"ბისერებით ქარგვის ხელოვნება ბუნებამ მიკარნახა"

კარმიდამო ჩემი

"ბისერებით ქარგვის ხელოვნება ბუნებამ მიკარნახა"

2015 თებ 3 17:02:24
ლალი ქინქლაძე საკუთარ თავს იმ ერთ რიგით ქალბატონად მიიჩნევს, ვისაც, მისივე აზრით, "ხელზე ყველაფერი უნდა ასდიოდეს " და ამით თავის გამოჩენას არ ცდილობდეს. ქარგვისა და ქსოვის ხელოვნებით ჯერ კიდევ ბავშვობაში, მშობლიურ ნატანებში დაინტერესდა. შემდეგ უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა, ხელსაქმესაც აგრძელებდა და ახლა, ორი შვილის დედას, გასული წლის შემოდგომაზე მიეცა შანსი, თურქეთში გამართულ "ყვავილების კონკურსში" მიეღო მონაწილეობა, თუმცა, პატარა ბარბარე და ნიკოლოზ ქავთარაძეები დედის კალთას დროებითაც ვერ მოაშორეს, მიუხედავად, მამის, გიორგის დიდი მცდელობისა.

_ გასულ შემოდგომაზე, თბილისში გამართულ "ყვავილების ფესტივალში" მივიღე მონაწილეობა. ჩემი ნაკეთობების გამოფენა საოცრებად არ მიმიჩნევია, რადგან იქ ძალიან ნიჭიერი თვითნასწავლი ოსტატები მონაწილეობდნენ. მოხდა ისე, რომ შემომთავაზეს თურქეთში ანალოგიურ ფესტივალში მონაწილეობის მიღება, სადაც ჩემი ნამუშევრები უნდა წარმედგინა. მეუღლე, გიორგი ქავთარაძე ძალიან ხელს მიწყობს, თუმცა, ბავშვები პატარები არიან და ვერაფრით დავითანხმეთ, რომ რამდენიმე დღით მამასთან და ბებია-ბაბუებთან დარჩენილიყვნენ, _ გვეუბნება ლალი ქინქლაძე, რომელსაც, საუბრის დროსაც, კაბის კალთაზე ისე ჰყავს ჩაფრენილი პატარა ნიკოლოზი, ალბათ, ჰგონია, რომ დედას სადღაც კიდევ ეპატიჟებიან.

ლალი ქინქლაძე ბისერებით საკუთარ დაინტერესებას, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ინტერნეტს უმადლის. ისე კი, მთავარ სტიმულად ბუნებას მიიჩნევს.

_ როცა მინდორში, ტყეში ან უბრალოდ ველურ ბუნებაში გავდივარ, რაღაცას, თუნდაც გამხმარ ან ჩამომპალ ტოტს, ფოთოლს, აბედა სოკოების ნარჩენებს რაღაც სხვა, მესამე თვალით ვხედავ და შინ მოვარბენინებ. მერე ვაკეთებ კომპოზიციას, ვათავსებ ან ლარნაკში, ან კედელზე, ან სულაც ქოთანში თუ პირდაპირ იატაკზე. შინაურებს ამაზე ხშირად ეცინებათ, თუმცა, მე საერთოდ არ მგვრის ღიმილს. ბისერებით ყვავილების ქარგვაც ბუნებამ შთამაგონა, უბრალოდ, ხელოვნების დასაუფლებლად ინტერნეტს მივმართე. რამდენად გამომივიდა, ეს დიდ მიღწევად არ მიმაჩნია, რადგან დაოსტატებას აწი ვაპირებ, ეს ნამუშევრები სასწაული არ არის, ამასთანავე ნაწილი ჩემს მიერ შექმნილი ნაკეთობებისა, თბილისში მაქვს დატოვებული, _ გვიამბობს და გვიჩვენებს ბისერებით ნაკეთ ყვავილებს. გამოთქვამს იმის სურვილსაც, რომ ყველა ახალგაზრდა ქალბატონი უნდა დაინტერესდეს ხელსაქმის ხელოვნებით. მიაჩნია, თუ გამოფენებს ვერ მოაწყობ და შედევრებს ვერ შექმნი, ეს სულ არ არის საჭირო. სამაგიეროდ საკუთარი ოჯახის ინტერიერს, ყველა ოთახს ისეთი გემოვნებით მორთავ საკუთარი ნამუშევრებით, გარემო აუცილებლად მიიღებს ორიგინალურ სახეს. მიიჩნევს, რომ ნიჭზე მეტად, ნებისყოფაა საჭირო, რადგან _ თუ შეგეშალა, დაგეზარა ან ერთი დეტალიც კი არაზუსტად დასვი და მიაფუჩეჩე, ნამუშევარი წახდება. შენი ნამუშევარი კი სულ შეგირდის ნაკეთობას არ უნდა ჰგავდეს, დახელოვნება უნდა ვცადოთ, _ ამბობს ბისერების ფერადი სამყაროს მესაიდუმლე.

კითხვაზე, თუ რა სახეობის ნივთების გაკეთებას აპირებს ან აპირებს თუ არა ხელსაქმის სხვა სახეობების პროფესიულ დაუფლებას, ამჯერად ქალბატონი ლალი მხოლოდ ბისერების საიდუმლოებაში ღრმად გარკვევას ფიქრობს და ამბობს, რომ ხატების მოქარგვა გადაწყვიტა:

_ ჩემს შვილებს წმიდანების _ ბარბარეს და ნიკოლოზის სახელი ჰქვიათ. მსურს, ამ წმიდანების ხატის მოქარგვა. განსაკუთრებით წმიდა ნიკოლოზის ხატის მოქარგვა მინდა. შემდეგ კი აუცილებლად შევწირავ ეკლესიას. თუმცა, ჯერ ბევრს ვმუშაობ საკუთარ პროფესიონალიზმზე, რომ ხატის საკადრისი ხელწერა მექნეს. როცა გავბედავ, რომ საკუთარ თავს ამის უფლება მივცე, დავიწყებ კიდეც ქსოვას, _ რიდით საუბრობს ქალბატონი ლალი და გვაჩვენებს, როგორც საკუთარ ნამუშევრებს, ასევე ურჩევს ყველას, ვისაც აინტერესებს, გახდეს ხალხური რეწვის ოსტატი, ნუ გადააგდებენ თუნდაც წვრილ მავთულს, ტყავისა და მაუდის ნაჭრების ნარჩენებს, დაშლილ მძივებს: _ ასევე, ბევრ საინტერესო რამეს მოვიძიებთ ბებია-ბაბუების სკივრებში. ყოველივე ეს უნდა მოვაგროვოთ და შრომისმოყვარეობასა და ნებისყოფასთან ნაზავი ფანტაზიით, არაერთ ლამაზ და შინაარსიან ნაკეთობას შევქმნით, _ გვირჩევს ის და გვიმხელს მიზანსაც, თუ კარგად გამომივიდა, ამ საქმიანობით, შესაძლოა, მცირე ბიზნესსაც მივყო ხელიო.

წარმატება ვუსურვოთ ნიჭიერ, ახლგაზრდა, ინტერესიან, ბეჯით ახალგაზრდა ქალბატონს, დედას, ვისი ხედვაც მხოლოდ მძივების ბრჭყვიალით არ შემოიფარგლება და ცდილობს, საკუთარ ნამუშევრებს საკრალური ღირებულებებისადმი პატივისცემის ელფერი დაჰკრავდეს.




 ახალი ამბები
  • SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა (R)ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა  „სინათლის მანქანები“ გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია  არტისტის მიერ შექმნილი უნიკალური ფოტოები, რომლებიც დამთვალიერებელს არამხოლოდ სასიამოვნოდ გააოცებს, არამედ განსაკუთრებული ემოციებითაც აავსებს. კოკა რამიშვილი თავის ნამუშევრებში გეომეტრიულ ფორმებს ქმნის. ის ფოტოგრაფიის საშუალებით იმ სინათლეს წარმოაჩენს, რომელსაც ხელოვანი რბილ ნაცრისფერ მონოქრომულ რიგად ანაწევრებს. არტისტი არ იყენებს შავ-თეთრ კონტრასტებს, რომლებიც  სხვადასხვა ტონს ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნავდნენ. „პირიქით, ნიუანსების დიდსულოვანი რიგი და მისი ბუნდოვანი კონტურები თვალს სინათლისა და სიბნელის, სიზმრისეულისა და რეალობის ზღვარზე მდებარე შუალედურ სამყაროში შეღწევის შესაძლებლობას ანიჭებენ“,- ასე აფასებს გამოფენის კურატორი, კატრინ ტისო კოკა რამიშვილის შემოქმედებას. SOLO და Erti Gallery-ს თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო,  რაც გულისხმობს Erti Gallery-ს სივრცეში წარმატებული ქართველი ხელოვანების გამოფენების მოწყობას. გალერეაში  ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას, რომლებთანაც გალერეა ექსკლუზიურად თანამშრომლობს. SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში უკვე მოეწყო სამი გამოფენა. კოკა რამიშვილის „სინათლის მანქანები“ კი რიგით მეოთხე გამოფენაა. ყოველი გამოფენის შემდეგ SOLO -სა და Erti Gallery-ს პარტნიორობის ფარგლებში გამოიცემა  წიგნი, რომელთა ავტორებიც, მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები არიან.   Erti Gallery-ს და SOLO-ს ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, საქართველოს სახელოვნებო სივრცეს მეტი პოპულარიზაცია შესძინოს. დამატებითი სტიმული მისცენ მსოფლიოს მაშტაბით ნიჭიერ არტისტებს და ისინი ქართული პლატფორმის ქვეშ გააერთიანონ. SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო.  ყოველი გამოფენიდან SOLO შეისყიდის ერთ ნამუშევარს, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების  მიზნით  სოლო ლაუნჯებში გამოიფინება.  დამატებითი ინფორმაციისთვის, SOLO-ს შესახებ ეწვიეთ: www.SOLO.ge;  ... ...
  • "მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო” _ ხაზარაძე სააკაშვილზესაზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძემ გადაცემა მთავარ აქცენტებში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც შემდგომ ივანიშვილმა გადმოიბარა. "სააკაშვილი თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც ივანიშვილმა გადმოიბარა. უფრო მეტიც - მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო”, - განაცხდა ... ...
  • ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთესაჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქობულეთში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო მიღების დროს, პირველკლასელებს საბჭოთა სიმბოლო - წითელი და ასევე ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს.  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს კლასის პედაგოგმა უთხრა, რომ ბორდოსფერი და ლურჯი ყელსახვევების შეკერვის იდეა მას ეკუთვნის. ყელსახვევები საკუთარი ფინანსებით შეიძინა, გადაწყვეტილება კი, დირექციასთან არ შეუთანხმებია.  „ასეთი წესი გვაქვს, ყველა მასწავლებელი მოსწავლეს საჩუქარს ახვედრებს. ბავშვები სხვებისგან, რომ გამერჩია ამ მიზნით გადავწყვიტე ყელსახვევების გაკეთება. ამაში ჩემი ფული დავხარჯე და პირადი გადაწყვეტილებით გავაკეთე. სკოლის ადმინისტრაციასთან არ შემითანხმებია.  ლურჯი ბიჭის ფერია, ბორდოსფერი კი გოგოს, ამიტომ შევარჩიე. სხვა კონტექსტი არ ქონია ამ ამბავს. მშობლებსაც არ გამოუთქვამთ პროტესტი“.- ამბობს მასწავლებელი.  „თავისუფლების ქარტიის“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება ... ...
  • პრემიერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მთავრობის მეთაურმა სწავლის დაწყება განსაკუთრებით მიულოცა პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველ ნაბიჯს დგამენ თავიანთი დიდი, წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. „მინდა, სასწავლო წლის დაწყება მივულოცო სკოლის მოსწავლეებს და განსაკუთრებით – პირველკლასელებს, რომლებიც დღეს გადადგამენ პირველ ნაბიჯს თავიანთი დიდი წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. იმ ცხოვრების, რომლითაც ისინი უნდა ემსახურონ პირველ რიგში თავის სამშობლოს. გისურვებთ, იყოთ წარმატებულები, ჯანმრთელები, ბედნიერები, რომ ემსახუროთ ამ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ... ...
  • ზურაბ ნასარაიამ რეგიონის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა (R)გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, ახალი სასწავლო წლის დაწყება საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს. მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა. „ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენი რეგიონის მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებს. ვუსურვებ წარმატებებს და ნათელ მომავალს. მიმდინარე წელს, გურიის რეგიონში, სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 35 საჯარო სკოლას. განახლდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები და სპორტული დარბაზები.2018-19 წლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა 2 220 000 ლარი. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენი სახელმწიფოსთვის განათლება და მისი ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია,“- აღნიშნა მან. ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...
ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...