რატომაა წელს ციტრუსის მცირე მოსავალი

კარმიდამო ჩემი

რატომაა წელს ციტრუსის მცირე მოსავალი

2011 დეკ 31 07:42:31

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში დეკემბრის დასაწყისში ჩავედით. ჩვენი ინტერესის საგანი ამჯერად ციტრუსის წლევანდელი მოსავალი იყო. შრომელები დღემდე მსჯელობენ, თუ რამ განაპირობა წელს ასეთი მცირე მოსავალი. ერთ დროს ყველაზე მდიდარი სოფელი, ახლა იქაურებს ყველაზე ღარიბ სოფლად მიაჩნიათ.

სოფლის ცენტრში სამი საშუალო ასაკის ადამიანი და რამდენიმე ახალგაზრდა შეგვხვდა. ჩვენც მათ გავესაუბრეთ;

ომარ ხომერიკი: _ უამინდობის ბრალია, თუმცა, თავისი დროზე უნდა პატრონობა. 300-400 ლარი მაინც სჭირდება სასუქს, მაგრამ ამის საშუალება არ არის, მთავრობა არ გვეხმარება. პრეზიდენტმა რომ ჩამოიაროს, მასაც ვეტყვი ამას. 45 ლარი ღირდა ერთი ტომარა სასუქი. მანდარინის მყიდველი ამ დრომდე მოდიოდა და მიჰქონდა პროდუქტი, ახლა კი არავინ მოსულა.

_ ადრე, როდესაც შრომაში შემფუთავი ქარხანა იყო, 7-8 ათასი ტონა ციტრუსს იღებდა, ახლა მოიშალა ყველაფერი. გლეხის ამბავი არავის არ აინტერესებს და არ აწუხებს, უპატრონოდ ვართ დაყრილი, _ გვითხრა 60 წელს გადაცილებულმა მამაკაცმა.

_ კარგი იქნება, მინერალური სასუქები დაგვირიგონ. ჩვენს მიწაზე სხვა მოჰყავდა საქართველოს პრეზიდენტს მიწის დასამუშავებლად. გურულ, კახელ, მეგრელ გლეხს მისცეს ის თანხა, რაც ბურების ჩამოყვანა დაჯდება და ჩვენ თვითონ მოვუვლით ყველაფერს.

შრომის ცენტრიდან გზა პირდაპირ გავაგრძელეთ. გზაზე სუფსაში მცხოვრები ჯუმბერ ლორია შეგვხვდა, რომელიც შრომაში ნათესავს სტუმრობდა:

_ სუფსაში ციტრუსის არც თუ დიდი ნაკვეთი მაქვს, მაგრამ რაც არის, ისიც არ ვარგა. რა მოხდა წელს, ვერ გეტყვით. ახლა ჩემს ნათესავთან ვიყავი. წელს არც მასთან არის ციტრუსის კარგი მოსავალი, საჭმელი მანდარინიც არ აქვს.

_ თქვენი აზრით, რატომ არის წელს ციტრუსის ასე ცუდი მოსავალი?

_ ციტრუსს სჭირდება მოვლა და პატრონობა, ხალხს კი პურის ფული არ აქვს. პროდუქციის რეალიზაციასაც ვერ ახდენს გლეხი. მოკლედ, ბევრი პრობლემის წინაშე ვდგავართ, ალბათ, ოდესღაც მოგვხედავს ვინმე.

_ არავინ არ კითხულობს ჩვენს ამბებს, არავინ არ მოსულა. ადრე გორიდან ან აზერბაიჯანიდან მოდიოდნენ და მიჰქონდათ ციტრუსი, ახლა კი არავინ არ ჩანს. რამდენიმე დღის წინ ლიმონის ყიდვის მსურველები გამოჩნდნენ. მოთხოვნა ყვითელ ლიმონზეა. სახელმწიფოებრივი მიდგომა არ არის ამ საქმისადმი და არავის არ აინტერესებს, როგორ გავყიდით ციტრუსს. ყოველ წელს იმდენი გვიჯდება სასუქის, წამლის ყიდვა, რომ მოსავლის აღების დროს ვერ ხდება დანახარჯის ამოღება. თხილმა აჯობა ციტრუსს. სააკაშვილი ათ-ათი ლარით გვიზრდის პენსიას, პარალელურად კი, პროდუქტებზეც იზრდება ფასები, _ გვითხრა შრომაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქალბატონმა,

რომან ცეცხლაძე: _ როდესაც კოლმეურნეობა არსებობდა _ ვარგოდა თუ არ ვარგოდა ის წყობა, ეს სხვა ამბავია, ციტრუსის მიღება ქარხანაში ხდებოდა, იმ დროს შრომაში და ნატანებში საჩვენებელი ციტრუსი იყო, ყველა საპატიო ადამიანი აქ მოჰყავდათ.

ბოლო წლებში აჭარიდან, სამეგრელოდან მოდიოდნენ და გაჰქონდათ ციტრუსი. ახლა კი თუ ვინმემ გამოიარა, ჩალის ფასად მიაქვს ხალხის ნამუშევარი. რაც ახლა მშენებლობები მიდის, კარგია, მაგრამ ხალხისთვის თუ არის რომელიმე?

ქეთო ბოლქვაძე, 75 წლის: _ შრომა მიყრუებული სოფელი გახდა. ამოვარდება თუ არა ქარი, შუქი ითიშება. ეს ცხოვრება ხომ არ არის?! გულზე ვსკდები, სააკაშვილის რომ ეხუტებიან ეს მლიქვნელები. ჩახუტება კი არა, უნდა გაიგოს პრეზიდენტმა, რომ ხალხს უჭირს.

იუზა ხომერიკი: _ კოლმეურნეობის დროს მილიონერი სოფელი იყო, ახლა ხალხი ფიქრობს, ლუკმა პური როგორ იშოვონ.

შრომაში მოგზაურობის ბოლოს აგრონომს, გივი ხომერიკს ვეწვიეთ, რომელიც სამეურნეო საქმიანობით იყო დაკავებული, თუმცა, ჩვენთვის მოიცალა და საკუთარი მოსაზრება გაგვიზიარა:

გივი ხომერიკი: _ სოფელი შრომა ძალიან მცირემიწიანი სოფელია. გულსატკენია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აგრარულ სექტორს ყურადღება არ ექცევა. ჩვენს სოფელში რასაც ხედავთ, ეს ჩაის პლატანციებით და ციტრუსით გაკეთდა. 400 ჰექტარი ჩაის პლანტაციიდან, დღეს არც ერთი ჰექტარი არ არის. 4 ათას ტონა ჩაის ვკრეფდით, ახლა არც ერთი კილოგრამი არ იკრიფება. სოფელს ასევე ჰქონდა ავტოპარკი, გვყავდა რამდენიმე ტრაქტორი, რომლითაც ციტრუსებს ვმკურნალობდით. რამდენიმე წელია, თუ ინდივიდუალურად აკეთებს ვინმე, თორემ ციტრუსი არ შეწამლულა. ჩემი მუშაობის პერიოდში, არ მახსოვს ასეთი მცირემოსავლიანი წელი და ასეთი უხარისხო ნაყოფი. ეს განპირობებულია აგროტექნიკის დაბალი დონით, ხალხის ეკონომიკური პირობებით, ვერ შეიძინეს მინერალური სასუქები. შხამქიმიკატებზე ლაპარაკიც არაა, ისეთი ფასი აქვს. გურიაში, და დასავლეთ საქართველოში დაავადებების საწინააღმდეგოდ არაფერი კეთდება. თხილის კულტურა ძალიან კარგი კულტურაა, შემოსავლიანია, კარგი ფასი აქვს, ამიტომ, მასიურად გადავიდა მოსახლეობა თხილის გაშენებაზე, თუმცა, დაავადება თხილის კულტურაზეცაა გაჩენილი, მაგრამ არავინ ყურადღებას არ აქცევს.

"კარმიდამო ჩემი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილეს ლაშა ღლონტს ესაუბრა.

_ ლაშა, 2010 წელს ციტრუსის მოსავალი რამდენი ტონა იყო?.

_ 11 000 ტონა, აქედან, სარეალიზაციო (ხარისხიანი) 9 000 ტონა.

_ წელს რამდენ ტონა ციტრუსს ელოდებით?

_ 6 400 ტონას, აქედან, სარეალიზაციო 4 500 ტონა იქნება.

_ რამ განაპირობა მოსავლის სიმცირე?

_ ყვავილობის პერიოდში იყო ჭარბი ნალექები, რამაც გამოიწვია ყვავილების დაზიანება და ლპობა, ასევე ვერ მოხდა მწერებისაგან დამტვერვა და ნაყოფის გამონასკვა; გაზაფხული და შემოდგომაც იყო ძალიან ცივი და ნალექიანი, რის გამოც, მცენარე ვერ ჩაეტია სავეგეტაციო პერიოდში და ნაყოფის შეფერილობა კვლავ რჩება მომწვანო-მოყვითალო, ზომაც არასტანდარტულია, რაც შემდგომ მის სარეალიზაციო ფასში უარყოფითად აისახება.

_ მოსახლეობა ამბობს, რომ მათ არ აქვთ საშუალება სასუქი შეიძინონ, არ ხდება ციტრუსის შეწამვლა, დაავადებების მკურნალობა... რას აკეთებს სახელმწიფო ამ კუთხით.

_ ჩვენ შეგვიძლია, ფერმერებსა და გლეხებს დავეხმაროთ შემდეგი მომსახურებით: გავუწიოთ კონსულტაციები, თუ როგორ შეიძლება ოჯახურ პირობებში დაამზადონ ესა თუ ის სასუქი და რაციონალურად მოახდინონ მისი გამოყენება; დავაკვალიანოთ, სად და რომელ კომპანიაში შეიძლება შეიძინონ ხარისხიანი, იაფი პრეპარატები და სასუქები; უფასოდ გავუკეთოთ PH-ის მარტივი ანალიზი. რაიონში ხდება ტექნიკის მობილიზება და მექანიზაციის პარკის მშენებლობა, რომლის საშუალებითაც ყველა ფერმერს შეეძლება, წამლობა ჩაატაროს მაღალხარისხიანად, რაც აამაღლებს ეკონომიკურ ეფექტიანობას.




 ახალი ამბები
  • თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართათეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანს, ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლების პროფესიული გადამზადების კოლეჯებთან და დამსაქმებლებთან დაკავშირება, ხოლო დამსაქმებლებისთვის ახალი კვალიფიციური კადრების მოძიება წარმოადგენდა.   ღონისძიებაში პროფესიული განათლების 11 კოლეჯმა და 23-მა მსხვილმა კომპანიამ, მათ შორის,   ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და RDFG-ის ხელშეწყობით განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.  დამსაქმებლებმა სამუშაოს მაძიებლებს 300-მდე აქტიური ვაკანსია შესთავაზეს.  RDFG-ის თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა ფორუმის მონაწილებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ კი, დასაქმების თანამედროვე გამოწვევებზე, სახელმწიფო სტრატეგიასა და პროგრამებზე ისაუბრა. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულმა წარმატებულმა ადამიანებმა, ფორუმის მონაწილეებს თავიანთი ისტორიები გაუზიარეს, თუ როგორ შეიძლება  გახდე კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე. ღონისძიების მიმდინარეობისას,  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების 30 უფასო ვაუჩერი გათამაშდა. გამარჯვებულებმა  პროფესია  საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეარჩიეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელთან (VVGT). ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან, 179.5  მილიონი ევროს ბიუჯეტით ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ... ...
  • “მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ“ - რა ხდება ფანჩატურში“ვიცი, თქვენ დაწერეთ, რომ ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურიდან  ორი სკამი  და ერთი მაგიდა აიღეს. ახლა  დგას და ნახეთ, რა მ დგომარეობა არის. საშინელება ხდება და სიბინძურეა, ამას აკეთებს ახალგაზრდობა და ძალიან მტკივა გული. არ გეუბნები ამას ნიშნის მოგებით, მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ.“ - თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ერთ-ერთმა ადგილობრივმა. ოზურგეთში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურში და მის ირგვლივ მართლაც ისეთი მდგომარეობა, რომლის ნახვა განწყობას გაგიფუჭებს. ამავე თემაზე: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/davisvenet-kalak-ozurgetshi-panchaturidan-skamebi-da-magida-aighes ... ...
  • “დაანებონ ლიხაურს და შემოქმედს თავი“ _ აშენდება თუ არა ლიხაურში ქვესადგური“ყველა ლიხაურს რატომ უტევს? ხვალ 17 ოქტომბერს,12 სთ ზე,კომპანია "სლრ ცუნსულტინგ" მართავს შეხვედრას სოფ.ლიხაურში. თემა-მძლავრი ელექტრო გადამცემი სადგურის მშენებლობა და გარემოზე დაკვირვების განხილვა. მსურს მოგახსენოთ, რომ სოფელი ლიხაური არის, უნიკალური ბუნების, ხეობის და უძველესი ისტორიის მქონე ტურისტული ზონა. ოზურგეთის ერთ-ერთი მარგალიტი. მჭიდროდ დასახლებული სოფელი. აქ, მის ტერიტორიაზე ასეთი სადგურის მშენებლობა, ყოვლად დაუშვებელია. ააშენონ ლიხაურის ტერიტორიის გარეთ. ყველა როგორ უტევს სოფელ ლიხაურს. ხან კლდის ნგრევა, კარიერები, ახლა სადგური გვაკლია. ავსახლდეთ სოფლიდან? ელექტრო მაგნიტურ გამოსხივებას სად გავექცეთ?“ - ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში, გადავარჩინოთ გურიის მდინარეებს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ გაავრცელა. შეხვედრა სოფელ ლიხაურში მართლაც შედგა, მაგრამ დარბაზში ცარიელი სკამები უფრო ჭარბობდა, ვიდრე ხალხი. როგორც სოფელში აღნიშნეს, მოსახლეობა ინფორმირებული არ იყო და სწორედ ეს აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ ლიხაურისთვის კარგი არ კეთდება. შეხვედრაზე ითქვა, რომ  სოფელ ლიხაურში 220 კილოვატიანი ქვესადგურის მშენებლობა იგეგმება. თინა დობორჯგინიძე, ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი: ისე ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენ განვითარების წინააღმდეგი ვართ. ძალიან კარგად ვიცით, რომ სახელმწიფოს აქვს თავისი ინტერესები, თუმცა... სახელმწიფო ადამიანებისთვის არსებობს უპირველეს ყოფვლისა. ადამიანებს ამ ჰესის წინააღმდეგი არის იმიტომ, რომ ჩვენ ბევრჯერ მოგვიაწია ლიხაურის დაცვა, ფაქტიურად ომში ვიყავით ჩართული. ეს იყო კარიერების თემა, ეს იყო ციხის თემა, ეს იყო მიწის თემა და არაერთი საკითხი, რომელიც ჩვენი სოფლისთვის მიუღებელია. რატომ? ლიხაური არის ერთ-ერთი საუკეთესო სოფელი გურიაში და მას პატრონობა ჭირდება და არა დაქცევა, განადგურება.  ირმა გორდელაძე: “ლიხაური არის ტურისტული ზონა და ეს ქვესადგური სხვა ადგილას ააშენონ, სადაც ადამიანებს და ბუნებას არ შეეხებიან. დაგვანებონ  ლიხაურს და შემოქმედს თავი, ამ ბოლო დროს ძალიან ამ სოფლებს გადაეკიდნენ და ყველას მივმართავთ, ნუ მიდიხარ ხალხის საწინააღმდეგო მხარეს. ვანო მუმლაძე, "სლრ ცუნსულტინგ საერთაშორისო პროექტების უფროსი ინჟინერი: “ეს პროექტები ხალხის კეთილდღეობისთვის კეთდება. ჩვენი შეხვედრა ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რაც შეიძლება ინფორმირებული იყოს მოსახლეობას და მათ უნდა გავაცნოთ რამხელა მნიშნელოვანია ამ პროექტების განხორციელება ქვეყნისთვის და გურიის რეგიონისთვის.“ მთავარი კითხვა შედგება თუ არა სოფელ ლიხაურში 220 კილოვატიანი ქვესადგურის მშენებლობა ამ ეტაპისთვის პასუხის გარეშე ... ...
  • დუისში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება (R)მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და საერთაშორისო ასოციაციის, "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" (თავმჯდომარე, მაია კვეზერელი-კოპაძე) მხარდაჭერით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, ადგილობრივ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს თბილისის წამყვანი კლინიკებიდან მოწვეული ექიმები_ (პედიატრი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, რადიოლოგი) კონსულტაციებს და ლაბორატორიულ კვლევებს ჩაუტარებენ. ბენეფიციარებს ასევე, უფასოდ დაურიგდებათ ფართო სპექტრის მედიკამენტები. ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან. მისამართი: სოფელი დუისი, ამბულატორიის შენობა.ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური საერთაშორისო ასოციაციასთან "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" უკვე მესამე წელია თანამშრომლობს. ამ ხნის განმავლობაში, უწყებასთან ერთად, ასოციაციამ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა;ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კვლავაც ჩატარდება უფასო სამედიცინო გამოკვლევები და დიაგნოსტირება, რომლის შესახებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები წინასწარ შეატყობინებენ უწყების ბენეფიციარებს. უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ... ...
  • "ექვთიმეს სურვილები გვქონოდეს საქართველოში" _ სახალხო დღესასწაული სოფელ ლიხაურში17 ოქტომბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში  ტრადიციული „ექვთიმობა“   წელს იმით გახდა ნიშანდობლივი, რომ  ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში ოზურგეთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  დოკუმენტს ხელი მოაწერეს  ოზურგეთისა და ზუგდიდის საკრებულოების თავმჯდომარეებმა დავით დარჩიამ და მამუკა წოწერიამ. აქ განმარტეს, რომ ეს სასიხარულო მოვლენაა, რადგან  მუნიციპალიტეტის საკრებულოებს შორის,   ასეთი  სახის ურთიერთობა, თვითმმართველობის ისტორიისთვის ახალია და პირველად ხდება. _ მემორანდუმის ფარგლებში სამომავლოდ დაგეგმილია ერთობლივი მრავალი  ერთობლივი პროექტის გახორციელება, _ თქვა ოზურგეთს საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაციის წევრებმა, ოზურგეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად,  მოინახულეს რეაბილიტაციის პროცესში მყოფი ოზურგეთის სახელმწიფო  თეატრი, ეწვივნენ  ოზურგეთის სურათების გალერეას,  კოლეჯ „ჰორიზონტს“, ფოლკლორის ცენტრს და  ბოლოს  დაესწრნენ „ექვითმეობის“ დღესასწაულს. ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორი რუსლან ურუშაძე მიესალმა სტუმრებს, მათ ესაუბრა საქართველოში დაკარგულ  და მერე სასწაულებრივად აღდგენილ მინანქრის ხელოვნებაზე,  აჩვენა მათ  მეორე სუკუნის ძეგლზე აღმოჩენილი  მინანქრის ხელოვნებით შესრულებული ხატის ასლი,  რომელიც ათი წლის წინ საპატრიარქომ სპეციალურად დაამზადა ექვთიმეს სახლ-მუზეუმისთვის.   ასევე ისუბრა ექვთიმე თაყაიშვილის არა როგორც განძის მცველის, არამედ მისი, როგორც  პილიტიკური  და საზოგადო მოღვაწის უდიდეს დამსახურებაზე : _ ექვთიმე თაყაიშვილმა მოახერხა და საქართველოს კულტურის გვირგვინი დაადგა ..   და ეს გვირგვინი  ჩვენს ქვეყანას დღემდე ადგას!  ექთიმეს სურვილები გვქონოდეს საქართველოში, ოჯახებში დ მთელ მსოფლიოში, _ თქვა მან ემოციური გამოსვლის დროს. ვრცლად ამ საინტერესო ღონისძიების შესახებ, ჩვენს მკიხველებს უახლოეს საგაზეთო სტატიაში ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...
ზაფრანი

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...

ერთ დროს უსახლკარო ვარსკვლავები

თინეიჯერულ ასაკში ჯიმ ქერი ოჯახთან...

კოკა-კოლას სასარგებლო თვისება

დღესდღეობით თითქმის ყველამ იცის კოკა-კოლას...

რატომ უნდა დადოთ საწოლთან გაჭრილი ლიმონი

ლიმონი ვიტამინი C-ს წყაროა. გარდა...

სიზმრის ახსნა

კბილის გატეხვა ან ამოღება -...