"წინაპრებს ჩემსას ჰყვარებიათ ლარების ჟღერა"

კარმიდამო ჩემი

"წინაპრებს ჩემსას ჰყვარებიათ ლარების ჟღერა"

2015 მარ 4 20:14:28

საქართველოს ყველა კუთხეში ფანდურს ოდითგან განსაკუთრებული მოკრძალებით ეპყრობოდნენ. უმისოდ არ არსებობდა ლხინი და და ბედნიერება, ხოლო ცალკეულ ოჯახებში, კედელზე საგანგებოდ გაკრულ ფარდაგზე, თვალსაჩინო ადგილზე ფანდური ეკიდა. საგმირო თუ სატრფიალო სიმღერები, მართალია, ხშირად სხვადასხვანაირი მელოდიით, მაგრამ მაინც ერთნაირი ლირიზმით ისმოდა მთელ საქართველოში. დროთა დინებამ ფანდურს ვერც ხმა გაუხუნა და ვერც დანიშნულება წაართვა, მიუხედავად სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი მიდგომებისა.

_ ფანდურზე სიმღერა ღირსებაა, მაგრამ ფანდურის სათანადოდ გამოთლა ისე, რომ ხმის ჟღერადობა ქართული ჰანგის შესაფერი იყოს, უფრო დიდი საქმეა, _ მიიჩნევს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთის მკვიდრი, ხუთი შვილის მამა მალხაზ კუჭუხიძე.

იგი არც ისე დიდი ხანია, რაც ფანდურების გამოთლის ხელოვნებას ეზიარა. თავდაპირველად ამ სამსიმიანი სააკომპანიმენტო საკრავის რეალიზაციას ოჯახში თავად ახდენდნენ. იბარებდნენ სხვისგან, შემდეგ კი ჰყიდნენ. ეს მათი მცირე ბიზნესის შემადგენელი ნაწილი იყო.

ხუთი შვილის მამას, უფროსმა ვაჟმა, გიორგიმ შესთავაზა, ეცადათ, თავად გამოეთალათ ფანდური. მით უფრო, ოჯახში ყველა მღერის და მხოლოდ ბიზნესის კეთების სურვილით ნაკარნახევი არ იყო ეს განწყობა. სცადეს და გამოუვიდათ. ახლა, ტყუპისცალი სოსიკო კუჭუხიძე, მამაზე უკეთ დახელოვნებული, საქმეს ღიღინით აკეთებს და მამასავით სიტყვაძუნწი, თვალებით სახელოსნოს კედლისკენ მიგვანიშნებს, სადაც ფანდურების გამოფენაა. ერთ რიგში განლაგებულ ფანდურებს, ცოტაღა რომ უკლია დასრულებამდე, "შესვენების ჟამი" უდგას.

_ ჩემი სამუშაო იარაღებია ხის ჩაქუჩი და სპეციალური რკინის სატეხი, მორჩა, სულ ეგ არის! რთულია მხოლოდ ხელით მუშაობა. საგულდაგულო სიზუსტეს მოითხოვს თითოეული დეტალი _ ფანდურის კორპუსი, ტარი და სხვა დამხმარე ნაწილები ცალ-ცალკე კეთდება. სიმებად, ძირითადად, გიტარის ძაფს ვხმარობთ. უკვე თბილისშიც გვყავს კლიენტურა. ძირითადად, ქრომატიულ ფანდურებს ვამზადებთ, ხალხური ფანდურის შეკვეთა უფრო ნაკლებად გვაქვს, _ ამბობს მალხაზ კუჭუხიძე და კიდევ ერთი ჩანაფიქრის შესახებ გვიმხელს _ სურთ, სალამურიც გათალონ.

"წინაპრებს ჩემსას ჰყვარებიათ ლარების ჟღერა, მაღალ ხევსურეთს ფანდურები თალეს მთებური" _ უნებურად გახსენდება მირზა გელოვანი და მისგან ნახსენები შინდის ხისგან გათლილი ვაჟას ფანდური... მასპინძელს ლექსი ეცნო და საკუთარი სათქმელი გააგრძელა:

_ პალმონიისგან ვთლი ფანდურებს, თუთაც შესანიშნავია, თუმცა, დიდი რაოდენობით არ მოიპოვება. ამიტომ ამ მცენარის მასალის ყიდვას ვამჯობინებთ, კარგ ხმას გამოსცემს, ჟღერადობა არ აკლია. დოლებსაც ვამზადებთ. სალამურის გაკეთება არ გვიცდია და ახლა უნდა მოვახერხოთ, _ ამბობს ბატონი მალხაზი და მოკრძალებით საუბრობს წინაპართა დიდ ტრადიციებზე ხალხური საკრავების მიმართ დამოკიდებულებაში. იხსენებს ფოლკლორისტ იური ჩიხლაძეს, რომელმაც მის შვილებს ფანდურზე დაკვრა ასწავლა.

_ ეს დიდი სიყვარულიც, რასაც ფანდურთან სიახლოვე ჰქვია, მისგან გადმოგვედო. სამწუხაროდ, ის ნაადრევად წავიდა ამ ქვეყნიდან, თუმცა, არა ერთ თაობას უსაზღვროდ შეაყვარა ხალხური ჰანგი, ხალხური საკრავი. ამის ერთი თვალსაჩინო დასტური ჩემი ოჯახია, ჩემი ხუთი შვილი. ამაზე დიდი ბედნიერება რამ ან ვინ უნდა მოგანიჭოს, ვის შეუძლია ასე დიდი საქმე აკეთოს, რაც იური ჩიხლაძემ შეძლო?! მის ხსოვნას მეტი პატივი უნდა მივაგოთ, _ სინანულით ამბობს ბატონი მალხაზი...

24 წლის გიორგი, 23 წლის თეონა, 21 წლის ტყუპი_ სოსიკო და ვერიკო, 6 წლის იოანე და სანაქებო მეუღლე ნანა კუჭუხიძე, და კიდევ.... უამრავი გაკეთებული და გასაკეთებელი ფანდური... გალობენ შვილები, საქმიანობს მთელი ოჯახი, ფუსფუსებს თავდაუზოგავ შრომაში ჩაფლული დედა და ხარობს დიდ ოჯახი, მრავალი ჯიშის ვაზის ტალავერი თანაზიარი სიხარულით რომ გადმოხურვია ოდის ფასადს. უერთმანეთობა წუთით არ უღირთ, თითქოს...

დიდხანს ისმოდეს ლარების ჟღერა კუჭუხიძეთა მგალობელ ოჯახში!




 ახალი ამბები
  • იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 2 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი - 1954 წელს დაბადებული ს.პ. და 2001 წელს დაბადებული ა.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობაში ედებათ. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 მარტს, ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარი "გოლდის" მიმდებარედ მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების დროს ბრალდებულებმა განახორციელეს გასროლები ცეცხლსასროლი იარაღიდან. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. ... ...
  • მეუფე გრიგოლი: ამ განსაცდელმა უნდა დაგვაახლოვოსფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა გვიან ღამით ფოთის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა. მეუფე გრიგოლის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობამ შესაძლოა, საგანგებო რეჟიმში ჩააყენოს ეკლესიაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეკლესიაში ღვთისმსახურება შეწყდება. მან აღნიშნა, რომ შეიძლება ადამიანებმა ეკლესიაში მისვლა ვერ შეძლონ არა იმის გამო, რომ ვინმე უკრძალავთ, არამედ ღვთის გამო, დაიცვან საკუთარი თავიც და სხვაც. მისივე თქმით, პრობლემები, რაც არის საქართველოში, შესაძლოა, იოლად გამოიყურებოდეს, მაგრამ ეს ვერ შეგვიშლის ხელს საფრთხეების სწორად გააზრებაში და კარგი იქნება, ეს საფრთხეები უმსხვერპლოდ გადავლახოთ. „ზიარებაზე განსხვავებული აზრი არსებობს სასულიერო პირებს შორისაც. ეს საკითხი ცალკეულად ვერ გადაწყდება. სინოდზე უნდა გადაწყდეს. ჩვენ ამ განსაცდელმა უნდა დაგვაახლოვოს ერთმანეთთან და არა პირიქით“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა. ... ...
  • ითვალისწინებს თუ არა მრევლი რეკომენდაციებს _საკვირაო წირვა ჩოხატაურის საკათედრო ტაძარში სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გამოცხადების შემდეგ, რომელიც სხვა აკ­რძალ­ვებ­თან ერ­თად ათზე მეტი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბა­საც ზღუ­დავს, ეკლესია-მონასტრებში წირვა-ლოცვა სოციალური დისტანციის დაცვით უნდა წარიმართოს. ზოგ ტაძარში მრევლისთვის განკუთვნილი ადგილი მონიშნულია. წესების სრული დაცვით აღევლინება საკვირაო წირვა ჩოხატაურის წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის ... ...
  • წვიმა, თოვლი, ნისლი და ქარბუქი _ ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...
  • საქართველოში ამინდი უარესდება საქართველოში ამინდი უარესდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...