მეძებარი ძაღლის ლეკვების მოვლა საწყის ეტაპზე

კარმიდამო ჩემი

მეძებარი ძაღლის ლეკვების მოვლა საწყის ეტაპზე

2014 ნოე 1 12:43:48

საქართველოში, განსაკუთრებით გურიაში, ნადირობის ტრფიალს თითქმის ყველა ოჯახში ნახავთ. დიომიდე ურუშაძე ოზურგეთში ცხოვრობს და ამბობს, რომ ბევრჯერ ჰყოლია არა ერთი ჯიშის მონადირე ძაღლი. ნადირობაც უზომოდ უყვარს. ერთ თვის უკან მისმა სუფთა ჯიშის კურცხაარმა რვა ლეკვი დაყარა და როგორც თვითონ ამბობს, ისეთი ლამაზები არიან, ერთიც რომ გამოკლებოდა, პრინციპულად არ მინდოდა და მათ მოსავლელად თავი გადავდეო.

_ როგორც შევატყვე, მეძებარ დედას მათი გაზრდა გაუჭირდებოდა, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მყავდა. ლეკვები უკვე 40 დღის არიან. მაგარი მეძებარია ჩემი კურცხაარი. ამდენი ლეკვი პირველად ჰყავს, ერთმანეთზე უკეთესებია, თუმცა, დედა ძაღლს ძალიან გაუჭირდა _ ლეკვებს სულ შიათ, ძუძუს სწოვენ. ერთი თვის შემდეგ, როცა შევატყვე, რძე აღარ ჰყოფნიდათ, ხელოვნური კვებით დავეხმარე. ეს არ არის ადვილი _ იმდენად ფაქიზია მეძებრის ლეკვი, ძალიან სათუთი მოპყრობა სჭირდება. ზოგჯერ ბევრი ლეკვი არ ჰყავს ძაღლს, მაგრამ მაინც მისუსტებულები არიან, რადგან პირდაპირ უსხამენ ძროხის რძეს და ჰგონიათ, პატივს სცემენ, _ ამბობს დიომიდე ურუშაძე და მისეულ რჩევას სთავაზობს მეძებარის მოყვარულთ, თუ როგორ უნდა შეეშველონ დედა ძაღლს ლეკვების გაზრდაში:

_ ლეკვი კარგი რომ იყოს, თავიდან ხარისხოვანი შერჩევა და შეჯვარება უნდა მოხდეს, შემდეგ კი მისი შენარჩუნებაა საქმე. გაზრდა, აღზრდა და პატრონობა შეჯერებულად უნდა დავგეგმოთ. ლეკვებს ერთ თვემდე ჰყოფნით დედის რძე. შემდეგ კი მათ საკვებს შემდეგი წესით ვამზადებ _ 100 გრამ პედიგრს ვასხამ ერთ ჭიქა ადუღებულ რძეს (ძროხის), შევურევ ცოტა პურის გულს. რომ დალბება, კარგად ავსრეს და ამის შემდეგ ვამატებ ერთ სუფრის კოვზ შაქარს და ნახევარ ჭიქა წყალს. კვლავ ავურევ. წყალი აუცილებელია, რადგან მხოლოდ რძეზე დამზადებული საკვები მაწყენარია ლეკვებისთვის. საკვების ეს რაოდენობა დღეში სამჯერადი კვებისთვის საკმარისია. ახლა ლეკვები 40 დღისანი არიან. უკვე ვაპირებ საკვების დოზა გავაორმაგო. ძუძუს ჯერ კიდევ წოვენ.

ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ ორი ლეკვი უკვე გააჩუქა და ახალი პატრონის სახლში მათ განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ. დედას მოცილებული ლეკვისთვის პირველი დღე გაუსაძლისია _ გაბმული წკმუტუნით ყველაფერს იკლებს და ზოგი კალთაში ისვამს, ან სულაც ლოგინში იწვენს. ეს კი უდიდესი შეცდომაა. ვისაც სურს ნამდვილი მეძებარი გაზარდოს, პირველი დღიდანვე უნდა მიიღოს ზომები. ის ცალკე უნდა მოთავსდეს, კარგად აჭამონ, დაახურონ თბილად, თუნდაც, თბილი ამინდები იყოს. რამდენიმე დღეში ლეკვი თავის საწოლსაც ეჩვევა და ახალ პატრონსაც. სისუფთავესაც თავიდანვე განსაკუთრებით უნდა მივაჩვიოთ. პატარაობიდანვე სამ საათში ერთხელ უნდა ავიყვანოთ და დავსვათ წინასწარ მომზადებულ ერთ ადგილზე, განკუთვნილ თასზე, რომელზეც დაყრილია ნახერხი ან სილა. ასე მიეჩვევა ერთ ადგილზე "მოსაქმებას". ხშირად უნდა გავასეირნოთ სუფთა ჰაერზე.

შემდგომი ეტაპია წვრთნა, თუმცა, მთავარია, ჩვილობის ასაკიდან ჯანმრთელად გამოვიყვანოთ. ფიზიკურად ძლიერი, ჯანმრთელი და ჩვევას დაუფლებული ლეკვი უკვე ადვილად მიეჩვევა "ბრძანების შესრულებას".

როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, მეძებარი ძაღლის მოვლითა და ლეკვების გამოზრდით შესაძლოა, ნებისმიერი დაინტერესებული პირი არა მარტო მოყვარული მონადირე გახდეს, არამედ წარმატებული ბიზნესი ააწყოს.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...
ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...