გაბრაზებული მონადირის რჩევების დღიური

კარმიდამო ჩემი

გაბრაზებული მონადირის რჩევების დღიური

2014 ოქტ 2 13:45:47

_ სამონადირეო დარგს პატრონი არ ჰყავს! საიდან დავიწყო ამ სფეროზე საუბარი, ვის რა ვურჩიო და ვის რა ვუსაყვედურო?! დავთარი არეული მაქვს! თქვენთან საუბარი კარგია, დროული კი არა, იქნებ, დაგვიანებულიც, _ გვეუბნება ბუხუტი ჯინჭარაძე, გურიის რეგიონის მონკავშირის ყოფილი თავმჯდომარე და ახლა მოყვარული მონადირე, მშობლიური მხარის ფლორასა და ფაუნაზე უსაზღვროდ შეყვარებული და ასეთი სიყვარულის უქონელ ადამიანებსა და ზოგადად, ხელისუფლებაზე გაბრაზებული კაცი.

_ თუ ვინმეს ჰგონია, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო ერთი უპირველესი სტრატეგიული უწყება არაა, რომელსაც ქვეყნის ყოფნა-არყოფნის ბედი აბარია, ცუდადაა მისი საქმე. დადის სამი-ოთხკაციანი გარემოს დაცვის ინსპექცია და რაღაცას ამოწმებს... რას _ არ ვიცი. ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო მონკავშირის განადგურება. მერე შევარდნაძის დროს, მინისტრმა ჩხობაძემ ალპური მგლები შემოგვისია, ტყის სანიტარიაო... სანამ შეგჭამს, სანიტარია, მანამდე მოკვლა აკრძალული გაქვს. რომ დაგაქცევს, თუ დარჩი ცოცხალი, მერე მოკლავ... მითხრას ვინმე გონიერმა, რატომ გადადგა ქვეყანამ ასეთი ნაბიჯი? 26 მილიონი ევრო რომ გამოყო ევროკავშირმა ამ საქმისთვის, ვითომ ვოლიერები აშენდა, ვითომ აცრები ჩაუტარდა მგლებს და ათასი "ვითომ"... სინამდვილეში დიდი გრანტიჭამიობა იყო ეს. ბევრი კარგი საქმე მინახავს გრანტით გაკეთებული, მაგრამ ეს "მგელობანას" თამაში ჩხობაძის გასამართლებით უნდა დამთავრებულიყო. ასეთია ჩემი, როგორც პროფესიონალი მონადირის და ერთი პატრიოტი კაცის აზრი... მონადირეს ათი მცნება ჰქონდა, მშობლის რჩევაზე უკეთესი. ესმის ახლა ვინმეს რაიმე რჩევა და დარიგება?

_ ბატონო ბუხუტი, გასაგებია თქვენი გულისტკივილი. ალპური მგლების თემა საქართველოში ნამდვილად აქტუალურია და ძირითადად, უარყოფითი კონტექსტით იხსენიება. მართლა ასე მავნებლური იყო ეს ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან და შედეგი ოდნავადაც არ მოუტანია?

_ ერთს გკითხავთ _ საქმე, რომელსაც ერთი პროცენტი შედეგი და ოცი ამდენი ზარალი მოაქვს, შედეგიანად ითვლება? არა, ბატონო, არც ერთ სფეროში არ ჰქვია მეტი ზარალით ნაკეთებ საქმეს წარმატებული. ვის სჭირდებოდა მგელი? ამ საქმეში დავბერდი. ალპური ტყის სანიტარია, ახლა ხან ერთ ოჯახს რომ უგლეჯს მარჩენალ ძროხას და ხან _ მეორეს. ადამიანებსაც ბევრჯერ დაესხა თავს. ცოტაც მოიცადეთ და უფრო შეტევაზე გადმოვა. მთელი საქართველოს ტყეებშია გაშვებული და კარგადაც მრავლდება. წაიკითხონ, გაიგონ, ბატონო, რომ სანამ მგელი არ მოსპეს ან არ შეამცირეს, მესაქონლეობამ ვერ მოიკიდა ფეხი ბრაზილიაში, ვენესუელაში, პარაგვაიში. ასევე, ევროპაშიც, სკანდინავიის ქვეყნებშიც. ამის უამრავი მაგალითია. ამათ კი ამ გაჭირვებულ საქართველოს შემოუსიეს და საცოდავ კაცს თითქოს თავისი არ ჰყოფნიდა, ძლივს გაზრდილი მარჩენალი მგელს შეაჭმევინეს. ჩხობაძეს მგლების შემოყვანის საქმეში ლომის წილი აქვს. რა თქმა უნდა, ზემოდან ეყოლებოდა მთავარი მიმთითებელი.

_ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ თანამედროვე "მონკავშირი", რა კეთდებოდა ადრე და რას ურჩევდით ახალ ხელისუფლებას თუ თითოეულ მოყვარულ მონადირეს, რაში ხედავთ პრობლემას?

_ ამ დარგში რომ ყველაფერი პრობლემაა, რა მიხვედრა უნდა? არსებობდა მონადირის მოწმობა, მას ჰქონდა თოფის და სამონადირეო დანის ტარების უფლება, გავლილი უნდა ჰქონოდა ატესტაცია. საეგერო სამსახურს ბრაკონიერის გამოვლენა ევალებოდა. ახლა დაიჭერენ თოფს ხელში და საით ისვრის ასეთი "მონადირე", თვითონ არ იცის, სხვას კი კლავს. ნახეთ სტატისტიკა _ სეზონზე ხან 100 კაცია მკვდარი. ადრე ასეთს სად გაიგონებდით, იშვიათი შემთხვევის გარდა? ჯერ სამონადირეო სეზონი არ გახსნილა და გავიგე, ერთ დღეს ოზურგეთის ბაზარში 56 ცალი ნანადირევი მწყერი შემოიტანეს გასაყიდად. ეს ნამუსია? ყველა უნდა დახოცო? ჰქონდა ამას თავისი წესები, როდის რამდენი უნდა მოგეკლა. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ამ პრობლემის მოგვარებაზე. იმ დროს არსებობდა მონადირის ათი მცნება, რა უნდა სცოდნოდა: პირველ რიგში, თოფის გამართულობა, როდის უნდა მოეკლა, ძაღლი საბმელით ჰყოლოდა, რა უნდა სცმოდა, რანაირი ტყვია-წამალი შეერჩია და რაც მთავარია, ჰქონოდა პატიოსნება და ზრდილობა _ ტყეში ჩხუბი დაუშვებელია! ახლახან ინადირეს თუ იქეიფეს ოზურგეთის ერთ-ერთ მთაზე, გვარ-სახელს არ ვიტყვი, მერე ერთმა მეორეს თავში კონდახი უთავაზა და ტვინის შერყევით სიკვდილს ძლივს გადაურჩა. ესენი არიან მონადირეები? ესაა საქმე? მთავრობა უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ თუ "მონკავშირის" ასლს არ შექმნის, უნდა შექმნას რაღაც მსგავსი, სადაც მონადირეს მონადირე ერქმევა და ეგერს _ ეგერი. სისტემაა ჩამოსაყალიბებელი.

_ თქვენი აზრით, კონკრეტულად რა ზარალი გამოიწვია მონადირეთა კავშირის გაუქმებამ და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ხედვით, მკვდრეთით აღმდგარი ეს საზოგადოება?

_ ამ ორგანიზაციის გაუქმებას მოჰყვა ის, რომ საქართველოს სანადირო სავარგულები უპატრონოდაა მიტოვებული! თქვენ გჯერათ, რომ გარემოს დაცვის ინსპექციის სამკაციანი ჯგუფი რომ დარბის, რაიმე საქმე გამოუდის? ვინმეს შეუძლია, დათვალოს, რამდენია დენით მოკლული თევზი, ნადირობის სეზონის დაწყებამდე მოკლული ნადირ-ფრინველი? გაფორმებული თოფი რამდენია და გაუფორმებელით რამდენი დარბის, შეამოწმა ვინმემ? ან გაფორმებული რომ აქვს კაცს თოფი, არის კი ის მონადირე? აკინძული უნდა იყოს მონადირეთა ვინაობა, მისამართი... ორლარნახევარი რომ ღირს სეზონის გახსნამდე მოკლული ერთი პატარა მწყერი, ვინმე კითხულობს, ეს რატომ ხდება? გაიხსნას სეზონი, დაიშვას ნორმები და მერე გაყიდოს! ნადირობის კულტურა არ არსებობს! მონადირეს ინსტრუქტაჟი უნდა უტარდებოდეს, ნადირობის წესები საგზაო წესებივით იცოდეს. ოზურგეთში ნორმალური პატრული რომ დაინიშნა, შეხედეთ, ხომ იკადრა ბევრმა "კაი ბიჭმა" ღვედის გადაკვრა? საქმე ჩანს და წესრიგისკენ წინსვლა. თავისუფალ დროს სპეციალური არხით ვუყურებ ფილმებს ბუნებისა და მონადირის ჰარმონიულ თანაარსებობაზე. ვხედავ, დაიჭირა კაცმა უშველებელი კობრი, მოეფერა და... ისევ წყალში გაუშვა! აი, ესაა კულტურა და ბუნების სიყვარული. ფლორას და ფაუნას მიხედვა სჭირდება. ნადირ-ფრინველი ჯერ უნდა მოვამრავლოთ და მერე კი არ უნდა გავჟლიტოთ, უნდა გამოვხშიროთ! აი, ესაა ჩემი კეთილი სურვილები და რჩევები! ჩემთვის ხშირად ვწერ, რა პრობლემებია, რას როგორ უნდა ეშველოს. პროფესიონალი ვარ, ამ საქმის გულშემატკივარი და ასე მგონია, ამ დარგის გასაჭირით, ჩემს საკუთარ ოჯახს უჭირს! რჩევების დღიურიც მაქვს შედგენილი, მაგრამ სჭირდება ვინმეს? მალე ნადირობის სეზონს გავხსნით და იქაც ვიტყვით ჩვენს სათქმელს.

_ ბატონო ბუხუტი, თქვენ ისევ ნადირობთ. კონკრეტულად, რა ჯიშის ძაღლები გყავთ და ამ კუთხითაც ხომ არ დაგროვდა პრობლემები? ნათქვამია, "კარგ მონადირეს, კარგი ძაღლი უნდა ჰყავდესო"...

_ ახლა სახლში ორი ძაღლი მყავს _ დრათჰაარი და ირლანდიური სეტერი. ესენი ფრინველსა და კურდღელზე ნადირობენ. ადამიანივით ვუვლი. ჩემთვის მეგობრები არიან და, როგორც მხოლოდ ძაღლებს, ასე არ ვუყურებ. კარგი თუ იქნება მონადირე, კარგ ძაღლს აუცილებლად იშოვის. ამ მხრივ პრობლემას ვერ ვხედავ.

_ ნადირობის სეზონი ახსენეთ. როდის, ვინ და როგორ ხსნის და რა ხარვეზი ან დადებითი ახლავს ამ პროცესს?

_ ამ საქმეს ენთუზიასტები ვახერხებთ მხოლოდ. ვიკრიბებით ასამდე კაცი, ძველი თუ ახალბედა მონადირეები, საკუთარი სურვილით, არავის ვაწუხებთ, ძველებურ წესებს ვიცავთ. ჩვენთან მოდის ოზურგეთის სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლი "შვიდკაცა", ძირითადად ექვსი სოფლის გამოცდილი და პროფესიონალი მონადირეები, ასევე _ ქალაქიდანაც და ვხსნით ნადირობის სეზონს. ეს სეზონი მარტამდე უნდა გრძელდებოდეს. ახლა 16 აგვისტოდან მომდევნო წლის 15 თებერვლამდეა დაშვებული. ადრე მარტის ბოლომდე გრძელდებოდა და ეს არაფერს უშლიდა ხელს. გარემოს დაცვის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროზე არანაკლები პასუხისმგებლობა აკისრია ქვეყნის წინაშე. ყველა მონადირეს გვსურს, ახალი ხელისუფლების ყურს მისწვდეს ჩვენი ხმა, კეთილი სურვილები და რჩევები...

ბატონმა ბუხუტი ჯინჭარაძემ ჩვენთან საუბარი სამონადირეო დარგზე, ალპურ მგლებზე საუბრით დაიწყო და ნადირობის სეზონის გახსნაზე საუბრით დაამთავრა. კი იყო ჩვენი მასპინძელი გაბრაზებული, მაგრამ მასში უზარმაზარი იმედი და ენერგია ჩანს, სჯერა, რომ ვიღაც გამოჩნდება, ვიღაც ისევე გადაეფარება მშობლიურ ფლორასა და ფაუნას, როგორც თვითონ და მისი მამა, ვალოდია ჯინჭარაძე, რომელიც 40 წლის მანძილზე დარაჯად ედგა გურიის მონადირეთა კავშირს, მთელი რეგიონის ბუნებას. მისთვის საჩუქრად მირთმეული კავკასიური არწივის, კოლხური დედალ-მამალი ხოხბის, შევარდნის ფიტულები და უფიდან ჩამოტანილი ცხენირმის რქა ამშვენებს ჯინჭარაძეების სახლის პირველი სართულის დარბაზს.

_ ესაა მამაჩემის სიმდიდრე, მეგობრების მიერ სიმბოლურ საჩუქრებად მირთმეული, რომელსაც სიცოცხლესავით ვუფრთხილდები და ვუვლი. სახლში შემოსული სტუმარიც პირველად ამ სიმბოლოებს ხედავს და ხვდება, რომ ეს მხოლოდ ფიტულები კი არა ცოცხალი კავშირია ოჯახის წევრთა უსაზღვრო სიყვარულსა და სამონადირეო დარგს შორის, რომელიც თაობებს უნდა გადაეცეს, როგორც ჯანსაღი, პატრიოტული სულისკვეთება.

რაც შეეხება ბატონ ბუხუტი ჯინჭარაძის მიერ ნინო ჩხობაძის დადანაშაულებას საქართველოში ალპური მგლების შემოყვანის გამო, ჩვენ დავუკავშირდით გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრს, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:

_ მსგავსი სისულელე ბევრი არ გამიგონია! რა მგლები?! ეს ამბავი ერთ კურიოზულ ფაქტს უკავშირდება _ მაშინ ერთი მეცნიერი ბიოლოგიის ინსტიტუტში მუშაობდა ჯიხვების თემაზე და პროფესორ იასონ ბადრიძეს ედავებოდა, წითელი ალპური მგლები შემოიყვანეთო. ჯერ ერთი, ეს წითელი მგელი კანადურია და სულ 20 ეკზემპლიარია მსოფლიოში, ვინ მოგცემს? მეორეც, ტყეში არის მგელი, მომრავლდა უამრავი ტურა და ერევათ მგლებში. უპატრონო ძაღლებიც ბევრი ველურდება, იღებენ მურა ნაცრისფერს და ხან მგელზე უარესია. ხდება მგლის და ნადირის შემოვარდნა და როცა შემოგივარდება, ის უნდა მოკლა! რა ნებართვა უნდა ამას? რაც შეეხება ჩემ მიერ მგლების შემოყვანის მითს, თუ ჯერ კიდევ ავრცელებს ამას ვინმე, რა ვქნა, გავგიჟდე?! _ გვითხრა ნინო ჩხობაძემ.




 ახალი ამბები
  • ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე შვილმა მამა მოკლაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ჯ.კ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას - 1969 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ჯ.კ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, მოკლული მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა. ასევე, დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ... ...
  • აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილის კონკურსი დახურესამ წუთებში აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილის კონკურსი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. პროცესში მონაწილეობს სამი კონკურსანტი, მათ შორის ორი ტელევიზიის  თანამშრომელი ემზარ დიასამიძე და ფირუზ ბოლქვაძე. მესამე მონაწილეა ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი. ამ ეტაპზე გასაუბრებას პირველი კანდიდატი გადის. შესარჩევი კომისიის წვერების უმრავლესობა მაუწყებლის თანამშრომელია ერთი კი ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი. დღის ბოლომდე გახდება ცნობილი, ვისზე გააკეთებს არჩევანს კომისია. წყარო: ... ...
  • გახარია: "მერაბიშვილი არ იყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური პატიმარი""ვანო მერაბიშვილი არ იყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური პატიმარი"_ ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას ვანო  მერაბიშვილის შესახებ. ცნობისთვის,  ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება გუშინ დატოვა. როგორც მან განაცხადა დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ ... ...
  • შინაგან საქმეთა მინისტრი: რუსეთის კვალი იყო ამ ყველაფერშიშინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, პოლიციელების დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ოქტომბერში განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით  კომენტარი გააკეთა. „ეს მნიშვნელოვანი თემაა.  ეს მოხდა ოქტომბერში. ყველამ გაიგო. დიდი შეტევა იყო კიბერმიმართულებით. ვიმუშავეთ ჩვენს კოლეგებთან, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდა. ამ საკითხთან დაკავშირებით  ოფიციალური განცხადება  უკვე გაკეთდა. რა თქმა უნდა, განცხადება გავაკეთეთ ღიად, არ დაგვიმალია, საიდან იყო, საიდან მოდიოდა. გითხარით, რომ რუსეთის კვალი იყო ამ ყველაფერში. 21-ე საუკუნეა და ეს თემა, რა თქმა უნდა, პოპულარულია, სამწუხაროდ, მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში, დიდ ქვეყნებშიც,  როგორებიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, ევროპის დიდი ქვეყნები. ეს საფრთხეები უფრო და უფრო იზრდება, რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგიები. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტი კონტროლი იყოს, რათა არ მოხდეს ასეთი კიბერშეტევა. თუ მოხდება, მოხდეს იქვე ჩაკეტვა, ასე ვთქვათ, არ შემოვიდეს სივრცეში და არ დააზიანოს ესა თუ ის მიმართულება“,_ განაცხადა ვახტანგ ... ...
  • გალტ ენდ თაგარტი Global Finance -მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარაგალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდოს „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2020 წელს“ მიღების შესახებ განაცხადა. აღნიშნული ჯილდოს მფლობელი გალტ & თაგარტი ზედიზედ მეექვსედ გახდა.   „Global Finance-ის აღნიშნული ჯილდო არის კომპანიის მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს „გალტ & თაგარტ“-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში. გალტ & თაგარტი სთავაზობს მის კლიენტებს საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტრანზაქციებზე“,- განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ. "საინვესტიციო საბანკო საქმე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ეკონომიკის წინსვლასა და განვითარებაში. ჩვენი ვაჯილდოებთ ხარისხიანი და  ინოვაციური გარიგებების დადებით გამორჩეულ იმ საინვესტიციო ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მომხმარებლის მუდმივ რეჟიმში ცვალებად საჭიროებებსა და მოთხოვნებს", - განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ. ჟურნალმა Global Finance-მა, მე-21-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით. Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, სერვისი, რჩევები, ფასები, ინოვაცია, რეპუტაცია და სხვა.   Global Finance 1987 წელს დაფუძნდა და 50,050 ეგზემპლარს გამოსცემს, რომელსაც 189 ქვეყანაში ყავს მკითხველი. Global Finance-ს კითხულობენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები, კომპანიების პრეზიდენტები, გენერალური დირექტორები და ფინანსური დირექტორები, ასევე ფინანსურ სფეროში მოღვაწე სხვა ტოპ მენეჯერები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ ინვესტიციების განხორციელებასა და სტრატეგიაზე, მულტიეროვნულ კომპანიებში და ფინანსურ ინსტიტუტებში. ჟურნალის ვებგვერდი GFmag.com აქვეყნებს ანალიტიკასა და სტატიებს და წარმოადგენს 32 წლიან გამოცდილებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე. Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში, ასევე აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში. ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...
ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...