მოსავლისა და სათესლე მასალის გარეშე დარჩენილი გლეხობა

კარმიდამო ჩემი

მოსავლისა და სათესლე მასალის გარეშე დარჩენილი გლეხობა

1970 იან 1 04:00:00

ჰიბრიდული სიმინდის ავკარგიანობაზე საუბარი არ წყდება. სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ამერიკიდან შემოტანილი თესლით ფერმერებისა და გლეხების სათესლე მასალით მომარაგებას ითვალისწინებდა, ჰყავს როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეებიც.

საქართველოს მთავრობა კმაყოფილებას გამოთქვამს ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოტანილი ჰიბრიდული სიმინდის დათესვის გამო და, ხელისუფლების წარმომადგენლები და მხარდამჭერები მოწეულ ტაროებს სადემონსტრაციოდ ხან პარლამენტში ატრიალებენ და ხანაც მთავრობის სხდომებზე. დადებით მხარეს ბოლომდე რომ მივყვეთ, ოფიციალური მონაცემებით, "პიონერის" სიმინდმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, როგორც მოსავლის რაოდენობა, ასევე მიღებული მარცვლის ხარისხობრივი მაჩვენებელი. თუმცა, ეს "იდეალური სურათი", 27 სექტემბერს პარლამენტში გაკეთებული განცხადებების შემდგომ, როგორც ჩვენი პრეზიდენტი იტყოდა, "ჩამოიშალა".

იმავე სხდომაზე, ოპოზიციური ფრაქციის დეპუტატებმა, უმრავლესობისგან განსხვავებით, ცუდი მოსავლის სადემონსტრაციოდ, მეჩხერმარცვლიანი და ფაქტობრივად "განუვითარებელი" ტაროები ატრიალეს. სიმინდის ტაროებით "ხანჯლაობა" დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა ერთი ფაქტორი _ ინფორმაციის შემოდინება დაიწყო თავად ხეირმიღებული და დაზარალებული ადამიანებისგან. დეპუტატთა მტკიცებით, მწირი მოსავლის გამო, ბევრი ფერმერი ვერ ანაზღაურებს გაწეულ ხარჯს და ვერ ფარავს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღებულ შეღავათიან კრედიტს.

იგივე სურათი იხატება სამეგრელოს სოფლებშიც. როგორც ხობელი მოგელი სოსელია გვეუბნება, აგროვადების დაცვის მიუხედავად, ჰიბრიდულმა სიმინდმა, იმედები გაუცრუა. არადა, ეს რაიონი, ყოველთვის გამოირჩეოდა სიმინდის მაღალმოსავლიანობით: "დავთესე აგროვადებისა და ყველა წესის დაცვით. დათესვა, თავიანთი ახალი ტექნიკით მოხდა, თუმცა, ამოსვლით, მხოლოდ 30% ამოვიდა. არც სასუქის შეტანა არ დამიგვიანებია და არაფერი," _ ამბობს მოგელი სოსელია, რომელიც ბანკის კრედიტის გადახდაში სახელმწიფოს დახმარებას თხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისივე თქმით, სოფლის მეურნეობაზე ხელის აღება მოუწევს.

იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგის მკვიდრი, ლილი გვალია: "ერთ ჰექტარზე დავთესეთ 22 კილოგრამი და არანაირი შედეგი არ არის. ტყუილად მოგვიწია ტექნიკის დაქირავება, ხარჯის გაღება," _ ამბობს ლილი გვალია.

მათგან განსხვავებით, იგივე სოფლის მკვიდრი, როლანდ ჯიქია ამბობს, რომ ადგილობრივისგან განსხვავებით, ორჯერ მეტი მოსავალი მიიღო იმ მიწის ფართზე, რომელიც მის საკუთრებაშია და მისივე თქმით, მწირმოსავლიანიცაა. ჯიქია, ამერიკული თესლის დათესვას, მომავალ წელსაც აპირებს.

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, სათესლედ, 750 კილოგრამი წითელი და ერთი ტონა თეთრი მასალა შეიტანა, რომელიც წინასწარ დარეგისტრირებულ 131 მოქალაქეს გაუნაწილეს. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის უფროსი, ბესიკ ნაჭყებია, რომელიც კარგი მოსავლის ვერმიღების მიზეზად, ზოგიერთი გლეხის სიზარმაცეს ასახელებს: "ის გლეხები, რომლებმაც ეს სიმინდი დათესეს და მოსავალი ვერ მიიღეს, მიზეზი საკუთარ თავში ეძებონ. უხეშად რომ ვთქვათ, ეს სიმინდი არ არის ზარმაცების სიმინდი. მას ჭირდება, გარკვეული აგროტექნიკა, სასუქები და ვადების დაცვა. აქედან გამომდინარე, ეს სიმინდი მინდორში დავყაროთ და მერე მოსავალი მივიღოთ, ასე ნამდვილად არ არის. ვინც გაისარჯა, მოსავალი ყველამ მიიღო," _ აცხადებს ნაჭყებია.

სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ, სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 2011 წელს, 30 ათასი ჰექტარის შესაბამისი სათესლე მასალა შეიძინა. როგორც ამ პროგრამისთვის სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდიდან _ სიმინდი.გე ვკითხულობთ, სათესლედ, გლეხების მიერ მოწეული სიმინდის გამოყენება არ არის რეკომენდირებული, შესაბამისად, მომავალი წლისთვის, გლეხებს მისი შეძენა ისევ მოუწევთ.

"ჰიბრიდული სიმინდის თესლის შემდეგ წელს დათესვა არ არის რეკომენდირებული, რადგან იგი მაღალმოსავლიანობის უნარს ავლენს მხოლოდ დათესვის წელს, ე.ი. პირველ თაობაში, შემდგომ თაობაში მაღალმოსავლიანობის უნარი მკვეთრად ქვეითდება, ამიტომ, მიღებული მოსავლის თესლად გამოყენება არ არის სასურველი," _ ვკითხულობთ სიმინდი.გე-ზე.

ამავე ვებ-გვერდზე ისიცაა განმარტებული, ფიტავს თუ არა მიწას ჰიბრიდული სიმინდი, რაზეც საუბარი მუდმივად მიმდინარეობს:

"სიმინდი მაღალპროდუქტიული და მაღალმოსავლიანი კულტურაა. ამის გამო, ნიადაგიდან გამოაქვს დიდი რაოდენობით ნიადაგში არსებული საკვები ნივთიერებები, ამიტომ მისი ზედიზედ, დიდი ხნის განმავლობაში, ერთსა და იმავე ნაკვეთზე თესვით, რომ არ მოხდეს ნიადაგის გაღარიბება-გამოფიტვა, საჭიროა საკვები ნივთიერებების ხელოვნურად შეტანა. გარდა ამისა, გამოვიყენოთ კულტურათა მონაცვლეობა _ თესლბრუნვა. სიმინდი ძალიან "თავმდაბალი" კულტურაა და "წუნია" კულტურა არ არის _ ის ძალიან კარგად იტანს მის წინამორბედ თითქმის ყველა კულტურასა და ნიადაგს".

ჰიბრიდული სიმინდისგან განსხვავებით, იგივე ნიადაგზე, სხვა კულტურების მოყვანა რეკომენდირებულია: "სიმიდი ყველაზე კარგი "მასპინძელი" კულტურაა. მისი ბიოლოგიიდან გამომდინარე ითვლება ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო კულტურის კარგ წინამორბედ კულტურად. ამიტომ, სიმინდის შემდეგ, შესაძლებელია სხვა კულტურის მოსავლის მიღება," _ აღნიშნულია სპეციალური ვებგვერდზე სიმინდი.გე.




 ახალი ამბები
  • „დეპრესიას უმადურობა იწვევს“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა„აზროვნების აკადემია“,  პროექტ  „სალონური საუბრების” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ამჯერად ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას ლექციას აქვეყნებს, რომელიც დერპესიულ აშლილობას ეხება: “ფსიქიატრების აზრი ძალიან უახლოვდება რელიგიურ მოსაზრებას, რომ უმადურება უდრის დეპრესიას. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი გაქვს თუ ცოტა, ხახვის და პურის უმადური ხარ თუ სასახლეები გაქვს და ამის. ზოგადად, უმადურობა იწვევს დეპრესიას. აღმოჩნდა, რომ თავის ტვინში არის ოპიატური რეცეპტორები, სიამოვნების ჰორმონი, რომელიც თურმე გამომუშავდება მაშინ, როდესაც ხარ მადლიერი. როდესაც არ ხარ მადლიერი, ეს სიამოვნება დაკარგული გაქვს და მას ეძებ.  თუ ხარ მადლიერი იმის, რაც გაქვს, გაქვს სიმშვიდეც. სიმშვიდეც მადლიერებას მოაქვს და ანტიდეპრესანტიც ეგაა. ჩვენ კულტურალურად ძალიან დამძიმებულები და უმადურები ვართ. დაახლოებით 20 წლის წინ ამერიკელებთან ერთად ტრენინგზე ვისხედით და იქ იყო ასეთი სიტუაიცა. ყველა იწყებდა საუბარს ასე, გამარჯობა, მინდა მადლობა გადავუხადო ბებიას, რომელმაც ფუნთუშები დამიმზადა. მეორემ მადლობა მეზობელს გადაუხადა, რომელმაც გაუღიმა. მესამემ მადლობა გადაუხადა მზეს მზეს და მივხვდი, რომ აქ ხდება პოზიტივში საკუთარი თავის ამოქოქვა. ანუ დღეს ვიწყებთ პოზიტიურად იმით, რომ მადლობას ვუხდით ვინმეს და ეს თურმე ჩვენთვისვე არის კარგი. მადლობელი რომ ხარ უკვე ეს ჩემთვისაა კარგი და არა მისთვის, მისაც ... ...
  • მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. „მთავარი ის კი არ არის, 17 წლისა აიღებს მართვის მოწმობას ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, არამედ ის, თუ რა ცოდნის საფუძველზე იღებს ის მართვის მოწმობას. დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ ე.წ. ავტოსკოლებში მოქალაქეებს კოდირების გზით მართვის მოწმობის აღებას ასწავლიან. გამოცდაზე ადამიანები გადიან ცოდნის გარეშე, დაზეპირებული კოდებით, რის გამოც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელმაც საგზაო მოძრაობის შესახებ საერთოდ არაფერი იცის“, - ამბობს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ... ...
  • "2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას მოსახლეობა გადაწყვეტს და არა გიგა ბოკერია" _ კალაძე2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა გიგა ბოკერია, - ასე ეხმიანება დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას. მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაა და ამის ნათელი მაგალითი ოპონენტების განცხადებებია. „მე შემიძლია კიდევ ერთხელ მოვიშველიო ჩვენი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ჩვენ მოვექცევით ჩვენს ოპონენტებს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება და არა ისე, რასაც ისინი იმსახურებენ. თუმცა, ამ წლების განმავლობაში ისინი შეეცადნენ, რომ ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება ჩვენ წინააღმდეგ გამოეყენებინათ“, - განაცხადა კახა ... ...
  • „ტურიზმის განვითარების მიმართულებაში მთავარი „ჩაის გზაა“ _ კარლ ჰარცელი გურულ სოფელშიევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ევროპის დღეებთან დაკავშირებული ვიზიტის   ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში მეწარმე ლიკა მეგრელაძის საოჯახო სასტუმრო „კომლი“ დაათვალიერა. სახლის მფოლობელმა ლიკა მეგრელაძემ  ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის, “მონაწილეობითი პრონციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის”, მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში, მოახდინა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია და გაფართოება, განაახლა ტრადიციული ჩაის ჯიშები. საპატიო სტუმართან ტურიზმის განვითარების მიმართულებებში ერთ-ერთ უმთავრესზე, „ჩაის გზის“ შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა ისაუბრა: _  ბევრი ვიფიქრეთ, რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რაც გურიას  საქართველოს სხვა  რეგიონებისგან განასხვავებდა და ეს არის სწორედ, „ჩაის გზა“. ასე დავიწყეთ ამ პროექტის შექმნა.  ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი არის ის, რომ ტურისტების 70% ყოფილი საბჭოთა კქვეყნებიდან შემოდის და  კარგად ახსოვთ ქართული ჩაის გემო. ამიტომ ნაკლები რეკლამა სჭირდება ამ საქმეს. გვაქვს ოთხი ძირითადი ლოკაცია. ასევე, ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ბალნეოლოგიური ტურიზმი, _ უთხრა სტუმრებს მამეშვილმა და გააცნო მათ ინფორმაცია ნასაკირალის სამკურნალო წყლების შესახებ,  უთხრა, რომ აქ 1930 წელს გაიხსნა ბალნეოლოგიური კურორტი. კარლ ჰარცელმა ინტრესით   დაათვალიერა იქვე, სახელდახელო მოწყობილი გამოფენა, სადაც ვიზუალურად, ფოტოებით იყო ნაჩვენები 1930 წელს ნასაკირაში ბალნეოლოგიური კურრორტის გახსნა და თანმხლები ... ...
  • სისხლიანი გარჩევა ლისის ტბაზე - ექიმებმა ვეფხვაძის გადარჩენა ვერ შესძლესგოჩა ვეფხვაძე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მძიმე დაზიანებებით 41 წლის მამაკაცი საავადმყოფოში 6 ოქტომბერს მოათავსეს, თუმცა ერთ კვირიანი მცდელობის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ვეფხვაძეს გულ-მკერდის მარცხენა მხარეს, ასევე ბარძაყის ქვედა კიდურზე და წვივებზე 4 მძიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 41 წლის მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია 3 საათის განმავლობაში უტარდებოდა. არსებული ინფორმაციით, ვეფხვაძეს დაპირისპირება, სავარაუდოდ, ძველ მეგობრებთან – ძმებ ფეიქრიშვილებთან და ნოდარ ნიშნიანიძესთან მოუვიდა, რომლებთანაც კონფლიქტი წლების განმავლობაში ჰქონდა. ვეფხვაძე 6 ოქტომბერს ლისის ტბაზე დაჭრეს, თუმცა, დაჭრილი კაცი შარტავას ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მანქანით ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...
ზაფრანი

ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს

თუ სიგარეტისთვის თავის დანებება გინდათ,...

რომელი პროდუქტი არ უნდა შეინახოთ საყინულეში

მაცივრის საყინულეში ბევრ საკვებ პროდუქტებს...

როგორ ამოვიცნოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი

საზიანოა თუ არა გენმოდიფიცერებული საკვები...

მარტივი მეთოდები ჯანმრთელობის შესამოწმებლად

თვალები _ მოშორდით მონიტორს 4-5 ნაბიჯით,...

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...

მკურნალი ყველი

რამდენი თვის წინ დანიელმა მეცნიერებმა...