გურული პერსონაჟები ახალ წელს ელოდებიან

კარმიდამო ჩემი

გურული პერსონაჟები ახალ წელს ელოდებიან

2014 დეკ 30 16:45:48
ჩვენს ქვეყანაში ხალხური რეწვის უამრავ ოსტატს თუ დიდოსტატს შეხვდებით. ამიტომ, არ გვიკვირს ნიჭიერთა მრავლობა, მათი ხედვის არეალის, სივრცისა და განის უნიკალურობა. ყოველივე ამის მიუხედავად, ოზურგეთელი მერაბ ზაქარიაძე მაინც გამორჩეული ფენომენია _ პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსმა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1979 წელს დაამთავრა და არა ერთ თანამდებობაზე იმუშავა; დიდი იმპერიის დაშლის შემდეგ, როგორც ბევრი სხვა, ისიც უმუშევარი დარჩა. გამრჯე და ნიჭიერი კაცი, სამეურნეო საქმესთან ერთად, დროდადრო ახერხებდა და არაერთ დროებით საზოგადოებრივ სამუშაოზეც საქმდებოდა. ამავე პერიოდში დაინტერესდა ხალხური რეწვითაც.

როგორც თვითონ ამბობს, ხეზე კვეთისა და წვის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მეზობელმა, ვლადიმერ სიხარულიძემ საკუთარი ხელით ნაკეთი კალმების ჩასალაგებელი აჩუქა.

_ ვიფიქრე, ნეტავ, არ გამომი­­ვა- მეთქი? სკოლა ისე დავამ­თავრე, ხატვა, ლექსის წერა და მსგავსი შემოქმედებითი მცდელობა არ მქონია. არც მეგონა, თუ შევძლებდი. არადა, ვცადე და გამომივიდა. ერთ-ერთი პირველი, რაც ხეზე წვით "ამოვასვირინგე" ჩემ მიერვე გაკეთებულ მაგიდაზე, ილიკოს, ილარიონის და ზურიკელას სახეებია _ ძალიან მიყვარს ეს ნამუშევარი. მას შემდეგ, ყოველ შობა-ახალ წელს, ამ სუფრაზე ვდებთ ხონჩას საახალწლო ტკბილეულით, სასმელით, ჩიჩილაკით, _ გვეუბნება ბატონი მერაბი და გურული ოდა-სახლის მეორე სართულზე გვეპატიჟება, სადაც საკუთარი ხელით ნაკეთი ორიგინალური კარადა აქვს.

მეორე სართულზე ნანახი მოლოდინს აჭარბებს _ ჭერი და კედლები სხვადასხვა სახის ორნამენტებითაა მორთული. კარადისთვის კი, რომელიც საკუთარი ხელით გააკეთა, მხოლოდ მასალა იყიდა, რაც 120 ლარი დაუჯდა. მზა კარადა კი ბევრად უფრო ღირებულია, თუმცა, მერაბ ზაქარიაძეს საკუთარი ნაკეთობა არასდროს გაუყიდია _ მხოლოდ დასასაჩუქრებლად ვიმეტებდიო, _ ამბობს ზაქარიაძე.

სახლის პირველ სართულზე სხვადასხვა ნამუშევრებია გამოფენილი; ძირითადად, ხეზე წვის ხელოვნებით შესრულებული: "მძინარე ბიჭუნა", "სექტემბრის დილა", "ტურფავ, ტურფავ", "ვეფხვი", "მოლოდინი", "მირაჟი", "გოგონას პორტრეტი", "ტირიფი მთვარიან ღამით" და მრავალი სხვა.

სამზარეულში მრავლად აქვს საკუთარი ხელით ნაკეთი და მოჩუქურთმებული ფინჯნების ჩამოსაკიდი, ბრის დასადები, დანა-ჩანგლის ყუთი, პატარა სამზარეულო მაგიდა თავისი სკამებით. ტელევიზორის მაგიდა ორიგინალური ფეხითა და ზედაპირით.

მასპინძელს, მისაღები ოთახის ერთ კუთხეში, გარდაცვლილი დედის ნაქარგობების კუთხე აქვს მოწყობილი.

_ დედა ძალიან კარგად ქსოვდა და ქარგავდა. ალბათ, რაღაც გენეტიკურია ჩემში, რამაც შედარებით გვიან გაიღვიძა. ამ ნამუშევრებს განსაკუთრებით ვუფრთხილდები. რაც დედა აღარ არის, ეს ნამუშევრები, თითქოს, მაახლოებს მასთან, სევდა და ტკივილი დიდია, თუმცა, რაღაც მემატება ამით, მგონი _ სიმხნევე, ასე დავარქმევდი... _ სევდა აშკარად ემჩნევა ჩვენს მასპინძელს.

მერაბ ზაქარიაძე ამჯერად უმუშევარია. უხარია, რომ მისგან მეზობლების პატარა ბიჭები ხეზე წვის ხელოვნებას სწავლობენ. გარკვეული დროის მანძილზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლში ასწავლიდა ხეზე წვის საქმეს. იმ პერიოდს განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებს: _ მერე იქ იაპონიის საელჩომ რემონტი ჩაატარა. გვითხრეს, რომ ცოტა ხნით შინ წამოვიდოდი და მერე დამიძახებდნენ. თუკი ვინმე ისევ მიმიწვევს, სიამოვნებით წავალ, რადგან მეც უდიდეს მუხტს მანიჭებდა ის სიხარული, რა განწყობითაც ის ბავშვები სწავლობდნენ ხეზე წვის ხელოვნებას, _ ამბობს ბატონი მერაბი.

მერაბ ზაქარიაძე არაერთი მშვენიერი პოეტური სტრიქონის ავტორიცაა. ორიგინალურია მისი "მუხრანისებურად", სადაც ამბობს: "უყვარდეთ თუნდაც მოყვასი ისე, ვით თავი თვისი, _ მართალი რომ ვთქვათ, _ ჩამოსათვლელნი არიან თითზე! ეგოისტები? უჰ, უჰ, უჰ _ ოხრად!"

ჩვენი რესპონდენტის მხატვრული შემოქმედებაც საინტერესო და ვრცელია. სათქმელია ისიც, რომ თუ მერაბ ზაქარიაძეს პოპულარობა აკლია, ეს უსათუოდ მისივე მოკრძალებულობის ბრალია, რასაც იმით ხსნის, რომ მას სურს აკეთოს ისეთი საქმე, რაც თვითონ ანიჭებს ბედნიერებას, ასევე იმ ადამიანებსაც, ვისაც საკუთარ ნამუშევარს საჩუქრად უძღვნის.




 ახალი ამბები
  • SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა (R)ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა  „სინათლის მანქანები“ გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია  არტისტის მიერ შექმნილი უნიკალური ფოტოები, რომლებიც დამთვალიერებელს არამხოლოდ სასიამოვნოდ გააოცებს, არამედ განსაკუთრებული ემოციებითაც აავსებს. კოკა რამიშვილი თავის ნამუშევრებში გეომეტრიულ ფორმებს ქმნის. ის ფოტოგრაფიის საშუალებით იმ სინათლეს წარმოაჩენს, რომელსაც ხელოვანი რბილ ნაცრისფერ მონოქრომულ რიგად ანაწევრებს. არტისტი არ იყენებს შავ-თეთრ კონტრასტებს, რომლებიც  სხვადასხვა ტონს ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნავდნენ. „პირიქით, ნიუანსების დიდსულოვანი რიგი და მისი ბუნდოვანი კონტურები თვალს სინათლისა და სიბნელის, სიზმრისეულისა და რეალობის ზღვარზე მდებარე შუალედურ სამყაროში შეღწევის შესაძლებლობას ანიჭებენ“,- ასე აფასებს გამოფენის კურატორი, კატრინ ტისო კოკა რამიშვილის შემოქმედებას. SOLO და Erti Gallery-ს თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო,  რაც გულისხმობს Erti Gallery-ს სივრცეში წარმატებული ქართველი ხელოვანების გამოფენების მოწყობას. გალერეაში  ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას, რომლებთანაც გალერეა ექსკლუზიურად თანამშრომლობს. SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში უკვე მოეწყო სამი გამოფენა. კოკა რამიშვილის „სინათლის მანქანები“ კი რიგით მეოთხე გამოფენაა. ყოველი გამოფენის შემდეგ SOLO -სა და Erti Gallery-ს პარტნიორობის ფარგლებში გამოიცემა  წიგნი, რომელთა ავტორებიც, მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები არიან.   Erti Gallery-ს და SOLO-ს ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, საქართველოს სახელოვნებო სივრცეს მეტი პოპულარიზაცია შესძინოს. დამატებითი სტიმული მისცენ მსოფლიოს მაშტაბით ნიჭიერ არტისტებს და ისინი ქართული პლატფორმის ქვეშ გააერთიანონ. SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო.  ყოველი გამოფენიდან SOLO შეისყიდის ერთ ნამუშევარს, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების  მიზნით  სოლო ლაუნჯებში გამოიფინება.  დამატებითი ინფორმაციისთვის, SOLO-ს შესახებ ეწვიეთ: www.SOLO.ge;  ... ...
  • "მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო” _ ხაზარაძე სააკაშვილზესაზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძემ გადაცემა მთავარ აქცენტებში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც შემდგომ ივანიშვილმა გადმოიბარა. "სააკაშვილი თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც ივანიშვილმა გადმოიბარა. უფრო მეტიც - მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო”, - განაცხდა ... ...
  • ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთესაჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქობულეთში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო მიღების დროს, პირველკლასელებს საბჭოთა სიმბოლო - წითელი და ასევე ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს.  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს კლასის პედაგოგმა უთხრა, რომ ბორდოსფერი და ლურჯი ყელსახვევების შეკერვის იდეა მას ეკუთვნის. ყელსახვევები საკუთარი ფინანსებით შეიძინა, გადაწყვეტილება კი, დირექციასთან არ შეუთანხმებია.  „ასეთი წესი გვაქვს, ყველა მასწავლებელი მოსწავლეს საჩუქარს ახვედრებს. ბავშვები სხვებისგან, რომ გამერჩია ამ მიზნით გადავწყვიტე ყელსახვევების გაკეთება. ამაში ჩემი ფული დავხარჯე და პირადი გადაწყვეტილებით გავაკეთე. სკოლის ადმინისტრაციასთან არ შემითანხმებია.  ლურჯი ბიჭის ფერია, ბორდოსფერი კი გოგოს, ამიტომ შევარჩიე. სხვა კონტექსტი არ ქონია ამ ამბავს. მშობლებსაც არ გამოუთქვამთ პროტესტი“.- ამბობს მასწავლებელი.  „თავისუფლების ქარტიის“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება ... ...
  • პრემიერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მთავრობის მეთაურმა სწავლის დაწყება განსაკუთრებით მიულოცა პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველ ნაბიჯს დგამენ თავიანთი დიდი, წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. „მინდა, სასწავლო წლის დაწყება მივულოცო სკოლის მოსწავლეებს და განსაკუთრებით – პირველკლასელებს, რომლებიც დღეს გადადგამენ პირველ ნაბიჯს თავიანთი დიდი წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. იმ ცხოვრების, რომლითაც ისინი უნდა ემსახურონ პირველ რიგში თავის სამშობლოს. გისურვებთ, იყოთ წარმატებულები, ჯანმრთელები, ბედნიერები, რომ ემსახუროთ ამ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ... ...
  • ზურაბ ნასარაიამ რეგიონის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა (R)გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, ახალი სასწავლო წლის დაწყება საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს. მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა. „ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენი რეგიონის მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებს. ვუსურვებ წარმატებებს და ნათელ მომავალს. მიმდინარე წელს, გურიის რეგიონში, სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 35 საჯარო სკოლას. განახლდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები და სპორტული დარბაზები.2018-19 წლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა 2 220 000 ლარი. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენი სახელმწიფოსთვის განათლება და მისი ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია,“- აღნიშნა მან. ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...
ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...