სამეურნეო კოოპერირების ჩამოყალიბების თავისებურებანი ქართულ სოფელში

კარმიდამო ჩემი

სამეურნეო კოოპერირების ჩამოყალიბების თავისებურებანი ქართულ სოფელში

1970 იან 1 04:00:00
ქვეყნის რეალური განვითარების უმნიშვნელოვანესი რესურსის, საექსპორტო პოტენციალის, სასურსათო უსაფრთხოებისა და დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, სოფლის მეურნეობა კვლავაც საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენს. ყოველივე ზემოთქმული ასევეა გაწერილი საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაში, თუმცა, რეალობა სულ სხვაა _ სოფლის მეურნეობა, ფაქტობრივად განადგურებულია, მისი, აღორძინებისთვის კი, ამ დრომდე, მხოლოდ განცხადებები კეთდება. ფაქტობრივად, არც სამეურნეო კოოპერირების მექანიზმი არ არსებობს.

რა მოხდა და რა ხდება ამ კუთხით საქართველოში, როგორი სურათი იხატება დღეისთვის და რა არის გამოსავალი, ამ საკითხებზე ექსპერტი ბექა ნაცვლიშვილი გვესაუბრება.

_ ბატონო ბექა, რა მოხდა საქართველოს სინამდვილეში, საიდან დაიწყო ის ნეგატიური პროცესები, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა?

_ საბაზრო ურთიერთობათა მოდელი, რომელიც საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აირჩია, ძირითადად ფასწარმოქმნის ლიბერალიზაციას, დარგთაშორის კავშირების რეგულირების პროცესებიდან სახელმწიფოს ჩამოცილებასა და სოციალური გარანტიების შემცირებას ითვალისწინებდა.

"ვარდების რევოლუციის" შედეგად, მოსულმა ხელისუფლებამ უფრო რადიკალური, ნეოლიბერალური კურსი აირჩია და სრულიად მოიხსნა პასუხისმგებლობა ეკონომიკური ურთიერთობის რეგულირებაზე და ზოგადად ეკონომიკის სტიმულირებაზე, რაც მთლიანად ბაზარს, როგორც მარეგულირებელ მექანიზმს, გადააბარა. თავისთავად ცხადია, საბჭოთა დაგეგმვითი ეკონომიკის გამოცდილების მქონე მეწარმე სუბიექტებმა როგორც შიდა, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე არსებული კონკურენციის პირობებში, ვერ აუბეს მხარი ახალ რეალობებს, რაც ქვეყნის წარმოებითუნარიანობაზე მძიმედ აისახა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა სოფლის მეურნეობა.

_ ხომ არ გახდა ამ ყველაფრის მიზეზი ის, რომ არ არსებობდა და არ არსებობს ერთიანი სახელმწიფო რეგულაცია?

_ 1996 წელს სასოფლო სამეურნეო პროდუქცია მთლიან ეროვნულ დოვლათში 33%-ზე მეტს შეადგენდა, სადღეისოდ მისი წილი ოთხჯერ შემცირდა და 8.3%-ს არ აღემატება. კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების გამოცდილების შედეგად დაკნინებული თვითინიციატივის უნარის მქონე ქართველი გლეხი საბაზრო ეკონომიკის გამოწვევების წინაშე მარტო აღმოჩნდა. დღეს საქართველოს ხელისუფლების სასოფლო სამეურნეო პოლიტიკა შორს არის კომპლექსური მიდგომებისგან და მხოლოდ ერთჯერადი, ლოკალური ჩარევებით შემოიფარგლება. ეს კარგად ჩანს სოფლის მეურნეობაზე გამოყოფილ სახელმწიფო საბიუჯეტო ასიგნებების რაოდენობაზე, რომელიც 60,802 ათას ლარს შეადგენს, რაც მხოლოდ საბიუჯეტო ხარჯების 0,9% წარმოადგენს. მრავალი ექსპერტისა და პრაქტიკოსის აზრით, სოფლის მეურნეობის უფრო დაბალანსებული და ეფექტური განვითარება მოითხოვს საბაზრო მექანიზმებთან ერთად კოოპერირების მექანიზმების ამუშავებას. კოოპერირება წარმოადგენს მიწების გამასივების, ხარჯების შემცირების, ტექნოლოგიური განვითარებისა და საბოლოო ჯამში, ევროპული სტილის ინსტიტუციონალური მოწყობის ჩამოყალიბების გზას.

_ როგორია მსოფლიო პრაქტიკა ამ მხრივ?

_ მსოფლიოში არსებული შინამეურნეობების ზომების რეგულირების პრაქტიკა, მათი ოპტიმალური გამოყენებისა და მეურნეობების მდგრადი განვითარების მიზნით, რიგ მიდგომას გვთავაზობს. ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა მსოფლიოში ძირითადად გეოგრაფიული და ისტორიული განვითარების ფაქტორების გათვალისწინებით ხელმძღვანელობს. დღესდღეობით, ძირითად, ტენდენციას შინამეურნეობების ზომების გამსხვილება წარმოადგენს. სამხრეთ ევროპის რიგ ქვეყნებში ფერმერული მეურნეობების სარგებლობაში არსებული მეურნეობათა ზომა, ნაკვეთების დაქუცმაცების თავიდან ასაცილებლად, დადგენილი ქვედა ზღვრის საშუალებით რეგულირდება. სკანდინავიის ქვეყნების პრიორიტეტს, სოფლიდან ქალაქში მიგრაციის პროცესის შესაჩერებლად, მცირე მეურნეობების შენარჩუნება წარმოადგენს.

საქართველოში 2004 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერამ აჩვენა, რომ სასოფლო სამეურნეო მიწების მქონე შინამეურნეობების 43,2%-ს ჰქონდა 0,5 ჰა-ზე ნაკლები; 0,5-0,99 ჰა მიწა ჰქონდა 32%-ს მეურნეობებისას ე.ი. 1 ჰა-ზე ნაკლები ჰქონდა 75,2%-ს მეურნეობებისა; 1-1,99 ჰა-მდე ჰქონდა მხოლოდ 18,3%-ს მეურნეობებისა; 2-2,99 ჰა _ 3%-ს და 3-4 ჰა კი 1,4 %-ს შინამეურნეობებისა. აღსანიშნავია, რომ ეს მეტად მცირე ზომის ფართობიც დანაწევრებულია და გაბნეულია 2-3 და რიგ რეგიონებში უფრო მეტ ნაკვეთად.

ოჯახური მეურნეობის საშუალო ფართობებისა და ნაკვეთების საშუალო რაოდენობის მხრივ, საქართველოს რეგიონები არსებითად განსხვავდებიან. თუ მთლიანად საქართველოს კონტოლირებად ტერიტორიაზე საშუალოდ ერთი ოჯახური მეურნეობა სარგებლობდა 1,05 ჰა-ით; რეგიონებში ეს მონაცემი შეადგენდა (ჰა-ში): გურია _ 0,82; აჭარა _ 0,5; იმერეთი _ 0,64; კახეთი _ 1,9; მცხეთა-მთიანეთი _ 0,99; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი _ 0,89; სამეგრელო-ზემო სვანეთი _ 0,71; სამცხე-ჯავახეთი _ 2,21; ქვემო ქართლი _ 0,95 და შიდა ქართლი _ 0,9.

საქართველოში უპრიანი იქნებოდა მეურნეობათა გამსხვილება საშუალოდ 2-3 ჰექტრამდე, მაგრამ დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, როცა სოფლად განადგურებულია ან ამორტიზირებულია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და შინამეურნეობების კრიტიკული ნაწილი ფინანსური რესურსების უქონლობას უჩივის, შინამეურნეობების გამსხვილება კარგავს აზრს. ამრიგად, შინამეურნეობების ტექნიკური აღჭურვილობის დონე მეტად დაბალია. ნაკვეთების დაქსაქსულობის, სამუშაოების არაერთდროულად ჩატარების გამო, იხარჯება მეტი საწვავი, ტექნიკა გამოიყენება არაეფექტურად. იკვეთება ტენდენცია, მექანიზირებული სამუშაოების შემცირებისა და ცოცხალი გამწევი ძალით (ხარი, ცხენი) თუ ხელის იარაღებით შრომის გადიდებისა. საერთაშორისო დონორების დახმარებით მიღებული სასოფლო სამეურნეო ტექნიკა, რომელიც რიგ რეგიონებზე გადანაწილდა, არსებითად ვერ ცვლის არსებულ სურათს.

_ ბატონო ბექა, სავალალოა შინამეურნეობების ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობაც.

_ ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მეურნეობათა გამსხვილება შესაძლებელი იქნებოდა მცირე მეურნეობათა რაოდენობის შემცირებისა და მსხვილი ფერმერული მეურნეობების ზრდის ხარჯზე. ყოფილი მცირე მეურნეობების მფლობელთა დიდი ნაწილი, რომელიც წარმოქმნილ მსხვილ ფერმერულ მეურნეობებში ვერ დასაქმდებოდა, იძულებული იქნებოდა ადგილზე, ან ქალაქად ეძებნა არასასოსფლო-სამეურნეო სამუშაო. ინდუსტრიის სექტორის სიმცირისა და სერვისის სექტორში დასაქმების თვალსაზრისით, უმძიმესი მდგომარეობის გათვალისწინებით უმუშევრობის ისედაც სავალალო მდგომარეობა უფრო დამძიმდებოდა.

თუ ევროპული სახელმწიფოების გამოცდილებას გავითვალისწინებთ, არსებული სიტუაციიდან ოპტიმალურ გამოსავალს სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებისა და კავშირების შექმნა წარმოადგენს. ეს ერთობლივად ნედლეულის შეკრების, გადამუშავების, შენახვის, წარმოებისა და რეალიზაციის მიზნით ან ერთობლივად სხვადასხვა წარმოების საშუალებების (თესლები, სასუქები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა) შეძენისა თუ მცირე საოჯახო მეურნეობების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების კოლექტიურად სარგებლობის მიზნით, სხვადასხვა დონის ფერმერული გაერთიანებების შექმნას გულისხმობს. კოოპერაცია ამცირებს მასში გაერთიანებული შინამეურნეობების წარმოებისა და ტრანსაქციულ ხარჯებს და ზრდის მათ რენტაბელურობას.

_ თუმცა, ჩვენ ვიცით, სამეურნეო კოოპერირების ჩამოყალიბების თავისებურებანი ქართულ სოფელში.

_ კოოპერირების ერთ-ერთ მიზანს ნატურალური მეურნეობიდან საბაზრო მეურნეობაზე გადასვლა წარმოადგენს, რადგან ნატურალური მეურნეობების მიზერული შემოსავლების გათვალისწინებით, კოოპერირების გარეშე მისი საბაზრო მეურნეობაზე გადასვლა წარმოუდგენელია. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მეურნეობათა 82% პროდუქტს აწარმოებს ძირითადად საკუთარი მოხმარებისთვის, ხოლო 18% _ გასაყიდად. 2004 წლის მონაცემებით, საშუალოდ მეურნეობათა თვიურ შემოსავლებში სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი საერთო შემოსავლების მხოლოდ 20 პროცენტს წარმოადგენდა. მაშასადამე, მეურნეობათა კრიტიკული უმრავლესობა ნატურალური მეურნეობით არის დაკავებული. ნატურალური მეურნეობის მქონე ოჯახი იძულებულია, თუ გინდ მცირე რაოდენობის, მაგრამ შეძლებისდაგვარად სხვადასხვა კულტურები გააშენოს თავის მეურნეობაში, რათა დაზოგოს საკვები პროდუქტების შეძენაზე ფინანსური რესურსები. გარდა ამისა, ის რისკების გადანაწილებას ცდილობს _ თუ ერთი კულტურის მოსავალი გაფუჭდა, მას რჩება სხვა კულტურის მოსავალი, რომლითაც იგი შეძლებს თავის გატანას. განსხვავებით ნატურალურისგან, საბაზრო მეურნეობა ერთი რომელიმე კულტურის მაქსიმალურ მოსავალსა და რენტაბელურობაზეა ორიენტირებული, რადგან რომელიმე კონკრეტულ კულტურაზე ორიენტაცია ამცირებს სამეწარმეო ხარჯებსა და ხდის მას უფრო მომგებიანს.

_ რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქართულ სოფლებში, არის თუ არა სოფლის მოსახლეობა შეკრული მდიდარი სოციალური კაპიტალით, თუ დაქსაქსულია?

_ ქართულ სოფლებში სოციალური ურთიერთობების ინტენსივობა საკმაოდ მაღალია, მაგრამ ამ ურთიერთობების შედეგად ინსტიტუტების ჩამოყალიბება, რომლებიც ხელს უწყობს ნატურალური მეურნეობიდან საბაზრო მეურნეობაზე გადასვლას, ვერ ხერხდება.

თანამშრომლობა ძირითადად ხდება ნათესავებსა და მეზობლებს შორის და არის საკმაოდ ხშირი (მაგალითად, ნადი, რომლის დროსაც მეურნეები ერთმანეთს მოსავლის აღებაში ეხმარებიან), თუმცა, ერთჯერადი ურთიერთდახმარებითა, ან ვერტიკალურ ურთიერთობებზე აგებული ინიციატივებით შემოიფარგლება (მაგალითად, რწმუნებულის მიერ ინიცირებული რომელიმე საქმიანობა, რომელიც სოფლის მცხოვრებლების ჩართულობას მოითხოვს). ამ სახის თანამშრომლობის შედეგად, ურთიერთობა არ გენერირდება და არ წარმოშობს ურთიერთობების უფრო მაღალ ხარისხს. სივრცე, სადაც ამ ტიპის თანამშრომლობის საჭიროება დგება, არ მოითხოვს ამ ურთიერთობაში ინვესტირებას, რადგან ისინი ტერიტორიული სიახლოვისა და გაზიარებული წარმომავლობის ფონზე, არის უკვე ნდობის მაღალი ხარიხით გამსჭვალული და საკმაოდ მყარი.

_ სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს სამეურნეო კოოპერირების მიმართულებით?

_ უპრიანი იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან იმ ზომების მიღება, რომლებიც გააუმჯობესებდა სამეწარმეო გარემოს და ეკონომიკურ ურთიერთობებს გახდიდა უფრო სტაბილურსა და გათვლადს, გააჩენდა საჯარო სივრცეს, საერთო საკუთრებისა და საზოგადო სიკეთეების შექმნისა და განკარგვის შესაძლებლობას, რის გასახორციელებლადაც კოოპერირება იქნებოდა აუცილებელი და რაციონალური. შედეგად, გაუმჯობესებული სოციალური გარემო გაზრდიდა თემთან ურთიერთობის საჭიროებისა და თემის შიგნით თვითრეალიზაციის შესაძლებლობის განცდას.




 ახალი ამბები
  • SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა (R)ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა  „სინათლის მანქანები“ გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია  არტისტის მიერ შექმნილი უნიკალური ფოტოები, რომლებიც დამთვალიერებელს არამხოლოდ სასიამოვნოდ გააოცებს, არამედ განსაკუთრებული ემოციებითაც აავსებს. კოკა რამიშვილი თავის ნამუშევრებში გეომეტრიულ ფორმებს ქმნის. ის ფოტოგრაფიის საშუალებით იმ სინათლეს წარმოაჩენს, რომელსაც ხელოვანი რბილ ნაცრისფერ მონოქრომულ რიგად ანაწევრებს. არტისტი არ იყენებს შავ-თეთრ კონტრასტებს, რომლებიც  სხვადასხვა ტონს ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნავდნენ. „პირიქით, ნიუანსების დიდსულოვანი რიგი და მისი ბუნდოვანი კონტურები თვალს სინათლისა და სიბნელის, სიზმრისეულისა და რეალობის ზღვარზე მდებარე შუალედურ სამყაროში შეღწევის შესაძლებლობას ანიჭებენ“,- ასე აფასებს გამოფენის კურატორი, კატრინ ტისო კოკა რამიშვილის შემოქმედებას. SOLO და Erti Gallery-ს თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო,  რაც გულისხმობს Erti Gallery-ს სივრცეში წარმატებული ქართველი ხელოვანების გამოფენების მოწყობას. გალერეაში  ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას, რომლებთანაც გალერეა ექსკლუზიურად თანამშრომლობს. SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში უკვე მოეწყო სამი გამოფენა. კოკა რამიშვილის „სინათლის მანქანები“ კი რიგით მეოთხე გამოფენაა. ყოველი გამოფენის შემდეგ SOLO -სა და Erti Gallery-ს პარტნიორობის ფარგლებში გამოიცემა  წიგნი, რომელთა ავტორებიც, მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები არიან.   Erti Gallery-ს და SOLO-ს ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, საქართველოს სახელოვნებო სივრცეს მეტი პოპულარიზაცია შესძინოს. დამატებითი სტიმული მისცენ მსოფლიოს მაშტაბით ნიჭიერ არტისტებს და ისინი ქართული პლატფორმის ქვეშ გააერთიანონ. SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო.  ყოველი გამოფენიდან SOLO შეისყიდის ერთ ნამუშევარს, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების  მიზნით  სოლო ლაუნჯებში გამოიფინება.  დამატებითი ინფორმაციისთვის, SOLO-ს შესახებ ეწვიეთ: www.SOLO.ge;  ... ...
  • "მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო” _ ხაზარაძე სააკაშვილზესაზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძემ გადაცემა მთავარ აქცენტებში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც შემდგომ ივანიშვილმა გადმოიბარა. "სააკაშვილი თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც ივანიშვილმა გადმოიბარა. უფრო მეტიც - მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო”, - განაცხდა ... ...
  • ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთესაჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქობულეთში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო მიღების დროს, პირველკლასელებს საბჭოთა სიმბოლო - წითელი და ასევე ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს.  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს კლასის პედაგოგმა უთხრა, რომ ბორდოსფერი და ლურჯი ყელსახვევების შეკერვის იდეა მას ეკუთვნის. ყელსახვევები საკუთარი ფინანსებით შეიძინა, გადაწყვეტილება კი, დირექციასთან არ შეუთანხმებია.  „ასეთი წესი გვაქვს, ყველა მასწავლებელი მოსწავლეს საჩუქარს ახვედრებს. ბავშვები სხვებისგან, რომ გამერჩია ამ მიზნით გადავწყვიტე ყელსახვევების გაკეთება. ამაში ჩემი ფული დავხარჯე და პირადი გადაწყვეტილებით გავაკეთე. სკოლის ადმინისტრაციასთან არ შემითანხმებია.  ლურჯი ბიჭის ფერია, ბორდოსფერი კი გოგოს, ამიტომ შევარჩიე. სხვა კონტექსტი არ ქონია ამ ამბავს. მშობლებსაც არ გამოუთქვამთ პროტესტი“.- ამბობს მასწავლებელი.  „თავისუფლების ქარტიის“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება ... ...
  • პრემიერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მთავრობის მეთაურმა სწავლის დაწყება განსაკუთრებით მიულოცა პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველ ნაბიჯს დგამენ თავიანთი დიდი, წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. „მინდა, სასწავლო წლის დაწყება მივულოცო სკოლის მოსწავლეებს და განსაკუთრებით – პირველკლასელებს, რომლებიც დღეს გადადგამენ პირველ ნაბიჯს თავიანთი დიდი წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. იმ ცხოვრების, რომლითაც ისინი უნდა ემსახურონ პირველ რიგში თავის სამშობლოს. გისურვებთ, იყოთ წარმატებულები, ჯანმრთელები, ბედნიერები, რომ ემსახუროთ ამ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ... ...
  • ზურაბ ნასარაიამ რეგიონის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა (R)გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, ახალი სასწავლო წლის დაწყება საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს. მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა. „ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენი რეგიონის მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებს. ვუსურვებ წარმატებებს და ნათელ მომავალს. მიმდინარე წელს, გურიის რეგიონში, სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 35 საჯარო სკოლას. განახლდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები და სპორტული დარბაზები.2018-19 წლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა 2 220 000 ლარი. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენი სახელმწიფოსთვის განათლება და მისი ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია,“- აღნიშნა მან. ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...
ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...