდა მოიწიო, რასაც ჩათოხნა, შეწამვლა, გასხვლა და ბევრი რამ სჭირდება. ასე იქცევა საქმე ბიზნესად.

მიუხედავად კოოპერაციულ საქმიანობაზე გადართვისა, ბატონი რეზო სხვა, მეურნისთვის საჭირბოროტო პრობლემაზეც საუბრობს და რჩევებსაც არ იშურებს მოწადინებულ ფერმერთათვის:

_ კარგია და კარგზე მეტიც, კოოპერატივების კანონი რომ შეიქმნა. იაფი სესხებია საჭირო, ხალხს თანადგომა და დახმარება სჭირდება. ჩემმა მეგობარმა ფერმერმა დათო თენიეშვილმა კავკასიური მთის ნაძვის გირჩები მომცა, ბახმაროს ნაძვსაც ეძახიან. ვთესავ და მერე ვყიდი. თუმცა, ბატონ დათოს შარშან ამაზე პრობლემა შეუქმნეს, რატომ ჰყიდიო და დააჯარიმეს... კი მოიგო სასამართლო შემდეგ, მაგრამ ასე რატომ უნდა გაამწარო მშრომელი კაცი? როცა ცნობაც მაქვს, მოწმეც მყავს, მოჭრას გადავარჩინე, დავთესე და ერთ მეტრ სიმაღლეს 8 წლის ასაკში ძლივს აღწევს, თუ გავყიდე, რად მსჯი? თან ფესვიანად ვყიდით, არ ვჭრი... ეს უზარმაზარი პრობლემაა, ფერმერისთვის მიზანმიმართულად შექმნილი. ამაზე რომ დაწერთ, ვინმე ყურში თუ შეუშვებს, კარგი იქნება...

რაც შეეხება ჭეიშვილისეულ რჩევებს _ მას სარეველა ბალახი გადასაყრელად ენანება, ხმელი ფოთლები კი დასაწვავად: _ რამდენჯერ უნდა ასწავლო მეზობელს, მტერს თუ მოყვარეს, რომ არ დაწვას, არ გადაყაროს, რომ ჩამპალი ბალახისგან მიღებული კომპოსტი ორგანულ ნაკელზე ბევრად უკეთესია? ამას რომ ვერ გაიგებს, იმან კოოპერატივზე კი არა, ორი ბატის მოვლაზეც არ უნდა იფიქროს.

ყვავილების სამოსახლოში, რომლითაც ნაწილ-ნაწილ არის დაყოფილი ჭეიშვილების კარმიდამო, ძირითადად ვარდების, კალას, შროშანის და თეთრი გეორგინების სამყარო მოჩანს.

_ ვინც ყვავილებით ვაჭრობს, უმჯობესია, ვარდისფერი ვარდი ახლა გასხლას, რადგან გაყიდვა ჭირს. ახლა გადასხვლა ამიტომ სჯობს. ნოემბრის ბოლოს უკვე კარგად შემოვა და გასაღების ბაზარიც მოთხოვნადი იქნება. კალას ახლა სჭირდება განსაკუთრებული მოვლა _ რაკი არ ყვავილობს, ზოგს ჰგონია, გაზაფხულამდე არაფერი უნდა. უნდა გამოიხშიროს ცუდი ფოთლები, შემოიბაროს, გაფხვიერდეს მიწა და რაც მთავარია, საჭირო ბიოპრეპარატები მიეცეს...

რეზო ჭეიშვილსა და მის მეუღლეს, 40 წელზე მეტია, მეყვავილეობის დარგში წარმატებული ბიზნესი აქვთ. მათ კვალს დაადგა შვილი, ჯაბა ჭეიშვილიც, რომელიც ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია "ელკანას" წევრია დაარსების დღიდან და საფრანგეთშიც იმყოფებოდა სტაჟირებაზე ბიომიმართულებით _ "როგორ მოვიყვანოთ პროდუქცია პრეპარატების გარეშე." მამა-შვილს მიაჩნიათ, რომ დიდი პრაქტიკული გამოცდილება და თეორიული კურსი, რაც მათ ხან ერთად და ხანაც ცალ-ცალკე გაიარეს სამეურნეო საქმიანობაში, ყველაზე დიდ შანსს მისცემს წარმატებული კოოპერაციული საქმიანობისთვის.




 ახალი ამბები
  • "რთულია მშვიდად უყურო ამ ყველაფერს და გადადარებას ელოდო"მელი თურმანიძე 14 წელია იტალიაში, მილანში მეუღლესთან და ორ ვაჟთან ერთად ცხოვრობს. როგორც მელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, იტალიაში ჩასვლისას უფროსი ვაჟს 4 წელი არ ჰქოდა შესრულებული, უმცროსი კი იქ შეეძინათ. _ რა მდგომარეობა არის ამ ეტაპზე იტალიაში? _ მდგომარეობა კრიტიკულია. ლომპარდიის რეგიონი ვირუსის გავრცელების ეპიცენტრია იტალიის ტერიტორიაზე და ჩვენ ამ ეპიცენტრში ვიმყოფებით.  სერიოზული სისწრაფით იმატებს დაავადებულთა რაოდენობა. დღეს ყველაზე დიდი სიკვდილიანობის მაჩვენებელი გვქონდა (ინტერვიუ ჩაწერილია 28 მარტს). რთულია მშვიდად უყურო ამ ყველაფერს და გადადარებას ელოდო. _  მელი, იქნებ კონკრეტულად გვითხრათ, რა მდგომარეობაში არიან ქართველი ემიგრანტები? _ საერთო პრობლემა ყველას ერთნაირად ეხება, განურჩევლად ეროვნებისა ან  სოციალური მდგომარეობისა. საჭიროების შემთხვევაში აბსოლუტურად ყველას ექნება ერთნაირი დახმარება, მიუხედავად იმისა, იტალიის მოქალაქეა, თუ ემიგრანტი, ლეგალურად ცხოვრობს ქვეყნის ტერიტორიაზე, თუ არა!  მიუხედავად ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა წესის გათვალისწინება, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო მოითხოვს და მაქსიმალური მცდელობა იმისა, რომ არ აღმოვჩნდეთ საავადმყოფოში. რთული წარმოსადგენი არაა, რა მდგომარეობაა საავადმყოფოებში. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები გვარწმუნებენ, ჯერ კიდევ მართვადია მდგომარეობა, მაინც არაა რთული წარმოსადგენი, რა პირობებში უწევთ მუშაობა ათასობით ადამიანის გადასარჩენად. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბევრი ქართველი ემიგრანტი სამუშაოდან დაითხოვეს, რამდენად სიმართლეა არ ვიცი, რადგან საპირისირო ცნობები მაქვს. ნებისმიერი ეროვნების ადამიანს, რომელიც მომვლელად ცხოვრობს, ისე უწევს კარანტინში ყოფნა, როგორც  ყველას. ისინი აღარ გამოდიან დღისით გარეთ, ვეღარ იყენებენ თავისუფალ ორ საათს და კვირა დღესაც ატარებენ ოჯახში. რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც საათობით მუშაობდნენ ოჯახებში,  დათხოვნილები არიან დროებით, როგორც  ყველა და როგორც კი აღდგება ნორმალური მდგომარეობა, ისინი დაუბრუნდებიან თავიანთ სამუშაოს. მართალია უშემოსავლოდ დარჩენილი ადამიანების ყოფა უფრო რთულია, მაგრამ ყოველ ქალაქში არის ქართული სათვისტომოები და ზრუნავენ მათზე მაქსიმალურად. ჩვენს ქალაქში,- მილანში არის “მილანის ქართული სამრევლო“, ჩვენი წინამძღვარი მამა კირიონ მაჩაიძე აკეთებს შესაძლებელზე მეტს.  არსებობენ  ქართველი ოჯახები, რომლებიც უსასყიდლოდ სთავაზობენ უსახლკაროდ დარჩენილ თანამემამულეებს თავშესაფარს. რამდენადაც ვიცით, მამა კირიონმა,  საქართველოში წამოსვლის მსურველთა მოთხოვნით საელჩოსაც მიმართა, მაგრამ   ახლა რთული დრო უდგას მთელს მსოფლიოს და  სამწუხაროდ იოლი არაფერია.   _იტალიის ხელისუფლება გეხმარებათ თუ არა?  _ ბონუსები, რომლებიც გამოიყო ხალხის დასახმარებლად, გავრცელდა  ლეგალურად მომუშავე ემიგრანტებზეც.  ქვეყნის ტერიტორიაზე კანონიერად  მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს შემუშავებული კანონები იპოთეკურ სესხებზე, ელექტრო ენერგიისა, თუ გაზის მოხმარების  საფასურებზე. ჯანდაცვის სისტემისთვის კი, როგორც უკვე გითხარით, მნიშვნელობა არ აქვს ავადმყოფის სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობას. იტალია თანაბრად ზრუნავს ნებისმიერ დედამიწელზე, რომელიც მის ტერიტორიაზე იმყოფება. _  თუ გაქვთ იტალიის საელჩოსთან კონტაქტი  და რამდენად ხშირად მიმართავთ მათ? _ მე პირადად არ მაქვს საელჩოსთან კავშირი, დამოუკიდებლად ვახერხებ მოვიგვარო პრობლემები და ვთვლი, რომ არ უნდა შევაწუხო, თუმცა საჭირო დროს მეიმედება.   ქვეყანაში ძალიან ბევრი ემიგრანტია, ვინც არ იცის იტალიური, არ იცის როგორ მოიქცეს, ამიტომ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია საელჩო აქტიურად ეხმარება მათ. ხშირად ვრცელდება  საელჩოსთან დასაკავშირებელი ნომრები და თხოვნა, რომ დაავადების შემთხვევაში სასწრაფოდ მივმართოთ საელჩოს, ისინი შუამდგომლობენ საავადმყოფოებთან. სამწუხაროდ, ქვეყანაში გამოცხადებულმა კარანტინმა, ბევრი უსაბუთოდ და შავად მომუშავე ადამიანი დატოვა სარჩოს გარეშე, რასაც მათი ქუჩაში გამოსვლა მოყვება ალბათ, აქა იქ უკვე გამოჩნდნენ და დიდი სიფრთხილე გვმართებს. მიუხედავად კარანტინისა, ბევრი ჩვენგანი იძულებულია გარეთ გავიდეს. ჩემი მეუღლე, ჩემი და მუშაობენ, ისე როგორც ბევრი სხვა ადამიანი. მომვლელებს უწევთ გამოსვლა, სხვაგან თუ არა, აფთიაქში მაინც. მეც მიწევს ყოველდღიურად გასვლა, რომ მოვიკითხო ორი მოხუცი, რომელთაც გარეთ გამოსვლა არ შეუძლიათ, ისინი მეუბნებიან რა სჭირდებათ  და მე მათთვის მიმაქვს.  სწორედ მათგან მომავალს თავს დამესხა ახალგაზრდა მამაკაცი, თანხისა და ტელეფონის წართმევის მუქარით, ტელეფონი ხელში მეჭირა, მაგრამ არ მივეცი, მან კი შეშინების  მიზნით ქურთუკში  შემალული დიდი სამზარეულოს დანა ამოიღო და დამემუქრა, საბედნიეროდ ჩემს ყვირილს გამოეხმაურნენ ადამიანები სახლებიდან, უყვიროდნენ, თუ არ შეეშვები პოლიციას გამოვიძახებთო, შეშინდა და გაიქცა. გუშინვე საჩივარი შევიტანეთ პოლიციაში. აღმოჩნდა, რომ დღის განმავლობაში ჩემს გარდა ორ ქალს შეეტანა საჩივარი იგივე  აღწერილობის ადამიანზე. პოლიცია აქტიურად იძიებს საქმეს,  ჩვენს ტერიტორიაზე მოიმატა პოლიციის მანქანების პატრულირებამ.  მართალია, ადგილობრივი პოლიცია აქტიურად მოძრაობს ქუჩებში, მაგრამ საშიშროება მუდამ არსებობს და თუ კარანტინი დიდხანს გაგრძელდება, საშიშროებაც იმატებს. ძალიან მადარდებს იმ ადამიანთა ბედი, რომლებიც ასე მძიმე პერიოდშიც კი იძულებულები არიან გამოვიდნენ სახლებიდან და სამუშაოზე წავიდნენ. მათზე არავინ საუბრობს, ისინი ყოველთვის ჩრდილში დგანან, მაგრამ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ბევრი ფაბრიკა და დაწესებულება, რომელიც ვერ დაიკეტა ქვეყნის კეთილდღეობის მიზნით, როგორც კონტი ამბობს, ამ ადამიანების ზურგზე მუშაობს. სწორედ ამ ადამიანებზე ხმის მიწვდენის მიზნით გავავრცელე ინფორმაცია სოციალურ ... ...
  • იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 2 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი - 1954 წელს დაბადებული ს.პ. და 2001 წელს დაბადებული ა.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობაში ედებათ. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 მარტს, ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარი "გოლდის" მიმდებარედ მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების დროს ბრალდებულებმა განახორციელეს გასროლები ცეცხლსასროლი იარაღიდან. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. ... ...
  • მეუფე გრიგოლი: ამ განსაცდელმა უნდა დაგვაახლოვოსფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა გვიან ღამით ფოთის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა. მეუფე გრიგოლის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობამ შესაძლოა, საგანგებო რეჟიმში ჩააყენოს ეკლესიაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეკლესიაში ღვთისმსახურება შეწყდება. მან აღნიშნა, რომ შეიძლება ადამიანებმა ეკლესიაში მისვლა ვერ შეძლონ არა იმის გამო, რომ ვინმე უკრძალავთ, არამედ ღვთის გამო, დაიცვან საკუთარი თავიც და სხვაც. მისივე თქმით, პრობლემები, რაც არის საქართველოში, შესაძლოა, იოლად გამოიყურებოდეს, მაგრამ ეს ვერ შეგვიშლის ხელს საფრთხეების სწორად გააზრებაში და კარგი იქნება, ეს საფრთხეები უმსხვერპლოდ გადავლახოთ. „ზიარებაზე განსხვავებული აზრი არსებობს სასულიერო პირებს შორისაც. ეს საკითხი ცალკეულად ვერ გადაწყდება. სინოდზე უნდა გადაწყდეს. ჩვენ ამ განსაცდელმა უნდა დაგვაახლოვოს ერთმანეთთან და არა პირიქით“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა. ... ...
  • ითვალისწინებს თუ არა მრევლი რეკომენდაციებს _საკვირაო წირვა ჩოხატაურის საკათედრო ტაძარში სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გამოცხადების შემდეგ, რომელიც სხვა აკ­რძალ­ვებ­თან ერ­თად ათზე მეტი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბა­საც ზღუ­დავს, ეკლესია-მონასტრებში წირვა-ლოცვა სოციალური დისტანციის დაცვით უნდა წარიმართოს. ზოგ ტაძარში მრევლისთვის განკუთვნილი ადგილი მონიშნულია. წესების სრული დაცვით აღევლინება საკვირაო წირვა ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის ... ...
  • წვიმა, თოვლი, ნისლი და ქარბუქი _ ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...