ხორბლის მარცვალში აღმოცენებული ცვილით ფერწერის ხელოვნება

კარმიდამო ჩემი

ხორბლის მარცვალში აღმოცენებული ცვილით ფერწერის ხელოვნება

2015 მარ 29 14:25:12

ცვილით ფერწერის ურთულეს და საოცარ ხელოვნებას ცალკეული ადამიანები თუ ფლობენ. ოზურგეთელი ნანი ჭანუყვაძე სწორედ ის ადამიანია, რომელსაც განგებამ შეაძლებინა, თმის ღერებად ჩამოექნა ცვილის ძაფი და მიკროსკოპული ხედვით ეძერწა ხელოვნების იშვიათი და ძალზე თემატური ნიმუშები, თითოეული რომ გაეჭვებს, ნუთუ ეს ადამიანის ხელმა შექმნა?

პროფესიით აგრონომ-დეკორატორს, ფუტკრის მეგობარსა და მასზე უსაზღვროდ შეყვარებულს, ახსოვს, რამდენიმე წლის წინ, როგორ მოხვდა მის ხელში დაწნული სანთელი. ინტერესიც მაშინ გაჩნდა. მანამდე კი, შორეულ ბავშვობაში თიხით ძერწვით იყო გატაცებული. მასწავლებლებსაც ხშირად მიჰქონდათ მისი ნამუშევრები გამოფენებზე.

სამუშაო პროცესი ასეთია: იღებს ცვილის გუნდას, სწორი თუ ცილინდრული ფორმის ნემსებს, ხის წკირებს და გამადიდებელ შუშას, ჯდება მაგიდასთან, რომელსაც ნათურა მკვეთრად ანათებს. უმთავრესია გარკვეული ტემპერატურა, რომელიც ოთახში უნდა იყოს და წინ ედოს თავისივე ხელით ამოტვიფრული ესკიზი ან ორიგინალის ასლი... და იწყება რუტინული შრომა. ცვილის ძაფები და ხორბლის მარცვლების ფორმის ელიფსური კაკლები ისეთი ზუსტი სიმეტრიით იქმნება, თვით სამრეწველო ინდუსტრიას რომ გაუჭირდებოდა. ნიჭი და ულევი ენერგია თავისას შვება და ცვილი ჩვილის მორჩილებით ლხვება ოსტატის თითებში. ვიდრე ცვილის გუნდას ათასჯერ დაგორგლავს ხელისულგულებით და თმის ღერის დიამეტრს დაუქვემდებარებს, მაგიურ ძალას გრძნობს, თითქოს. არადა, ერთი ჩვეულებრივი, თხელი აღნაგობის სიმპათიური ქალბატონია, მისსავე დამზადებულ და ბეწვის ხიდად გადებულ ცვილის ძაფზე მოსიარულე რომ გეგონება.

"თავთავისგან აკრეფილი ჯვარი" მისი ხელოვნების კარიბჭეა. ძალიან ბევრი ნამუშევარი ხორბლის მარცვლის ფორმის ელიფსური ბურთულებითაა დამზადებული, რომლის წონა აფთიაქის სასწორზე დაზუსტებული გეგონება. ცვილით შექმნილი ნამუშევრები, "გრეხილი სამება" დიდ მეცენატს სამების აგებისთვის უძღვნა, "დაწნული სამება" კი ერის სულიერ მამას მიართვა, სამების კურთხევისთვის.

ნანი ჭანუყვაძის ნამუშევრების კოლექციაში თავთავისგან და ვაზის მტევნებისგან აკრეფილი ჯვრები ფიგურირებს. "ანანურის ციხის ფრაგმენტი" უდიდესი სიფრთხილით შექმნა. როგორც ყოველთვის, ჯერ ცვილის ფურცელი აიღო, ზედ დედნის ასლი ამოტვიფრა, შემდეგ კი გამოსახა ანანურის ციხე, რომლის ფონს ჯანო გიორგაძის ლექსი ამშვენებს. რა თქმა უნდა, თითოეული ასო ცვილის ძაფითაა დაწერილი, რის მოხაზვასაც, ნემსისა თუ წკირის დახმარებით, ნერვების მბურღავი შრომა და რუდუნება სჭირდება...

ბათუმში, ერთ-ერთ გამოფენაზე ჰკითხეს, შინ როგორ გიძლებენო? არადა, ასე უძლებენ: ერთ საღამოს სამუშაო მაგიდასთან მიმჯდარს, მეორე დილით მეუღლე ეხმარება წამოსადგომად, ღამენათევს, მხრებმოხრილსა და თითებდაბუჟებულს... მთავარი ხომ ისაა, რომ ასეთ თავდავიწყებას შეუძლია ხელოვნების ნიმუშის შექმნა.

ნანი ჭანუყვაძის ნამუშევრების ფერთა გამა თეთრი, შავი და ყვითელია. ფერები მხოლოდ ფუტკრის მიერაა განსაზღვრული, შავი დინდგელი, თეთრი ცვილი, რომელშიც თაფლი არ ჩასულა და ყვითელი ფერის ნაირსახეობა, რომელიც თაფლის ღიაობის თუ მუქი ფერის მიხედვით ეძლევა ცვილს. ღირსებაა ისიც, რომ უზადო ნიმუშები სალონური მუშაობითაა შექმნილი, რაც მხოლოდ ცალკეულ ხელოვანებს ხელეწიფებათ.

_ ბიზნესის კეთების სურვილი ნაკლებად გამაჩნია. "ვისოცკის ავტოპორტრეტს" არანაირ დოლარზე არ გავყიდი, _ ამბობს ქალბატონი ნანი და მცირე ირონიული ღიმილსაც იმეტებს: ასეთ რამეს ვერ აკეთებენ, ურთულესია ცვილით ფერწერა, თორემ აქამდე წამართმევდნენ ან მომპარავდნენო.

სამი ათასი სანთლის ბურთულა ისე დაამზადო, რომ თითოეული ერთმანეთის ტყუპისცალი იყოს, მართლაც საოცრებაა. ამ რაოდენობის ცვილის ბურთებით შექმნილი ჩაუქრობელი სანთელი მან ქართველებისა და ებრაელების 26 საუკუნოვან მეგობრობას უძღვნა.

მისი ყველა ნამუშევარი თემატურია. გამოფენები არაერთხელ მოეწყო ოზურგეთში, ფოთში... მაგრამ ქალბატონ ნანის სათანადო აღიარება რომ არ მომხდარა, მისგან დამოუკიდებლად მისივე შემოქმედება ამბობს:

_ აბა, ერთი მილიონერი ვიყო ან ვიღაცეების მეხოტბე, უცებ მაღიარებდნენ... თუმცა, მე ეს არ მაბრკოლებს, ჩემსას ვაკეთებ, ვესიყვარულები ილიას, ანას, დავით შემოქმედელს, _ ამბობს და გვიმხელს, რომ საკუთარი კულინარული რეცეპტიც შექმნა _ "გურიის ნექტარი", რომლის ძირითადი კონსერვანტი თაფლია. არაერთ ვინმეს დააგემოვნებინა კიდეც: "რა ვიცი, იქნებ, მომპარეს კიდეცო," _ ხუმრობს.

ნანი ჭანუყვაძემ ახლახან დაასრულა ანა კალანდაძის ლექსის _ "საქართველოო, ლამაზო", ცვილის ფირფიტაზე იგივე ცვილის ძაფით გადატანა. ასევე დაასრულა ილიას ლექსის, "ტყემ მოისხა ფოთოლი", ცვილის ფერწერით გამოსახვა. იხსენებს, როგორ სიმწრით ამოტვიფრა ილიასეული ავტოგრაფის "ჭ" ასო, რომ დიდი მწერლის საკადრისად გაეცოცხლებინა.

"ჩემი ხელოვნება სწრაფვაა სილამაზის სრულყოფისკენ, მხატვრული სიტყვისა და შემოქმედებისკენ. ეს არის მოკრძალებული სურვილი სხვათა უკვდავებას, ერთი რიგითი მეციხოვნის ბედნიერებას ვეზიარო. ეს არის უზენაესი მოვალეობა, ხარკი გადავუხადო წარსულს მომავლის გადასარჩენად," _ თითქოს აღსარებას ამბობს და თავადვე ასკვნის: "ვინც თავის სამშობლოს არ მიხედავს, მას სხვა დაეპატრონება, რადგან ის სხვაც ღვთის შვილია".

უეჭველია, ნანი ჭანუყვაძის ხელთქმილი ცვილით ფერწერის ნიმუშები გავა დიდ გზაზე, რადგან ხელოვანმა მარცხის გარეშე უკვე გაიარა მისივე ხელოვნებით დაწნული ცვილის ბეწვის ხიდი, სადაც "მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი".




 ახალი ამბები
  • გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალაგუდაური-კობის გზაზე შეზღუდვები მოქმედებს. ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია. რაც შეეხება მლეთა-გუდაურის მონაკვეთს, ამ შემთხვევაში მოქმედებს გაუჩერებლად გავლის რეჟიმი. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილები დაკრძალესდიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულები ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. მანამდე გარდაცვლილები ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და და ქაშვეთის ეკლესიაში იყვნენ დასვენებულები, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ტაძარში იმყოფებოდა კათოლიკოს-პატრიარქი, თანამოსაყდრესთან ერთად, ასევე თბილისის მერი და სხვა პოლიტიკოსები. დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება, რამაც ნგრევა გამოიწვია, ოთხი დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 4 წლის ბავშვი იყო. აფეთქების დროს 8 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავა, რომლებსაც გულგრილობას ედავება.  სასამართლომ მათ დღეს წინასწარი პატიმრობა ... ...
  • აფეთქების საქმეზე დაკავებულ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათდიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა მიიღო. პროკურატურა ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. დაცვის მხარე მოითხოვდა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ვაზელ მამადიანის შემთხვევაში 50 ათასი ლარის, ხოლო თორნიკე ტატიშვილის შემთხვევაში 10 ათასი ლარი ყოფილიყო გამოყენებული. ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი ოფიციალურად 19 იანვარს წაუყენეს. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. წინასასამართლო სხდომა 14 მარტს ჩაინიშნა. შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ... ...
  • ძროხების მოპარვის ბრალდებით 3 პირი დააკავესბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბანში, საძოვრიდან 7 სული მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს, რომლებიც შემდეგ გაყიდეს. მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო ქმედებების შედეგად პოლიციამ 1994 წელს დაბადებული ნ.პ. და 1995 წელს დაბადებული შ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა, 1986 წელს დაბადებულ ე.შ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ... ...
  • თბილისში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვესთბილისში, რამდენიმე დღის წინ დაკარგული მოზარდი, აფრიკის დასახლებაში, ქაღალდების ქარხანასთან გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახს ძალიან უჭირს, რის გამოც, მოზარდი იძულებული იყო მშობლების დასახმარებლად ჯართი შეეგროვებინა. წინასწარი ინფორმაციით, ის თხრილში სწორედ ჯართის მოსაგროვებლად ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა. ბავშვის იდენტიფიცირება ველოსიპედით შეძლეს, რადგან ის ამით გადაადგილდებოდა. აქვე იპოვეს სხვადასხვა ხელსაწყო, რის დახმარებითაც ჯართს ეძებდა. ზუსტად რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...
ზაფრანი

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...

ცხოველების კურთხევის ცერემონია მადრიდში

მადრიდში ძაღლები, კატები და ზაზუნა...

სიზმარის მიღმა ჭეშმარიტება

ისტორიაში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი სიზმარია,...