კალმახების სამეფო მთის პირას

კარმიდამო ჩემი

კალმახების სამეფო მთის პირას

2011 ნოე 28 06:35:52
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში, უკვე წლებია, საკალმახე მეურნეობა შპს "აგია" არსებობს. აქაური შესანიშნავი წყალი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო კალმახის მოშენებისა და გამოზრდისთვის იდეალურ პირობებს ქმნის.

_ ჩვენი კალმახი ყოველთვის იკვებება მაღალი ხარისხის საკვებით. ეს ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი განაპირობებს მის დახვეწილ გემოს და უმაღლეს ხარისხს. მეურნეობის პროდუქცია ყოველთვიურად მოწმდება კომპანია "ნიკორას" ლაბორატორიაში და პასუხობს ყველა იმ მოთხოვნებს, რომელსაც აწესებს სურსათის ეროვნული სააგენტო, _ გვითხრა ოთარ ჩხარტიშვილმა, რომელიც ამ მეურნეობას ხუთი წლის წინ ჩაუდგა სათავეში.

_ დავიბადე 1965 წელს, დავამთავრე ოზურგეთის #1 საჯარო სკოლა, რის შემდეგ უმაღლესი განათლება მივიღე სამხატვრო აკადემიაში. ვმუშაობდი ტელეკომპანია "გურიაში" ჩემი პროფესიით. შემდეგ დავინიშნე ლაითურის ჩაის ფაბრიკის დირექტორად, სადაც ცხრა წელი ვიმუშავე. ოზურგეთის #1 ჩაის ფაბრიკის დირექტორი ვიყავი ხუთი წლის განმავლობაში, ბოლო ხუთი წელია ვმუშაობ ვაკიჯვარში.

_ როგორ გახდით საკალმახეს დირექტორი?

_ ეს საკალმახე იყო ვაკიჯვარელების, რომლებსაც "ნიკორასთან" ჰქონდათ ურთიერთობა, "ნიკორაში" კი ჩემი ახლობლები არიან. რაღაც ვერ აეწყო საქმე კარგად და მთხოვეს, რომ მე დამეწყო მუშაობა. ვიფიქრე, ავაწყობ წარმოებას და შემდეგ წამოვალ,-მეთქი, იმდენად საინტერესო სამუშაო აღმოჩნდა, ვეღარ წამოვედი _ ახლა იქ აღმასრულებელი დირექტორი ვარ.

_ რამდენად გაცნობიერებული იყავით ამ სფეროში?

_ არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდი სათევზე მეურნეობის შესახებ. მე საორგანიზაციო საქმეებისთვის უნდა მიმექცია ყურადღება და საქმე ამეწყო. დღეს კი უკვე ბევრი რამ ვიცი. ყველაზე ცუდი ისაა, რომ დღეს არ არსებობს თევზის იხტიოლოგი; არ არსებობს ლაბორატორია, რომ დაავადებული თევზი შეამოწმო და უმკურნალო.

_ თქვენ როგორ უმკლავდებით ამ ყველაფერს?

_ ადგილზე დამხვდნენ ძველი მუშები, რომლებმაც იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ, ინტერნეტში ვეძებდი ინფორმაციებს. სომხეთში არიან სპეციალისტები, რამდენჯერმე ვიყავით ჩასულები და ისინიც ჩამოვიდნენ საქართველოში, გვაქვს მათთან სატელეფონო კავშირი. სომხეთში თევზების სამკურნალოდ რუსულ მედიკამენტებს იყენებენ, რუსული წამალი კი ჩვენთან არ შემოდის. თურქეთშიც ვიყავი ამ საქმესთან დაკავშირებით.

_ ეს ბიზნესი რამდენად განვითარებულია გურიაში?

_ საქართველოში ეს ბიზნესი საკმაოდ განვითარებულია _ აჭარაში არის დიდი წარმოება, არის გორშიც. გურიაში, როგორც ვიცი, საკალმახე ჩვენ გვაქვს და ლიხაურშიც არის პატარა საწარმო. ჩვენი მეურნეობა დიდია _ შარშან 85 ტონა კალმახი გავყიდეთ, მომავალი წლისთვის 150 ტონა კალმახის გაყიდვას ვაპირებთ.

_ რეალიზაციას მხოლოდ საქართველოში ახდენთ?

_ რეალიზაცია უფრო მეტად თბილისში ხდება _ ყოველთვიურად თითქმის 10 ტონა თევზი მიდის თბილისში. თან ცოცხლად ვაგზავნით სპეციალური მანქანით, შემდეგ კი აუზებში გადაჰყავთ.

_ იოლი საქმე ნამდვილად არ იქნება.

_ ძალიან ძნელი, ჯოჯოხეთური საქმეა. საქმე გაქვს ცოცხალ არსებასთან, რომელიც შეიძლება გახდეს ავად, მოიწამლოს, მოკვდეს, წყალი ადიდდეს, აიმღვრეს და რაიმე დაავადება შემოიტანოს.

_ რომელი თევზის ჯიშია ყველაზე პოპულარული?

_ კალმახის ორი ჯიში _ ცისარტყელა და ალბინოსი, მოწითალო ფერის. არის წითელწიწკლებიანიც, მაგრამ ჩვენ არ გვყავს, რადგან მისი ზრდის პერიოდი უფრო ხანგრძლივია _ ორი წელიწადი სჭირდება, რომ გაიზარდოს. ძვირი კი არის _ 25 ლარია ერთი კილოგრამის ფასი. სხვა ჯიშებიდან ზუთხი მოვსინჯეთ, რომელიც სომხეთშია გავრცელებული. მაგრამ აქ ზუთხის მოშენებისთვის შესაფერისი პირობები არ არის _ ჩვენთან წყალი ცივია, სომხეთში კი წყალი მიწიდან ამოდის, თბილია და ზამთარ-ზაფხულ ერთი ტემპერატურა აქვს, თანაც წყალი არ იმღვრევა. ესეც ერთ-ერთი პლიუსია. ჩვენთან ზამთარში წყლის ტემპერატურა 2 გრადუსამდე ჩამოდის, თევზის გაზრდისთვის კი ოპტიმალური ტემპერატურა 18-19 გრადუსია. სიცივეში თევზი უფრო ცოტას ჭამს, ამიტომ ნელა იზრდება, რაც მეურნეობისთვის წამგებიანია.

_ საზღვარგარეთიდან თუ არის მოთხოვნა?

_ ადგილობრივ ბაზარსაც კი ვერ ვუთავდებით. შარშან დეკემბერში თევზი არ გვყავდა და მაისიდან დავიწყეთ გაყიდვა, მოთხოვნა კი იყო.

_ რამდენი ადამიანია მეურნეობაში დასაქმებული?

_ დაახლოებით 30-მდე.

_ სამხატვრო აკადემია დამთავრების შემდეგ, რატომ არ გაჰყევით თქვენს პროფესიას?

_ იმ პერიოდში, როდესაც ინსტიტუტი დავამთავრე, არავის არ აინტერესებდა ჩემი სპეციალობა. ეს იყო 1989 წელი. ორი წელი ვიმუშავე ტელევიზიაში, მთავარი მხატვარი ვიყავი, ზამთრის ბაღი ჩემი გაკეთებულია. შემდეგ დაიწყო არეულობა და ხატვა ვიღას სჭირდებოდა?




 ახალი ამბები
  • „ჩვენ ინფორმაციას ვაწვდით ადამიანებს“ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი,  შალვა გაბრიჩიძე „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ მისი სამსახურის თანამშრომლები უფრო მეტად ადამიანებს ინფორმაციას აწვდიან საყოველთაო კარანტინის შესახებ. „ასევე ვაკონტროლებთ აგრარულ ბაზარში, სუპერმარკეტებში და ბანკებში, რამდენად იცავენ ადამიანები პრემიერ-მინისტრის გაცემულ ბრძანებას. ჩვენ ინფორმაციას ვაწვდით ადამიანებს,“ - გვითხრა შუქრი გაბრიჩიძემ. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მიუხედავად პოლიციის და ზედამხედველობის სამსახურის აქტიურობისა, ოზურგეთში დიდი სუპერმარკეტების მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხმრავლობაა. „ამ კონკრეტულ ფაქტზე შემიძლია გითხრათ: ყველაფერი კეთდება, ვასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს,“ _ აღნიშნა ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს შუქრი ... ...
  • "კარგი ახლა კოლეგებო, სასაცილო ნუ გავხდებით" _ პაატა იმნაძე"ტემპერატურის სტანდარტი არის 37.5 გრადუსი, ეს ეხება ყვლას, აეროპორტშიც იგივე ტემპერატურა იყო, ტრასაზეც იგივე ტემპერატურაა, ანუ სტანდარტი არის ერთი. ეს უკვე არის საყურადღებო ტემპერატურა, რომლის შემთხვევაშიც საჭიროა დაკვირვება", _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მოადგილის პაატა იმნაძემ განაცხადა. "კარანტინის რეჟიმი ეს არის, როდესაც მოძრაობაა ქვეყნის ქალაქებს შორის, ქვეყნის დასახლებულ პუნქტებს შორის, კონტროლდება სამედიცინო მიზნებისათვის, მათ შორის ტემპერატურის გაზომვით. მათ, ვისაც აღენიშნებათ ტემპერატურა, გადაიყვანენ შესაბამისად მოწყობილ „ცხელების ცენტრებში“, იმისათვის, რომ გაარკვიონ ექიმებმა სიცხის გამომწვევი მიზეზები. ე.წ. ცხელების ცენტრებზე დიდი აჟიოტაჟია შექმნილი, ჩემი კოლეგების ნაწილიც ძალიან შეშფოთდა ამ „ცხელების ცენტრებზე“ და კარგი ახლა კოლეგებო, სასაცილო ნუ გავხდებით. ეს ყველას არ ეხება, ძალიან ცოტა იყო ასეთი მე როგორც ვიცი, მაგრამ იმიტომ ხართ ექიმები და იმიტომ მუშაობთ იქ, რომ ცხელებიან ავადმყოფს როდესაც მიიღებთ მერე, ცოტა ტრიაჟი უნდა ჩაატაროთ, რომ გამოიკვლიოთ ეს ცხელება რითია გამოწვეული, იქნებ უბრალოდ ინერვიულა ადამიანმა, იქნებ ინფარქტი აქვს ადამიანს და სიცხემ მოუმატა, ეს ხომ არ არის აუცილებლად კორონავირუსით გამოწვეული სიცხე. სანამ დავასახელებდე იმ ექიმეს ძალიან გთხოვთ, რომ თქვენს პროფესიას მოეკიდოთ პროფესიონალურად“, - განაცხადა პაატა ... ...
  • ონლაინგაყიდვები ისევ დასაშვები გახდასაქართველოში ონლაინვაჭრობა ისევ დასაშვებია. მთავრობის ახალი დადგენილება დღეიდან, 2 აპრილიდან ძალაშია. აქვე დამატებით აღნიშნულია, რომ დასაშვებია „ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით (დისტანციურად)“. აქამდე ონლაინ მხოლოდ მზა საკვების გამოძახება იყო დასაშვები. ახალი დადგენილებით კი ამ ჩამონათვალს საკვები პროდუქტი, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების ნივთების მიტანის სერვისით ყიდვაც დაემატა. იმისთვის, რომ კომპანიამ ონლაინ გაყიდოს პროდუქტი, აუცილებელია დისტანციურად, სახლიდან ამუშაოს თანამშრომლები. იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლის სამსახურში ყოფნა დაწესებულების ფუნქციონირებისთვის „კრიტიკულად აუცილებელია“, დასაშვებია ოფისში მაქსიმუმ 5 ადამიანის ... ...
  • "ნემსებს მეზობელი უკეთებდა" _ თერჯოლელ ახალგაზრდას კორონავირუსი დაუდასტურდათერჯოლაში 30 წლამდე მამაკაცს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი თბილისში, ლომბარდში მუშაობდა. ფაქტის შესახებ "გურია ნიუსთან" დაინფიცირებულის ახლობელმა ისაუბრა: "საეჭვო სიმპტომებით თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში მივიდა, სადაც უთხრეს, ფილტვების ანთება გაქვსო. მერე ექიმის დანიშნულებით თერჯოლაში ჩამოვიდა. ნემსებს მეზობელი უკეთებდა. როცა მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, სასწრაფო გამოიძახეს, რომელმაც იგი საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა, სადაც ლაბორატორიულად დაუდასტურდა ახალი ... ...
  • "არც ბრიტანეთი ვართ და არც გერმანია, თვეები ვაფინანსოთ მოქალაქეების სახლში ჯდომა" _ გახარია "ჩვენ არ ვართ, სამწუხაროდ, არც ბრიტანეთი და არც გერმანია, რომ თვეები ვაფინანსოთ ჩვენი მოქალაქეების სახლში ჯდომა", _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ონლაინშესყიდვებზე საუბრის დროს განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, მთავრობის ძირითადი ამოცანაა, მაქსიმალურად შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები და გადავიდეთ მომსახურეობის დისტანციურ ფორმებზე. „ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ, მომსახურების სფერო არის ის სფერო, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობის ადამიანები მოძრაობენ, როგორც „ბექში“, ასევე ყველაზე მეტი შემხებლობა აქვთ კლიენტთან, ჩვენს მოქალაქესთან. ამიტომ, აქ, სახელმწიფოზე დაკისრებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, ისევე, როგორც ბიზნესის პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ელემენტარული პროცესების და უსაფრთხოების პირობების დაცვა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ყველა ის კომპანია, რომელიც ამ პირობებს დაიცავს, პირადად მე ვიძლევი გარანტიას, რომ უახლოეს პერიოდში, დღეებში მიიღებს მსგავსი საქმიანობის გაგრძელების ნებართვას. საერთოდ, ჩვენ ამ მძიმე საკარანტინო პირობებზე ვსაუბრობთ, რაღაც შეზღუდულ პერიოდზე. ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის, ჩვენი ფინანსური რეზერვი არ არის დიდი, ჩვენ არ ვართ, სამწუხაროდ, არც ბრიტანეთი და არც გერმანია, რომ თვეები ვაფინანსოთ ჩვენი მოქალაქეების სამწუხაროდ სახლში ჯდომა. ჩვენ ყველას ერთად, რამდენადაც გამომწვევი არ უნდა იყოს ეს სიტუაცია, მოგვიწევს შრომის დაწყება და ეს პერიოდი დადგება ძალიან მალე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მთავრობის ძირითადი პრინციპია – მინიმალური ზიანი ეკონომიკას. „ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ყველა შემთხვევაში ვსაუბრობთ ბიზნესზე, სამუშაო ადგილებზე, ეკონომიკაზე, მაინც გამოვდივართ „კოვიდ 19“-დან, რადგან ეს არის ჩვენი ბრძოლა, რომელშიც ახლა ვართ. მთავარია სულისკვეთება. ჩვენი ძირითადი პრინციპი გახლავთ მინიმალური ზიანი ეკონომიკას. მაგრამ, რამდენჯერმე ვთქვით, რომ ეს არის შეზღუდვები, რომელიც საჭიროა დღეს და არის დროებითი. პირდაპირ და ღიად ვამბობთ, ჩვენი ამოცანაა, ამ პირობებშიც, როდესაც ქვეყანაში არის კარანტინის საკმაოდ მძიმე ფორმა გამოცხადებული, მაგრამ ეს არ არის სრული კარანტინი, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები იმ დარგებში, რომლებიც დაშვებულია, სამსახურშიც მოძრაობენ, მათ გადაადგილების არანაირი პრობლემა არ აქვთ. დღეს, ევროპის უმრავლეს დედაქალაქში, უბრალოდ სახლიდან გამოსვლა არის წუთებით შეზღუდული და ამას, სპეციალური ნებართვები სჭირდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მსხვილი სისტემური საწარმოები, რომლის გაჩერებაც სერიოზული დარტყმა იქნება ეკონომიკისთვის, რა თქმა უნდა, გააგრძელებენ მუშაობას. „მათ ექნებათ კონკრეტული პირობები უსაფრთხოების და პირველ რიგში, ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის ნაწილში. ისინი იღებენ ამ პასუხისმგებლობას, რომ დააკმაყოფილებენ, დაწყებული ტრანსპორტირებით თავიანთი თანამშრომლების, შემდგომ შრომის პირობებით ადგილზე, მათი ჯანმრთელობის კონტროლით, ტემპერატურული სკრინინგით და კიდევ ბევრი რამით. ამ პირობებში, სისტემური საწარმოები აგრძელებენ მუშაობას და ეს ეკონომიკის საკმაოდ დიდი ნაწილია“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა. გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა მშენებლობის სექტორსა და სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. „გარდა ამისა, ჩვენ ვამბობთ, რომ მშენებლობის სექტორი და საერთოდ, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელზეც პირდაპირ არის დამოკიდებული პოსტ კრიზისულ პერიოდში ეკონომიკა როგორ სწრაფად განვითარდება, რა თქმა უნდა, ასევე აგრძელებენ ფუნქციონირებას, მაგრამ იგივე, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის პირობების სრული დაცვით. ისევე, როგორც სისტემურ დარგებთან ჩვენ გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია და მათ საქმიანობაშიც ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ხელი არ შეეშალოთ. მაგრამ, ამასთან ერთად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დისტანციური მომსახურეობის ზოგიერთი ფორმა მოითხოვს ბექ ოფისში საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანების შრომას. ჩვენ ყველა მივესალმებით იმას, რომ დიდი სავაჭრო ქსელები დისტანციურ მომსახურებაზე გადალაგდნენ და ყველანაირად ხელს შევუწყობთ ამას, სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, როგორც საკანონმდებლო დონეზე, გარკვეული შეღავათების დონეზე და ა.შ.“, – განაცხადა გიორგი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...