ასე მოვიწიე "აბაშური ყვითელი"

კარმიდამო ჩემი

ასე მოვიწიე "აბაშური ყვითელი"

1 იან. 1970, 04:00:00

ამ წლის გაზაფხულზე, საყოველთაო ბჭობის საგნად იქცა ამერიკული ყვითელი სიმინდის საქართველოში შემოტანისა და დათესვის ამბავი. ამ საკითხზე ბევრი დაიწერა და შესაძლოა, კვლავაც ბევრი დაიწეროს. თუმცა, ახლა "კარმიდამო ჩემის" ერთგულ მკითხველს ერთ კონკრეტულ ფაქტს შევახსენებთ: _მარტში, ოზურგეთში ჩამოსულ სოფლის მეურნეობის მინისტრს ბაკურ კვეზერელს "გურია ნიუსი" არწმუნებდა, რომ ქართველ გლეხს სჭირდება არა ძალდატანებით ამა თუ იმ ჯიშის სიმინდის დათესვა, არამედ _ იაფი საწვავი, სასუქი და გამართული, სამყოფი ტექნიკა, კვირაობით რომ არ ელოდონ ერთმანეთს სიმინდის დასათესად რიგში დამდგარი. და თუ მაინც და მაინც ყვითელი სიმინდია აუცილებელი, ადგილობრივი "აბაშური ყვითელიც" (რომლის "პეპერაც" ამერიკელი იყო) აქვს ქართველობას შემორჩენილი და იმას მოიწევენ, ოღონდ რასაც გლეხი გთხოვს, იმით დაეხმარეთ _ მან უკეთ იცის საკუთარი საქმის.

კვეზერელს დაჯერება დაეზარა, გაუჭირდა თუ საერთოდ, არ უნდოდა დაეჯერებინა, ვერ გეტყვით: _ ერთი-ორ კილოსაც ვერსად მაჩვენებთ აბაშური ყვითელი ჯიშის სიმინდსო, _ ყოვლისმცოდნის იერით ნიშნი მოგვიგო. ამ ფაქტს უკვე მესამედ იმიტომ ვიხსენებთ, რომ პირადად მე, უკვე მივიღე საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთზე "აბაშური ყვითელის" მოსავალი. მართალია, ეს საცდელი ნაბიჯი იყო და ძალიან დიდ ფართობზე არ დაუთესია ჩემს ოჯახს, თუმცა, მოსავალი შესაბამისი და საუკეთესო ხარისხისაა. მე ყველაფერს ვიღონებ, რომ ეს სიმინდი ბაკურ კვეზერელს ვაჩვენო და ვუთხრა, რომ სიმინდის, გნებავთ, ქართულის თუ გნებავთ _ ამერიკულის, ბევრი არაფერი გაეგება.

"აბაშური ყვითელი" ზომითა და ხარისხით ჩვეულებრივ თეთრ ქართულ სიმინდს არ ჩამოუვარდება. ძალიან გემრიელია, როგორც ჭყინტი, ისე, მისი ფქვილისგან დამზადებული მჭადისა თუ ღომის სახით. ძალიან ლამაზია ყვითელი სიმინდის ფქვილით გაკეთებული თეთრი ყურძნის ფელამუში _ იგი კაშკაშა ნარინჯისფერია. მახსოვს, ბებია საახალწლო სუფრისთვის საგანგებოდ აკეთებდა ასეთ ფელამუშს.

კახეთის რეგიონიდან გადმოცემულ სატელევიზიო რეპორტაჟებში ხოტბას ასხამენ ამერიკულ ყვითელ სიმინდს, რომლის ერთ ტაროზეც 700 მარცვალი ყოფილა. მართალია, აბაშური ყვითელი სიმინდის ტაროზე 350-400 მარცვალია, მაგრამ რაოდენობა სულაც არ განსაზღვრავს გემოს და ხარისხს, ამასთანავე, როგორც გურულები გაიხუმრებენ ხოლმე, ამერიკული სიმინდის სამი "დაძღირკული" მარცვალი ერთ ცალ ჩვენებურში გამოიჭრება.

კვეზერელის სიმინდომანიას ახლახან ერთი აპოლოგეტიც შეემატა _ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი იდეოლოგი ხათუნა ოჩიაური. მან "იმედიანი" ტელეეკრანიდან იქადაგა, რომ, თურმე, დასავლეთ საქართველოში ამერიკული სიმინდის მოუსავლიანობა წვიმიანი ამინდების ბრალი ყოფილა! არადა, გურული გლეხები ღმერთს მადლობას მხოლოდ წლევანდელი წვიმების გამო სწირავენ, რამაც ჩვენებური სიმინდის კარგი მოსავლის მიღება განაპირობა.

გასულ წელს გვალვამ და ამავე მიზეზით გაჩენილმა ხვატარმა ათასობით ფართობზე მთლიანად გამოხრა სიმინდის ყანები. შედეგიც სახეზეა _ წელს 1 კგ სიმინდის ფქვილის ფასი 3 ლარს მიუახლოვდა. კვეზერელი თავისი საგაზაფხულო სერიული გამოსვლებით სწორედ გვალვაზე ამახვილებდა ყურადღებას და დასძენდა, ამერიკული სიმინდი მაღალ ტემპერატურას უძლებს, გვალვაგამძლეა და მორწყვასაც ექვემდებარებაო. მოხდა ისე, რომ ბუნებამ თავისით მორწყო ამერიკული "ყვითელი ოქრო", მაგრამ მოხნულ-დათესილი ფართობებიც გაწბილდა და კვეზერელიც.




 ახალი ამბები
  • ზუგდიდის ბანკთან ინკასაციის მანქანა გამოჩნდა _ თავდამსხმელმა ბანკი დატოვახელისუფლება, სავარაუდოდ, თავდამსხმელის მოთხოვნებს აკმაყოფილებს -  ბანკის შენობასთან ინკასაციის მანქანა გამოჩნდა და ვერტმფრენი დაჯდა. არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, ინკასაციის მანქანა თავდამსხმელის მხრიდან ფულის მოთხოვნას, ხოლო ვერტმფრენი მის მიერვე მოთხოვნილ უდაფრთხო კორიდორს უკავშირდებოდეს.  შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა. თავდამსხმელი შენობიდან სავარაუდოდ რამდენიმე მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში ჩანს, მას შენობის დატოვების დროს ხელები აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ, ხელში ხელყუმბარა ეკავა. ადგილზე სპეცრაზმის ჯგუფები და სამართალდამცავები არიან მობილიზებული. შემოსაზღვრული ლენტის გარე პერიმეტრზე იმყოფებიან მძევლების ოჯახის წევრები. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლაარსებული ინფორმაციით, ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა.  დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებად პოლიცია მუშაობას აგრძელებს. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელიასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მძევლების აყვანის ფაქტს ეხმიანება. როგორც განცხადებაში წერია, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია. „მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას. ასევე, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები“- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან ორმხრივი სროლისას ოთხი ადამიანი დაიჭრაცოტა ხნის წინ ქვემო ქართლში, კერძოდ დმანისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. დაპირისპირებამ შემდეგ გარე პერიმეტრზე გადაინაცვლა, სადაც იყო ორმხრივი სროლა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ოთხი ადამიანი. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ნასვამები იყვნენ. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ... ...
  • ხმაური ლანჩხუთში "მედალფას" კლინიკასთან ლანჩხუთში "მედალფას" კლინიკასთან რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაური იყო. კლინიკა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახრეხებდა სასწარაფო დახმარების მიერ გადმოყვანილი პაციენტის მიღებას. პაციენტის ახლობლებს, რომლებიც კლინიკასთან იმყოფებოდნენ, მედიკოსები განუმარტავდნენ, რომ ადგილის არ ქონის გამო ავადმყოფს ვერ მიიღებდნენ. ხმაური და კამათი "მედალფასთან" რამდენიმე საათი გრძელდებოდა, ბოლოს საქმეში კლინიკის ხელმძღვანელის რეზო კვერენჩხილაძის ჩარევის შემდეგ, პაციენტი, რომელსავ კუჭ-ნაწლავის პრობლემა აღენიშნებოდა, სტაციონარში მოათავსეს. "მედალფას" კლინიკის მენეჯერი რევაზ კვერენჩხილაძე პაციენტის ახლობლებს შეხვდა და მათ განუმარტა, რომ შეყოვნება იძულებით იყო. "კლინიკაში გვიწევს კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტი, იმ ზონაში სხვა პაციენტს ვერ მოვათავსებთ. სანამ ქალბატონს მოიყვანდა სასწრაფო, მანამდე მივიღეთ 44 წლის მამაკაცი, უმძიმესი მდგომარეობით. მისი სიმძიმიდან გამომდინარე, ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ახლა გათავისუფლდა ადგილი და პაციენტს მივიღებთ. ბოდიშს გიხდით ყველას, მაგრამ პანდემიის გამო, ფაქტობრივად, ომში ვართ, ექიმები წინა ხაზზე არიან. გაგვიგეთ, რომ იქნება დაყოვნებები, ჩვენ შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ", - თქვა კლინიკის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...